"ნაპოლის" ბრწყინვალე სერია გრძელდება. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მერვედ ("ემპოლისთან" სტუმრად 2:0) გაიმარჯვა და თუკი ვინმეს, წლის დასაწყისში, "ინტერთან" მარცხის (0:1) შემდეგ, შიში გაუძლიერდა, ყველაფერი იმაზე კარგად განვითარდა, ვიდრე ბევრს მაინც ვერ წარმოედგინა.

წარმატება ჩემპიონთა ლიგაზეც სოლიდურია და ისტორიაში პირველად, მეოთხედფინალი ასე ახლოსაა. ნეაპოლური კლუბი ერთგვარ მონსტრად ჩამოყალიბდა, რომელიც ქულებს ფაქტობრივად, აღარ კარგავს. ამის მიუხედავად, სუსტ წერტილებსა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე მითითება თითქოს, მაინც სულ შესაძლებელია.

გამოკვეთილი ბირთვი

მუნდიალის უჩვეულო დროს ჩატარების გამო, წლევანდელი საფეხბურთო სეზონი თავიდანვე გადატვირთული გრაფიკით დაიწყო. ასეთ დროს როტაციას როგორც ჩვეულებრივ ამბავს, ისე განიხილავენ. ლუჩანო სპალეტიც ამ გზით წავიდა და შეიძლება ითქვას, ზუსტად ვიცოდით, დღეს ირვინგ ლოსანო თუ ითამაშებდა, შემდეგ შეხვედრაში მატეო პოლიტანოს ვნახავდით. გარკვეულ მატჩებში ყველაფერი ეს უმტკივნეულოდ ვითარდებოდა, გარკვეულ ეტაპზე კი ამდენმა ცვლილებამ აუტსაიდერებთან ქულების დაკარგვა გამოიწვია.

როგორც კი სანაკრებო ბატალიებიდან დაბრუნებული მოთამაშები მაქსიმალურად ოპტიმალურ ფორმას დაუბრუნდნენ, ბოლო პერიოდში, შეხვედრიდან შეხვედრამდე სპალეტისგან იმაზე ნაკლებ გადახალისებას ვხედავთ, ვიდრე შევეჩვიეთ. "ემპოლისთან" მატჩი ამის კარგი მაგალითი იყო. ჩემპიონთა ლიგაზე გადატანილი ბრძოლის მიუხედავად, სასტარტო თერთმეტეულში მხოლოდ ერთი ცვლილება იყო.

ახლა საინტერესოა, როგორი იქნება ნეაპოლელთა ფეხბურთელების ფიზიკური მომზადება. კომფორტული სხვაობის მიუხედავად, სეზონის დასკვნითი ნაწილი რთული გამოვა. გარდა ამისა, ზოგიერთი მოთამაშე შეეჩვია ან ელის უფრო მეტ დროს, რიტმიდან ამოვარდნამ კი შესაძლოა, მათი პროდუქტიულობა შეამციროს. ასეთად ჯოვანი სიმეონეს მოაზრებაც შეგვიძლია თუ ამჟამად ტრავმირებული ჯაკომო რასპადორის.

სუსტი რგოლი

"ნაპოლი" გუნდური კოლექტივია, რომელიც წარმატებას ერთიანობით აღწევს, ყველა რგოლი კი მაქსიმალურად დაბალანსებულია. უკანასკნელ პერიოდში ერთი პოზიცია არსებობს, საიდანაც ყველაზე მეტი პრობლემა იქმნება. საქმე მარცხენა მცველა ეხება.

მარიო რუის 6 საგოლე პასი აქვს და წელს იმაზე შედეგიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მასზე აუგს ვერც დაცვით ფაზაში ვიტყოდით, თუმცა ნელ-ნელა ამაზე საუბარი უკვე წარსულ დროში გვიწევს. მისი ბოლო შედეგიანი პასიც 8 იანვრით ("სამპდორიასთან") თარიღდება.

ადამიანური ემოციები გასაგებია, თუმცა ის, რაც პორტუგალიელმა მცველმა ემპოლელთა წინააღდმეგ გააკეთა, ეს ამხელა გამოცდილებისა და მნიშვნელობის ფეხბურთელს არ შეეფერება. ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმაც ისაუბრა და ნაკლებად წარმოსადგენია, მხოლოდ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულით დაკმაყოფილდეს. რუის ახლა დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს, ამავდროულად კი უკეთეს ფორმაში უნდა დაბრუნდეს.

რაც შეეხება მატიას ოლივერას. ის ფლანგზე კვარაცხელიასთან კარგად კომბინირებს, თავისუფალ ზონებს ხსნის და იყენებს, თუმცა მასაც, სეზონის დასაწყისი უკეთესი ჰქონდა. ჩემპიონთა ლიგაზე ურუგვაელის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა. ის დაცვით ფაზაში უფრო გამორჩეულია და შედეგიანი პასები მისი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა, თუმცა მიუხედავად იმისა, ნეაპოპოლებმა ბოლო 5 მატჩში კარი მშრალად შეინახეს, ოლივერა ისეთივე დამაჯერებელი აღარაა.

მარცხენა ფლანგი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ხვიჩა კვარაცხელიასთვის მეტად მნიშვნელოვანია, მის ფრთაზე მოთამაშე ფეხბურთელი როგორ ფორმაშია.

"აიტრახტთან" დაპირისპირებაში კი შევაქეთ, თუმცა ზამბო ანგისა სტაბილურობის დაბრუნებას ვერაფრით ახერხებს. 24-ე ტურის მატჩში რუის გარდა, სუსტი რგოლი თუ ვინმე იყო, სწორედ კამერუნელი შუახაზელი. მართალია, კაცნაკლულად დარჩენის შემდეგ, ნახევარმცველებმა ბევრი სამუშაო ჩაატარეს, როცა ანგისა შეტევით ოპერაციებში ისეთივე წარმატებით არ ერთვება, როგორაც ფრანკფურტელებთან ვნახეთ, სპალეტის გუნდს იერიშების წამოწყება უფრო მეტად გრძელი და დიაგონალური პასებით უწევს. როცა "კვარა" და ოსიმენი გყავს, ყოველთვის შეიძლება გოლი გამოადნო, თუმცა შეტევაში მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია.

მუდამ განახლებადი კვარაცხელია

ქართველი გარემარბისგან რაღა უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, "კვარადონა" თვითკმაყოფილებას არ ეძლევა და ერთ ადგილას არ დგას, არამედ მოწინააღმდეგეების გაკვირვებას ახალ-ახალი ელემენტებით ახერხებს.

რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ კუთხურების დროს ხვიჩას უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე თამაშია. როგორც გამოჩნდა, ამაზე მთავარი მწვრთნელი ბევრს ფიქრობდა და მუშაობდა. კვარაცხელიას ძალიან მაღალი დონის, შედეგიანი პასი ზელინსკიზე და სხვა აქტიურობებიც სწორედ ამ პოზიციებიდან ვნახეთ. მეტოქის მეკარეც თანაგუნდელებს აქტიურად მოუწოდებდა, სტანდარტულების დროს საჯარიმოს გარეთ მდგარი 77-ე ნომრისთვის მაქსიმალური ყურადღება მიექციათ.

"ნაპოლი" TOP ლიგებში გამორჩეულია

როცა ჩვენებურის სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ, სულ მივუთითებთ, რომ "კვარა" უფრო მეტია, ვიდრე ეს შედეგები. "ემპოლისთან" ზუსტად ეს ვნახეთ - მშრალად თუ შევხედავთ, ხვიჩას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, ამასობაში კი ორივე გოლი ფაქტობრივად, მან შექმნა. ვიქტორ ოსიმენთან მისი შეთამაშება ძალიან მაღალ დონეზეა, თუმცა ნიგიერიელის გაკრიტიკება მაინც მოგვიწევს. პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, როცა "ცხრიანს" შეტევა კვარაცხელიაზე უნდა გაეგრძელებინა და ყველაფერი ალბათ, გოლით დასრულდებოდა, თუმცა ოსიმენი წმინდა ფორვარდის ინსტიქტით (ეგოისტურს მაინც ვერ დავარქმევთ) მოიქცა და არ შეიმჩნია პარტნიორი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საოცარი "ასისტით" მოამარაგა.

ნეტარებაში არც სპალეტია, მას შარშანდელი ცუდი გამოცდილება ბევრს აფიქრებს, მუდმივად ძიებაშია და სეზონის ბოლომდე დამაჯერებლად მისვლას აპირებს. შემდეგი გაჩერება "ლაციოა". რომში კვარაცხელიამ გამარჯვების (2:1) გაიტანა, ვნახოთ, რა იქნება ნეაპოლში.

დავით
ისე კომენტარის დაწერა სტატიის ქვეშ აუცილებელი არ არის,მითუმეტეს თუ ასეთი "საღი "აზრი უნდა დააფიქსირო. პ.ს ეს შეთქმულების თეორიების მიმდევარი ხალხი მაგარი სასაცილოები ხართ
ზედმეტი ყველაფერი მავნეა
ერდადერთი რაც არ მომწონს ხვიჩას რამდენიმე თამაშია დრიბლინგი არ გაუკეთებია და კაცი არ მოუტყუებია,რითაც ხალხს თავი შეაყვარა.ერთიერთზე რომ რჩება მცველთან ბურთს უკან აბრუნებს.ზედმეტი ხომ არ მოგვდის ქება?თავში არ აუვარდეს მეშინია.იქნებ ამიტომ ექცევა სპალეტი ცოტა მკაცრად.თორემ თუ ის საშინელი ავადმყოფობა დაემართა რომელსაც ვარსკვლავური ქვია მერე მორჩენილია საქმე.ქინქლაძის მაგალითი არა გვაქვს თუ რა.
გიორგი
რაც მსოფლიოს ჩემპიონატამდე იყო ანგისა ის არაა ეხლა მაგის ნახევარიც არაა იმედია მალე დაბრუნდება ან სულაც ერთი გოლი და ეგაა
Nika
რამდენი ვითომ გულშემატკივარი ხართ.
კახა ქ.
ზოგ კომენტარს რომ წაიკითხავ ფიქრობ,რომ მართლა ხვიჩამ დააწყებინა ამ ხალხს ფეხბურთის ყურება.მანამდე ეტყობა გრეხეთ ბოლს უყურებდნენ
არჩილ
სულ ნეგატიურად რატომ ვხედავთ ყველაფერში,გუნდი მშვენიერ ფორმაშია,თამაშს თამაშზე იგებს,ანგისამ ერთი თამაში ჩაატარა საშუალო დონეზე და ავტორი ამის გამო აკრიტიკებს?სასაცილოა.კვარას კიდე მშვენიერი სეზონი აქვს,გუნდის პენალტისტია,ყველა აფასებს და აქებს,თქვენ რა გგონიათ გუნდში სხვა ფეხბურთელებს არ საყვედურობს მწვრთნელი?დაანებეთ რა თავი,თუ არ მოსწონს სიტუაცია ადგენს და წავა.რიცა დაცვის გამაგრება სჭირდება ოლივერას ათამაშებს,როცა უფრო შეტებაზე ფიქრობს რუის,ორივე ნორმალურად გამოიყურება.ავტორს მგონი უნდა ყველა მარადონა იყოს
გივი
არა მეგობარო. 20 გოლზე მისცეს და 25 გოლზე მისცემენ კიდევ.
რა მაფიაა?
ძალიან მიხარია რო კვარა ასე არ ფიქრობს და იმედია ასეთი კომენტარები გავლენას არ მოახდენს მასზე... ერთ სეზონში 2 გოლით მეტის გატანა უფრო დიდ დიდებას და აღიარებას ვერ მოუტანს ვიდრე ეხლა აქვს და ვიდრე ექნება გუნდური ერთ მუშტად შეკრული თამაშით ტიტულების მოპოვება... ქებას არ აკლებს "მელოტა" ნუ დარდობთ და არც ლოზანოს დააკლებს თუ საჭირო პასს არ გაუკეთებს...
ქართველი
აშკარაა ხვიჩას მიმართ გუნდში რაღაც ხდება და ამას სპალეტი უწყობს ხელს. გარდა ამისა ბის 2.5 მილიონს აყვედრიან, მაშინ როცა ის ქმნის ამინდს გუნდში და ამ დროს მგონი ყველაზე დაბალი ხეფასი აქვს. რა არის ეს? დროა ფიქრი რეალურად გუნდიდან წასვლაზე.
მერაბი
აწინ ოსიმენს თითო გოლზე 130 000 ევროს ბონუსს აძლევენ და არ გაგიკვირდეთ პასი რომ არ გააკეთოს.
Spain
წააგო ინტერმა. +18 არის სხვაობა მაგრამ 14 თამაშია ჯერ კიდე წინ. ერთი სული მაქვს მალე გავიდეს ეგ დრო, ჯერ კიდე აქვთ მდევრებს თეორიული შანსები, მაგრამ მინდა ეგ შანსებიც მალე მოესპოთ და ჩემპიონობა თუ გაინაღდა ნაპოლიმ, მერე ლიგაზე გადაერთონ მთელი რესურსით. ვიცი რაცარუნდა მოხდეს სერია ა ში, კვარას ოცნება მაინც ჩემპიონთა ლიგაა, იმიტომ განიცდის ყველა მომენტს განსაკუთრებულად ჩემპიონთა ლიგაზე და მისთვის ლიგიდან გამოვარდნა ძალიან მტკივნეული იქნება. მინდა აპრილში სკუდეტო გაინაღდონ და ლიგაზე გადაერთონ. ჯერ აინტრახტს უნდა გსცდნენ რათქმაუნდა... ძალიან დიდი ემოციები გველის წინ მის ფანებს.
გიორგი
'კაცო' დაუყვირა ხვიჩას? მე სულ კვარა, კვარა მესმოდა, პირველი არ გამიგონია.
ქ. გ.
ემპოლისთან ორივე გოლი ხვიჩამ შექმნა. კარგად დააკვირდით, რა დონის ტექნიკა ჩააქსოვა ხვიჩამ პასის და დარტყმის შესრულების დროს.
ქ. გ.
fabrizio romano: "მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტები თვალს ადევნებენ ოსიმენს ჩემპიონთა ლიგის და სერია A-ს თამაშებში, რათა გაიგონ, ღირს თუ არა იმ თანხის გადახდა, რასაც ნაპოლი ითხოვს" ამით აიხსნება ნაპოლის ხელმძღვანელების ოსიმენის მიმართ დამატებითი რეკლამა და კომპლიმენტები.
Charley
ფანტოამასის გუშინდელი გამოხტომა "კაცო" გარეგნულად არ გამოხატა მაგრამ გულის სიღრმეში ძალიანაც ეწყინებოდა კვარას მაგრამ ვერაფერს დააკლებს ეს ჩვენ ალალ ბიჭს. მოვა აგერ სატრანსფერო ფანჯარა მოიხდის ვალს კვარა ნეაპოლელი გულშემატკივრების წინაში და წავა ნამდვილ გრანდში სადაც მატერიალურად და მორალურადაც უფრო დააფასებენ ეს კლუბი კი ისევ სოფლის გუნდი გახდება როგორადაც მას იტალიაში უწოდებენ. ორმაგი სტანდარტები და შერჩევითი სამართალი ქაჩალმა მწვრთნელმა კი უტაროს მომავალ სეზონში პოლიტანო ელმასი ლოზანოს ხუთეულში შესვლაც რო სანატრელი ექნებათ. ყველაფერს რო აუბრალოებთ კაცმა "შუტკა" გაუხსნა ლამის კვარას მილიონობით აუდიტორისს წინაშე ეს კიდე მსუბუქი ნათქვამია. კვარამ უთავისუფლოს სივრცეები თანაგუნდელებს იმათმა გოლები გაიტანინ და რეიტინგი მის ხარჯზე აიწიონ, პასებზე კი აიგნორონ ხვიჩა და ამ მელოტმა კიდევ აქეთ ლანძღოს? ოსიმენი და ლოზანო 100 % პროცენტიან საგოლე პაზიციაში გახსნილ კვარას პასს რომ არ აძლევენ ესეც ხომ არ არის გამოგონილი. იმაზე რატო არ უყვირის "კაცო" ლოზანოს და ოსიმენს კვარა აგერ ხუთ მეტროში გიდგას და დაუგორე კუთხურის ალამიდან სტადიონს რო აცილებ ბურთსო.
გულშემატკივარი
ღვთისავარ როგორც ყოველთვის ძალიან კარგი სტატიაა!!! მადლობა.
კ
ძალიან კარგი სტატიაა, დამაჯერებელი და პროფესიონალურად დაწერილი.
ლაშა
კარგი სტატიაა ღვთისო. ინტერთან იმიტომ წააგო, კვარა ფორმაში არ იყო, არაფერია, სახლში ჭკუას ასწავლის. ლაციოსთან მიმართებით თუ რა იქნება რომში? სავალალო მდგომარეობა ლაციოსთვის! კვარას ჯანმრთელობისთვის ნეაპოლმა (და ახლა უკვე მთელმა იტალიამ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლი იტალიის სახეს წარმოადგენს ბევრის მოსაზრებით) უნდა ილოცოს...
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
[VIDEO] ნერესის დუბლი - "ნაპოლიმ" "ატალანტას" სძლია
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე