გოგა ბითაძეს ორლანდოში სათამაშოდ საკმარისი დრო დაუთმეს და ქართველმა ცენტრმაც ორმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. ფლორიდულმა გუნდმა კონფერენციის ლიდერს, სანდრო მამუკელაშვილის ყოფილ კლუბ "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 123:134 დამარცხდა. ბითაძემ მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და "ორლანდოს" ძირითად მეფარეს, მორიც ვაგნერს ცვლიდა. საბოლოოდ ვაგნერმა ბითაძეზე 1 წუთით მეტი ითამაშა და 18 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. გოგამ მოედანზე ყოფნის პერიოდში 8-ჯერ შეუტია საშუალო დისტანციიდან და 6 ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ორლანდოელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო მეორე ვაგნერი, სახელად ფრანცი, ხოლო იტალიური პასპორტის ამღებმა ამერიკელმა პაოლო ბანჩერომ, რომელიც გასულ დრაფტზე ორლანდოელებმა პირველ ნომრად აირჩიეს, თავი 20 ქულას და 4 პასს მოუყარა.

"ორლანდოს" 27 მოგების წილ 39 მარცხი აქვს და პლეი-ინში გასასვლელად იბრძვის. მორიგ შეხვედრას ბითაძის გუნდი 10 მარტს შინ, "იუტა ჯაზთან" გამართავს.

GBF

ქ. გ.
გოგას მომენტები https://www.youtube.com/watch?v=gC69NvisHYI
ტტტ
თუ დროს მიცემენ და ნდობა ეგნება, გოგა იტყვის თავის სიტყვას.
გიორგი
ყოჩაღ, ეგრე და კიდევ უკეთ გააგრძელე.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა