"ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე კარიერას ინგლისის პრემიერშიფის "ექსეთერ ჩიფსში" გააგრძელებს.

27 წლის მორაგბე ბრიტანეთში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ ჩავა და გუნდში მიმდინარე სეზონის გარდა, მომდევნო ორ წელსაც გაატარებს. აბულაძე პირველი ქართველია, რომელიც „სენდი პარკის“ ბინადრებს შეუერთდება. კლუბის რაგბის დირექტორი (მთავარი მწვრთნელი) რობ ბაქსტერი დარწმუნებულია, ნიკა პირველივე დღიდან იბრძოლებს 23-კაციან განაცხადში მოსახვედრად:

„მისგან კარგ შედეგებს ველი. ვისაც აბულაძის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება უნდა, ვურჩევ შემოდგომის ტესტ-მატჩებს შეხედოს, სადაც რამდენიმე შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ის ერთ-ერთი გამორჩეული იყო უელსთან მატჩში, რომელშიც შეცვლაზე შევიდა და მეტოქე შერკინებებში უდიდეს წნეხში მოაქცია. მისმა თამაშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ნებისმიერი ქართველივით კარგია სტანდარტულ სიტუაციებში და ამასთან, ბევრად უფრო მოძრავია და ძლიერია ბურთით ხელში“.

"ექსეთერ ჩიფსი" 1871 წელს დაარსდა და ორჯერ – 2017 და 2020 წლებში გახდა ინგლისის პრემიერშიფის ჩემპიონი. 2020 წელს „ბელადები“ ჩემპიონთა თასის გამარჯვებულებიც გახდნენ. პრემიერშიფის მიმდინარე გათამაშებაში ‘ჩიფსი’ 16 თამაშიდან 43 ქულით მე-4 ადგილზეა.

აბულაძის სანაკრებო დებიუტი 2022 წელს იტალიასთან შედგა. დღემდე მის ანგარიშზე 9 კეპია.

Rugby.ge

დიმა
წარმატებები ჩვენს ლომს! მალე გვენახოს 100 ქართველი ბრიტანეთის საუკეთესო გუნდებში!
რეზო
გარდაუვალი იყო. ეს ბიჭი ტრავმებს რო არ დატანჯა და მერე კიდე მაინცდამაინც ის გუნდი დაიშალა, სადაც გადავიდა. ულაპარაკოდ ნომერი 1 დღეს ნაკრებში. გიგაშვილის გზას გავს მისი გზა. სხვათაშორის 3 ზეც ბრწყინვალეა და გამორიცხული არაა ექსეტერში მარჯვნივაც დაბრუნდეს. აბა ჰე დს აბა ჰო!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა