რუსთავში ფრედ 1:1 ნათამაშები მატჩის შემდეგ, "მეტალურგმა" "ირტიში" სტუმრად დაჯაბნა
21 ივლისი, პავლოდარი. ცენტრალური სტადიონი.

ირტიში- მეტალურგი 0:2

0:1 ქობალია (23), 0:2 მოდებაძე (57. მაისურაძის პასით).

ირტიში მეტალურგი

ცირინი ბედიაშვილი

ბალაჟიჩი ჯაფარიძე

ჩერნიშოვი კვახაძე

კულიბალი ორბელაძე

მალცევი მახვილაძე

ივანოვი მაისურაძე

გოვედარიცა რაზმაძე

ზარეჩნი მიქაბერიძე

კუჩმა გეწაძე

სერგიენკო მოდებაძე

დასკალოვი ქობალია

მწვრთნელი

ტ. ბაისუფინოვი.

ირტიში

46. ჩერნიშოვი - მიხაილუკი

60. მალცევი - ტლეშევი

62. კუჩმა - ნიკოლიჩი)

სათადარიგოები: კალმიკოვი, ახმეტოვი, კრიუკოვი, ასანბაევი.

მეტალურგი

79. მიქაბერიძე - ტყემალაძე

64. გეწაძე - ტატანაშვილი

75. ქობალია - ქავთარაძე

სათადარიგოები: ბათიაშვილი, პავლიაშვილი, ლომაია, მურველაშვილი.

გაფრთხილება: მოდებაძე (58).

მსაჯი: გ. იორდანოვი (ბულგარეთი)

"მეტალურგის" დირექტორი თორნიკე მაისურაძე განმეორებით მატჩამდე ამბობდა, ფრანგულ "რენს" (რომელიც ამ წყვილის გამარჯვებულს ელოდა) საქართველოში ჩამოვიყვანთო. ასე აგიხდათ ყველაფერი, რუსთაველებმა საქართველოს მართლაც დიდი სიხარული აჩუქეს.

თამაში მასპინძლებისთვის უსიამოვნოდ დაიწყო: უკვე მე-2 წუთზე ირაკლი მაისურაძეს რუსთაველთა დაწინაურება შეეძლო, მაგრამ "ირტიშის" მეკარე ანტონ ცირინმა თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.

მე-6 წუთიდან კი მასპინძლებმა სტუმართა კარზე ხანგრძლივი იერიში მიიტანეს, მაგრამ კარგად თამაშობდა მეკარე გრიგოლ ბედიაშვილი: ჯერ ალექსანდრ კუჩმას სახიფათო დარტყმისგან იხსნა რუსთაველები, მე-13 წუთზე გიორგი დასკალოვის "გასროლილს" დაუხვდა მარჯვედ, ერთ წუთში ვლადისლავ ჩერნიშოვის საჯარიმო დარტყმის მოგერიება მოუხდა, მე-18 წუთზე კი კვლავ კუჩმას იერიშს გაუმკლავდა.

როგორც ჩანს, ასეთი შტურმის შემდეგ "ირტიშმა" ყურადღება მოადუნა და საგოლე კონტრშეტევა გამოეპარა: 23-ე წუთზე საჯარიმოსთან ირაკლი მოდებაძე წააქციეს, ქართველების გათამაშებული საჯარიმო კი ირაკლი ქობალიამ გოლით დაასრულა - 0:1.

ამან სტუმრები ისე გაამხნევა, მალე კიდევ სამი სახიფათო შეტევა განახორციელეს: ჯერ რევაზ გეწაძე შეეცადა სხვაობის გაზრდას და ცირინმა მასპინძლები აშკარა გოლისგან იხსნა, მერე კი ქართველმა ფეხბურთელებმა ზედიზედ ორი საჯარიმო შეასრულეს "ირტიშის" კართან - ჯერ ლექსო კვახაძემ, მერე კი ლაშა ჯაფარიძემ, მაგრამ ორივე არაზუსტი გამოდგა.

34-ე წუთზე პავლოდარელები გამოცოცხლდნენ და გლებ მალცევის შეეძლო ანგარიშის გათანაბრება - ბედიაშვილი კვლავ საიმედო იყო.

ტაიმის ბოლო წუთებში კვლავ "მეტალურგის" უპირატესობა გამოიკვეთა: "ირტიშის" მეკარესთან პირისპირ გასულმა ქობალიამ ბოლომდე ვერ ივარგა, საჯარიმო შეასრულა მაისურაძემ, არაზუსტად დაარტყა მოდებაძემ...

ყაზახებმა მერე თავად აღიარეს, მეორე ტაიმის დასაწყისში შტურმი არ გამოგვივიდა, ქართველები კი თავს მშვენივრად იცავდნენ და ძალიან მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენო. ძალიან აქეს ქობალია, მცველებს მოსვენება არ მისცა, სულ დაძაბულობაში ამყოფებდაო. ცხადია, მთლიანად გუნდის თამაშიც აღნიშნეს - ძალიან მაგრად იომესო.

მეორე ნახევარშიც პირველი მომენტი ქართველებმა შემქნეს: საკუთარ საჯარიმოსთან თამაშის წესი დაარღვია მარკო ბალაჟიჩმა, გეწაძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ პავლოდარელ გულშემატკივარს გული გადაუქანდა, მაგრამ ცირინმა მასპინძლები ამჯერადაც იხსნა.

53-ე წუთზე მასპინძლებმა საპასუხო შეტევა წამოიწყეს, ამჯერად ბედიაშვილმა პრედრაგ გოვედარიცას სახიფათო დაარტყა მოიგერია.

ოთხ წუთში ისევ სტუმრებმა შეუტიეს, კვლავ გეწაძემ იაქტიურა და "ირტიში" ისევ მეკარემ გადაარჩინა. რუსთაველებმა ისევ შეუტიეს და 57-ე წუთზე მაისურაძემ კუთხური მოაწოდა, მცველებს მოდებაძემ დაასწრო და ჩვენი გულის გასახარად ანგარიში გაზარდა - 0:2.

"ირტიშის" მთავარი მწვრთნელი ტალგატ ბაისუფინოვი ვაბანკზე წავიდა, შეტევის გასაძლიერებლად მოედაზე თავდამსხმელი და შემტევი ნახევარმცველი გაიყვანა, მაგრამ რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა დაცვის გაძლიერების ნაცვლად ფლანგის ნახევრმცველი გეწაძე, რომელმავც მატჩი მშვენივრად ჩაატარა და დაიღალა, თავდამსხმელ დიმიტრი ტატანაშვილით შეცვალა.

მასპინძლებმა არათუ შტურმი, მისი იმიტაციაც ვერ მოახერხეს, ქობალია კი არ იღლებოდა და ანგარიშის სამამდე გაზრდაც შეეძლო, მაგრამ ცირინმა კიდევ ერთი გოლისგან იხსნა "ირტიში". რამდენიმე წუთის განმავლობაში მასპინძლები ქართველთა შეტევებს ჯარიმებითღა აჩერებდნენ, თუმცა აქვე სერგეი ივანოვმა სახიფათოდ შეასრულა ჯარიმა. თავის მხრივ მასპინძლები მოდებაძემ და ტატანაშვილმა შეაწუხეს.

მსაჯის მიერ დამატებულ ხუთ წუთში "მეტალურგს" მასპინძელთა მიწასთან გასწორებაც შეეძლო: რეალური საგოლე მომენტები ჰქონდათ ტატანაშვილსა და ლუკა რაზმაძეს, მაგრამ მეკარემ კვლავ საოცარი რეაქციით გამოიჩინა თავი და მსაჯის სასტვენის ხმაც გაისმა, რომელმაც მესამე რუსთავულ-ყაზახურ დაპირისპირებაში სამართალს პური აჭამა - ქართველებმა ეს დანავსული ეტაპი გადალახეს.

ამ დროს ქართულ ფორუმებზე ერთი ამბავი იყო, გახარებული ხალხი, ყოველდღე აზრთა ურთიერთჭიდილსა და კრიტიკაში რომ არიან, კომპიუტერში ერთმანეთს ძმობასა და სიყვარულს ეფიცებოდა.

კარგია, რაც მეტს მოვიგებთ, უფრო მეტი იქნება კეთილგანწყობა და სითბო. ამიტომაც გვიყვარს ფეხბურთი, მას ხომ, როცა ვიგებთ, განსაკუთრებული სიხარული და აღმაფრენა მოაქვს.

ამისთვისაც მადლობა რუსთაველებს და იმისთვისაც, რომ უფრო მდიდარ გუნდთან გულიანად იბრძოლეს და ერთხელაც დაამტკიცეს, რომ ყველაფერი ფულით არ იზომება, ნიჭი კი ღარიბის ხელშიც ძალაა.

იმედია, თორნიკე მაისურაძის კრებული შენარჩუნდება და უფრო შეიკვრება, გუნდის ფინანსური მდგომარეობა კი ამ წარმატების შემდეგ მაინც გაუმჯობესდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kkkkkkkkkkkkkkkkk
აბა გოლები ვერ გვანახეს, მოიგეს? ხომ არ გვატყუებენ :)::):)::):
minimal1985
რა გახდა გოლების ნახვა???რა უბედურებაა?!
dato
რუსთავის გოლები გვანახეთ თუ შეიძლება?! ვილი გენიას ლელო და რუსი ქალის ჩხუბი დავიზეპირეთ უკვე!
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა