მოახლოვდა სანაკრებო ფანჯარა და ფიბამ ეროვნული გუნდების მატჩებზე მსაჯები და ტექნიკური დელეგატები გაანაწილა. ამჯერად საქმე ეხება ქალთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს, რომლის მატჩებსაც ქართველი ტექნიკური დელეგატი – მერაბ რატიშვილი და მსაჯი – მარინა შალამბერიძე მოემსახურებიან.

აქ აღსანიშნავია შალამბერიძის უფროს სანაკრებო მატჩზე დანიშვნა. აქამდე მარინას არასდროს უმსაჯია ზრდასრული კალათბურთელების სანაკრებო მატჩზე, თუმცა პროგრესმა მას ეს სიმაღლეც მოუტანა. შალამბერიძე ევრობასკეტ 2023-ის შესარჩევი ტურნირის პრაღაში დანიშნულ მატჩს მოემსახურება, რომელშიც ჩეხეთი ირლანდიას უმასპინძლებს. ხოლო მერაბ რატიშვილი, რომელიც ერთადერთი ქართველი კომისარია, რომელსაც ფიბას ლიცენზია გააჩნია, ქალთა ევროშესარჩევ მატჩზე: ესტონეთი – საბერძნეთი, ტექნიკური დელეგატი იქნება. აქვე აღვნიშნოთ, რომ მერაბს მიმდინარე ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის არც ერთი სანაკრებო ფანჯარა არ გამოუტოვებია, რომელიმე მატჩს რომ არ მომსახურებოდა.

ქალთა ევრობასკეტ-2023-ის შესარჩევი ტურნირი. მე-3 ფანჯარა

მარინა შალამბერიძე (მსაჯი)

9 თებერვალი. პრაღა (ჩეხეთი)

ჩეხეთი – ირლანდია

მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი)

12 თებერვალი. ტალინი (ესტონეთი)

ესტონეთი – საბერძნეთი

GBF

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე