“ფიორენტინას” 29 წლის ცენტრფორვარდი ამჟამად პარიზშია, სადაც, დიდი ალბათობით, მოლაპარაკებათა პროცესშია ჩართული
მასმედია “პარი სენ-ჟერმენის” სამომავლო ტრანსფერებზე წერით არ იღლება. წერენ და წერენ ერთსა და იმავე გვარებზე, “პარკ დე პრენსი” კი ჯერ დუმს. ოფიციალურად ჯერ მხოლოდ ორი ტრანსფერი შედგა, მეკარე ნიკოლა დუშეზი “რენიდან” და თავდამსხმელი კევინ გამეირო “ლორიანიდან”.

და აი, გუშინაც კიდევ ერთი ახალი გვარი დასახელდა, ესაა “ფიორენტინას” 29 წლის ცენტრფორვარდი ალბერტო ჯილარდინო. ჯილას შესაძლო პარიზულ ტრანსფერზე ამჯერად “ტუტო მერკატო” წერს (მეორე წყაროს ის “ვილიარეალში” გადაჰყავს. აღნიშნულ თემაზე ამავე ნომერში უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ).

შესაძლოა, ინფორმაცია სერიოზული იყოს, გაზეთები წერენ, რომ ალბერტო ამჟამად პარიზშია, სადაც, დიდი ალბათობით, მოლაპარაკებათა პროცესშია ჩართული. ჯილარდინოს ფლორენციულ კონტრაქტს ვადა 2013 წელს გასდის, მისი სატრანსფერო ღირებულება კი არცთუ მაღალია – 16-18 მილიონი ევრო. გასულ სეზონში თავდამსხმელმა “იების” შემადგენლობაში 36 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. თუკი ტრანსფერი შედგა, ჯილა არ იქნება პირველი იტალიელი თავდამსხმელი პსჟ-ს ისტორიაში, 1997/99 წლებში ამ კლუბში ირიცხებოდა “სკუადრა აძურის” შემტევი მარკო სიმონე. მარკომ ორ სეზონში პარიზელთა სასარგებლოდ 60-მდე შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა.

ისევ და ისევ იტალიური პრესა წერს, რომ პარიზელები ასევე სერიოზულად არიან დაინტერესებულნი “რომას” ფრანგი შემტევის, 24 წლის ჟერემი მენეზის სამსახურით. ერთი კვირის წინ მენეზისადმი ინტერესს “მარსელსაც” მიაწერდნენ, მაგრამ დეშამმა იუარა, გუნდში თავდამსხმელები ისედაც არ მაკლიაო. თანაც “ჯალოროსი” ფეხბურთელში 16-17 მილიონს ითხოვდა. გაზეთების ცნობით, პსჟ მენეზში 8 მილიონს იხდის. ვნახოთ, რამდენად მოხერხდება პოზიციათა დაახლოება.

პარიზელები ნახევარდაცვის გაძლიერებასაც გეგმავენ. კაპიტან კლოდ მაკელელეს წასვლის შემდეგ მათ კვალიფიციური საყრდენი ნახევარმცველის გადაბირება სჭირდებათ. ამ მიზნით ლეონარდო და ალენ როში სენტ ეტიენს ეწვივნენ და ადგილობრივ კლუბს 24 წლის ბლეზ მატუიდის ტრანსფერზე ჩამოუგდეს სიტყვა. რა თანხა შესთავაზეს “მწვანეებს”, “ეკიპი” არ წერს, სამაგიეროდ გვამცნობს, რომ ფეხბურთელი ცალი ფეხით უკვე დედაქალაქშია. შესაძლოა, თანხის გარდა საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა 26 წლის ჟერემი კლემანიც მიიღოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა