ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

საქართველოს ნაკრები - ფორმაში (არ)მყოფები, ტრავმირებულები და რესურსი

საქართველოს ნაკრები - ფორმაში (არ)მყოფები, ტრავმირებულები და რესურსი

მარტი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ვილი სანიოლის რჩეულები გვეცოდინება, რომლებიც ნორვეგიის ნაკრებთან ჩასატარებელი შეხვედრისთვის მოემზადებიან, მანამდე კი მონღოლეთსაც გაეჯიბრებიან. როგორც ამხანაგური, ასევე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩი ბათუმში (25 და 28 მარტს) ჩატარდება.

ჯერჯერობით არ ვიცით ფეხბურთელთა რაოდენობა, რამდენსაც ფრანგი მთავარი მწვრთნელი დაეყრდნობა, თუმცა მსჯელობა შეგვიძლია. Sportall.ge სანაკრებო ანალიტიკას მეტი ინტენსივობით შემოგთავაზებთ.

ვისი სათამაშო ფორმა მოგვწონს?

მართალია, ნაკრებში ისინი უნდა ვიხილოთ, ვინც იმ მომემტში უკეთეს ფორმაშია, თუმცა ისეთი შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, გამონაკლისები მაინც არსებობს. ზოგჯერ წინა პლანზე გამოცდილება, საჭიროება ან კონკურენციის დაბალი ხარისხი გამოდის. ამ თემის შესახებ მთავარ მწვრთნელსაც უმსჯელია. იდეალურია, როცა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები კარგ სათამაშო კონდიციებში არიან.

კარიდან დავიწყოთ. გიორგი მამარდაშვილი ბოლო დროს "ვალენსიას" ლამის ერთადერთი ნათელი წერტილია. აუტსაიდერად ქცეულ გუნდს ის მაქსიმალურად ეხმარება, თავი გადაირჩინოს და წინსვლაზე იფიქროს. "მამარდას" "ჯვაროსნებშიც" ასე ველით. შესარჩევი ეტაპის პირველ დაპირისპირებაში, წესითა და რიგით, ის უნდა ვიხილოთ, ივნისში კი დიდია იმის ალბათობა, გიორგიმ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშოს.

მაინც გამოკვეთილი ჩანს ის სამეული, რომელსაც სანიოლი დაცვაში უნდა დაეყრდნოს. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ კაპიტან გურამ კაშიას სათამაშო დროის პრობლემა არ აქვს. 35 წლის უკანახაზელის კლასი, თანაგუნდელებთან კომუნიკაციის უნარი და გამოცდილება ძალიან გვჭირდება.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში საბა კვირკველიას "ნეფთჩი" ბოლო დროს კარგ ფორმაშია და უკანასკნელ 5 შეხვედრაში საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი მიიღო. ქართველი ლეგიონერი მუდმივად თამაშობს და 5 თებერვლს სეზონში მეორე გოლი გაიტანა. აქაური დონე გასაგებია, თუმცა კვირკველია ძალიან გამოცდილია და სანაკრებო მატჩების, მათ შორის, ერლინ ჰოლანთან დაპირისპირების, მაღალ დონეზე ჩატარება შეუძლია.

დანიის ჩემპიონატი განახლდა და დავით ხოჭოლავა კვლავ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მართალია, მისი "კოპენჰაგენი" ლიდერ "ნორდსაილენდს" 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა წინ დიდი დროა.

ვვარაუდობთ, რომ ნორვეგიელთა წინააღმდეგ მარჯვენა ფლანგზე ოთარ კაკაბაძეს ვნახავთ, თუმცა მონღოლეთთან მატჩი ფრანგ დამრიგებელს დასკვნების უკეთ გამოტანის საშუალებას მისცემს. 27 წლის ფეხბურთელს ტრავმის გამო საკმაოდ გაუცდა, ახლა კი ფორმას იბრუნებს და გაიტანა კიდეც, რაც პერიოდულად მშვენივრად გამოსდის.

თუკი ქართველ ნახევარმცველებზე კრიტიკა ხშირად ისმის, ახლა გიორგი აბურჯანიაზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ ყველა შეხვედრაში 90 წუთს თამაშობს, რაც ადრე მისთვის პრობლემად იყო ქცეული, მისი "ჟილ ვისენტე" კი მიმდინარე წელს წარმატებულია და ბოლოს "პორტუს" დამარცხებაც კი მოახერხა. 28 წლის ნახევარმცველს და მის თანაგუნდელებს მარტინ ოდეგორის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა ელით.

გვახარებს გიორგი მიქაუტაძის შედეგიანობა და იმედი გვაქვს, ამას ნაკრების მაისურითაც შეძლებს. "მეცის" ფორვარდს მიმდინარე საზონში 12 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს.

როცა ფორმაში მყოფებზე ვწერთ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ზედმეტი საუბარი საჭირო სულაც არაა - მის თამაშს მთელი ქვეყანა დეტალურად აკვირდება. "კვარა" თავის სიტყვას ნორვეგიელებთანაც იტყვის, თუმცა საჭიროა, თანაგუნდელებმა ხელი მაქსიმალურად შეუწყონ.

სად გვჭირდება მეტი?

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მარცხენა ფლანგზე სერიოზული კონკურენცია იყო, რაც ახლა შეიცვალა. გურამ გიორბელიძე ეროვნულ ლიგაში ახლახან დაბრუნდა და ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება. 21 წლის ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდა" სერბეთში დიდი უპირატესობით ლიდერობს, თუმცა ჩვენებურის პოტენციალი რომ ვიცით, მისგან მეტს ველით, ვიდრე დღეს თამაშობს.

სანიოლი ხსენებულ პოზიციაზე გიორგი წიტაიშვილსაც ეყრდნობა, მას კი პოლონურ "ლეხში" ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა. გიორგი ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად კარგად კომბინირებს და სავარაუდოდ, ამ ვარიანტზე სამწვრთნელო შტაბი ბევრს იფიქრებს. დიდი სათამაშო დრო არც ამ გუნდის მეორე ქართველს და ნაკრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას, საყრდენ ნახევარმცველს, ნიკა კვეკვესკირს აქვს. იმედია, დარჩენილ დროში ისინი მეტად დაიტვირთებიან და "ჯვაროსნების" რიგებშიც პროდუქტიულებს ვნახავთ.

როცა მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძეზე ვწერთ, უნდა მივუთითოთ, რომ საბა ლობჟანიძეს თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო კლუბის შეცვლა, დიდი პაუზა და სხვა პრობლემები გადახდა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი დონეცკის "შახტარის" რიგებში ახლა იწყებს და მას გარკვეული დრო სჭირდება. ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი ტრავმის შემდეგ განაცხადში მხოლოდ ახლა ვნახეთ და მასზეც მსგავსს ვიტყოდით.

ზურიკო დავითაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ისინი სეზონის განმავლობაში კარგ ფორმაში იყვნენ, ბოლო დროს კი მეტი მოეთხოვებათ. ზურიკოს 2023 წელს არ გაუტანია და ძველებურად მწვავეს ვეღარ ვხედავთ. ის საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვაში ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს და საჭირო მოთამაშეა. რაც შეეხება "ჩაკვეს", კარგია, რომ სტაბილურად თამაშს ახერხებს და ლამაზი ეპიზოდები გვაჩუქა. ახლა ვლადიმირ ვაისის "სლოვანი" ცუდ ფორმაშია, უკანასკნელ 6 მატჩში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა. მალე კონფერენს ლიგის პლეი-ოფში იქნება და იმედია, გიორგი ნაკრებს ფორმის პიკზე შეუერთდება.

ტრავმებს უნდა ავცდეთ!..

ყოველთვის ამაზე ვფიქრობთ, ტრავმიანობას ავცდეთ, თუმცა ეს მარტივად მისაღწევი არაა. ოთარ კიტეიშვილი კვლავ ლაზარეთშია და მისი დაბრუნება ჩვენს შუა ხაზს ძალიან სჭირდება. როცა "კიტე" ფორმაშია, მისი შეჩერება რთულია.

ბუდუ ზივზივაძემ კლუბი გამოიცვალა, გერმანიაში ("კარლსრუე") გადაბარგდა და ტრავმის შემდეგ ვარჯიშიც განაახლა, თუმცა ის დაზიანების შემდეგ მინდორზე არ გვინახავს და ჯერჯერობით მაინც ამ სტატუსით განვიხილავთ. ბუდუ ნაკრებს ძალიან სჭირდება.

ტრავმა აქვს გიორგი ლორიასაც. მამარდაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, შეიძლება ამ რგოლში პრობლემაზე არ ვფიქრობთ, თუმცა გამოცდილი კიპერი გუნდის შიდა ატმოსფეროს ძალიან სჭირდება.

იმედია, ტრავმიანების სია არათუ არ გაიზრდება, შემცირდება.

ვისით გაძლიერდება სანიოლი?

ნორვეგიასთან მატჩის მნიშვნელობა გასაგებია, თუმცა ამხანაგური მატჩი იმისთვისაა, გარკვეული სიახლეები იყოს, თუმცა უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ ექსპერიმენტები შეზღუდული იქნება.

მეკარეების საკითხს რაც შეეხება, ლუკა გუგეშაშვილი აზერბაიჯანში სტაბილურია, ეროვნული ლიგიდან კი გამოძახების ყველაზე დიდი შანსი მაინც "სამგურალის" მეკარეს, ლევან შოვნაძეს ექნება.

დაცვაში მოსკოვის "დინამოელი" საბა საზონოვის დებიუტი უკვე ვნახეთ. ის ზაფხულში ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უნდა იყოს და ახლა ეროვნულ ნაკრებში მიიწვევენ თუ არა, რთული სათქმელია.

უკანასკნელ ამხანაგურ მატში (მაროკოსთან 0:3) გარკვეული პაუზის შემდეგ ნახევარმცველი ლევან შენგელიაც ("პანეტოლიკოსი", საბერძნეთი) ვიხილეთ. ამ რგოლში ახალი მოთამაშეების ხილვაცაა მოსალოდნელი.

როცა ზივზივაძის პრობლემაზე ვწერთ, ეს შეტევაში ახალი ფეხბურთელების მოსინჯვასაც ნიშნავს. ბექა მიქელთაძეს ავსტრალიაში ისევ გააქვს. ის ერთხელ უკვე იყო სანიოლის სიაში, თუმცა თამაშის საშუალება არ მისცემია. საინტერესოა, ახლახან განახლებული ეროვნული ლიგიდან ფრანგი სპეციალისტი ვინმეს ხომ არ დაეყრდნობა.

ამ ეტაპზე ასეთი ვითარებაა. შემადგენლობის გამოცხადებას, დაახლოებით, ორი კვირით ადრე, 10 მარტისთვის ველით და შემდეგ უფრო მეტის თქმა შეგვეძლება.

• qomagi

გული მიგრძნობს,მონღოლებთან სანაკრებო რეკორდები დამყარდება,თუ თავს არ დაზოგავენ 3 დღის შემდგომი თამაშისთვის, ალბათ სომხეთთან 7:0 ის გაუმჯობესება შეიძლება და ასევე ერთ მატჩში გატანილი ჰეთთრიკისაც

• ტრიო

გველესიანი უნდა გამოიძახოს სანიოლმა. აზიის გრანდში თამაშობს ძალიან კარგად.

• ტიპი

ვაკო აღარ?

• უვიცი

ჰალანდის და ათლეტური ნორვეგიელების წინააღმდეგ დაცვაში ორი კაცი კვირკველიას, ლოჩოშვილის, საზონოვის და ჯიმი ტაბიძის ოთხეულიდან, მესამე კი კაშია/ხოჭოლავას შორის უნდა შეირჩეს.

• არაფერი პირადული

კიტე მერამდენედ იღებ ტრავმას ნაკრების თამაშების წინ? იმედია დამთხვევაა.

• ლუკა გაგნიძე?

ლუკა გაგნიძეს დროა ნელნელა მიეცეს ნაკრებში ადაპტაციის საშუალება. მისი თამაში არ მინახავს მაგრამ ორი ფაქტორით შემიძლია ვიმსჯელო რომ ასეთუ ტიპის საყრდენი ჰაერივით გვჭირდება (ტექნიკური, მაგარი პასებით და კაცის მოტყუება რომ შეუძლია) 1. იუთუბზე რაც ვნახე მისი მომენტები, მომეჩვენა რომ პირლოს სტილს თამაშობს ეს ბიჭი. შესაძლეო კაცს კიდევ უფრო ადვილად ატყუებს 2. მოსკოვის დინამოში შემოდგომის ტრავმამდე მუდმივად ძირითადში იწყებდა. რუსეთის პრემიერლიგაში თან დინამოში სტაბილური თამაში არ არის პატარა საქმე, თან იმ სიტუაციაში ჩვენ რომ გვიჭირს ცენტრში: კიტე მუდმივად ტრავმებით, კანკავა წავიდა, გვილია არაა ფორმაში

• Iberia

chemi azrit sam mcvelian sqemashi dacvashi marjvnidan zurikos gamoyeneba sheizleba xolo mis cin chakvesi

• Haaland

გუგეშაშვილს უნდა მისცენ შანსი. ახალგაზრდა და პერსპექტიული ბიჭია. ყარაბახში პირველი მეკარე არაა, მაგრამ ჯამში ნორმალურად ათამაშებენ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ძირითად მეკარედ განიხილავენ და ამიტომ გამოისყიდეს მისი ტრანსფერი. მომავალზე თუ ვფიქრობთ არ უნდა გამოგვრჩეს ეს ბიჭი. გაუგებარია ასევე რატომ არ აძლევენ შანსს ირანში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელ გიორგი გველესიანს...

• ბათუმელი ექსპერტი

მონღოლეთთან მაინც ათამაშონ გაგნიძე

• aburjga

ჯაბა კანკავა თუ ფორმაშია უნდა ვთხოვოთ დაბრუნდეს ნაკრებში და სამი მცველის წინ ითამაშოს. ის ჩვენ ძალიან გვჭირდება როგორც პიროვნება, სპორტსმენი და ჩამშლელი!

• david

Lუკა Gაგნიდზე გამოიდზახეტ

• Givi

Shua xazi mafiqrebs kvelaze metad, kite tramvirebulia,kvekve ishviatad tamashobs,gvilia uklubodaa saertod, raga gvrcheba aburjania da saqartvelos chempionatidan bichebi,norvegiastan gachirdeba ase...amitom aris aucilebeli gagnidzis gamodzaxeba moskovis dinamodan,unda sheechvios nakrebs axalgazrda asakis miuxedavad.

• მწვრთნელი

დვალმა ფორმა დაიბრუნა და ცუდი არ იქნებოდა მისი მარცხნივ გამოცდა, მითუმეტეს დაცვით თამაშში ეხერხება, შეტევაში ვერ გარბის, როგორც აზაროვი, წიტაიშვილი ან გიორბელიძე, მაგრამ 5 კაციან დაცვაში (თუ დაცვიდან ათამაშებს სანიოლი ნაკრებს) ნორვეგიასთან გამოდგება! არა მოგონია ნორვეგიას პირველივე წუთიდან შეუტიონ! დაცვა უნდა გაძლიერდეს!

• 888

მარცხენა ფლანგზე, წიტაიშვილის და აზაროვის პოზიციაზე ლევან შენგელიაც უნდა განიხილონ, მართალია მისი სათამაშო ადგილი არ არის, მაგრამ კლასიანი ფეხბურთელია, საერთაშორისო გამოცდილებაც არ აკლია და თუ კარგ ფორმაში იქნება პრობლემური პოზიციის შევსებასაც შეძლებს. მე იმისკენ ვიხრები, რომ ნაკრებში ფორმაში მყოფი ფეხბურთელებმა ითამაშონ, თუნდაც სხვა სათამაშო პოზიციაზე. თუ ჩაქვეც ფორმაში იქნება, ტაქტიკურ სქემაში მასაც უნდა მოუნახონ ადგილი.

• არჩი

კარგი ანალიზია, ერთადერთი ტრავმირებული ქვილითაია გამორჩა ჟურნალისტს

• ლაშა

ზივზივაძის ტრავმვის გამო მიქელთაძეს შანსი უნდა მიეცეს, იგივე ბერიძეს, რომელიც თურქეთში თამაშობს...

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა

სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ

ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია