ცნობილი იტალიური სააგენტო fantamaster-ი ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებულზე, ნიცა თავაძეზე წერს.

"ვინ არის ნიცა თავაძე? კვარაცხელიას შეყვარებული, რომელიც საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად დარჩა. როგორც წესი, ხვიჩას რჩეული სოციალურ ქსელში არ აქტიურობს და განათლების მიღებაზეა კონცენტრირებული, თუმცა ხშირად ნეაპოლში, "დიეგო არმანდო მარადონას" სახელობის მოედანზე ვხედავთ. როგორც აღვნიშნე, "კვარას" შეყვარებული იტალიაში საუნივერსიტეტო ვალდებულებების გამო არ გაჰყვა.

თავად ხვიჩამაც აღიარა, რომ საჯარო აქტივობები დიდად არ ხიბლავს, ცხოვრებას კი სიმშვიდეში ამჯობინებს. წლევანდელი სეზონის სერია A-ს მთავარმა აღმოჩენამ/გმირმა განაცხადა, რომ სკუდეტოს მოგებაზეა კონცენტრირებული.

ქართველი ფეხბურთელის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო მისი მეორე ნახევარია. ნიცა სწავლას სერიოზულად ეკიდება, დიდებული მამაკაცის უკან კი ყოველთვის ძლიერი ქალი დგას. ამ ყველაფერს ეს შემთხვევაც მოწმობს. "პარტენოპეის" ქომაგებს იმედი აქვთ, რომ "კვარა" აღებული გეზით სვლას განაგრძობს და სკუდეტოზე ოცნება რეალობად იქცევა.

როგორც უკვე გითხარით, ნიცა თავაძეს სოციალურ ქსელში აქტიურობა არ უყვარს, "ინსტაგრამზე" გამომწერებს პირად ცხოვრებაზე არაფერს აჩვენებს. იმავეს თქმა შეგვიძლია ხვიჩაზეც, რომელიც პროფესიონალური კარიერის გარდა, ფაქტობრივად, არაფერს დებს, რაც სოციალური ქსელის ერაში წარმოუდგენელი და დასაფასებელია. წელს ხვიჩას მიზანი ერთია, მოიგოს იტალიის ჩემპიონატი და ნეაპოლელი ქომაგები გაახაროს".

შეგახსენებთ, "პარტენოპეი" 22 ტურის შემდეგ 59 ქულით 1-ელ ადგილზეა, მეორე პოზიციაზე მყოფ "ინტერს" კი 15 ქულით უსწრებს.

ლუჩანო სპალეტის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, "სასუოლოსთან" გამართავენ. ამ მატჩის შემდეგ კი უკვე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ დაპირისპირებას ფრანკფურტის "აინტრახტთან" გამართავს. შეხვედრა 22 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

ტალახაძეს "ორმოზდარვა" რომ აძახებინეს ეგ კარგი იყო? ხვიჩას რეიტინგი იმხელაა, მაინც მოუძებნიან გზას და მაინც გარევენ რაღაცაში. მერე ნაცები ებრძვიანო იტყვიან. ჩემზე დიდი ანტი ნაცი არ მეგულება მაგრამ მთავრობის მეხოტბე ხვიჩას დანახვა უდიდესი დარტყმა იქნება ჩემთვის რადგან უზომოდ მიყვარს... უბრალოდ არ მგონია ამას გადაურჩეს. ყოველ თამაშზე ნეაპოლში არიან, თამაშებს ესწრებიან, სავარაუდოდ ხვდებიან კიდე ხვიჩას. არმინდა ამაზე ვიფიქრო, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს მთავრობის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება, მინიმუმ საარჩევნო კლიპებში მონაწილეობა. ტყუილად კი არ ააგორეს პროპაგანდა, რომ ვითომ ნაცები ებრძვიან ხვიჩას და ქოცები იცავენ. ცოტა ხანში წამოაძახებენ, ნაცებისგან ხომ გიცავდითო. დააშანტაჟებენ კიდეც. ამ ქვეყანაზე ისედაც აცრუებული მაქვს გული და ეგ ბოლო წერტილი იქნება... ყველაფერი, რაშიც ამ ქვეყანაში სინათლე დავინახე ისე გამიუფასურეს და გამითელეს ფეხქვეშ, შემაზიზღეს...
აბა აბა
შორტებითაც არ უნდა ითამაშოს არასდროს. არაკაცურია. აბჯარ შესხმული უნდა იყოს მოედანზე ყოველთვის!
ჰო
გაერევა აუცილებლად, თან წინა საარჩევნოდ, როგორც ტალახაძე გარიეს. კობახიძე რის გამო დადის იტალიაში შენი აზრით? :)))
საქართველო უპირველესად
სად იყო ერი და ყველა მაგ გაჭირვებაში ცხოვრობდა, ქვეყანას სამაჩაბლოდან დევნილები ყავდა მისახედი 2008წელს,ზოგჯერ ჩვენი უახლესი ისტორის გააზრება მეხსიერება გვიჭირს!!!!
Nn ს
ვერ გაიგე ყველა დიდებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგასო იტალიელებმა

ეჰ ნიცა!!შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს,მაინც ბევრს გაგაკრიტიკებენ ქართველები, განსაკუთრებით კაცები!!!
irakli-s
სად იყო ერი როცა იზრდებოდა საფეხბურთო სკოლაში და უჭირდა? არადა იმ დროსაც გამორჩეული ბრილიანტი იყო..ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ აქ ერის სახელით რომ საუბრობ..
Nn
კი ,აბა,სულ ნიცა ატანინებს გოლებს.:)
irakli
მთავარია პოლიტიკაში არ გაერიოს და ყველას ეყვარება. ერის სიყვარული ფულზე უკეთესია, მითუმეტეს არც ღარიბი არ იქნება ეს ბიჭი არასდროს. ყველა დღევანდელი აქტიური პოლიტიკოსი კი ნაგავია, ამათთან კავშირის დაჭერა არ შეიძლება.
ზაზა
ბედნიერებას გისურვებთ,მთავარია არაფრის გულისთვის არ აწყენინოთ ერთმანეთს,კეთილი სურვილებით!

ხვიჩა კი იმსახურებს პატივისცემას მაგრამ არა იმიტომ, ტატუები რომ არ აქვს, ეს მისი თავისუფალი არჩევანია, თუ უნდა ექნება თუ უნდა არა. არც ღირსებას მატებს ტატუები და არც ართმევს... ვისაც ტატუები აქვს ვერ არის პატივსაცემი ან კარგი ფეხბურთელი თუ რა? მესის რომ ვინმენ უთხრას, ტატუების გამო პატივს არ გცემო, რა უბადრუკი იქნება:)) მოიხსენით ეს კომპლექსები ქართველებმა. არც ტატუ, არც სილიკონი და არცერთი გარეგნული აქსესუარი თქვენი გასარჩევი არ არის. პროფესიონალიზმი შეაფასეთ და სხვის გარეგნობაზე ნუ ჭორიკნობთ აქ. არ გადაგვაყოლეს ამ საბჭოთა კავშირში ჩარჩენილ კომპლექსებს? ტატუ რომ არ აქვს იმიტომ არის თურმე კარგი და არა იმიტომ, შრომით თავს რომ იკლავს და ყველაფერს აკეთებს თავისი ქვეყნისთვის. სირცხვილია ადამიანების გარეგნული ნიშნებით გამორჩევა!!!
გეგი
დიახ,სრულიად გეთანხმებით.

რა კარგად აღნიშნეს იტალიელებმა!"დიდებული მამაკაცის უკან ყოველთვის ძლიერი ქალი დგას"
გიორგი
ეს გოგო ძალიან კარგი მოტივატორია კვარასთვის და ეს იტალიელებმაც შეამჩნიეს,
ლადო -ს
ზოგადათ ქართველები ხომ ეგრე ვართ ჩვენიანი არ უნდა დავაფასოთ და ტალახი უნდა ვესროლოთ და უცხოელს ფეხებში გავუწვეთ!!!
გაიხარეთ და იბედნიერეთ
მომწონს,რომ ხვიჩა სხვა ცნობილი სპორცმენებივით არ არის აჭრელებული ტატუებით და არც სილიკონით დაბერილ არარაობებთან სკანდალური ურთიერთოებით ბაძავს მათ.ხვიჩაც და მისი შეყვარებულიც ძალიან ღირსეულად ართმევენ თავს საზოგადოებასთან ურთიერთობას,რაც მოსაწონია და სასიხარულო.ამით უფრო მეტ სიმპატიას და პატივისცემას დაიმსახურებთ ყველა ნ ო რ მ ა უ რ ი ადამიანისგან.
ქორ-პარიკმახერი
მაგარი საყვარელი წყვილია, ძალიან მიხარია ასეთები რომ არიან. ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ და ამრავლოს საქართველოში თქვენნაირი წესიერი და ლამაზი ქართველები.
ლადო
რა ვიცი საქრთველოში კი გაუწყალეს გული ამ გოგოს კრიტიკით!!! უცხოელები კი უფრო აფასებენ
პატრიოტი
ხვიჩა ყველაფერში სამაგალითოა და გამორჩეული, სივარულიც ლამაზ ქართველ გოგოსთან აქვს, დარწმუნებული ვარ რუსეთში მოთამაშე ქართველების წარუმატებელი კარიერაც რეჟიმის დარღვევა იქნებოდა, რაც ხვიჩას არ ახასიათებს, ყველაფერში სამაგალითოა, ისიც არა უშავს, რომ რუსებს აუგად არ მოიხსენიებს უკრაინელების გენოციდის გამო, მგონი აზრზეა რა ხდება და როცა საჭირო იქნება ამასაც იტყვის, ისე კარგი იქნება სხვებს არ მიბაძავს და პოლიტიკოსობას არ მოინდომებს, იტალიაშია და ეცოდინება რა კორუმპირებულია მილანის ყოფილი მფლობელი ბერლუსკონი
მწვრთნელი
ინგლისის მომავალი კევინ კიგანი ხვიჩა კვარაცხელიას სახით ლივერპულში!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩიდან? [PHOTOS]
კვარაცხელიას მეუღლე, დემბელეს ცოლი და სხვა - ლიგა 1-ის ვარსკვლავთა მეორე ნახევრების ათეული, რომელთაც ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ [PHOTOS]
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ხვიჩა და საქართველო სხვა მასშტაბზე, წარსულის შესრუტვა, ოჯახის როლი და ოქროს ბურთი, როგორც მიზანი...
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
ნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს - რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO]
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"პირველი კოცნა, რომელიც არასდროს დაგავიწყდება" - "ნაპოლის" გვერდი ხვიჩასა და ნიცას ფოტოს აქვეყნებს [PHOTO]
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ნიცა თავაძე ხვიჩა კვარაცხელიას გატანილ გოლს გამოეხმაურა [PHOTO]
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა