ანდრეი შევჩენკომ პოლონური წარმოშობის ამერიკელი მოდელი ჯორჯო არმანის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო
კრისტენ პაზიკი

დაბადების თარიღი: 1978 წლის 11 აგვისტო

დაბადების ადგილი: აშშ, მინესოტა

სიმაღლე: 180სმ

პარამეტრები: 88-60-90

თვალის ფერი: ღია მწვანე

თმის ფერი: ქერა

არის: უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს ცოლი - პოპულარული ამერიკელი მოდელი.

შევჩენკოების ოჯახში ბზარია

კრისტენი და ანდრიუხა

პოლონური წარმოშობის ამერიკელი მოდელი კრისტენ პაზიკი პროფესიონალი ბეისბოლისტის მაიკ პაზიკის ქალიშვილია. მან მილანში, სამოდელო სფეროში მუშაობისას ცნობილი იტალიელი დიზაინერის, ჯორჯო არმანის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ წვეულებაზე უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო გაიცნო.

ანდრეისა და ამერიკელი მოდელის ორწლიანი ურთიერთობა 2004 წელს ვაშინგტონში, ვიწრო წრეში გამართული ქორწილით დაგვირგვინდა. მათ ორი ვაჟი - ჯორდანი და კრისტიანი შეეძინათ. ანდრეი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ხოლო კრისტენი - კათოლიკე.

დედამთილის მომზადებული ბორში

რამდენიმე თვის წინ კრისტენმა უკრაინელ ჟურნალისტებს კიევში გადასვლით გამოწვეულ კმაყოფილება გაუზიარა.

კრისტენ პაზიკი: “მომწონს კიევი. აქ, ანდრეის ბევრი ნათესავი - ბიძები, დეიდები და მეგობრები - ჰყავს. მათთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ. უკრაინელები ლამაზი ხალხი არიან. სახლთან ახლოს ეკლესია გვაქვს და ბავშვები ეკლესიაში ხშირად დადიან, ესწრებიან წირვა-ლოცვებსა და სანთლებსაც სიამოვნებით ანთებენ.

უკრაინულ ენას ბავშვები ნელ-ნელა ითვისებენ. აქვეა ის სკოლა, სადაც ანდრეი ბავშვობაში სწავლობდა. ძილის წინ ჯორდანი და კრისტიანი უკრაინულ იავნანას სიამოვნებით უსმენენ. უკრაინული სამზარეულოდან მეც და ბავშვებსაც ბორშჩი განსაკუთრებით გვიყვარს. ჩემი დედამთილი მას ხშირად ამზადებს და საოცრად გემრიელია”.

გემოვნებიანი მამა ბოლო რამდენიმე წელიწადია ჯორჯო არმანისთან მეგობრობს და მისივე შეკერილი ტანსაცმლით იმოსება.

კრისტენი: “ანდრეის კარგი გემოვნება აქვს. ძირითადად კლასიკურად იცვამს და იხდენს კიდეც. თავის გარეგნობაზე ყოველთვის ზრუნავს, ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს. მისი სიკოხტავე მეც მსიამოვნებს. ბავშვების მიმართ საოცრად ყურადრებიანია. ცდილობს მათ ფეხბურთის თამაში ასწავლოს, მაგრამ პატარები არიან და რთულად აღიქვავენ. ერთი წლის წინ მესამე ბავშვზეც ვფიქრობდი. მინდა, გოგო გვყავდეს”.

ემოციური კრისტენი

კრისტენი: “საკმაოდ ემოციური ვარ, თუმცა მისი გაკონტროლებაც შემიძლია. აქ, უკრაინაში რაც მაკლაი, ესაა ჩემი მშობლები, რომლებიც უზომოდ მენატრებიან.

იმისათვის რომ სილამაზე შევინარჩუნო, ზომიერად მძინავს, ვჭამ ჯანსაღ საკვებს, ვვარჯიშობ, ვუვლი კანს, თმებს და ყოველთვის ვიღიმი. მიყვარს წიგნების კითხვა. განსაკუთრებით ისტორიის, ფილოსოფიისა და ხელოვნების სფეროდან. დიდი სურვილი მაქვს, ქველმოქმედებას მივჰყო ხელი, მითუმეტეს, რომ სამოდელი ბიზნესში ჩართვა კიევში ისე ხშირად აღარ მიწევს. ამ შემთხვევაში ოჯახი პირველ ადგილზე დადგა”.

ამერიკულ-უკრაინული კონფლიქტი

კრისტენი: “ვიცი, რომ ლობანოვსკი “დინამოს” სული და გული იყო. ანდრეის ყოველთვის გვერდით ედგა, მისი მარჯვენა ხელი იყო. მიმაჩნია, რომ ჩემი ქმარი ძლიერი პიროვნება, პროფესიონალი ფეხბურთელი და უძლიერესი სულის მქონე ადამიანია. არ აქვს მნიშვნელობა თუ სად ითამაშებს, რადგან ჩვენს მომავალს ერთად ვგეგმავთ”, - ეს სიტყვები კრისტენმა უკრაინელ ჟურნალისტს რამდენიმე თვის წინ გაუნდო. დღეს კი ბევრს ჭორაობენ ანდრეისა და მისი მეუღლის განშორებაზე. კრისტენი მეუღლის პროფესიულ საქმიანობაში საკმაოდ ინტენსიურად ერთვება.

კრისტენის აქტიურობის შედეგად ახლო წარსულში ანდრეიმ "მილანი" დატოვა და ლონდონში გადაიბარგა. ცოლ-ქმარმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ “ბავშვები წამოიზარდნენ. ლონდონში კი ინგლისურს უკეთ აითვისებენ”. კრისტენის ლონდონური ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთხანს ანდრეი ისევ “მილანს” დაუბრუნდა. კრისტენს არც ეს სიამოვნებდა, რასაც ვერ ვიტყვით ანდრეიზე.

ანდრეი: “ეს საუკეთესო არჩევანი იყო ჩემთვის. აქ, მეგობრების გვერდით თავს უკეთ ვგრძნობ. ლონდონური ჭორებისგან შორს ვარ”.

როდესაც ანდრეიმ ფეხბურთის სათამაშოდ მშობლიურ კიევს მიაშურა, ამერიკელ მოდელს არამც თუ მოეწონა, თავიდაპირველად, ქმარს სამშობლოში არ გაჰყვა. იმასაც ამბობენ, რომ უკრაინელი ფორვარდი კრისტენის საქციელმა დაღალა და განქორწინებაზეც ალაპარაკდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა