ეუჯენიო გიოცი, რომელიც უფრო თავისი ფსევდონიმით - ჯინ ნიოკითაა ცნობილი, ახალგაზრდობაში "პარმაში" თამაშობდა, ახლა ტელეწამყვანი და კომიკოსია. მან "აინტრახტისა" და "ნაპოლის" მატჩზე Teleclub Italia-ზე გადაცემა Club Napoli All News-ში ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე გააკეთა კომენტარი:

"ფანტასტიკაა, როდესაც ისეთი გუნდი გყავს, როგორიც "ნაპოლია". ევროპაში ანგარიშგასაწევია. "აინტრახტი" ძლიერია, მაგრამ ფეხბურთელის გაძევებამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. თუმცა სტუმრად მოგებისთვის და პირველი 20 წუთის შემდეგ ინიციატივის დაუფლების გამო ნეაპოლელები მხოლოდ შექებას იმსახურებენ.

გუშინ კვარაცხელია ძალიან არ მომეწონა. პენალტი საკმაოდ კარგად დაარტყა. ის მწვერვალია და ამ ლიგაში ოცნების უფლებას გაძლევთ, მაგრამ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მეტოქეები თანდათან კონტრზომების მიღებას იწყებენ.

"ნაპოლი"ისე თამაშობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სხვისი არ უნდა შურდეს, რადგან ახალი ცნობიერება გააჩნია, როგორც ჩოგბურთელს, რომელიც გამარჯვებების მოპოვებას აგრძელებს. როგორც ჩანს, სპალეტიმ გუნდის საბრძოლო სულისკვეთება გამოაწრთო. ოსიმენი? გამოუკვლევი პლანეტაა. ყოველთვის რაღაც ახალს იგონებს. არსენალში მრავალი სიურპრიზი აქვს და გოლის გატანა ნებისმიერი ხერხით შეუძლია".

გიორგი
მე ერთი საინტერესო რამ შევნიშნე..როდესაც აინტრახტის მცველები ხვიჩასთან ორთა თუ სამთაბრძოლის დროს ბურთს აუტში იგერიებდნენ..ერთმანეთს გახარებულები როგორ ულოცავდნენ და ტაშს უკრავდნენ)))

ვისაც მოგვეწონა გაგვატარე!
alexandre
???, შეგეშალა მეგობარო! რაო რაო, 2-იო? 3-ც ედგა ხოლმე! 3 კაცი ხვიჩას - მაგარი კონტრზომაა! და კიდევ 1 კონტრზომა! შენი გუნდის გულშემატკივარი მსაჯად, მერე ჩეხე და ჩეხე კვარაცხელია და ასე ამოკეტავ! კვარას კი არა პელეს და მესი ამოკეტავს საშუალო დონის 1 მცველი. ისევე როგორც ბარელამ ამოკეტა. 2-ჯერ ჩაარტყა წიხლი და ყვითელიც არ მიცა იმ ინტერისტმა, ასეთივე დარღვევაზე გააძევა აინტრახტის მოთამაშე. ასე რომ, ჩემო მეგობარო ???, 100%-ით გეთანხმები. საწყალი ეს ეუჯენიო გიოცი, რომელიც უფრო თავისი ფსევდონიმით - ჯინ ნიოკითაა ცნობილი. ამით გაიხარე და ვინ დარჩება მოგებული, ვნახავთ!
aburjga
ხვიჩამ თავი რომ დააღწიოს 2-3 მოწინააღმდეგის გამუდმებულ, მათი მწვრთნელისგან დაგეგმილ მეურვეობას მოედანზე უნდა იხეტიალოს, ფრთაც ხშირად უნდა შეიცვალოს. დრიბლინგი არის მისი თამაშის განუმეორებელი ხიბლი და ამ კომონენტს სჭირდება შემნარჩუნება-გაძლიერება! შესაბამისად სპალეტიმაც თამაშის დაგეგმვაში ცვლილებები უნდა შეიტანოს! ეს მითითება არ არის. ეს ჩემი, 60 წლოვანი გულშემატკივრობის სტაჟის მქონე რიგითი გულშემატკივარის მოკრძალებული მოსაზრებაა. ხვიჩა ჩემი სიამაყეა და სულ მგონია, რომ ყველა თამაშში 5 ბურთს გაიტანს და 6 საგოლე გადაცემას გააკეთებს!
G.A.L.
პენალტი რომ გაეტანა, რომელიც საკმაოდ კარგად შეასრულა (ტრაპის რეაქცია იყო ნაადრევი!) და ლოსანოს საუკეთესო პასი გამოეყენებია, მიიღებდა უმაღლეს შეფასებას. "კვარამ" საკმაოდ კარგად ითამაშა, თუმცა ვთვლი რომ მას გაცილებით მეტი შეუძლია. ესეც გამოცდილებასთან ერთად აუცილებლად მოვა!!!
გიო
ნაპოლიმ ვერ მოახერხა ბოლომდე რეალიზება შეიძლებოდა მეტი ანგარიშითაც მოგება, რეალური შესაძლებლობა გამოჩნდება გრანდებთან შემდეგ ეტაპზე და იქ მოუწევთ თავდადება

2 მეურვე რომ დასდევდა და ამის გამო ლოზანომ გაილაღა ეგ არაფერი? ეგ თუ კონტრ ზომაა რავიცი
ვვვ
ზუსტად ის პენალტი და ლოსანოს პასი რომ გამოეყენებინა, 9.9-ს დაუწერდნენ. დანარჩენი ბლა-ბლა-ბლაა.
Gia
Xvichaze da osimenze miejachvnen germanelebi da am dros losanom igulava tavis flangze.ertgvari taqtikaa spaletis,icis sivrceebi sad gaixsneba da iqidan bombavs.xvicha tavisi nichit iqmnis sivrceebs da cdilobs momentebi sheqmnas presingidan.imito shed is shuashi ro moishoros meurveebi. Me vfiqrob xvichas meti tavisuflebaze unda mices spaletim rom mcvelebi daibnen mis zdevnashi.
ალექს
ხვიჩა ყველას უზომოდ გვიყვარს დარწმუნებული ვარ(ადეკვატურ ხალხს ვგულისხმობ), ვხედავთ თუ უკვე რა დონის და შესაძლებლობების ფეხბურთელთან გვაქვს საქმე, რომელსაც თვით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო შეუძლია გახდეს თუ ასეთი საოცრად სწრაფი პროგრესირება გააგრძელა. თამაშიდან თამაშამდე იხვეწება და უკეთესი ხდება, გიჩენს განცდას რომ მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს საერთოდ. მისი ფეხბურთი უმაღლესი დონის მხატვრობაა! თუკი ამ ყოველივეს ვიაზრებთ შეგვიძლია მის სისუსტეებზეც გამოვთქვათ ჩვენი აზრი, არაფერია ამაში ცუდი. ხვიჩას ჩემი აზრით რეალურად ერთადერთი პატარა სისუსტე აქვს- დამაგვირგვინებელ მომენტებში უფრო მარტივად, ცივსისხლიანი თამაში უნდა ისწავლოს. ის მიჩვეულია და ბუნებით აქვს რომ ბურთით თავად უნდა შექმნას ან შეუქმნას სხვას რაღაც სასწაული,დახატოს,მოქარგოს,ამიტომ როცა სხვები უქმნიან ხოლმე იქ ცოტა იბნევა თითქოს და შეგვიძლია გავიხსენოთ ეს მომენტები ნაპოლიშიც და საქართველოს ნაკრებშიც. ზოგი ასევე მიუთითებდა რომ პრესინგში მოიკოჭლებს,თუმცა არაა ხვიჩა ოსიმენისეული მპრესავი,არაა ეს მისი ბუნება და საქმე,ამიტომ არც სისუსტედ მივიჩნევ. როგორც თავად უყვარს თავისუფლება სხვებისადმიც რაღაც მსგავს დამოკიდებულებას ავლენს. წარმატებები მას, ნაპოლის და რათქმაუნდა საქართველოს ნაკრებს!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ყველას უნდა რო კვარაცხელია ახალი მესი გახდეს მაგრამ მესისაც ქონდა ჩავარდნილი თამაშები. გუშინ ჰოლანდმა კვარაცხელიაზე უკეთ ითამაშა? არა. ამიტომ ცოტა მიწაზე დავეშვათ ჩვენც. მბაპე ეგერ საერთოდ გავარდება ლიგიდან. ასე რომ ყოველ თამაში კარგი თამაში არ გამოუვა . იმიტომაა გუნდი უნდა გყავდეს კაი. აბა რუბინში ეს ვერ თამაშობდა და მერე უეჭველი მკვდარი იყო რუბინი. ახლა როგორც იქნა ამოისუნთქა გუნდიც შედარებით უკეთესი აქვს და მათზე ნდობა აქ რო მაგას თუ არ გამოუვა სხვები იძიებენ მაგაზე შურს. რაც ოსიმენმა უთხრა კიდეც რო მოვიგებთო და თავი მახლა აწიეო. რუბინში რო ყოფილიყო რას მოიგებდა შეხედავდით.
სამართალი
ეს არ იყო ხვიჩას საუკეთესო მატჩი, თუმცა შეფასება მეტისმეტად არაკორექტულია. სხვა თუ არაფერი, ხვიჩამ საგოლე პასი გააკეთა.
ზაქრო პაპა
ამ საკითხში მართალია სუსტად ითამაშა ერთ საკითხზე მინდა ჩემი აზრი ვთქვა ისე როგორ უნდა გაღორდე რომ ნაპოლის თამაშები ფასიანი გახადო ინტერესი დიდია გაიხაროს ხალხმა არ შეიძლება?ყველას ხომ არა აქვს სეტანტა ჩართული,მარტო ნაპოლის თამაში რომ გავიდეს ეთერში სილკ უნივერსალზე
კახა
შენ რომ არ მოგეწონა, ეგ არაფერს ნიშნავს. მუდმივად ორი ფეხბურთელი ეთამაშებოდა და შიგადაშიგ მესამე დამატებით დაზღვევაზე იყო, რაც დანარჩენ თანაგუნდელებს ზონებს უნთავსუფლებდა, რომლებიც ტერიტორიულ და რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდნენ მეტოქის კართან, მერე საგოლე პასიც გააკეთა და ეს ყველაფერი (მეტს არ ჩამოვთვლი) კარგი თანაში არ არის?
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
[VIDEO] მბაპეს გმირობა, "არსენალის", "ატლეტიკოს", "ატალანტას" და "სპორტინგის" მოგებები
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
ზივზივაძე ისევ სასტარტოში იყო, "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
შეთანხმება მიღწეულია - ალბერტ რიერა ბუნდესლიგის გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია