თორნიკე შენგელიამ იტალიის სერია A-ში მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. მართალია, მისი საბოლოო მონაგარი მსუყე ციფრებით არ გამოირჩევა, თუმცა ქართველმა ფორვარდმა მატჩის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გამარჯვების მომტანი ქულა მიითვალა.

"ვირტუსის" მეტოქე "ტორტონა" იყო – გუნდი, რომელთანაც ბოლონიელები სანაკრებო ფანჯრის წინ იტალიის თასის ფინალში დამარცხდნენ. "ვირტუსს" ამჯერადაც დიდად გაუჭირდა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში 91:90 იმარჯვა, მატჩის ბედი კი ბოლო წამებზე შენგელიას მონდომებამ გადაწყვიტა.

საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე ანგარიში საყაიმო გახდა, როდესაც ბოლონიელებმა წუთშესვენება აიღეს, საბოლოოდ, ბურთი შენგელიას მიუვიდა და სტუმართა ამერიკელი ლეგიონერი დემონტე ჰარპერი მასზე დაჯარიმდა.

ამ დროს თამაშის დასრულებამდე 2 წამი რჩებოდა და თორნიკემ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ქართველი მძიმე ფორვარდი იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 16 წუთი გაატარა, რისი მიზეზიც ჯარიმებით დატვირთვა გახდა.

შენგელიამ 7 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 2-დან 1 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

მატჩის გმირი იტალიელი მარკო ბელინელი გახდა, რომელმაც 16-დან 9 სამქულიანი ჩააგდო და 25 წუთში 32 ქულა მოაგროვა.

"ვირტუს ბოლონიამ" 20 ტურში 16 მოგება მოაგროვა და სატურნირო ცხრილს ""მილანთან" ერთად ლიდერობს. შენგელიას კლუბს მომდევნო შეხვედრა 12 მარტს სტუმრად "ვენეციასთან" ელის.

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თორნიკე შენგელიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა
სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
[VIDEO] საკუთარ გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო - შენგელიას "ვირტუსი" "ბარსელონასთან" დამარცხდა