საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კარსმომდგარი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 14-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 23 და 26 თებერვალს ჩვენს გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის, რომელთა მოგების შემთხვევაშიც ისტორიულ შედეგს მიაღწევს და მსოფლიო ჩემპიონატზე გავა.

საქართველო 23 თებერვალს ქალაქ ალმერეში ნიდერლანდებს შეხვდება, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდება და 26 თებერვალს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით მატჩში, უშუალო კონკურენტ ისლანდიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი პირდაპირ გავა მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა არსებობს შანსი (თუ უკრაინა 23 თებერვალს იტალიაში წააგებს), რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ისლანდიასთან გამარჯვებამაც იკმაროს, თუმცა ეს მხოლოდ ვარიანტია და რეალურად ნაკრების არც ერთი წევრი არაა სხვა ანგარიშის იმედად. საქართველოს ნაკრების ერთადერთი გეგმა ორივე თამაშის მოგება და მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი ძალებით, დამაჯერებლად გასვლაა.

საქართველოს ნაკრები არსებულ რეალობაში ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. ჩვენს ნაკრებში იქნებიან ესპანეთის ლიგა ენდესაში მოთამაშე გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, რატი ანდრონიკაშვილი, კვიპროსში მოთამაშე დუდა სანაძე, მაკედონიიდან - გიორგი კორსანტია, ხოლო იტალიის სერია A-დან - ბექა ბურჯანაძე და ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.

შენგელიას ამბავი ცალკე სათქმელია. ევროლიგაში თამაშის მიუხედავად, თორნიკე ყოველთვის მოდიოდა ნაკრებში სათამაშოდ და ახლა, როცა თამაშების გრაფიკი მაქსიმალურად შემჭიდროებულია, ის მაინც გუნდში იქნება. შენგელია 4 დღის განმავლობაში 3 მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან მატჩებს შორის ის 24 თებერვალს ევროლიგაში, "ვირტუსის" მაისურით "ბასკონიას" წინააღმდეგაც ითამაშებს. ანუ 23-დან 26 თებერვლის ჩათვლით, მხოლოდ 25 რიცხვში არ მოუწევს შენგელიას მოედანზე გასვლა, რაც თანამედროვე კალათბურთში უპრეცედენტოდ დატვირთული გრაფიკია და ცხადია, ეს საქართველოს ნაკრების ისტორიულ მიჯნაზე ყოფნითა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოგების სურვილით არის განპირობებული.

შენგელიას და ჩვენს ნაკრებს ფრიად დატვირთული გრაფიკი რომ ნაწილობრივ შეუმსუბუქდეთ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ძალისხმევითა და სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების დახმარებით, ეროვნული გუნდის კაპიტნისთვის პირადად 2 ჩარტერული რეისი, ხოლო ერთი პრივატული რეისი მთლიანი გუნდისთვის განხორციელდება. ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ თორნიკე ჩარტერით დაბრუნდება ბოლონიაში, ხოლო 24 თებერვალს ევროლიგაში "ბასკონიასთან" მატჩის შემდეგ ასევე ჩარტერული რეისით გამოფრინდება თბილისში, ისლანდიასთან სათამაშოდ. მესამე არარეგულარული რეისით საქართველოს ნაკრები ამსტერდამიდან თბილისში დაბრუნდება, რათა 26 თებერვალს, ისლანდიასთან ზეპრინციპული მატჩისთვის მოსამზადებლად მეტი დრო და ენერგია ჰქონდეს.

ლეგიონერებთან ერთად გაფართოებულ შემადგენლობაში არიან სუპერლიგის კალათბურთელები: გიორგი ცინცაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი (სამივე თსუ), კახა ჯინჭარაძე (ქუთაისი), მერაბ ბოქოლიშვილი (რუსთავი), ილია ლონდარიძე (კავკასია) და გივი ბაქრაძე (ოლიმპი).

გოგა ბითაძე ნბა-ში კლუბის გამოცვლის გამო რამდენიმე დღე თავისუფალი აგენტი იყო და გაჩნდა შანსი, რომ ის საქართველოს ნაკრებს დახმარებოდა. ამიტომ, ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობამ ის ფიბაში გაგზავნილ გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, თუმცა გუშინ გოგამ “ორლანდოსთან” კონტრაქტი გააფორმა და მისი ნაკრებში ჩამოსვლა გამოირიცხა.

არსებული 14 კალათბურთელიდან ილიას ზუროსი შეარჩევს, თუ რომელმა 12-მა კალათბურთელმა ითამაშოს ნიდერლანდებთან და რომელმა 12-მა – ისლანდიასთან. საქართველოს ნაკრები ვარჯიშს 17 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყებს, ხოლო ნიდერლანდებში 20 თებერვალს, გამთენიისას გაემგზავრება. ნიდერლანდებთან მატჩი ამსტერდამიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ ალმერეს “ტოპსპორტცენტრუმ არენაზე” 23 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

GBF.GE

ლიკა
მამუკელაშვილი სადაა?
ლევანი
სათქმელად ექნებათ, აი სპორტის სასახლე უფუნქციოდ დარჩა და მოდი მაგ ადგილას კაი კორპუსი წამოვჭიმოთო.
კახა ქ.
ჩაატარეს სპორტის სასახლეში.მოაშირეთ ეგ ახალი დარვაზი,დარბაზი, არ იყურება კალათბურთის ის.მაგის მიმღებს......
ჰასან ცეცხლაძე
ნიდერლანდებთან ისედაც გასვლა გვქონდა, სპორტის სასახლეში ისლანდიას ვუმასპინძლებთ 26-ში
პატივისცემით
სპორტის სასახლეში რატომ აღარ ტარდება?
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89