ორგზის ოლიმპიურმა და 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა ვიაჩესლავ ფეტისოვმა, რომელიც ამჟამად რუსეთის დუმის დეპუტატია მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალა და განაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები უარგუმენტოდ ისჯებიან.

"მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტი სპორტსმენების მოკვეთაზე გადაწყვეტილებას მათი ქვეყნების საომარ მოქმედებაში ჩართულობით თუ იღებს, მოდით ბოლომდე მივყვეთ. მსოფლიოში ახლა 27 საომარი კონფლიქტი მიმდინარეობს, უკრაინის კრიზისი მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია. თუმცა საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მხოლოდ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მოკვეთეს. ასეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ოფიციალური დოკუმენტი მიიღონ, რომლის მიხედვითაც, საომარ მოქმედებაში ჩართული ქვეყნების წარმომადგენელი სპორტსმენები დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდნენ ინტერნაციონალურ ტურნირებს.

ახლა მსგავსი არაფერი არსებობს და ძაღლის თავიც აქ იმალება. ოლიმპიურ კომიტეტს ისეთი ორგანოც არ აქვს, ეს საკითხი რომ განიხილოს. რუსი ათლეტების მოკვეთა უსაფუძვლოა და მხოლოდ მოკ-ის ხელმძღვანელებისა და აპარატის სურვილს ემყარება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ არც არაფერი აუხსნიათ. საქმე ურცხვ და იაფფასიან შეთქმულებასთან გვაქვს," - განაცხადა ფეტისოვმა.

რუსმა ჰოკეისტმა 13 სეზონი NHL-ში გაატარა და სტენლის თასი ორჯერ მოიგო. მოთამაშის დასრულების შემდეგ "ნიუ ჯერსი დევილსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა და გუნდს სტენლის თასის მოგებაში დაეხმარა. ფეტისოვი 2002-2008 წლებში რუსეთის სპორტის მინისტრი იყო, 2016 წლიდან კი რუსეთის დუმის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.

რუსეთი უკრაინას თავს ზუსტად 1 წლის წინ დაესხა. სამხედრო აგრესია დღესაც მიმდინარეობს.

ჭიჭიკო
ფეტისოვი იყო გენიაულური ჰოკეისტი. მაკაროვი ლარიონოვი კრუტოვი ფეტისოვი და ბილალეტდინოვი, ეს იყო წითელი ხუთეული, დაუნდობელი და მკვლელი ჯგუფი. ჰოკეიში რუსები მართლაც მაგრები იყვნენ, არაფრით ჩამოუვარდებოდნენ კანადელებეს და ჯობდნენ კიდევაც. კანადის თასზე 90-ბში 3 სასწაული თამაში შედგა. სამივე 6-5 დამთავრდა, აქედან პირველი ორი დამატებით დროში და მესამე კანადამ საბჭოთა კავშირს ძირითად დროში მოუგო. გრეტცკი და ლემიო ბრწყინავდენ კანადელებში, მაკაროვი და კრუტოვი საბჭოთაში. ვიაჩესლავ ფეტისოვი სუკეთესო დამცველი იყო, მაგრამ გოლები (შაიბები) სხვაზე მეტი გაიტანა. სამწუხაროა რომ ასეთი დიდებული პიროვნება პუტინის შესტიორკა გახდა
არა რუსეთს
ღორობა არავის შერჩებაა
დავით
თქვე ღორებო ნუთუ ვერ ხვდებით რო მსოფლიოს შეაზიზღეთ თავი რა ჩემი სირი გინდათ აქ უკრაინაში და მოლდოვაში წაეთრიეთ თქვენ გრუსეთში და მოიქეცით ნორმალურათ
ტტტ-ს
მარტო უკრაინიდან გასვლაა საკმარისი?
zura222
ფეტისოვი ადრე კაი ტიპი იყო ქართველ სპორტსმენებთან მეგობრობდა ყიფიანთან შენგელიასთან იაგორაშვილთან და სხვებთან მაგრამ სიბერე შეეპარა და დაქლიავდა DD
რრრ
იმ 27 კონფლიქტშიც თქვენი ხელი ურევია, ზოგან ღიად(სირიაში მაგალითად) და ზოგან ფარულად.
ავთო
ნამუსი ყოფნით და ხმას იღებენ ეს ნაძირლები
გიორგი
ამერიკა ვიეტნამში რომ ხალხს ხოცავდა მაგრამ ამერიკაში ერთი ამბავი იყო ანტისაომარი და ანტი სამთავრობო დემონსტრაციები იქაურობას ანგრვდნენ. ომი არ იყო პოპულარული ხალხში, აქ კი პუტინს სულს გააფრთხობინებენ თუ ომი არ მოიგო.
G.LA
ზუსტად ამიტომ გსჯიან რომ ორი რუსეთი არ არსებოს და ეს მსოფლიომ გააცნობიერა. 75-80% მხარს უჭერდე ომს, მკვლელობას, ნგრევას და ძალადობას არღვევდე ყველანაირ საერთაშორისო წესებს, არაფრად აგდებდე მთელი მსოფლიოს მოწოდებას და თან იმავე მსოფლიოსთან ერთად აღიქვავდე საკუთარ თავს ამას შიზოიდის მეტი ვერავინ იფიქრებს, გარდა ზომბირებულ რუსული ირდოსი. განიკურნეთ ავდმოყოფობისგან მკვლელებო და კაცობრიობის მოძულნენონ. დაასახელეთ ერთი მეზობელი ქვეყანა რომელსაც ქვეყანად მიიჩნევთ. ფურთხის ღირსი ფეტისოვი.
T.b
მსოფლიოში ბევრი კონფლიქტია მაგრამ მარტო თქვენია სპეცოპერაცია სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ))) იმაზე იწუწუნე შენი ჯარი უდანაშაულო ხალხს რომ ხოცავს ჯობია
ტტტ
გაიყვანეთ ჯარები უკრაინიდან და კი ბატონ, ითამაშეთ ვინ გიშლით.
არტ
გსჯიან კი არა, საერთოდ არ ხართ ღირსი ადამიანებად იწოდებოდეთ, უტიფარი, სასტიკი, ბნელი ბიდლო!
dimo
,,აწიკვინდნენ" ვირთხები. თქვენ იმიტომ გსჯიან, რომ მსოფლიოს 95 პროცენტი გამტყუნებთ!
llcl
მართლაც ლეგენდარული ჰოკეისტი იყო, მაგრამ როგორც ყველა რუს-მონღოლი, თან დაბერდა და სულ ..................
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა