ანდრე ვილაშ-ბოაში ამბობს, რომ არ დაუშვებს, 27 წლის ესპანელი თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი ახალ სეზონშიც ტანჯვისა და კრიტიკის ობიექტად რომ იქცეს
„ჩელსის“ ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში ამბობს, რომ არ დაუშვებს, 27 წლის ესპანელი თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი ახალ სეზონშიც ტანჯვისა და კრიტიკის ობიექტად რომ იქცეს.

ტორესის თემა „ლურჯებისა“ და „მალაიზია XI“-ის ამხანაგური შეხვედრის შემდეგ წამოიჭრა. მოგეხსენებათ, დასავლეთლონდონელები სეზონისწინა შეკრებას შორეულ აღმოსავლეთში ატარებენ და სპარინგ-პარტნიორებსაც იქ პოულობენ. კუალა ლუმპურში გამართული თამაში „ჩელსიმ“ 1:0 მოიგო, ტორესმა კი კვლავ ვერაფრით გამოიჩინა თავი. სტატისტიკა მეტყველებს, რომ იანვრის მერე ანუ რაც „ლივერპულიდან“ „სტემფორდ ბრიჯზე“ 50 მილიონ ფუნტად გადავიდა, ტორესმა 18 შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა, არადა, „ჩელსიმ“ ის სწორედ გოლებისთვის იყიდა. ვილაშ-ბოაშმა თქვა:

„ხალხი ტორესს სტანჯავს, ის საშინელი ზეწოლის ქვეშ ჰყავთ, მე კი ასე არ მოვიქცევი. ტორესზე დროის ხარჯვას არ ვაპირებ. არ გეთანხმებით, რომ მას საკუთარი ძალების რწმენა აკლია. ყოველთვის, როდესაც ამ თავდამსხმელს გოლი ვერ გააქვს, მის შესახებ მეკითხებიან. კი ბატონო, ვიცი, რომ მასში „ჩელსიმ“ 50 მილიონი ფუნტი გადაიხადა, მაგრამ ჩემი მთავარი ამოცანა რომელიმე ინდივიდუმის ათამაშება კი არ არის, გუნდის ათამაშებაა. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, ვინ გაიტანს. თან, ჯერჯერობით, სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრებს ვატარებთ, რომელთაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. „ჩელსიში“ ყველა ფეხბურთელი მონდომებით ვარჯიშობს, რათა კარგ ფორმაში იყოს და ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. თერთმეტ კაცში მხოლოდ ის მოხვდება, ვინც ვარჯიშზე გამოიჩენს თავს“.

ზემოთ ნახსენებ შეხვედრაში ტორესმა ორი დიდებული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. მეორე ტაიმში ვილაშ-ბოაშმა ის დიდიე დროგბათი შეცვალა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ასე გავიდა: დროგბამ ჯარიმა დაარტყა, ბურთს მეკარე მიწვდა, მაგრამ მისი მოგერიებული იქვე მოედანზე დავარდა და უკან შეძვრა... ყოველ შემთხვევაში მსაჯმა ჩათვალა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. მსაჯი, ალბათ, მართალი იყო, თუმცა დროგბამ თქვა:

„ჩვენ გაგვიმართლა რომ მოვიგეთ და... არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი დარტყმის მერე ბურთმა ხაზი გადაკვეთა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tornike
კარგი საიტია, მაგრამ კომენტარიზაცია გაამარტივეთ. და ბევრი დატოვებს კომენტარს ისე უაზრობაა
tornike
არ შეიძლება სტატიების კომენტარიზაცია გაამარტივოთ. მშვენიერი საიტია უბრალოდ კომენტარებს რო არ დებს ხალხი უმუღამოდ შემოვდივარ :დ
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა