ნიდერლანდებში გამგზავრებამდე "ბორჯღალოსნებმა" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე დასკვნითი ვარჯიში გამართა.

გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ბექა გორგაძეს, რომელმაც ტოპ 14-ში "რასინგ 92"-თან მოგებული მატჩისას მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა საშიში არაფერია და ის მწყობრში მალე ჩადგება.

ინტენსიური ვარჯიში, რომელიც ორმხრივ თამაშსაც მოიცავდა, საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა და "ბორჯღალოსნებმა" ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლევან მაისაშვილი: „ნიდერლანდები გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე წინა წლებში იყო და ეს ესპანეთთან თამაშმაც დაგვანახა. ისინი სამხრეთაფრიკელი და ახალზელანდიელი მორაგბეებით გაძლიერდნენ. უდავოა, რომ ნიდერლანდები გერმანიაზე უკეთესი გუნდია. მოსამზადებლად მოკლე კვირა გვქონდა და მხოლოდ ორი ვარჯიშის ჩატარება მოვასწარით. ხვალ მგზავრობა გვიწევს, რასაც ენერგია მიაქვს. პირველი თამაშის შემდეგ იქნება როტაცია შემადგენლობაში. ბევრი მოთამაშის შეცვლას ვგეგმავთ. მთლიანობაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ვიმედოვნებ, კიდევ უფრო უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ, ვიდრე გერმანიასთან“.

გიორგი კვესელაძე: „შარშან ნოემბერში ურუგვაისთან მუხლის ტრავმა მივიღე, რის გამოც 6 კვირა გამიცდა. რეაბილიტაციამ კარგად ჩაიარა და 100%-ით მზად ვარ. ნიდერლანდები გერმანიაზე უკეთესი გუნდია. ვნახეთ მათი თამაში ესპანეთთან. ვცდილობთ ვარჯიშები იმაზე უფრო ინტენსიური იყოს, ვიდრე თამაში იქნება და მოუთმენლად ველით შაბათის დადგომას“.

ოთარ ლაშხი: „მოხარული ვარ რომ ჩემი დებიუტი შედგა და საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი მომეცა. ასჯერ უფრო მეტი ემოცია მაქვს, რადგან სადებიუტო შეხვედრაში ლელო გავიტანე. რაც შეეხება მომავალი თამაშისთვის მზადებას, ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს და ვეცდებით ნავარჯიშები კარგად გადავიტანოთ მოედანზე“.

rugby.ge

სოსო
რაკი გვათამაშებენ,სჯობს გაძლიერებული გუნდი იყოს.ესპანეთს კარგად ეთამაშნენ და იმედია,ამის მიზეზი,ესპანელების მხრიდან არ დაფასება კი არა,ნიდერლანდელების მიწვეული მოთამაშეების კლასი გახდა.ჩვენ ბიჭებსაც ცოტა ინტერესი გაუჩნდებათ.
გიორგი
აგრეთვე ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ სჯობს მსოფლიო რაგბმა გააუქმოს ავტომატური კვალიფიკაცია. ჰოდა 6 ერს მოუწევს ტიერ-2-თან სისტემატიური თამაში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის. ვთქვათ, 6 გუნდიანი 2 ჯგუფი სამსამი ტიერ- და ტიერ-2 გუნდებით. პირველი 8 გადის. 5 თამაში ორ სეზონზე.
deme
ფანტასტიკის სფეროში გადავალ მაგრამ აზიის კონფერენციაში რომ გადავიდეთ და იაპონიას ვეთამაშოთ ვთქვათ 4 თამაში 2 სახლში 2 გასვლაზე საინტერესო და პროგრესირებადი იქნებოდა ვიდრე ეს ტურნირი რომელიც ისედაც სასაცილო იყო და კიდევ უფრო გაასასაცილოვეს, მაქსიმალურად ბევრი ქულა უნდა ავიღოთ რო ვანახოთ ერთი თავით წინ ვართ ყველაზე, თორე დაგვეწია პორტუგალია, რა თქმა უნდა კვლავ საკმაოდ ჩამოგვრჩება მაგრამ ძალიან კონკურენტუნარიანი გახდა და ძლიერ გუნდებთანაც(იაპონია-იტალია) საბრძოლველად გავიდნენ. :) სპარინგ პარტნიორებად ვიქეცით მაგათთვის რო უფრო წამოძლიერდნენ და ჩვენ რომ გავძლიერდეთ მაგაზე ვინ იზრუნებს? სათამაშო ფილოსობია და ტემპი მშვენიერი აქვთ და ჯანზეც რომ მოვიდნენ იმათ კი არ დაუხურავენ ცხვირწინ 6 ერის კარს
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის