Geo Team-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და "ჰათაისპორის" ერთ-ერთი ლიდერი საბა ლობჟანიძე საქართველოში დაბრუნდა, გიორგი ბერიძე კი ანკარაში რჩება.

"მე მშვიდობით ვარ, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი. დანგრეულ შენობებში ბავშვებსა და ოჯახის წევრებს ეძებენ. რა ტრაგედიაც მოხდა, არავის გამოგაცდევინოთ ღმერთმა" - განაცხადა საბამ.

ოფიციალური პირების ცნობით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 7800-ს გადააჭარბა (თურქეთში მიწისძვრას 5 894 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი - 1 932).

საბედნიეროდ, მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში მოყოლილი "ჰათაისპორის" ნახევარმცველი კრისტიან ატსუ მაშველებმა ცოცხალი იპოვეს. კლუბის მენეჯერმა მუსტაფა ოზატმა ახლახან ეს ამბავი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს, ის მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ უპოვიათ "ჰათაისპორის" სპორტული დირექტორი ტანერ სავუტი, რომელიც კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება.

სამწუხაროდ, თურქეთის ძიუდოს ფედერაციის განცხადებით, ქაჰრამანმარაშში ნანგრევებში 7 ძიუდოისტი გარდაცვლილი იპოვეს, 8 მოჭიდავე გადარჩა და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, დანარჩენი 32-ის ძებნა კი გრძელდება. Fotomac-ის ცნობით, ამ რეგიონში უქმეებზე ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ.

საფეხბურთო კლუბ "მალათიასპორის" განცხადებით, 28 წლის მეკარე ეიუპ თურქასლანი საშინელი მიწისძვრის შედეგად გარდაიცვალა, თურქასლანი შენობის ნანგრევებში გუშინ მოყვა. მაშველებმა მეუღლის ამოყვანა შეძლეს, ფეხბურთელის გადარჩენა კი ვერ მოახერხეს. თურქასლანი "მალათიასპორში" გასულ სეზონში გადავიდა, იქამდე კი "ოსმანილისპორსა" და "უმრანიესპორში" თამაშობდა.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში