ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი პირველი მეტოქე ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა ედი კასტელსმა შეკრებაზე 20 კალათბურთელი იხმო
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ბელგია მზადებას 25 ივლისს შეუდგება. მწვრთნელმა ედი კასტელსმა შეკრებაზე 20 კალათბურთელი იხმო, რომელთა ვინაობასაც ქვემოთ გაეცნობით. მწვრთნელმა გუნდში უხმო ტანმაღალ იანიკ დრიესენსა და ჯეფ ვან დერ იონკჰეიდს. თუმცა პირველი პირადული მიზეზების გამო ვერ შეუერთდება ნაკრებს, ხოლო მეორეს ტრავმა აქვს.

კასტელსის ოცეულში ნატურალიზებული მარკუს ფეისონია, რომელმაც შარშან ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

"ბელგიელი ლომების" შეკრებაზე გამოცხადდება "ნიუ ორლეან ჰორნეტსის" ცენტრი დიდიე მბენგა, რომელიც 2009 წელს ნატურალიზებულის სტატუსით თამაშობდა, თუმცა წლეულს როგორც ბელგიელი, ისე დაეხმარება კასტელსის გუნდს. საქმე ისაა, რომ იქაურმა კალათბურთის ფედერაციამ ფიბა-ევროპის შესაბამის სტრუქტურებს აუხსნა, რომ მბენგამ 2004 წელს კონგოდან ევროპაში ჩასვლის შემდეგ ბელგიის პასპორტი საკალათბურთო ნაკრებში თამაშის მიზნით არ მიიღო. ფიბა-ევროპამ თხოვნა გაითვალისწინა და ფეისონის გვერდით საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მბენგაც ითამაშებს.

ბელგიელები პირველ საკონტროლო მატჩს კოტ დივუართან 29 ივლისს ჩაატარებენ, მეორე დღეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას დაუპირისპირდებიან, ხოლო 31-ში - სენეგალს.

1 აგვისტოს ჩვენი მეტოქე ამერიკის ქალაქ დალასში გაფრინდება, სადაც 8 დღე დარჩება. აშშ-დან "ლომები" ჩრდილოეთში, კანადაში გადავლენ, სადაც მასპინძლებს ორჯერ შეხვდებიან, ხოლო ერთ მატჩს ამერიკის კოლეჯების ლიგის გუნდთან ჩაატარებენ.

კასტელსის კრებული ბებერ კონტინენტს 16 აგვისტოს დაუბრუნდება და 19-დან 21-მდე ბამბერგის ტურნირში ჩაერთვება, სადაც ასევე ითამაშებენ გერმანია, თურქეთი და საბერძნეთი.

ევროპის ჩემპიონატამდე ბოლოსწინა მატჩს ბელგიელები შინ ჩაატარებენ 25 აგვისტოს ბოსნიას დაუხვდებიან, ხოლო 27-ში საფრანგეთში "მამლებს" "დაეჭიდებიან".

მოთამაშე დ.თ. სმ გუნდი

აქსელ ერველე 1983 204 ბილბაო (ესპანეთი)

კრისტოფ ბეგინი 1980 205 შარლერუა

დიმიტრი ლაუერსი 1979 187 აველინო (იტალია)

როელ მოორსი 1978 190 ანტვერპენი

დიდიე მბენგა 1980 213 ნიუ ორლეანი (NBA)

სემ ვან როსომი 1986 188 სარაგოსა (ესპანეთი)

ჯონათან ტაბუ 1985 190 კანტუ (იტალია)

ტომას ვან დენ შპიგელი 1978 214 ოოსტენდე

მარკუს ფეისონი 1978 196 ოოსტენდე

გაი მუია 1983 194 ლიეჟი

რენდი ოვენეკე 1986 201 ანტვერპენი

ლიონელ ბოსკო 1981 176 გენტი

პიერ-ანტუან ჟილე 1991 202 ლიეჟი

მაქსიმ დე ზეეუვი 1987 204 პეპინსტერი

იოანის ლაროჩევიჩი 1989 207 შარლერუა

დომიენ ლოუბრი 1985 186 გენტი

ნილს ნარნეგრავე 1987 191 ლეუვენი

ჟან-მარკ მვემა 1989 195 ანტვერპენი

ქუენტინ სერონი 1990 190 ოოსტენდე

იორნ შტეინბახი 1989 181 აალსტარი

მწვრთნელი: ედი კასტელსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე