ულიმ ჩილელი გალანძღა, ჩვენთვის სიტყვა ჰქონდა მოცემული და "იუვენტუსში" არ უნდა გადასულიყოო...
როგორც იქნა, ჩილეს ნაკრების ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა გადაწყვეტილება მიიღო – გუშინდელ ნომერშიც ვწერდით, რომ 24 წლის საყრდებმა „იუვენტუსში“ გადასვლა გადაწყვიტა. შესაბამისად, მიუნხენის „ბაიერნი“ ხელცარიელი დარჩა.

„იუვემ“ ჩემში 13 თუ 14 მილიონი ევრო გადაიხადა. ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს და საუკეთესო კლუბში ვითამაშებ. ეს ჩემს კარიერიაში მორიგი უდიდესი ნაბიჯია,“ - უთხრა ტურინისკენ გეზაღებულმა ვიდალმა „ბილდს“.

არადა, რამდენიმე კვირის წინ ექს-ლევერკუზენელს „ბაიერნის“ ხელმძღვანელებისთვის სიტყვა მიუცია, თუ გუნდს გამოვიცვლი, აუცილებლად თქვენთან გადმოვალო. აქედან გამომდინარე, რეკორდმაისტერის პრეზიდენტი ული ჰიონესი ჩილელ ნახევარმცველზე ძალიანაა გაბრაზებული და როცა გაიგო, რომ არტურომ „იუვენტუსს“ თანხმობა შეუთვალა, ულიმ ცოფები ყარა.

„ვიდალმა სიტყვა გატეხა, ის არაკაცია! სიმართლე გითხრათ, ვიცოდი, რომ სიტყვის კაცი არ იყო, ვხვდებოდი, რომ დანაპირებს არ შეასრულებდა. ამიტომაც იყო, მის სიტყვას დიდი მნიშვნელობა რომ არ მივანიჭე. მას სამხრეთ ამერიკელი მრჩეველი ჰყავს, რომელსაც არასდროს ვენდობოდი,“ - უთხრა 59 წლის ჰიონესმა „ბილდს“.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ვიდალი „ბაიერნის“ ახალ მწვრთნელ იუპ ჰაინკესსაც არაერთხელ დაპირდა, მიუნხენში გამოგყვებიო. ჰიონესისგან განსხვავებით, დონ იუპი მის სიტყვას ენდობოდა და არაერთხელ თქვა, არტურო არც „იუვენტუსში“ და არც სადმე სხვაგან, თუ „ლევერკუზენიდან“ წამოვა, მხოლოდ „ბაიერნში“ გადმოვა, წელს თუ არ შედგა, ტრანსფერი გაისად მაინც განხორციელდებაო. ჰიონესი კი დარწმუნებულია, რომ ვიდალმა აზრი მას მერე შეიცვალა, რაც ტურინული კლუბის ხელმძღვანელები „ბაიერნზე“ გაცილებით მაღალ ხელფასს დაპირდნენ.

თვითონ ფეხბურთელი კი გადაწყვეტილებას ასე ხსნის: „ძალიან ბევრ კლუბს ვუნდოდი და მათ შორის თავიდან ყველაზე მეტად სწორედ „ბაიერნი“ აქტიურობდა. მიუნხენური გრანდი ძალიან მაგარი გუნდია, მაგრამ „ლევერკუზენს“ არ უნდოდა, რომ „ბაიერნში“ გადავსულიყავი. მე მხოლოდ ეს საკითხი მაბრკოლებდა, რადგან „ლევერკუზენის“ წინაშე თავს ვალდებულად ვგრძნობ. „იუვენტუსის“ შემთხვევაში კი ეს პრობლემა აღარ იქმნებოდა.“

„ბაიერნის“ პრეზიდენტი ჰიონესი კი ცოფების ყრას განაგრძობს – გარკვეულწილად მიხარია კიდეც, ეს ტრანსფერი რომ არ შედგა, რადგან „ბაიერნში“ არაკაცები არ გვჭირდებაო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zebraa
დაახვიე რა,,ფიულერს მოთხოვე პასუხი,,და არა ვიდალს.. ჩუ შე ბებეროო
zebraa
ფიულერი მაგის ჩიტია კონკურენტ გუნდს მიყიდოს ვიდალი..ჰიონეს გამოფხიზლდი,,შე ბლუცუნააა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა