იტალიის სერია "ა"-ში 22-ე ტურის დროა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "ნაპოლი" მომავალ კვირას არ მონაწილეობს და შედარებით თავისუფალი გრაფიკის პირობებში ბოლოჯერ ითამაშებს - დღეს, 12 თებერვალს, "კრემონეზეს" უმასპინძლებს (23:45 სთ).

ტურის წინ 13-ქულიანი უპირატესობა საკმაოდ კომფორტულია, თუმცა ეს რამდენად მისცემს ლუჩანო სპალეტის საშუალებას, შემადგენლობაში როტაცია მოახდინოს, რთული სათქმელია. ამ ამბავმა სულ ცოტა ხნის წინ არ გაამართლა, როცა ნეაპოლელები თასზე ასპარეზობას სწორედ "კრემონეზესთან" გამოეთიშნენ. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დღეს 22 წლის გახდა (რასაც ვულოცავთ), იმ შეხვედრაში არ მონაწილეობდა, ვიქტორ ოსიმენს კი ცოტა დრო მიეცა. ამ ორი ფეხბურთელის დუეტს ყველა უფრთხის, გულშემატკივრები დიდ სიამოვნებას იღებენ და მორიგ შოუს ელიან.

თუკი როტაციაზე ვსაუბრობთ, ყველაზე ნაკლებად ის სტანისლავ ლობოტკას ეხება, რომელმაც ხსენებულ სათასო პაექრობაში გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ჩემპიონატში მოუგებელ მეტოქესთან და რთული მატჩების წინ სამწვრთნელო შტაბს უკანასკნელი შანსი აქვს, სლოვაკი ნახევარცველის ამოსუნთქვაზე იფიქროს. მისი ალტერნატივა დიეგო დემეა, რომელიც ძალიან ცოტას თამაშობს, უფრო მეტი ვარაუდი კი იმისაა, სასტარტოში ტანგი ნდომბელე ვიხილოთ, რაზედაც ზოგიერთი იქაური მედია წერს. რთული სათქმელია, თუ არა აქ, სხვაგან სად უნდა მიეცეს თავის გამოჩენის შანსი პოლონელ ახალწვეულ ბარტოს ბერეზინსკის, რომელიც "კოპა იტალიაზე" მარჯვენა მცველის პოზიციაზე 120 წუთი გაისარჯა, თუმცა ნაკლებად დამაჯერებლად. კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოც ბევრს თამაშობს.

რამდენიმე პოზიცია არსებობს, სადაც სპალეტის მუდმივი როტაციის საშუალება აქვს და საინტერესოა, ახლა ვის დაეყრდნობა - რუი/ოლივერა, ლოსანო/პოლიტანო და ზელინსკი/ელმასი. თამაშის ბედის დროზე ადრე გადაწყვეტის შემთხვევაში, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტს მაქსიმალური დასვენების საშუალება უნდა მიეცეს.

"ნაპოლის" უახლოესი კალენდარი:

მართალია, "კრემონეზეს" სერია "ა"-ში გამარჯვება არ უგემია, თუმცა ქვეყნის თასზე "რომაც" დაამარცხა და უძლეველი მოწინააღდმეგე არც ნახევარფინალში ელის - ფლორენციის "ფიორენტინა". გამოცდილი დავიდე ბალარდინის ხელი გუნდს მაინც დაეტყო. ლუკა ლოჩოშვილი კვლავ ტრავმირებულია. ოსიმენისა არ იყოს (ის სერია "ა"-ს იანვრის მოთამაშედ დაასახელეს), კრემონელთა მთავარი მეგოლეც ნიგერიელია. კირიელ დესრესმა ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში (4:1 ნეაპოლელთა სასარგებლოდ) გაიტანა, სულ კი 3 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს. გეტყვით, რომ თასზე "ნაპოლის" კარი შვეიცარიელმა ჩარლს პიკელმა და განელმა ფელიქს აფენა-გიანმა აიღეს.

მატჩს ლუკა მასიმი განსჯის, რომელიც უხეშობას არავის პატიობს და გაფრთხილებებს თამამად იყენებს. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებს მან "სპეციასთან" და "ტორინოსთან" უმსაჯა.

Anjelo Antei
ლაციოს მწვრთნელმა ფინანსები არააო და ლიგაზე გასვლას როგორ მთხოვთო. ( გუშინ კიდე წაასხეს ატალანტასთან) სერია ა უფულობამ ძალიან მოსპო. რას გვანან გუნდები, ნაპოლის გარდა ყველა არასტაბილურია. თასი კვარა და კომპანიასთან მოდის ნელნელა , ბრძოლა ოთხეულში შესვლისთვის იქნება დაუნდობელი. უკვე ქუჩაში ვერ გადის ტიპი, წარმომიდგენია სკუდეტოს მოგების მერე რა დღეში იქნებიან ნეაპოლელები ტოპებს რომ შეადარო, ბევრს არ აქვს მსგავსი რამე გაკეთებული, გადადიხარ საშუალო დონის გუნდში, რომელიც ტრადიციულად არასტაბილურია, 21 წლის ასაკში გუნდის ყველაზე მთავარ თუ არა, ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იქცევი და 33 წლის ნანატრ თასს ადებინებ. რაც არ უნდა მოგვწონდეს, ნაპოლია რა. არ ჰყავს არც მოდრიჩი, ხავი ინიესტა და არც სქოულზი და ბექჰემი მანჩესტერით და რეალით თასები არავის უკვირს, ასეთ გუნდში კიდე სხვა მუღამი აქვს. ახალ კონტრაქტზე ელაპარაკებიან კვარას , წელიწადში 2.5 მილიონზე არის საუბარიო. ეშინიათ, დიდი ბიძიები ტრიალებენ უკვე ნაპოლის ფეხბურთელების გარშემო და ათასნაირი შემოთავაზება იქნება კიდევ.
გიორგი
როგორ მინდოდა ლოჩოშვილს ეთამაშა,ჩვენი ხვიჩა და გოჩა!!!!
საქარᲗველოს Შვილი
დაბადების დღეს გილოცავ კვარა
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
რეზო კაი გადავიდა რეალში მერე რა ? რეალმა ყველაფერი მოიგო უკვე. რათ უნდა კვარაცხელიას ასეთი გუნდი? ან ვინ დაუფასებს გინდა რეალში. მანდ ფეხბურთელებს არ აფასებენ. მანდ მსაჯებს უფრო ცემენ პატივს ვიდრე ფეხბურთელებს მარტო ესპანელ კასილიას რა უქნეს. კაცი რო ლაპარაკობ რეალში გადავიდესო პირველი ისაა რო ფეხბურთის აზრზე არ ხარ . მეორე კვარაცხელიასთვის კარგი ნახდათ არ გინდა. და მესამე ფეხბურთელს უნდა ქონდეს სტიმული ისტორიაში შევიდეს და ეს იდეალურია ნაპოლისთან იგივე მანჩესტერ იუნაიტედი ატლეტიკო მადრიდი ბორუსია დორტმუნდი და ასეთ გუნდებში ვინც დაჩაგრულია და შენ უნდა ამოქაჩო იმათ ვინც გასაჭირშია და შენ უნდა უშველო. ამ დროს კეთდება ფეხბურთელის სახელი. აბა რეალში მარტო მსაჯებს აქვთ კარგი კარიერა. პენალდუ წავიდა მაგრამ მაინც დადო რეალმა ლიგა იმიტომ რომ მთავარი ეგ არ იყო. მთავარია ჩაკირი და მისი ძმაკაცები
რრრ
იმედია იმდენს გაუტანს დღეს ნაპოლი, რომ ლოჩოშვილის საჭიროება დაუდგებათ.D
რეზო
იდეალური იქნება სკუდეტო და ლიგა მოიგონ და ეგრევე ორივე რეალში
tngh
წარმატებები ხვიჩას... და საქართველოს ნაკრებს!!!
მიშა
ვფიქრობ, გაჩემპიონების მერე, ოსიმენს გაყიდიან. მასზე მოთხოვნაც საკმაოდ დიდია. რასპადორი სკამზე უზით და იქით, სიმეონესაც შესანიშნავი საგოლე ალღო აქვს. ამ შემთხვევაში, ჩემს სურვილს კი არა, რასაც ლოგიკა მკარნახობს, იმას ვწერ. :)
კაპიტან გარდენბურგი
ყოჩაღ ღვთისავარ, კარგი სტიტიებია, არაპროგნოზირებადი და საინტერესო
zura222
რა დროს დემეა ? ცენტრში ანგისა დომბელე ელმასის ტრიო უნდა ათამაშონ და არაფერს არ დაკარგავენ !
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა