"გაგრას" მეორე გოლის შემდეგ პრესლოჟაში მყოფი კვიპროსელები სულ "კატასტროფა", "კატასტროფას" გაიძახოდნენ
"გაგრას" სასწაულამდე, სტუმრებს კი კატასტროფამდე ცოტა დააკლდათ, პისკოვეცის გუნდმა გუშინდელ მატჩში ყველაფერი ჩააქსოვა და ღირსეულად გაიმარჯვა

ზესტაფონი.სტადიონი,დ.აბაშიძე: 1000 მაყურებელი

გაგრა-ანორთოსისი 2:0

გოლები: 1:0 გაბედავა (7), 2:0 ტყეშელაშვილი (40.შარიქაძის პასით)

გაგრა ანორთოსისი

4-4-2 4-2-3-1

სეფიაშვილი კოზაჩიკი

ზ.ჩხეტიანი ჟანისიუ

ტყეშელაშვილი სპროკელი

კალანდაძე ტომაშიჩი

ჯიშკარიანი ლაივაკაბესი

ხუციძე კოლინი

ნაკონეჩნი ლაბანი

ორდინსკი ვუჩინევიჩი

შარიქაძე ლაბორდე

გაბედავა ოკასი

კვანტალიანი რეზეკი

78. ხურციძე-ციცხვაია

სათადაროგოები: ბეგაშვილი, გიგაური, გაბუნია, კობერიძე, ხუბუა, ჭკუასელი

90. ვუჩიჩევიჩი-ანდიჩი

90.ლაბორდე -სიელისი

სათადარიგოები: ივანკოვი, მარანგოსი, მინტიკისი, თეოდორუ, ჰაჯიგეორგიუ

კვიპროსული 0:3 შემდეგ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ,,გაგრა" ასეთ ტრანსფორმაციას განიცდიდა. პისკოვეცის გუნდმა გუშინდელ მატჩში ყველაფერი ჩააქსოვა და ღირსეულად გაიმარჯვა. სამწუხაროდ, გაგრელებს სასწაულამდე და უდიდეს სენსაციამდე მცირედი დააკლდათ. თუმცა ქართული ფეხბურთისთვის ისიც საქმეა, რომ ჩვენი პირველი ლიგიდან ახლახან აღზევებული გუნდი კვიპროსის ერთ-ერთ საუკეთესო, მაღალბიუჯეტიან და ჩემპიონთა ლიგაში გამობრძმედილ ,,ანორთოსისს" ამარცხებს.

მონდომებასთან ერთად გაგრელებს შესაბამისი გამოცდილებაც რომ ჰქონოდათ, 2:0 ის შემდეგ შოკირებილი სტუმრებისთვის კიდევ შეიძლებოდა ,,სიურპრიზების" გაკეთება და პირველი მატჩის ანგარიშის გაბათილება, მაგრამ...

შეხვედრამ, ბევრის აზრით, პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე მხოლოდ ფორმალობაღა თუ იყო, ზესტაფონის არენაზე ბევრი გულშემატკივარი ვერ მიიზიდა. სტადიონზე მყოფნიც, ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალით უყურებდნენ ,,გაგრას" შანსებს, მაგრამ პირველი გოლის შემდეგ მაყურებელმა ქართული კლუბისა ირწმუნა და სტადიონიც აგუგუნდა.

,,გაგრამ" ისე დაიწყო, უკეთესს ვერ ვინატრებდით. გაბედავა მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და ყველას რომ ეგონა, საჯარიმოში ჩააწოდებდა, პირდაპირ კოზაჩიკის კარში ჩაახვია ბურთი - 1:0. სწრაფმა გოლმა ქართველები კიდევ უფრო გაათამამა და შეტევებსაც უხშირეს. მე-15 წუთზე კვლავ გაბედავამ იაქტიურა და შორიდან გაისროლა, თუმცა ამჯერად მეკარეს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება. იქამდე კოზაჩიკმა შარიქაძის საჯარიმო დარტყმაც მოიგერია.

სტუმართაგან საწყის წუთებში ყველაზე მეტს კოლუმბიელი რიკარდო ლაბორდე აქტიურობდა, რომელიც ინდივიდუალური გარღვევებით ცდილობდა მასპინძელთა დაცვის არევას, მაგრამ გაგრელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას რამდენიმე ასეთი გაქცევის მიუხედავად კარში დარტყმის საშუალება არ მისცეს.

ერთი შეხედვით, კვიპროსელებმა ბურთზე კონტროლი დააწესეს, მაგრამ ფაქტია, რომ სეფიაშვილის კარისკენ პირველად 26-ე წუთზე გაისროლეს. მორიგი ხიფათი ფამაგუსტელებმა 33-ე წუთზე შექმნეს, ლაბანის ჩაწოდებულ ბურთს ჟანისიუმ თავი შეაგება და გაგრელთა ბედად მცირედით ააცილა. პისკოვეცის შეგირდები გამოცდილ მეტოქეს არ ეპუებოდნენ. განსაკუთრებით გაბედავას თამაში უნდა აღვნიშნოთ, რომელიც ბურთის მოსაპოვებლად ბევრს იბრძოდა და შორეული დარტყმებითაც აწუხებდა მეტოქეს. 34-ე წუთზე გაბედავა ლაივაკაბესის გაექცა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ ააცილა.

ქართველთა თავგანწირულმა თამაშმა შედეგი გამოიღო. მე-40 წუთზე შარიქაძის ჩაწოდების შემდეგ გიორგი ტყეშელაშვილმა იბრძოლა, თავგანწირვის ხარჯზე მცველებს გაექცა და კოზაჩიკს შანსი არ დაუტოვა, თავად კი დაცემისას ხელი იტკინა. მეორე გოლის შემდეგ პრესლოჟაში მყოფი კვიპროსელების გაოცებული სახეები უნდა გენახათ. ორი მათგანი რადიორეპორტაჟს გადასცემდა და სულ "კატასტროფა", "კატასტროფას" გაიძახოდა...

მართლაცდა, ,,გაგრას" მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი მიეცა, ,,ანორთოსისი" კი ბეწვის ხიდზე შედგა...

სამწუხაროდ, ქართველებმა მეორე ტაიმი პირველივით აღმაფრენით ვეღარ ჩაატარეს. მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ, კვიპროსელებმა კი ბურთზე კონტროლის დამყარება მოახერხეს და შიგადაშიგ მწვავედაც უტევდნენ. 48-ე წუთზე ლაბანის ჩაწოდების შემდეგ რეზეკის დარტყმა ასცდა მიზანს.

ქართველებმა ძალები კიდევ ერთხელ მოიკრიბეს და მესამე გოლამდე ცოტა დააკლდათ: 55-ე წუთზე გაგრელთა სტანდარტულის შემდეგ გაბედავამ შორიდან თავით მოჭრა ბურთი და მცირედით ააცილა. ანგარიშიდან გამომდინარე, ბოლო წუთებში დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი, თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მოედანზე დაძაბულობა ნაკლებად იგრძნობოდა. გაგრელებს ბოლო შტურმის მოსაწყობად ძალები აღარ ეყოთ...

მატჩის შემდეგ.

სტანიმირ სტოილოვი: ,,ვულოცავ "გაგრას" ღირსეულ თამაშს და გამარჯვებას. დღეს გაგვიმართლა. პირველი შეხვედრის შემდეგ არ გვეგონა, ასეთი პრობლემები თუ შეგვექმნებოდა. აქ ჩამოსვლისას ვფიქრობდით, რომ ჩვენი სიამოვნებისთვის ვითამაშებდით, მაგრამ სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ჩვენი შესაძლებლობის მქონე გუნდს მომენტების შექმნის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. დღეს ბევრი ნაკლი დავინახეთ.

ანატოლი პისკოვეცი: ,,სამწუხაროდ, სრულ გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა. არადა, რა კარგი მომენტი ჰქონდა გაბედავას, ის თავური რომ გასულიყო... იცით, ყველაზე მეტად რა მიხარია? უმაღლესში წლეულს გადასულმა გუნდმა, რომელსაც არანაირი საერთაშორისო გამოცდილება არ ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგაში ნათამაშები გუნდი შავ დღეში ჩააგდო. ეს ქართული ფეხბურთის გამარჯვებაა.

სამწუხაროდ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამოცდილება არ გვეყო. პირველი თამაშის შემდეგ ტაქტიკური სქემა შევცვალე, გუნდი გადავაწყვე და პირველად ვითამაშეთ 4 მცველით... ბიჭების მადლობელი ვარ, თავი არ დაუზოგავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Qartveli!
დიდი მადლობა ბიჭებოო, გაგრაა ამისთვის !!! ყოჩაღ!*
Irakli
კარგია, რომ ფეხბურთსაც ნელ–ნელა მოაქვს სიხარული ჩვენთვის. მადლობა გაგრას!!!
123
მადლობა გაგრას
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა