საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ფიბა-სთან თანამშრომლობის ფარგლებში აგრძელებს რეგიონების საკალათბურთო ინვენტარით დახმარებას. ფედერაციის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ რეგიონებში კალათბურთის განვითარება და პოპულარიზაციაა, რის განსახორციელებლად აქტიურად გრძელდება ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის ვიზიტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

მორიგი გასვლა თელავში განხორციელდა, სადაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები გასული წლის დეკემბერშიც იმყოფებოდნენ და მაშინ კახეთის ფედერაციას ფარები, პროფესიონალური საკალათბურთო მოწყობილობები და როგორც სათამაშო, ისე სამწვრთნელო ამუნიცია ჩაუტანეს. ამჯერად თელავის სპორტსკოლამ, სადაც ყველა ასაკობრივი კატეგორიის გუნდები ვარჯიშობენ, ფიბა-ს სტანდარტების ტაბლო და 24-წამის მთვლელი მოწყობილობები მიიღო, რაც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლონ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საკალათბურთო ინვენტარის ნაწილს ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების პროგრამის ფარგლებში იღებს, ნაწილს კი საკუთარი სახსრებით საზღვარგარეთ ყიდულობს, რომლებსაც რეგიონების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ანაწილებს. დახმარებას იღებენ რეგიონებში არსებული ადგილობრივი საკალათბურთო ფედერაციები, რომლებიც თავის მხრივ ინვენტარს საჭიროებისამებრ საკუთარ რეგიონში ანაწილებენ.

თელავში ტაბლო და 24-წამის მთვლელი მოწყობილობები რეგიონების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, შალვა ონიანთან და წარმომადგენელ ალეკო პეტრიაშვილთან ერთად საკუთარი ავტომობილით ჩაიტანა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა. კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო იაგორაშვილის განცხადებით, თელავის სპორტსკოლის პატარა ტაბლო დიდი ხანია, მწყობრიდან იყო გამოსული და ამის გამო დარბაზი, სადაც თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში რამდენიმე გუნდი ვარჯიშობს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატებშიც მონაწილეობენ, ოფიციალურ მატჩებს ვერ მასპინძლობდა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბოლო ერთ თვეში უკვე სამი ქალაქის – გორის, ბათუმის და თელავის საკალათბურთო სკოლებმა მიიღეს ფიბა-ს სტანდარტების ტაბლო, რის შემდეგაც მათ გუნდებს შესაძლებლობა ეძლევათ, მეტი ინტენსივობით აწარმოონ საკალათბურთო მეურნეობა და ნებისმიერი დონის ოფიციალურ თუ ამხანაგურ მატჩებს უმასპინძლონ.

GBF

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის