საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენრალურმა მცველმა ყაზანურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა
საბა კვირკველია რუსეთის ორგზის ჩემპიონ "რუბინის" სრულუფლებიანი წევრი გახდა - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენრალურმა მცველმა ყაზანურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

19 წლის კვირკველია "რუბინში" თებერვალში ჩაირიცხა და კონტრაქტი 0,6+5 სისტემით გააფორმა. საბას ნახევარი სეზონის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა იგი პრემიერლიგის მატჩების განაცხადში სამჯერ შეიყვანა - "როსტოვთან", "ვოლგასთან" და "ყუბანთან", მაგრამ მოედანზე არ გაუყვანია, 17 ივლისს კი ყაზანელთა მაისურით სადებიუტო, სათასო შეხვედრა ეკატერინბურგის "ურალთან" შეუცვლელად ჩაატარა.

როგორც ჩანს, კვირკველია დუბლებშიც და დასაკვირვებელ პერიოდშიც დამაჯერებლად გამოიყურებოდა. საშუალედო კონტრაქტის გასრულების შემდეგ ქართველი მცველის მენეჯერი და ყაზანელთა თავკაცები მოსალაპარაკებლად ხელახლა დასხდნენ და შეთანხმდნენ - კვირკველია "რუბინში" ითამაშებს.

შესაძლოა, საბამ პრემიერლიგაში პირველად 22 ივლისს გროზნოში, "ტერეკის" წინააღმდეგ ითამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა