მადრიდის "რეალის" გერმანელმა ვარსკვლავმა ტონი კროოსმა სუპერლიგის იდეას დაუჭირა მხარი და უეფა გააკრიტიკა. 33 წლის ნახევარმცველი ერთა ლიგასაც შეეხო და თქვა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ისეთი ტურნირი შექმნა, რომელიც არავის აინტერესებს:

"ვფიქრობ, სუპერლიგას ვიხილავთ და ამას არაერთი მიზეზი აქვს. ტურნირის იდეა შეიცვალა და განხილვას იმსახურებს. თუ სიტუაციას მთლიანობაში შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ უეფა სულაც არ არის გულშემატკივრებისთვის კეთილგანწყობილი ორგანიზაცია. ამჟამად სუპერლიგა ყველა კლუბის განაცხადების განხილვას აპირებს.

ამ ტურნირზე არ იგეგმება, რომ მონაწილეობა მხოლოდ დამფუძნებელმა კლუბებმა მიიღონ და ისინი მუდმივად იასპარეზებენ. ეს იქნება ღია სპორტული ტურნირი, რომელსაც მართავენ კლუბები და არა უეფა. დარწმუნებული ვარ, იდეა იმსახურებს მინიმუმ კიდევ ერთ შესაძლებლობას.

ხშირად მოსაზრებები მხოლოდ უეფადან მოდის და არის განცდა, რომ არავინ გვისმენს. მათ შექმნეს ერთა ლიგა, რომელიც არავის არაფერში სჭირდება და ამის შესახებ მათ კითხვას არავინ უსვამს", - ციტირებს კროოსს AS.

სანდრო
აბსოლუტურად სწორი აზრია.უეფა და ფიფა გადაიქცა კორუფციის და ფულის კეთების შპს-დ. ვერც ვერავინ ერევა მათ გადაწყვეტილებებში და ფინანსები კი გადამალულ- გასაიდუმლოებულია.რომ იძახით სახალხო თუ დემოკრატიული სპორტიაო,ნეტა რა გაქვთ მხედველობაში? ის რომ გერმანია სან-რემოს ეთამაშება თუ ის რომ სიტი უნდა (თეორიულად)ეთამაშოს თუნდაც ქუთაისის ტორპედოს? ენ ბი ეის თუ ენ ეიჩ ელის ტიპის გათამაშებებში ერთი თუ გაგიგიათ ჩაწყობილი თამაში ან კორუფციის ერთი შემთხვევა? ფეხბურთში ფულის უდიდესი ნაწილი შედის ტელევიზიის მეშვეობით. დღეს თქვენ რომ უყურებთ ნეაპოლის და სასჯელის თამაშს, მხოლოდ კვარაცხელიას გამო თორემ ისე რაში გაინტერესებდათ? მოკლედ ( ვერ ჩამოვაყალიბე ბოლომდე),სუპერლიგა იქნება და სხვა შანსი არ არის. და იქნება რეგიონალური, სტუდენტური, სამოყვარულო ლიგები და ჩემპიონატები, საიდანაც საუკეთესო მოთამაშეები მოხვდებიან სუპერლიგის კლუბებში.
Master
ფეხბურთელებში ყველაზე უსისხლო გერმანელი.ნაკრებშიც ძალად თამაშობდა და ახლაც სიბრძნეებს აფრქვევს.არ მომწონს ეს კაცი ძალიან უვარგისი ვინმეა,არატიპიური გერმანელი.
ეეე
გ----ი ფრიცო.
gio
საინტერესოა შენ რომელს უყურებ კადისი ოსასუნას თუ სიტი მილანს მაგალითად
გია პაპა
ამას ვინ კითხავს? ვის დაკარგვია საერთოდ?
ანტონიო
ახალი, საფუძვლიანად შეცვლილი პროექტი წარმოადგინესო ამ ტურნირზე არ იგეგმება, რომ მონაწილეობა მხოლოდ დამფუძნებელმა კლუბებმა მიიღონ და ისინი მუდმივად იასპარეზებენ. ეს იქნება ღია სპორტული ტურნირი, რომელსაც მართავენ კლუბები და არა უეფა. დარწმუნებული ვარ, იდეა იმსახურებს მინიმუმ კიდევ ერთ შესაძლებლობას. ძნელია აქედან აზრის გამოტანა?
w
თუ არ ვცდები ეგ ვაჟკაცი იმ ნაკრების წევრია მსოფლიო ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით და მოწინააღმდეგეთა რბევით გაიარა.
aburjga
კარგი იქნება თუ ტრანსფერების ზედა ზღვარიც დაწესდება! რა ამბავია 50 მილიონი 100 მილიონი?! ფეხბურთის კლუბია თუ უკრაინა?!
სოსო
ფეხბურთში დიდი ფული დატრიალდა და ყველა ცდილობს,თავისკენ გადაქაჩოს.ლეგიონერებზე შეზღუდვების ფაქტობრივად მოხსნამ,ფულის ცენტრალიზება გამოიწვია,ისინი ბობოლა გუნდებმა დააგროვეს და ახლა უკვე,ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და კიდევ უფრო გამდიდრებას ესწრაფიან.ასეც მოხდება,რადგან კონკრეტულ ფეხბურთელში ისეთ თანხას გადაიხდიან,რომელზეც ვერც ფეხბურთელი და ვერც მისი კლუბი,უარს ვერ იტყვიან.შესაბამისად,ისინი ყოველთვის უმაღლეს პოზიციებზე იქნებიან და დიდ ფულს ჩაიჯიბავენ,პატარა გუნდები კი,მათ მომმარაგებლებად გადაიქცევიან.ახლაც უკვე ასეა,მაგრამ ახალი სისტემის პირობებში,ეს კიდევ უფრო საგრძნობი გახდება.ფეხბურთი,ყოველთვის დემოკრატიული სპორტი იყო და დღეს მავანნი,სწორედ ამის წინააღმდეგ ინრძვიან.
las
სუპერლიგის იდეას მხარს უჭერენ ტრადიციული გრანდები. რეალი, ბარსა, ბავარია, მილანი და ა.შ. რა არის მიზეზი ამის? ის რომ არ დაკარგონ სტატუსი. რატომ დადგა საფრთხე მათ დაკარგონ თავისი პრივილეგირებული მდგომარეობა? იმიტომ რომ ფეხბურთში გამოჩნდენ დიდი ფულის მქონე პირები, რომლებსაც უბრალოდ ეს გრანდები შეუძლიათ ჩაისვან ჯიბეში. მარტივად იყიდაინ. სიტის, ნიუკასლის საშუალო დონის კლუბს და მათ რეალზე და ბარსახ მაღლა დააყენებენ ფინანსურად. აი ესაა პრობლემა. მსოფლიო გრანდი მილანი ფაქტიურად უკვე რიგირთი გუნდია, ეს დღე ელოდება ბარსასაც, მოვა რეალის დროც. აი ესაა მტავარი მიზეზი
G.LA
ბოლო ბოლო გამოკითხვა ჩაატარონ UEFA-ში შემავალ ყველა ქვეყნებში და მარტივად დარწმუნდებიან მაგ სუპერლიგის მცდარ აზრში. თუ რამოდენიმე ბობოლა გუნდზეა საუბარი გავიდნენ UEFA-დან და ერთად იყვნენ, თავი დაანებონ მაშინ იმ ''არასასურველ'' გუნდებთან თამაშს. საერთოდ ჩაეხსნან საკუთარ ჩემპიონატებსაც და სულ კარგად იყვნენ. ვნახოთ ვინ როგორგ განვითარდება უერთმანეთოდ.
ქუთაისელი
სუპერლიგა არის მკვდრადშობილი იდეა.. ყველა თავისი ქალაქის გუნდს გულშემატკივრობს, უპირველეს ყოვლისა. რამდენჯერ ყოფილა რომ არა-ტოპ ქვეყნის კლუბმა დაამარცხა ტოპ-ქვეყნის კლუბი? აგერ, მოლდოვის გუნდმა მოუგო რეალს მადრიდში. ფეხბურთი არის სახალხო სპორტი და არა მხოლოდ ბობოლების.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ამხანაგური თამაშები ჯობია აბა ? ის თამაში ტოტალიზატორით რო ხალხს ატყაებდნენ ვითომ თამაშზე.
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე? - "რეალი" ენცო ფერნანდესს უმიზნებს
"ასეთი რაღაცები რაში გჭირდება?" - კროოსმა ვინისიუსი გააკრიტიკა
"დიასი პსჟ-სთან წითელ ბარათს არ იმსახურებდა" - ტონი კროოსი
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ