კვიპროსში დიდი ანგარიშით დამარცხებული ,,გაგრა" რევანშის აღებას აპირებს
კვიპროსში დიდი ანგარიშით დამარცხებული ,,გაგრა" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაცო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში თავდაუზოგავ თამაშსა და რევანშის აღებას აპირებს.

ქართული კლუბის მიზნებზე ზესტაფონის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ,,გაგრას" მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა ილაპარაკა.

პრესკონფერენციას კვიპროსელი ჟურნალისტები არ დასწრებიან.

ანატოლი პისკოვეცი: ,,ვეცდებით, რომ ხვალინდელ მატჩში რევანში ავიღოთ. ფეხბურთელები გულმოდგინედ ვარჯიშობენ და ,გაგრასა" და ქართული ფეხბურთის პრესტიჟის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და რა გამოგვივა, ამას ხვალ ვნახავთ.

- პირველ მატჩში დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ გუნდს რა შანსები აქვს?

- შანსებზე რა მოგახსენოთ, ხვალინდელ მატჩში კი, გითხარით, ცდას არ დავაკლებთ, გარისკვასაც არ მოვერიდებით, ვეცდებით, შემტევი და აგრესიული ფეხბურთი ვითამაშოთ. გვეყოფა თუ არა საამისოდ ოსტატობა და გამოცდილება, ხვალ გამოჩნდება.

ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი საერთაშორისო მატჩებში გამოუცდელობაა, ჩვენს მეტოქეს კი მსგავსი პრობლემა არ აქვს. პირველ მატჩში 20 000 მაყურებლის წინაშე, დოლების ბრაგუნსა და საოცარ ატმოსფეროში მოგვიწია თამაშმა, რამაც ჩვენი გამოუცდელი მოთამაშეები გარკვეულ წნეხში მოაქცია. ეს არ იყო წაგების ერთადერთი მიზეზი. რა თქმა უნდა, ჩვენს ფეხბურთელებს ჯერ ოსტატობაც აკლიათ, მაგრამ გუნდი სწორედ ასეთი დონის შეხვედრებში იწრთობა. ჯერჯერობით კი ძნელია შევეჯიბროთ ისეთ კლუბს, რომელიც ყოველ სეზონზე ტრანსფერებში მილიონებს ხარჯავს და მასში ჩეხეთის, ბულგარეთის და სხვა ქვეღნების ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები თამაშობენ. პირველ მატჩში ,,ანორთოსისსა" და ,,გაგრას" შორის ისეთივე სხვაობა იყო, როგორიც, ვთქვათ, დიდ ძმასა და პატარა ძმას შორის.

- ხვალინდელი მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია?

- სიჭინავა გაცივდა და სიცხე აქვს. დანარჩენები მწყობრში არიან და ხვალინდელი შეხვედრისთვის ემზადებიან. არის მიკროტრავმებიც, მაგრამ ისეთი არა, რომ ამის გამო ფეხბურთელი მოვისაკლისოთ, სამწუხაროდ, ადრევე გამოგვაკლდა ოვონიკოკო, რომელიც გუნდის თავდასხმის ლიდერია. მისი აგრესიული შეტევის სტილი

,,ანორთოსისთან" ძალიან გამოგვადგებოდა.

- როგორ ფეხბურთს უნდა ველოდოთ ,,გაგრასგან" ხვალინდელ მატჩში?

- შემტევს და აგრესიულს. დასაკარგი არაფერი გვაქვს და უნდა გავრისკოთ დიდი ძალებით შეტევა. წინა ხაზში მეტი აგრესიულობა გვმართებს და არა ისე უკბილოდ მოქმედება, როგორც კვიპროსში. უსიამოვნოა, მაგრამ ფაქტია, რომ იქ არც ერთი კუთხური არ მოგვიწოდებია და კარისკენაც სულ სამჯერ დავარტით. თუმცა ფეხბურთელების მიმართ პრეტენზიას ვერ გამოვთქვამ - ვერ ვიტყვი, რომ არ ცდილობდნენ და არ იხარჯებოდნენ. ვნახეთ ამ თამაშის ჩანაწერი, განვიხილეთ და შეცდომები გავაანალიზეთ... ყველაფერს თავისი დრო აქვს. ხვალინდელი მატჩიც პრაქტიკა და გამოცდილებაა ჩვენთვის. ასეთ თამაშებში გავიზრდებით და გავძლიერდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა