ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ სატრანსფერო ჭორებს რომ ვერ გავექცევით, ამას შეგუებული ვართ. ახლა როგორც ფეხბურთელის, ასევე ჩვენი მთავარი ინტერესი "ნაპოლისა" და "კვარას" დღევანდელ მდგომარეობას უკავშირდება, თუმცა, როცა საქმე ამ დონის მოთამაშესთან გვაქვს, მის შესახებ ბევრ საუბარს ველით. სატრანსფერო საკითხებზე ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმა (Geo Team-თან ინტერვიუში) ისაუბრა და ამ თემას ერთგვარი აქტუალურობა შესძინა. როგორც მან განაცხადა, კვარაცხელიას ნებისმიერ გრანდში შეუძლია თამაში, მათ შორის, "რეალსა" და "ბარსელონაში". ჯუღელმა განმარტა, რომ "ნაპოლის" ქართველი გარემარბი მადრიდული კლუბის გულშემატკივარია, მის აგენტსა და მოთამაშის მამას, ბადრი კვარაცხელიას კი "ბარსელონა" უფრო მოსწონთ. ამ თემაზე მსჯელობა მართლაც საინტერესოა და იქნებ მალე აქტუალურიც კი გახდეს.

გარიგებები

"ნაპოლისა" და "ბარსელონას" მართლაც მეგატრანსფერი აკავშირებთ. ფეხბურთის ღმერთად წოდებული მარადონა 1984 წლის 1-ელ ივლისს მაშინდელ სარეკორდო თანხად, 12 მილიონ ევროდ კატალონიიდან იტალიაში გადაბარგდა. ლეგენდარულმა არგენტინელმა ნეაპოლურ კლუბს ყველაფერი მისცა და პირიქით - "ათიანი" აქ საუკეთესო იყო.

რაც შეეხება "სამეფო კლუბსა" და ნეაპოლელებს შორის გარიგებებს, ისე ხდებოდა, რომ იტალიაში ისინი ხვდებოდნენ, ვინც მადრიდელებს უკვე ნაკლებად აინტერესებდათ და გუნდში მათ ადგილს ვეღარ ხედავდნენ - გონსალო იგუაინი, ხოსე კალეხონი, რაულ ალბიოლი...

დღევანდელი მდგომარეობა

მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ისეთი კლუბები არიან, რომლებიც გაძლიერებაზე უარს არასდროს ამბობენ, კონკურენცია კი მუდამ მაღალია. არაერთი ფეხბურთელისთვის ცდუნებაა, მათ შეთავაზებას გაუძლოს.

დღევანდელი "ბარსა" მაინც ყველაზე სუსტია, რაც ბოლო ათწლეულებში გვინახავს. აქ უფრო მომავალზე ორიენტირებული ფეხბურთელები, გავი და პედრი არიან და პოტენციურად, რესურსი დიდია. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, სადაც "კვარა" თამაშობს, ძირითადად, უსმან დემბელე გამოდის (ამჟამად ტრავმირებულია), ანსუ ფატის კი როგორც ფრთაზე, ასევე ფორვარდის პოზიციაზე ვხედავთ. ხავის ფორმაციის გუნდში სხვადასხვა ამპლუის შეთავსება ხდება. მაგალითად, ფერან ტორესი, რომელსაც უფრო ფლანგელად ვიცნობთ, განლაგებაში ყველაზე წინაა. კვარაცხელია ფლანგიდან ცენტრისკენ აქტიურად და წარმატებით იწევს, თუმცა აქვს თუ არა ცენტრფორვარდის თვისებები, ეს საკამათო საკითხია. ხვიჩა ყველაზე სასიამოვნო საცქერი და სახიფათო მაშინაა, როცა ის ბურთთან ერთად მაქსიმალურად დიდ დროს ატარებს.

რაც შეეხება "რეალს", სადაც დიდი ალბათობით, კარლო ანჩელოტი უკანასკნელ სეზონს ატარებს. მარცხენა ფლანგის ბატონ-პატრონი აქ ვინისიუსია. მადრიდში ბრაზილიელის სასტარტო პერიოდი შთამბეჭდავი სულაც არ იყო, თუმცა მისი დიდი რესურსის სრულად ათვისება შეძლეს. "კვარადონასა" და "ვინის" მოედანზე ერთდროულად ყოფნა სავსებით შესაძლებელია.

არსებობს ერთი შეხედვით მცირე, მაგრამ ამ გუნდებს შორის პრინციპული საკითხი. კვარაცხელია ღიად "მადრიდისტაა", ეს კი საკმაოდ დიდი მიზეზია იმისთვის, "ბარსელონას" გულშემატკივრები ამ ფაქტს უარყოფითად შეხვდნენ, ისინი ხომ მათი პოტენციური მოთამაშის ყველა დეტალს აკვირდებიან და სოციალურ ქსელებში ძველ პოსტებშიც კი "იქექებიან".

და პრემიერლიგა?

რადგან ხვიჩას სატრანსფერო ამბებს მიმოვიხილავთ, ხსენებულ ინტერვიუში საუბარი პრემიერლიგის გუნდებზეც იყო. ვიცით, რომ "რუბინში" ყოფნისას ქართველს "ტოტენჰემი" აქტიურად აკვირდებოდა. ამ ეტაპზე გარემარბის საჭიროება იქნებ პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" ყველაზე მეტად ჰქონდეს. პეპმა ბოლო პერიოდში სტილი შეცვალა და მისი მთავარი იარაღი მხოლოდ ცენტრის დაპყრობა და ამ ზონიდან შეტევა აღარაა. ესპანელის გუნდში ფლანგელები არიან, მაგალითად, ჯეკ გრილიში, თუმცა "კვარათი" გაძლიერებაზე "ქალაქელებმა", რომელთაც გიორგი ქინქლაძე დღემდე განსაკუთრებით ახსოვთ, უარი არ უნდა თქვან.

ბოლოს იმას დავუბრუნდეთ, რაც თავში ვთქვით. ჯერ ზაფხულამდე ხვიჩას თამაშით და "ნაპოლის" ჩემპიონობით დავტკბეთ. ქართველს სერია "ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელობის დიდი შანსიც ექნება, ტრანსფერის ამბებს კი შემდეგ დავუბრუნდეთ. ძალიან სასიამოვნოა, ჩვენებურს ასეთ ალიაქოთში რომ ვნახავთ, კვარაცხელიამ ყველა ასპექტში სულ სხვა დონეზე აგვიყვანა.

ქომაგი
მე რომ მკითხო ბარსელონა მირჩევნია, მაგრამ ვინ მკითხავს. რასაც გული და გონება უკარნახებს ისე უნდა მოიქცეს. არც აგენტი თამაშობს მის ნაცვლად, არც მამამისი და არც გულშემატკივარი. რეალი და ბარსა რომ შენით ინტერესდება ე.ი. ვარსკვლავი ხარ. წარმატებები ქონოდეს სულ!!!!!
Jango
ბარსელონას არც ფული აქვს და არც უფლება რომ ამ ზაფხულს ვინმე იყიდოს.ასე რომ შეეშვით შავ ჭორებს!
მამუკა-ს და barca-ს
ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი და ზოგადად სპორტსმენი ამ შემთხვევაში კი ხვიჩა კვარაცხელია ჩემთვის პირველ რიგში განიხილება როგორც საქართველოს ნაკრების მოთამაშე და თუ რა სარგებლობა შეუძლია მან მოუტანოს ქართულ ფეხბურთს, არვიცი თქვენთვის როგორ არის, ჩემთვის კი პირველ ადგილზე დგას ნაკრები და მერე კლუბი, ანუ არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, 1.ყოველ წელს რომელიმე ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს ან 2.საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთხელ მსოფლიო ჩემპიონი გახდება და მეტს ვეღარაფერს მიაღწევსო და მითხრან ამ ორიდან ერთ-ერთი აირჩიეო, დაუფიქრებლად ავირჩევ მეორეს. P.S.სხვათაშორის სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც კარგად ვსწავლობდი და ზოგადად დამჯერი მოსწავლე ვიყავი, ასე რომ დიდად დამავალებთ თუ მასწავლით იმას, რაც მეგონა ძალიან კარგად ვიცოდი და თურმე არაფერი მისწავლია 44 წლის მანძილზე, თანახმა ვარ გაკვეთილებზე (ლექციებზე) ვიარო ყველგან, სტადიონზეც და საბანკეტო დარბაზშიც. P.P.S. მე მეგონა ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე რუსეთს (მითუმეტეს ცსკა-ს) და რეალსა და ბარსას შორის რაღაც განსხვავება მაინც იყო, როგორც აღმოჩნდა აქაც "ჩამოვრჩი" ცხოვრებას, ასე რომ მზად ვარ აქაც მოვისმინო ლექცია. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას და საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობას სპორტის ყველა სახეობაში. უღრმესი პატივისცემით.
Lebron
მარადონა რომ გადავიდა ბარსაში მაგ დროს ევრო ჯერ კიდევ არ არსებობდა.
გუსანი
ხვიჩამ მარტო გულშემატკივრების კი არა მთელი ჩვენი ერის მოლოდინი გააჩინა, დადებითი იმპულსი გააჩინა.... მაგრამ რეალობას დავუბრუნდეთ, ხვიჩა ჯერ არც რეალი,ბარსელონაში და მით უმეტეს პრემიერლიგიაში გადასვლისთვის მზად არ არის, პირველ რიგში ფიზიკურად, არ დაიწყოდ კამათი, ვინც ჩახედულია ახსნაც არ ჭირდება, გამოჩნდება კომენტარებში და დისლაიქებში... წარმატებები ხვიჩას, ჩაკვეს და ყველა ნიჭიერ და მშრომელ ტალანტებს...
რონი
რა სისულელეა ნაპოლის ფანებს ბარსა არ ახატიათ? ერთი ადგილი უკოცნონ ოსიმენს და კვარას ნანატრი სკუდეტო ჩაახუტა და შეილება ჩემპ ნახევარფინალშიც ამოყოს თავი და იქ ვინ შეხვდება ვნახოთ.. იმედია ბავარია სიტი და რეალი ერთმანეთს დაჭამენ ფუნალში გასვლაზე.. დანარჩენ გუნდებს კი ჯობია ნაპოლი... ასე რომ ვნახოთ
a a
რამდენი ფეხბურთელის ჩამოთვლა შეიძლება რეალი რო მოწონდა და ბარსაში რო ითამაშა? ძალიან ბევრის. იგივე ვინისიუსი და როდრიგო თუნდაც. არ ჭირდება რეალს ხვიჩა და არც ხვიჩას ჭირდება რეალი. იმიტო რო ვინსიუსი ყავს მარცხნივ, ასევე ყავს როდრიგო და ახლად ნაყიდი ენდრიკი რომელიც ვიქტორ როკესთან ერთად ყველაზე დიდი ტალანტია ბრაზილიაში. ეხლა რო ბარსას კვარა ჭირდება ისე სხვა არცერთ გუნდს არ ჭირდება და თუ ბარსამ მოინდომა დარწმუნებული იყავი რო იყიდის და კვარაც დიდი სიამოვნებით წავა ბარსაში.
რონი
ჯუღელი ჩორტაობს რომ რეალს ინტერესი გაუღვივოს.. მარჯვნივ რო თამაშობდეს ხვიჩა კიდევ ხო მაგრამ ვინის ადგილას 100 მილიონიან ფეხბურთელს რატო იყიდიან მბაპე რო გადადიოდა რეალში ვინი იქადნებოდა მარცხენა ფლანგი ჩემია და მბაპემ სხვა ფლანგი მნახოსო...ხვიჩაზე რაღას იზავს.. ლივერპულში ან არსენალშია მისი ადგილი სიტისაც მოუხდებოდა.. ხვიჩას უყვარს როცა სივრცეები ეხსნება აბა ისაა კაი იტალიაში 5კაცი რო აზის ფეხზე? ესპანეთშიც მჭიდრო თამაში იციან... ინგლისში ნაკლებად აქცევენ პერსონალურ დამცველებს და ერთ ფეხბურთელს იშვიათად რო 2ფეხბურთელი მიაჯაჭვონ... მე რეალის ფანი ვარ მაგრამ თუ გადასვლაა ბარსაში უფროა ეხლა მისი ადგილი ვიდრე რეალში მაგრამ მაგათ ფული არ აქვთ ))))
მიშკა
მარადონას ადარებენ და რეალში რო გადავიდეს სიტყვაზე მთელი ნაპოლი შეიძულებს იმიტო რო მარადონა ხო ბარსელონაში იყო და არა რეალში?როგორც ფიგუ შეიძულა ბარსას ფანებმა
მამუკა
შალვა შენი სიტყვებიდან იცი რა გამოდის რომ შენგელია როცა ცსკა-ში თამაშობდა შენ რუსებს ქომაგობდი, არ მითხრა ეხლა რომ არასწორი შედარება მოვიყვანე, როგორც ქართველებისთვის არიან რუსი არმიელები მტრები იმაზე უარესი მტრები არიან რეალის გულშემატკუვრებისთვის ბარსელონელები, შენი კომენტარიდან კი ერთი რამის დასკვნა შეიძლება რომ შენ არა ხარ ნამდვილი მადრიდისტა, მეც შენსავით 40 წელზე მეტია რეალის ფანი ვარ და ჩემი შვილიც რომ თამაშობდეს ბარსაში რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკთებ რომ შვილის წინსვლას და წარმატებას შევუწყო ხელი, მაგრამ კლასიკოში რეალს ვუგულშემატკივრებ. ჰალა მადრიდ ფორევერ
barca
რა მალე შეგიძლიათ 44 წლიან სიყვარულს უღალატოდ.
რეზი
ნაპოლიდან რაცშეიძლება მალე უნდა წავიდეს სკუდეტო მოიგოს და მერე იქ აღარაფერი ესაქმება . სხვა ტოპ ლიგებს შევეჭიდოთ შემდეგ ესპანეთი შემდეგ ინგლისი ,ქართველები მოგვატაროს მთელ ევროპას და სად უფრო კარგი იყო მაგაზე ვილაპარაკოთ მერე და იქ დავბრუნდეთ )
მამუკა
არც ერთი კლუბი არ გადაიხდის წელს 100 მილიონს ხვიჩაში, განა იმიტომ რომ არ ღირს უბრალოდ პირველი წელია ევროპაში და ჯერ მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში არიან, აი მომავალ წელსაც თუ ანალოგიურად ან უფრო მაგრად ითამაშა მერე კი შესაძლებელია მართლა ვიხილოთ ტოპ კლუბში
ბს
,,ჯიგარი ხარ ბიძია ისიდორე "
ლაშა
ინგლისი და დაკარგვა ერთია. მახსოვს შოტლანდიასა და ინგლისში თამაშმა ჩვენს ნაკრებს ვერავითარი ღირებული ვერ შესძინა, ამიტომ დოღლიგა არის ბევრი ფული და მორჩა! ბევრი ფული არ ნიშნავს პირდაპირპროპორციულად საფეხბურთო თვისებების დახვეწას! ერთხელ გახდა ინგლისი მსოფლიო ჩემპიონი და მაშინაც არ უნდა გამხდარიყო!
ოო ხოოო..
სტატიაზე რა გითხრად, მაგრამ კომენტები ნამდვილად კომიკურია,ვითომდა რეალურად კალთებს ახევდნენ ერთმანეთს რეალი და ბასრა,იქით პრემიერლიგის ვეშაპი კლუბები, დარჩა მარტო ჯუღელმა თქვას დაბრო-ასე ბაქი ბუქობდის კვარას რუბინში თამაშის დროს,თითქმის ყველა ტოპ კლუბს დაუკავშირედ იმ დროისათვის არარეალურ 35 მლ-ნად და კინაღამ ჩარჩა ბიჭი რუსულ ჭაობში, რომ არა უკრაინის ომი და ფიფას პოზიცია დარწმუნებული ვარ ისევ რუსეთში იქნებოდა და ჯუღელიც არ იქნებოდა უკმაყოფილო....ფაქტია ხვიჩა არ არის ჯერ სუპერვასკვლავი და ასე ჰარიჰარალოზე არავინ აიყვანს ჩამოთვლილ კლუბებში- დრო სჭირდება! დროო..ბოლოს და ბოლოს სულ 5 თუ 6 თამაში აქვს ჩატარებული ევროტურნირებზე საერთოდ და კიდევ 20-მდე თამაში ფიფას რეიტინგით მე-80 ადგილზე მყოფ საქართველოს ნაკრებში.
შალვა 73
წელს 50 წლის ვხდები, 6 წლის ასაკიდან ბაბუის მონაყოლით შემიყვარდა ბრაზილიის ნაკრები და მადრიდის რეალი, მაშინ საქართველოში ევროპულ სპორტზე მხოლოდ "ლელო" წერდა, ხოლო საბჭოთა კავშირში "советский спорт"-ი და "футбол-хоккей" იყო, რომლებიც გამოწერით და რა თქმა უნდა გამოწერილი მქონდა. ტელევიზორში ევროპული გრანდების თანაშს კი სიმწრით დაჭერილი თურქული არხებით უყურებდნენ, მე გამიმართლა და კეთილი ადამიანების დახმარებით უცხოური ჟურნალ-გაზეთებიც ჩამომდიოდა (მართალია ძველი და თან ძალიან დიდი რისკის ფასად, მაგრამ მაინც)და ერთიი დიდი კარადა სულ სპორტული ჟურნალ-გაზეთებით მქონდა სავსე. რისთვის დამჭირდა ამხელა შესავალი, როგორც მიხვდით მადრიდის "რეალი"-ს მართლაც რომ თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ აგერ უკვე 44 წელია, ხოდა თუ ხვიჩა "ბარსელონა"-ში გადავიდა, სანამ ის იქ ითამაშებს, მანამ ჩემთვის "რეალი" მკვდარია. ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ ხვიჩას, უფლის წყალობა არ მოკლებოდეს მთელი ცხოვრების მანძილზე და მისი ყველა სანუკვარი სურვილი ასრულებულიყოს საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად!!!
პერჩიკა
მე ხო არ ვიძახი მე მამწონს, მე ვიძახი ამ ამბავს გამს
გივი ალექსანდრივიჩ
კარგი ერთი თუ ძმა ხარ, ინგლისის გაგონება არ მინდა
ზესტას ფანი
მეც ბარსელონაში მირჩევნია, ლიდერი გახდება როგორც ნეაპოლშია
თემო.
საერთოდ რაზე საუბრობთ, ხვიჩას რეალი მოსწონს და რა თქმა უნდა იქ უნდა წავიდეს. ბარსელონა დღეს არ არის იმ მდგომარეობაში რომ არათუ ხვიჩა საერთოდ ვინმე იყიდონ.ბარსა სპეციალურად აკვირდება თავისუფალ აგენტებს რო უფულოდ გაიფორმოს და ეგეც კი ჭირს, ლა ლიგა ყველას დარეგისტირების უფლებასაც არ აძლევს რომ სახელფასო უწყისი არ გადატვირთოს.
ხოსე მარია გუტიერესი
როგორ წარმოგიდგენიათ ჩემი და რონალდოს პერსოფანი ბარსელონაში? შეგიძლიათ ამის წარმოდგენა? მე და ბარსელონას ფანებს ვერა. ბარსელონა არის გამორიცხული 100 პროცენტით, უბრალოდ არ მიიღებენ იქ. რეალს მარცხენა შემტევი კაი ხანს არ დაჭირდება კიდე. ამიტომ "და პრემიერლიგა?" კი არა, პრემიერლიგა და სხვა გუნდები. მაქსიმუმ გაისად ზაფხულში პრემიერ ლიგაში გადავა ხვიჩა. არ გამიკვირდება მა ზაფხულშივე რო მოხდეს. ალტერნატივა ბაიერნია, მხოლოდ, მაგრამ ეგენი დიდ ფულს ტრანსფერებში არ იხდიან.
ზურა
ამდენი მინუსი რატომაა? კვარაზე რომ ამხელა ინტერესი აქვთ გრანდებს, ეგ არ მოგწონთ თუ ჯუღელი გაღიზიანებთ, რომელმაც ფაქტია, რომ ხვიჩა დიდ ფეხბურთს დააკავშირა
ლაშა
და პრემიერლიგა? (ამ სიტყვიდან უკვეე ნათელია, თქვენვე თქვით ღვთისო) ეგ ყველაზე ბოლო, უკიდურესი ვარიანტია!
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ