სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლიმ“ სახლში „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ „ნაპოლის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა. ხვიჩა კვლავ დიდებულად გაისარჯა და ჩემპიონატზე მე-11 გოლი გაიტანა - 9 საგოლე გადაცემის ავტორიცაა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა: ლოსანო პოლიტანოთი შეცვალა, ხოლო მეორე ცვლილების იძულებით გაკეთება მოუწია - მეკარე მერეტი მოთელვაზე დაშავდა და მისი ადგილი გოლინიმ დაიკავა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და პოლიტანოს დარტყმული ბურთი მეკარე მუსომ მოიგერია. ბერგამოელები ღრმად დაცვაში არ იდგნენ, ზონურ დაცვას მიმართავდნენ და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს არ უტოვებდნენ. 27-ე წუთზე კვარაცხელია ფლანგზე ორ მეურვეს დაუსხლტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ გატანა მუსომ არ დაანება. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, გადმოვარდნილ ბურთზე სამჯერ თავით დაასწრო მოწინააღმდეგეს, ერთხელ კი ვიზავის უკან ჩაჰყვა და ბურთი ვარდნაში აართვა. ბოლოს მუსომ კიდევ ერთხელ გადაარჩინა „ატალანტა“ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ცალკარა თამაში წავიდა, ოსიმენმა „მაკრატელათი“ ვერ გაიტანა, ხვიჩამ საჯარიმოს გარედან ორჯერ ვერ უწია მიზანს, მესამე ცდიდან კი, როდესაც ოსიმენის პასი მიიღო, მეურვეები გააბითურა და ბერგამოელთა კარი დალაშქრა. ქართველმა ყველაზე მძიმე მომენტში კვლავ გატეხა მეტოქე. სპალეტიმ სიამოვნებისგან ხელები გაშალა, ხოლო ტრიბუნაზე კლუბის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა გაიხარა. 77-ე წუთზე რაჰმანიმ თავურით მეორე გოლი გაიტანა, გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა და ხვიჩა 85-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში „კვარას“ ანგარიშზე ყველა ტურნირზე 28 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

„ნაპოლი“ 68 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს, 16 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე „აინტრახტს“ უმასპინძლებს, ხოლო 19 მარტს იტალიის პირველობაზე გასვლაზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ატალანტა 2:0

გოლები: 1:0 კვარაცხელია (59), 2:0 რაჰმანი (77)

გაბრიელი
ხვიჩა კვარაცხელია მევალეები და ძალიან მიყვარხაარ
Gabrielo
Kvaradonaaa
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
სასიამოვნო თითების ფშვნეტით, მაჯაში იღრძო ჯუღელმა ხელი. ვეღარ გაყიდა ბაზარში ყველი და ხვიჩას ხარ მოიდგა წელი.. განა ადვილია დიდ მაყუთის დათვლა? ამას კოჭოიას ნიჭი უნდა და მისი ღიმილიანი სახე.. ჯუღელს ულვაშები რომ ქონდეს, და ცალი თვალი კუტუზოვივით ახვეული, ყველა დამეთანხმება, რომ მათ ოჯახის მეგობარი და აგენტი ჯაგა; პირავარდნილი ლეგენდარული ფონ ხუან ხოსანაა. განსაკუთრებით უკნიდან და შლიაპაში..
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო და რამზიკ პოღოსოვიჩ ხაჩიკიანი ელიი...
ჩემპიონობის ქუდი ახურავთ, რაცხა თორმეტი თამაში დარჩა, როდის იქნება? მე გეტყვით ნაღდად, 23 აპრილს ზეიმს გავმართავთ.! დაიხსომეთ ჩემი სიტყვა, 23 აპრილს იუვეს დაადებენ დამორჩა. არსრულდა! აღსრულდა ძმებო! ოქროს ზოდები თითეულს გვერგო, შავ ჯემალასაც შეხვდება წილი, საბრალო ჟორკა მწარედა ტირის, ჟორკას არ შეხვდა, რადგან თავიდან, ჩაუწერია ჟანა მამიდა. იერევნის მვიდრმა წაუღო ტვინი, იერევნელი ხარ, ითხარე ცხირი, ჟრკაც ადგა და არ აწყენინა, რას იფიქრებდა ეს თუ გავიდა, ჟორკა დაღუპა მისმა მამიდამ გინებას იწყებს ისევ ტავიდან.. ვაააა! ეს ქუ ვართანუშჯან მაზალო ტიპეს მამიდაჯან ელი! ჰაქშა შე ჩემის კიკოლიკო! ჰაქსა რა დროს იშტოიანია ტოოო? აზრზე ხართ რა გაუჩალიჩა იმ განდილამ იმანა ტოოო? ეხლაც იძახე იერევან იერევან, ზდეს დუქანი ტამ ბაზარ, ჩემოლამაზო ტელავო შენ გენაცვაყლეეე ოოოო! რაში გამცვა ლეეე ოოოოოო...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
მე მაგალითად ოქროს ბურთის მოგებას, ოქროს ფეხი მირჩევნია. რა შუაშია ბურთი? მთავარია ფეხი და ღმერთის ხელი. როცა ხელიც პროცესში იყო...
კ ო მ ბ ლ ე
ეს მინიმუმ 50 ლიმონიანი გოლი იყო, ეხლა მისი ფასი სულ მცირე 100 ლიმონს აცდება. რაც შეეხება, „წინ დავითის და თამარის საქართველოსკენო“! ნაღდად ეხლა გავიგე, რომ დავითი თურმე ფეხბურთის, (იქნებ ცხენბურთი იგულისხმე?) ტრენერი ყოფილა, თამარი კი კარში მდგარა. ბეშიქტაშს, ორჯერ ისეთი აუღებელი აუღო, რომ.. გუშინ ვინ იყავი ამას არ აქვს მნიშვნელობა, არ იმას ერთი წამის წინ რას წარმოადგენდი, მტავარია ეხლა, ამ წუთში იყო პირველი, ყოველთვის აწმყოში უნდა ჯობდე ყველას, თორემ რვაასი წლის წინ ვინ რა და სად გაიმარჯვა, სირცხვილიცაა ამით ტრაბახი.. ეხლა ვინ ხარ, ვიიინ?!! აი ამაშია მთელი დელი ოდელია დელ ფინის ზებრას და პინგვინის ხიბლი. რავა, აქაარ იცოდი, თუ?!
ზზზ
კვარას გაუმარჯოოოოს! წინ დავითის და თამარის საქართველოსკენ!
ქ. გ.
ხვიჩას გოლი გადაღებული სხვადასხვა კუთხიდან https://www.youtube.com/watch?v=X9JTEgLVs6A
სოსო
მე მაგთის ინტერნეტი მაქვს და მის ინტერნეტ ტელევიზიაში,სამი სეტანტას არხიც არის.იქ აჩვენებენ,იტალიის,საფრანგეთის,ინგლისის,გერმანიის,ნბა-ს ჩემპიონატებს,ჩოგბურთის და უწესო ბრძოლებს.აგრეთვე ფორმულა ერთს და ნჰლ ჰოკეის ლიგის თამაშებს.კომენტარი,შენი არჩევანითაა.უკრაინულ,ინგლისურ,ქართულ და რუსულ ენებზეა.
ქ. გ.
ეს წაიკითხეთ აუცილებლად https://www.tuttonapoli.net/in-primo-piano/da-0-a-10-ghoulam-distrugge-i-media-adl-fuori-di-testa-per-kvara-la-ridicola-frase-di-gasp-e-le-facce-scioccate-maradona-533961 თარგმანი (ზუსტად ვერ თარგმნის გუგლი) https://www-tuttonapoli-net.translate.goog/in-primo-piano/da-0-a-10-ghoulam-distrugge-i-media-adl-fuori-di-testa-per-kvara-la-ridicola-frase-di-gasp-e-le-facce-scioccate-maradona-533961?_x_tr_sl=it&_x_tr_tl=ka&_x_tr_hl=en&_x_tr_pto=wapp
კახა
რუბინში რო თამაშობდა მაშინ ვიპოვე იქიდან ვაქებდი, და ეხლა რასაც აკეთებს სასწაულია, მისგან გამოვყოფდი ორ გოლს ერთი ლაციოს რომ გაუტანა გასვლაზე და მეორე ატალანტას, სასწაული ბურთის ფლობა და ხედვა აქ მინდვრის, ოსიმენს იუვენტუსთან პასი რომ გაუკეთა თავზე იტყვი თეფშით მიართვაო. . საწყენი ის გვაქ ჩართავ სპორტულ არხებს და რაღაც ჩემპიონატებს აჩვენებენ, ამ სილამაზეს ბავშვებმა უნდა უყურონ რომ კიდევ უფრო უკეთესები აღიზარდონ.. რუსულ არხებზე ღრიალი გაუდით კომენტატორებს და ჩვენ კიდევ საიტებზე უნდა ვეძიოთ რომ ასეთ ლამაზ თამაშებს უყუროთ... საწყენია უფასოდ უცხო ქვეყნები თამაშს აჩვენებენ და შენ ამ დროს შენი ქვეყნის ვარსკვლავს ვერ უყურებ თუ არ გადაიხადე
თემური
ხვიჩას გოლი არ იყი მისი, ან ნაპოლის, ან სერია ა-ს, ან თუნდაც ევროპის ჩემპიონატებში გატანილი რიგითი, ჩვეულებრივი გოლი! ეს იყო გოლი რაც ფეხბურთის მოყვარულებს უდიდეს სიამოვნებას, სიხარულს, ბედნიერებას ანიჭებს! ხვიჩა ეკუთვნის თავის თავს, მის ოჯახს, გვეკუთვნის ჩვენ, ქართველებს, მაგრამ ის უკვე მარტო ჩვენია აღარაა! ის ეკუთვნის ნებისმიერს (და არა მარტო საქართველოში ან იტალიაში) რომელიც დღეებს, საათებს, წუთებს ითვლის, რომ კვლავ დატკბეს იმ ფეხბურთის ყურებით სადაც კვარა თამაშობს!
ვა რა დონეა
ზოგიერთი შემთხვევითი გულშემატკივრისგან განსხვავებით მადლობა ოსიმენს რომელმაც ბრძოლაში მოიგო ბურთი და ხვიჩას დროულად მიაწოდა.
რაბუ
ოხ რა ზეიმი იქნება ნეაპოლში გაზაფხულზეე, არა მარტო ნეაპოლში
მიშა
ჯერ კიდევ დროა სეზონის დასრულებამდე, მაგრამ ვფიქრობ, ხვიჩამ, ოსიმენი საბოლოოდ გვედზე გაწია სერია ,,ა"-ს საუკეთესეო ფეხბურთელის წოდებისთვის. მეტი კონკურენტი არც ჰყავდა.
Gela
ოსიმენმა და კიდევ სხვებმაც კი თქვეს კვარა ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებს როცა დრო მოვაო მაგრამ გუშინდელი თამაშის მერე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ კვარა ოქროს ბურთს ერთხელ კიარა რამოდენიმეჯერ მოიგებს,,გუნდის ლიდერია,,ყველაზე ეფექტური მოთამაშეა ვინც კი მინახია,,მესის დონეს უეჭველი მიაღწევს,,მომდევნო 10-12 წლის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე დიდი და კაშკაშა ვარსკვლავი იქნება კვარა,, კვარა,,მბაპე,,ჰოლანდი ალბათ ამ თანმიმდევრობით იქნება მსოფლიო ფეხბურთის ოქროს ბურთის და ნებისმიერი ჯილდოს სამეული მომავალი 10-12 წელი,,ხუთეულს ვინისიუსი და რომელიმე იქს ფეხბურთელი დააკომპლექტებენ ხოლმე და ესე იქნება წლები,,რა ამაყი და ბედნიერი ვარ იმის გამო რო კვარა ქართველია ვერც კი წარმოიდგენს ვინმე
w
ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება რომ იცოდე.
w
ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება რომ იცოდე.
ალექს
წესით, მეტოქეთა ფორმის გათვალისწინებით, ნაპოლის შესაძლოა ორი-სამი თამაშის მოგებაც კი ეყოს ჩემპიონობისთვის.
კვარაისტი
ქართული ფეხბურთის ტრადიციების სუპერ გამგრძელებელი❤️
ფიქო
აქ კომენტარიც ზედმეტია ვნხოთ ამ წლის ბოლომდე თუ გავა ესეთი გოლი მსოფლიოში სადმე .პ ს ოსიმენი რაღაც არ მომეწონა თამაშით კი არა ისე .
გიორგი
გიორგი
Diego
სამეგრელო არის საქართველოს ბრაზილია და არგენტინა, ფეხბურთი იმენა მეგრელების თამაშია ფეხბურთში ყველაზე გიჟები მეგრელები არიან. ყოველთვის ვიცოდი რომ ბოლოს მეგრელი გვიშველიდა მაინც ამდენი ვაიუბედურების მერე, როცა ავადმყოფები ქართული ფეხბურთის დამარხვას და დინამოზე კარტოფილის დათესვას ითხოვდნენ. სამეგრელო ყველაზე საფეხბურთო კუთხეა საქართველოში იმის მიუხედავად რომ დანარჩენი საქართველოდან პაიჭაძე მესხი მეტრეველი ყიფიანი და ქინქლაძე გვყავდნენ. აფხაზეთი - სამეგრელო ფეხბურთის მიწა იყო ყოველთვის
დავით 67
ეს რა ქნა!!! ულამაზესი გოლი!!!მარტშიც საუკეთესო იქნება ჩვენი ხვიჩა სერია ა-ში
გეგი
ოქრო ოქროო ოოოქროოოააა ეს ბიჭიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Nika
ნიჭიერებით მბაპე- ჰალანდის ერთად აღებულს სჯობია ჩემი აზრით. არცერთი ფეხბურთელი არ არის ასეთი ჭკვიანი და არცერთს არ აავს ასეთი პრემიუმ ხარისხის დრიბლინგი და კარგი მოედნის ხედვა. ხვიჩა მარტო მესის შემიძლია შევადარო და სხვა არავის. მაგრამ მთავარია არ მოდუნდეს და ასე გააგრძელოს, წინ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელო და რათქმაუნდა წინ თავად საქართველო- ევროპისკენ :)))
ზაზა
მეორედ მოსვლის წინ ქართველი მარადონა გამოჩნდებაო ასეთი წინასწარმეტყველება ყოფილა. კვარადონა ხომ არ იგულისხმებოდა?
Nika
გაუდო კარგად ხვიჩამ და რუსეთუმეები იქნებიან :)))
Franken
ეს ასაკით პატარა ბიჭი, ცხოვრების ხარისხს უუმჯობესებს საქართველოში მყოფ და ქვეყნის გარეთ ხალხს. ბრავო ხვიჩა. ეგრე განაგრძე ღირსეულად, როგორც მოედანზე ისე მის გარეთ. დანარჩენი ჩვენც აქ ვართ, შენს გვერდით :)
Charley
კვარა არის თანამედროვე ფეხბურთის ზევსი. მისმა ერთმა ელეგანტურმა მოძრაობამ თითქოს მეხის ეფექტი გამოიწვია და საბრალო ატალანტას მცველები ერთდროულად დასცა მწვანე მინდორზე. დედამიწის ყველა დასახლებულ ადგილზე ვისაც ფეხბურთი არ აინტერესებს აყურებინეთ ხვიჩას ეს გოლი და ისინი ფეხბურთის ყველაზე დიდი მყვარებლები გახდებიან.
ჯონი
არა არა არის ეს ჩვენი სპორტი,,,)))) რამე ახალი ხომ არ მოვიგნოთ
MARGALONA
ჩემთვის ეს მარგალური ფენომენია,მარგალური გენი,ჩემთვის კი არა რეალურად ასეა,დანარჩენი ყველაფერი არის ხელოვნური,ფურცელზე დაწერილი. გაუმარჯოს ხვიჩას,გაუმარჯოს საქართველოს ნაკრებს ხვიჩას წინამძღოლობით
მწრთვნელი
მოკლედ და კონკრეტულად: ხვიჩამ ბერგამოელ მოთამაშეებს ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა!

რვა კაცს აცეკვა ცეკვა ქართული ??????????? თან თამაშობს, თან ცეკვავს ტანც-კვარა
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
სქან გურს ქგგალე ხვიჩუ! ჩვენო იმედო,მუდამ გამარჯვებით გევლოს!
ქ. გ.
ვიდეო (8 წუთი) https://www.youtube.com/watch?v=hAH4AT2Jj3o
მართალი
მეკარიანად 8 ატლანტას მოთამაშეში იყო 1 კვარა და შეუსრულა. ასეთი გოლი არც მახსოვს)))
ფშაველი
აი, იცით რატომ ვცემ მეგრელებს დიდ პატივს? საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, ყველაზე გამტანი ხალხია! იცით რისი თქმა მინდა! ხვიჩა ხომ მეგრელია! ხოდა გამტანია და გააქვს! შემოგევლე ხვიჩა! მადლობა იმ წუთებისთვის რომელსაც გვჩუქნი!
მამუკა
ყველა კომენტარზე ორი დისლაიკია, ერთი დავუშვათ სანაიაა და მეორე რომელი ხარ გამოჩნდი)))
ჟორა
გააგიჟებს ეს კაცი ნაპოლის და სრულიად იტალიას თავისი ევროპიანად. სხვათაშორის დღეს ოსიმენი ძალიან ჩვეულებრივი 9 ნომერი იყო. ხვიჩა კი ძალიან აქტიური. კიდევ ვამახვილებ ყურადღებას იმაზე რომ გარღვევაზე არ გაყავთ, პასს გვერდით ხაზთან აძლევენ და ისიც იძულებულია ხანდახან ბურთი უკან დააბრუნოს. ნახეთ რა ქნა ოსიმენიმ რომ გარღვევაზე გაიყვანა?
მინდია
22 წლისაა და მგონი უკვე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, წელს დიდი ალბათობით სერია ა საუკეთესო გახდება, შეიძლება ოქროს ბურთის ხუთეელში შევიდეს, მიაწექი ჩვენო გმირო!!!
გიუშა
დარასელიას გოლი გამახსენდა...ხვიჩა სიამაყე ხარ ჩვენი,ნეაპოლი ჭკუიდან გადავიდა მგონი ამ საღამოს)))
ქ. გ.
სტადიონზე გადაღებული ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=iNaK0JFSCjU
soso
გენაცვალე ჯიგარში! სხვა რა დავწერო
ზაზა
რუსეთუმეებო, გინდოდათ რუსეთში, ლოკომოტივში და რუბინში ამოგეკეტათ, ვერ მოგართვით, ჩვენ ევროპა გვინდა
ლევანი
შენ გენაცვალე, ჩვენო ბრილიანტო! თავი სიზმარში მგონია, ეს რას მოგვასწრო, ამ დალოცვილმა ბიჭმა. ბრწყინავს ქართული ნიჭი და გენი! დიდება, დიდება, დიდება საქართველოს!!!
irakli81
გიჟია ეს ბიჭი, გადარეული! წლის გოლი გაიტანა სერია ა_ში.
100%
ნეტა სახლში არ მიშლიდნენ, როგორც მარადონა ბობოქრობს, კვარაცხელიას, მეც ისე ვიყვირო. ))))))
x.
ხვიჩას მთელი მსოფლიო აქებს მაგრამ 1 დეტალი ყველას ავიწყდება. 70 წუთს ათამაშებდა სულ სპალეტი მერე ცვლიდა და მაგ 70 წუთში აკეთებდა ყველაფერს მერე უკვე მოთავებული ქონდა საქმე რომ გადიოდა მინდვრიდა . არადა მაგას აძახებდნენ მანამდე ვიღაცეები სულ, რათ გვინდა 70წუთიანი მოთამაშეაო თან ქართველიაო. ხოდა მაგ 70 წუთიანი თამაშებით ხდება ჩემპიონი ნაპოლიში ეხლა თან ლიდერობს სტატისტიკაში. ესეიგი, ნათამაშები მატჩების კი არა სათამაშო წუთების მიხედვით რომ გამოუთვალონ მისი სტატისტიკა შესაძლოა სულაც 1ელია მსოფლიოში ეხლა)). აი ეგ არის "ქართველი.")) ბიძია. გადაახიათ ეგ "70 წუთი." თავზე. ამასაც ხომ მოხერხება უნდა, ყოფილა ისტორიაში ასეთი პრეცენდენტი საერთოდ? მაგრამ სპალეტი ჭკვიანია ეხლა 80 წუთამდე აიყვანა, ნელ ნელა აიყვანს 120 წუთამდე და მერე რა გეშველებათ წიოკი მერე ნახეთ
საბა
ყველაზე საჭირო დროს, ყველაზე ლამაზი გოლი შეაგდო..უკვე მერტამდენედ ვუცქირე და არ მომნწყინდა..
გიორგი
ის ერთი ვინ იყო აკრობატულად რო გაცურდა თუ მოცურდა მინდორზე? :))))
ზაზა
ყოჩაღ ჩვენო ბიჭო,საუცხოო შესრულება,საუცხოო გოლით
გულშემატკივარი
“ჩვენმა ხვიჩამ მისცა ფრთები ნაპოლს ცაში ასაფრენად” :))) კვარა გენაცვალეეე❤️ გილოცავთ!!! უმაგრესი გოლიიი!!!
გულშემატკივარი
“ჩვენმა ხვიჩამ მისცა ფრთები ნაპოლს ცაში ასაფრენად” :))) კვარა გენაცვალეეე❤️ გილოცავთ!!! უმაგრესი გოლიიი!!!
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
სერია A-ს 31-ე ტური: ჯერჯერობით ყველაფერი "ნაპოლისთვის" სასურველად მიდის
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
უკვე სრულფასოვანი კონტრაქტი - "ატლეტიკომ" მუსო გამოისყიდა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია