"მილანი" ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა და პირველ საკონტროლო პაექრობაში მოკრძალებულ "სოლბიატეზეს" 12 გოლი გაუტანა
"მილანი" ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა და პირველი საკონტროლო პაექრობაც გამართა. ლომბარდიული გრანდი მოკრძალებულ "სოლბიატეზეს" დაუპირისპირდა და მეტოქე 12:0 გაანადგურა. ნამატჩევს მასიმილიანო ალეგრიმ კმაყოფილება გამოთქვა შეგირდების თამაშით და შემდეგი დაამატა:

"ბევრი მიიჩნევს, რომ ასეთი შეხვედრების ჩატარებას არავითარი აზრი არ აქვს, თუმცა პირადად მე, ამ მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმები. როდესაც მეტოქე დიდ წინააღმდეგობას ვერ გიწევს და შენ გემოზე აგორებ ბურთს, გუნდი ტონუსში მოდის და ფეხბურთელთა სეთამაშების ხარისხიც იზარდება. შეგირდთა გარჯით კმაყოფილი ვარ, კარგად გაერთნენ და შედეგიც სოლიდური დადეს. მიხარია, რომ ფორვარდები კარგად გამოიყურებიან - ვგონებ, გუნდი ბრწყინვალედ არის დაკომპლექტებული და სულ რომ აღარავინ დავიმატოთ, ისედაც ყველა ფონტზე უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლებთ".

სოლბიატეზე-მილანი 0:12

მილანი: (4-4-2) აბიატი (30. ამელია - 60. რომა) - ანტონინი (46. აბატე), ოდო (46. ბონერა), ნესტა (46. ფერეირა - 74. დე შილო), ტაივო (46. ძამბროტა - 82. ფოსატი) - ფლამინი (46. გატუზო), ვან ბომელი (46. ამბროზინი), ზეედორფი (46. ემანუელსონი), ბალოტი (46. ბოატენგი) - კასანო (46. პალოსკი - 82. კომი), იბრაჰიმოვიჩი (46. ინძაგი).

გოლები: 1:0 ზეედორფი (3), 2:0 საკ. კარში (4), 3:0 კასანო (5), 4:0 ბალოტი (11), 5:0 ფლამინი (13), 6:0 იბრაჰიმოვიჩი (29), 7:0 იბრაჰიმოვიჩი (40), 8:0 პალოსკი (48), 9:0 ძამბროტა (59), 10:0 ემანუელსონი (68), 11:0 ინძაგი (76), 12:0 კომი (84).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა