მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და წილისყრა ჩატარდა, დიდი მოლოდინით ველოდით ამ დღეს, როცა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" პლეი-ოფში ითამაშებდა. იტალიური კლუბი პირველ მატჩში "აინტრახტს" ფრანკფურტში ესტუმრება - დღეს ღამით, თბილისის დროით უკვე ოთხშაბათს, 22 თებერვალს, 00:00 საათზე.

ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონატს ხომ დამაჯერებლად ლიდერობს და უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეც შთამბეჭდავი იყო - 15 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ნეაპოლელებმა პირველ ტურში "ლივერპულს" მართლაც "შავი დღე" აყარეს (4:1). ხვიჩა კვარაცხელიამ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და ჯო გომესი არაერთხელ გააბითურა და ჯოვანი სიმეონე ბრწყინვალე საგოლე პასით მოამარაგა. ქართველმა ლეგიონერმა "რეინჯერსთან" პენალტი მოიპოვა, "აიაქსის" კარი დალაშქრა, რაც ჩვენებურმა 17 წლის შემდეგ (ლევან კობიაშვილის ჰეთ-თრიკი) მოახერხა. მანამდე ხვიჩამ კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსაც გაატანინა. "კვარამ" ამსტერდამელებს მეორე შეხვედრაშიც (თერთმეტმეტრიანი) გაუტანა, მანამდე კი ჯაკომო რასპადორი მშვენიერი "ასისტით" "დაასაჩუქრა". სხვათა შორის, რასპადორი, რომელიც ახლა ტრავმირებულია, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ თანაგუნდელებს შორის ყველაზე შედეგიანია - 4 გოლი, 2 საგოლე პასი. ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზე, რომელიც ტრავმირებული იყო, "აიაქსთან" გატანილი ერთადერთი გოლია.

"აინტრახტმა" გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა, გზად კი "ბარსელონაც" ჩამოიტოვა. ბოლო დროს ევროტურნირებზე ეს გუნდი, ფაქტობრივად, არ აგებს, საკუთარ მოედანზე კი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ფრანგი რანდალ კოლო მუანი ბრწყინვალე ფორმაშია, ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ევროპული მედია მისი და ოსიმენის დუელზე საუბრობს, თუმცა ყველამ იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გერმანელთა ავსტრიელ მწვრთნელს განსაკუთრებული ყურადღება ექნება.

ეს გუნდები ერთმანეთს დაახლოებით 30 წლის წინ (1994 წელი) ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდნენ და უპირატესობა გერმანელთა მხარესაა. "ნაპოლი" უკანასკნელ პერიოდში ჩემპიონთა ლიგაზე სიმპათიებს ხშირად იმსახურებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში რაღაც აკლდებოდა. იტალიურ ფეხბურთში რომ კრიზისია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აქაურ კლუბებს ჩემპიონთა ლიგა 2010 წლის შემდეგ არ მოუგიათ, როცა ეს ჟოზე მოურინიოს "ინტერმა" შეძლო. ამ მხრივ, რეკორდსმენი "მილანია", რომელიც ამ ჯილდოს 7-ჯერ დაეუფლა და მხოლოდ მადრიდის "რეალს" (14 ტიტული) ჩამორჩება.

იტალიურ კლუბებს წელს ეიმედებათ, რომ ევროტურნირებზე შორს გავლენ. ამის ერთ-ერთი მთავარი შანსი სწორედ "ნაპოლის" აქვს. ქართველი გულშემატკივრები "კვარადონას" მორიგ ბრწყინვალე მატჩსა და ქართველის მიერ პლეი-ოფის ეტაპზე გატანილ გოლს ელიან. შეხვედრას პორტუგალიელი არტურ სოარეს დიასი განსჯის, რომელიც მკაცრი, თუმცა საერთაშორისო დონეზე მაინც ნაკლებად სახელოვანი არბიტრია.

Vajha
ერთი კითხვა დამებადა და მიპასუხეთ ვისაც პასუხი გაქვთ: რომელია ამ ორთაგან ქართველი და რომელი მეგრელი? გიორგი ჯიქია,ხვიჩა კვარაცხელია
MARGALONA
მარგალური გოლის მოლოდინში ვარ დღეს
ლაშა
იტალური ფექხბურთი ვისაც გიყვართ უგელშემატივრეთ ინტერს, მილანს (თითქმის დაქცეულს), იუვენტუს (მთლიანად დაქცეულს), რომას და ატალანტას, ნაპოლი თამაშის სტილით გუარდილოლას ბარსელონას გავს, ბოლო ორი მატჩი სტანდატულია - კვარას სწრაფი გოლო და შემდეგ ტიკი-ტაკა ანუ ბურთის სრული ფლობა
ვა რა დონეა
რას ერჩი კიმს,ნორმალური მცველია.ნაპოლის რომ 23 თამაშში მხოლოდ 15 ბურთი აქვს გაშვებული, იქნებ ფეხბურთის მაგარო მცოდნე აგვიხსნა კიმის დამსახურება არის თუ არა.
zura222
მიდიი ხვიჩაა გოლი მინდა ხვიჩაა(ხვედელიძეე) ორი გოლიი D ისე სერიოზულად რომ ვთქვა გოლი+პასიც დაგვაკმაყოფილებს !
მეგრელი
პორტუგალიაში ნამყოფი თუ ხარ საერთოდ?
ქ. გ.
ეს წაიკითხეთ აუცილებლად! :) https://www.tuttonapoli.net/notizie/devo-confessare-ed-anche-voi-una-cosa-su-kvaratskhelia-532128
ქ. გ.
ყველას დიდ პატივს გცემთ (ამას სერიოზულად ვლაპარაკობ), მაგრამ თუ კორეელი მცველი კიმი კარგ ფეხბურთელად მიგაჩნიათ, მაშინ ფეხბურთი, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად გესმით.
რატი
ნუ ეწევი ამდენს. აშკარად გვნებს. :)
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
Oსიმენი საშუალო დონეა. რამის გამკეთებელი რო ყოფილიყო უკვე 3 წელია ნაპოლიში და გააკეთებდა. არადა 80 ლიმონი გადაიხადეს მაგაში და თამაშობს როგორც დანი უელბეკი ზუსტად იმ სტილის ფეხბურთელია. არ გჯერა გადახედე ორივეს თამაშს.
საინტერესოა
რატომღაც ასე მგონია აინტრახტი მოუგებს ნაპოლის.
შულაია
არ მოგბეზრდათ ეს ბაქი- ბუქი ბოლოს და ბოლოს, გავიგეთ რომ მაგარია ეს ოსიმენას და კვარას დუეტი, მაგრამ ეს გერმანული გუნდი არც ასე ხელწამოსაკრავია,რომ ნაპოლი-იმ აუცილებლად უნდა მოუგოს და ამასთან ოსიმენამ მინიმუმ ორი გაიტანოს, კვარამ კი გოლი და ორი ასისტი დადოს.
ლაშა
აინტრახტის საიტზე ვიყავი შესული და ადარებენ ოსიმენს საკუთარ ბოთე ფეხბურეთელს, ნუ რა დინის დებილი უნდა იყო კაცი რომ ოსიმენის დონის თავდლამსხვმელი ვინმეს შეადარო
L.J .
Kim tan ra kitxvebi gaq??ra ar mogwons???
Charley
ხვიჩა პრინციპულ შეხვედრებს ყოველთვის ყველაზე მაგრად ატარებს, ამიტომ ვფიქრობ ამ საღამოს აინტრახტის მცველებს "განკითხვის" დღეს მოუწყობს.
ზაზა
ლაშა ნაპოლისთან ყველამ დაივიწყოს იოლ გასეირნებაზე,მათ წინ ხვიჩა და ოსიმენიც ჰყავთ!!!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
მე მარტო მეჩვენება თუ კვარაცხელია ოლივეირასთანა ერთად უფრო ძლიერად გამოიყურება სულ? რავი ჩემი პირადი აზრია. პორტუგალიელები საერთოდ ბოხმა ხალხია ციგნების სისხლით გარეული და იმიტომ ვწერ.მარტო პენალდუს რო შეხედო. მაგრამ გამგებმა უკვე გაიგო
Givi
Ise tu daakvirdebit oliveiras dros kvara ufro aqtiuri da shedegiania vidre mario rui roca tamashobs, portugalieli titqmis arasdros tamashobs kvaraze koveltvis cenrisken idzleva gadacemebs da ar amwvavebs tavis flangze tamashs.
vova
აბა შენ იცი კვარა მაინის ფრანკფურტი რეინ შტადიონი გააგიჟე .
მიშა
ვფიქრობ, მარიო რუის არ ათამაშებს დღეს.
გიო
როგორც მარადონასთვის ასევე ნაპოლისთვის გერმანელები ტრადიციული მეტოქე იყო და იმედია ისე მოუგებენ როგორც მარადონას დროს უეფას თასზე მოხდა
ქ. გ.
calciomercato-ს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: Meret; Di Lorenzo, Rrahmani, Kim, Mario Rui; Anguissa, Lobotka, Zielinski; Lozano, Osimhen, Kvaratskhelia.
ქ. გ.
ხვიჩა 2 გოლს გაიტანს. კორეელი მცველის გულშემატკივრებო! მოამზადეთ თქვენი დისლაიკები. გერმანელები კორეელის დაბალ დონეს ნათლად აჩვენებენ მსოფლიოს.
მ
კარგი სტატიები გაქვს!
ლაშა
ხვიჩას ნაპოლის ისევე უნდა შეჭამოს აინტრახტი, როგორც რეინჯერსი შეჭამა და აქ შეთქმულების თეორიების ადგილი უბრალოდ არ არის. აინტრახტის ზღაპრების არავის სჯერა, მაგრამ ბაიერნის შეიძლება დავიჯეროთ, მაგრამ არც მათ ექნებათ იოლი გასეირნება...
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა