რეკორდმაისტერის დაცვის ხაზი ჯერ კიდევ არასტაბილურია

მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნმა“ რაფინიასა და ჟერომ ბოატენგის სახით ორი მაღალი კლასის, ძვირადღირებული მცველი შეიძინა, რეკორდმაისტერს დაცვაში მაინც ძველი პრობლემები ემჩნევა. ამიტომაც შემოჰკრეს განგაშის ზარებს სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა და არიენ რობენმა. ჰოლანდიელი გარემარბი შიშობს, რომ მიუნხენური გრანდი სეზონს ფალშსტარტით დაიწყებს, მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი კი დაცვით და შემტევ ფეხბურთს შორის ოქროს ბალანსის პოვნას ცდილობს.

„ლიგა ტოტალის“ თასს „ბაიერნისთვის“ სპორტული თვალსაზრისით არაფერი მოუტანია. სხვამხრივ კი, მიუნხენური კლუბის მწვრთნელი და ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე 10 დღით ადრე (პირველ აგვისტოს გერმანიის თასის პირველი რაუნდი, „ბრაუნშვაიგთან“ მატჩია დაგეგმილი), „ბაიერნს“ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. ზემოთ ხსენებულმა ამხანაგურმა ტურნირმა ჰაინკესს ერთი დასკვნა გააკეთებინა: ორ მატჩში ოთხი გოლის გაშვება ნამეტანია! ეს იმას ნიშნავს, რომ „ბაიერნის“ დაცვის ხაზი ჯერ კიდევ არ არის სტაბილური.

პირველი საგანგაშო გასროლა სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა: „ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საქმეა. იმედი მაქვს, რომ „ბრაუნშვაიგთან“ მატჩამდე ყველაფერს მოვასწრებთ, მანამდე კი ბევრი რამ არის შესაცვლელი. გუნდის თამაში არცერთ ხელმძღვანელს არ მოგვეწონა!“ - თქვა ნერლინგერმა.

კრიტიკული განცხადებები უკვე გუნდიდანაც გაისმა. ხმა ამჯერადაც არიენ რობენმა აიმაღლა: „ბალანსი არ შემდგარა, ისევ ქაოტურად ვუტევთ და ან თავს უაზროდ ვიცავთ. შარშან სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ. თუ გახსოვთ, შვიდი ტურის შემდეგ მხოლოდ რვა ქულა გვქონდა. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს!“ – ამბობს ჰოლანდიელი გარემარბი.

მიუხედავად იმისა, რომ რობენსაც სჯერა, ჰაინკესის გუნდი ახალ სეზონს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდება, მენეჯერი ნერლინგერი თითქმის დარწმუნებულია, რომ „ბაიერნს“ ჩემპიონობის მოპოვება ამ სეზონშიც არ გაუადვილდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ
ფალში-ყალბი, არასწორი. სტარტი იცით ალბათ რაც არის...
sport-fun
აუ გერმანიაში როგორ იციან რა, ძვირადღირებულ მცველებს ეძახიან რაფინიას და ბოატენგს, არადა მანჩესტერმა ფილ ჯონსში მე მგონი 16 მილიონი გადაიხადა. გერმანელები ფულის გადახდაში ძალიან ძუნწები არიან. ვან ბუიტენი რო გეყოლება დაცვაში რაღა უნდა ილაპარაკო. ამოიღეთ რა ჯიბიდან ფულიიიიი
usaxelo
ავტორ ფალშსტარტით რას ნიშნავს??ქართული შესატყვისი არ აქვს რო დაწერო??ბირჟაზე ხო არ ბაზრობ გაზეთია ეს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა