5 თებერვალს, პარიზის გრან-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს, 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. გამარჯვებიდან რამდენიმე წუთში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დარბაზში ჩანს მამაკაცი საქართველოს დროშით, რომელსაც საქართველოს ჰიმნის გაგონებაზე ცრემლები მოსდის და გულზე გამარჯვების მუშტს ირტყამს...

სოციალურ ქსელში ყველა კითხულობდა, ვინ იყო ემიგრანტი კაცი, რომელიც თანამემამულის საგულშემატკივროდ დარბაზში მივიდა და გრიგალაშვილის გამარჯვების ემოციები მთელი საქართველოს სახელით გამოხატა. ეს კაცი ესპანეთში მცხოვრები გოგიტა შამუგიაა, რომელმაც ბავშვობის ოცნება აისრულა და იმ დროს იმღერა საქართველოს ჰიმნი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დროშა ყველაზე მაღლა იყო აწეული... ოცნება აუსრულდა მის უფროს ვაჟსაც, დავითს, რომელიც თავადაც ძიუდოში ვარჯიშობს და საყვარელი სპორტსმენი პირადად გაიცნო...

- ჩემპიონატზე როგორ მოხვდით, შვილთან ერთად ჩახვედით საფრანგეთში ესპანეთიდან?

- ძალიან მიყვარს ძიუდო. აქაური მეგობრები ხშირად მეკითხებოდნენ ქართველ სპორტსმენებზე, არავის იცნობდნენ. ყველას ვეუბნებოდი, ოლიმპიადას უყურეთ და ნახეთ ქართველების ძიუდო-მეთქი. ეს არის ჩემთვის, როგორც საქართველოს სიმბოლო. მაგიტომ შემიყვარდა, რომ ყველაზე წარმატებულები ვართ ამ სპორტში. ბავშვმა თავიდან ფეხბურთი აირჩია, მაგრამ შემდეგ ორივე ძიუდოზე შევიყვანე. ერთ დღესაც უფროსმა მითხრა, მამა, ჩემი დაბადების დღის საჩუქარი იქნება, თუ ქართველ ძიუდოისტებს გავიცნობო. 10 თებერვალს არის დაბადებული. ყველაზე მეტად მიყვარს ტატო გრიგალაშვილი, ჩემი სტილის არისო. ეს მოხდა ოქტომბერში. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ისრაელში ჩავსულიყავით. ნიკო შერაზადიშვილთან ვმეგობრობ, რომელიც იქ ასპარეზობს, მაგრამ მისივე რჩევით, ცოტა დაძაბული სიტუაციაა და არ გინდა ბავშვთან ერთად, პარიზში ჯობიაო. მაშინვე ვიყიდე პარიზის ბილეთები. აქამდე არასოდეს მქონია საშუალება, რომ საქართველოს ჰიმნი მემღერა, როდესაც ქართველი იმარჯვებს. ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება... პარიზში რომ ჩავედით, ცოტა პრობლემა იყო დარბაზში, საფრანგეთის დროშის გარდა, არავის აძლევდნენ საშუალებას, თავისი ქვეყნის დროშა ჰქონოდა. პირველ დღეს ამის გამო ცოტა უხეშად შენიშვნაც მომცეს. ვუთხარი, მამაჩემი ამ დროშის გამო მოკვდა და გთხოვთ, დროშა უნდა დავიცვა, რამეში კი არ გეჯიბრებით-მეთქი. მეორე დღეს მითხრეს, გქონდეს, მაგრამ სულ დროშით არ იდგეო. არც ვიცოდი, რომ კამერაში მოვხვდი და ამ დროს ყველამ ნახა, რომ გულზე ხელს ვირტყამდი.

- თქვენი ოცნება ასრულდა და თქვენმა შვილმა თუ გაიცნო ქართველი სპორტსმენები?

- დიახ, ტატო პირადად გაიცნო, მაგრამ ძალიან გართულებული იყო მიახლოება, დაცვა გამკაცრებული იყო უკრაინის მოვლენების გამო. ასევე გაიცნო საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელი, რომელიც საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. მე კი ჩემი ოცნება ავისრულე და ვიმღერე ჩემი ქვეყნის ჰიმნი, მაშინ, როდესაც ყველაზე მაღლა ფრიალებდა საქართველოს დროშა. გმირები არიან ის ბიჭები, რომლებმაც ამის საშუალება მომცეს...

განაგრძეთ კითხვა

ჟორა
ეს ყველაზე ნაკლებად ემართებათ ქართველებს.
გულშემატკივარი
ძალიან ამაღელვებელია და ყოჩაღ ამ ადამიანს, მაგრამ მოდი სიმართლეს თვალებში შევხედოთ. თუ ამის შვილები საქარტველოში არ დაბრუნდნენ საცხოვრებლად, მისი შვილიშვილები დიდი ალბათობით უკვე ესპანელები იქნებიან ისევე, როგორც მრავალი ქარტული წარმოშობის ახალგაზრდა არის ფრანგი, იტალიელი, ამერიკელი და ასე შემდეგ. ადამიანი სადაც დაიბადა, გაიზარდა და სადაც მეგობრები, შეყვარებული, და ასე შემდეგ ყავს ის ხდება მისი სამშობლო 100 დან 90 შემთხვევაში. ოჯახმა შეიძლება ძალიანაც სცადოს ქართულად გაზრდა, მაგრამ გარემო თავისას შვება.
გიუშა
ერთ ათ წელიწადში შენი შვილების გამარჯვება გეზეიმოს ასე საქართველოს სახელით
მალხაზ ჯობავა
სი ქუგგალე ჯიმა. (შენ შემოგევლე ძმა.)
ლადო
ეს კაცია ქართველი ადამიანის სახე. დარწმუნებული ვარ, ვინც ამ კომენტარს კითხულობს, ყველას აცრემლიანებია თვალები ქართველი სპორტსმენების წარმატებით. ეს პატრიოტიზმია მეგობრებო, გვაჯერებენ რომ ცუდი ერი ვართ, მაგრამ არა/ვერა. სანამ ასე გვიხარია ჩვენი ქვეყანა, მანამ არაფერი გვემუქრება
rembo
გენაცვალე ჯიგრში ქართველოო
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა