ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ნეაპოლში ნამდვილი "კვარამანიაა" გამეფებული - მალე ქალაქში ბავშვებს ხვიჩას დაარქმევენ" - "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი

"ნეაპოლში ნამდვილი "კვარამანიაა" გამეფებული - მალე ქალაქში ბავშვებს ხვიჩას დაარქმევენ" - "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი

წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემის, "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი მაურიციო ნიჩიტა "ნაპოლის" საკითხებში მთავარი სპეციალისტია. მან "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში ძირითადად ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

- როგორღაც მომიყევით, რომ ხვიჩამ ჯერ კიდევ წინასასეზონო შეკრებისას აღგაფრთოვანათ. როგორ გამოვხატოთ ის, რასაც ახლა ქართველი სჩადის?

- ზაფხულის შეკრებაზე მთებში ხვიჩამ თავისი ზუსტი დარტყმებით გამაოცა. ოფიციალურ მატჩებშიც იმავეს ვხედავთ: მისი დარტყმების შემდეგ ბურთი ან კარის ჩარჩოში მიფრინავს, ან ოდნავ სცდება მიზანს. "კვარას" მოქმედების ეფექტურობა საოცარია, ეფექტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! როდესაც ფინტით "ატალანტას" მთელი დაცვა დააწვინა, მე ემოციები ვერ შევიკავე. ქართველის შესრულებით ფეხბურთი სიხარულია, ნამდვილი ბედნიერებაა. მე უკვე 60 წელზე მეტის ვარ, ჟურნალისტურ კარიერაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ რასაც ხვიჩა ქმნის, ძნელია რაიმეს შეადარო. თავს ჯადოქრით აღფრთოვანებულ ბავშვად ვგრძნობ.

- სეზონის წინ შეგეძლოთ წარმოგედგინათ, რომ ხვიჩა სერია A-ს სეზონის ერთ-ერთი გმირი გახდებოდა?

- ნიჭიერი და პერსპექტიული რომაა, მაშინვე ჩანდა. ვარჯიშებზეც ძალიან პროფესიონალურად მუშაობდა. სპალეტის რჩევებს გულდასმით უსმენდა. სავარაუდო იყო, რომ სერია A-ს სწრაფად გაუშინაურდებოდა, მაგრამ მსგავს ფურორს, ალბათ, არავინ ელოდა.

ერთია გქონდეს დიდი ტალანტი, ხოლო სულ სხვაა, როდესაც ამას მთელი გუნდის საკეთილდღეოდ გამოიყენებ. "კვარა" ორივეს ახერხებს და კიდევ საჭიროების შემთხვევაში დაცვასაც კი ეხმარება, რაც სწორედ სპალეტიმ ასწავლა. მწვრთნელი უდავოდ ქების ღირსია: ჩვენ შეგვიძლია მოხიბლული დავრჩეთ ხვიჩათი და ვიქტორ ოსიმენით, თუმცა დღევანდელი "ნაპოლი", პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სპალეტია. თუ ჩემპიონატს მოიგებენ, ის სამუდამოდ შევა ნეაპოლური კლუბისა და მთელი სერია A-ს ისტორიაში. სპალეტი გასულ კვირაში 64 წლის გახდა და ეს იტალიურ კარიერაში მისი პირველი სკუდეტო იქნება.

- ვინც ახლა ნეაპოლში მოხვდება, განსაკუთრებით, ცენტრსა და ესპანურ კვარტალში, დარწმუნდება, თუ რამდენად პოპულარულია კვარაცხელია: მისი მაისურები და გამოსახულებები ყველგანაა: ფოტოებზე, პატარა ქანდაკებებზე, ჭიქებზე, წინსაფრებსა და ბალიშებზე...

- დიახ, ნეაპოლში ნამდვილი "კვარამანიაა" გამეფებული! თუმცა ოსიმენის გამოსახულებაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ. ისინი სუპერპოპულარულები არიან. ბავშვები თავიანთი კერპებით საერთოდ აღფრთოვანებული არიან და ეს შესანიშნავია!

"ნაპოლის" ცნობილი გაჩემპიონებების შემდეგ ნეაპოლში ბევრ ახალშობილს დიეგო დაარქვეს. არ გამიკვირდება, თუ მალე ქალაქში პატარები გამოჩნდებიან, რომელთა სახელი ქართველის პატივისცემის ნიშნად იქნება - ხვიჩა. ისე, იტალიელთათვის, რა თქმა უნდა, ვიქტორის წარმოთქმა უფრო ადვილია! ამ მხრივ ოსიმენს "კვარასთან" უპირატესობა აქვს.

- "ნაპოლის" ჩემპიონობაში უკვე ეჭვი არავის ეპარება. რამდენად შორს შეუძლია "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს?

- ჯერ "აინტრახტი" უნდა გაიარონ, თუმცა ბევრი თვლის, რომ ეს უკვე მოხდა. ლუჩანო სწორად იქცევა, როდესაც ფეხბურთელებს აფრთხილებს, ეიფორიაში არ ჩავარდნენ, ოთხშაბათს ნეაპოლში ჩასატარებელი საპასუხო მატჩის წინ მთელი გუნდისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ამჟამინდელმა "ნაპოლიმ" გერმანელებს უნდა სძლიოს, მერე კი ბევრი რამ კენჭისყრაზე იქნება დამოკიდებული. თუ "კვარა" და კომპანია ამჟამინდელ რიტმსა და პოზიტიურ განწყობას შეინარჩუნებენ, ნებისმიერი წილისყრისას ბევრი რამის მიღწევა შეეძლებათ.

- თქვენი თავი საჩემპიონო ზეიმისას წარმოგიდგენიათ, რომელიც ნეაპოლში მარადონას შემდეგ არ ყოფილა?

- ნეაპოლელები ცრუმორწმუნეები არიან. ეს თქვენ შეგიძლიათ შორიდან ასე ადვილად გაიმეოროთ სიტყვა "სკუდეტო", ნეაპოლში კი არ უნდათ დიადი წარმატების წინ დაითარსონ. ეჭვი არ მეპარება, ქალაქში განსაკუთრებული რეკლამის გარეშე უკვე მიმდინარეობს მსოფლიო მასშტაბის დღესასწაულისთვის სამზადისი. ამის შესახებ ოფიციალურ დონეზე ინფორმაციამ გამოჟონა კიდეც. ჯერ არ იმჩნევენ და თავს ისე მოგაჩვენებენ, რომ სიხარული ნაადრევია. გამიჭირდება წარმოვიდგინო, რა მოხდება ქალაქში, როცა ის მოხდება, რასაც ყველა ელის. მოვლენის არაორდინარულობაში კი ეჭვი არ მეპარება.

• ALONZO

სტატისტიკაში 5-ანი, ფეხბურთის გაგებაში -2 .

• ლევანს

გირჩევ ნაპოლში არ ჩახვიდე თორემ ამ ბინძური,არაქართული ხუმრობისთვის შეიძლება ყურის ძირშიც მოგხვდეს.

• ქ.გ.-ს

იცოცხლე კარგია თქვენი სურვილი მაგრამ მაშინ საბავშო სპორტი უფასო იყო და საშუალო და ღარიბი ოჯახის ბავშვები დადიოდენ თან ჭამა სმაც იაფი ღირდა.

• ILIA

"მოცლილს" და "ვაი ევროს". გაიხარეთ, ძმებო! უნდა ჩავუჯდე "ვიზაირის" საიტს.

• ვა რა დონეა

1960-1965 წლებში მსოფლიოში როდესაც ვარსკვლავების ბუმი იყო მიშა მესხი მარცხენა ფრთაზე ნომერ პირველი იყო ხოლო სლავა მეტრეველი მარჯვენა ფრთაზე ნომერ მეორე ლეგენდარული გარინჩას შემდეგ.1960 წელს სსრკ ნაკრებმა ევროპა მოიგო სადაც სლავამ ფინალში გოლი გაიტანა ხოლო მიშამ საგოლო პასი.ანდა 1981 წლის დინამო ავიღოთ ევროპის თასი რომ ავიღეთ.ხვიჩას ჯერ რა გაუკეთებია ან რა მოუგია 8 თვეა რაც დიდი ფეხბურთის თამაში დაიწყო..

• მოცლილი

არაა 1000 ევრო,500 ევროშიც ჩაეტევი,თუ რომში და ნაპოლში ნაცნობს ნახავ ვინეს,სადაც დარჩენა შეგეძლება.ფრენა ქუთაისი რომი 2.06.დან 5.06 -800 ლარი,ავტობუსი ნაპოლიმდე_20-30 ევრო,სტადიონის ბილეთზე,ბოდიში,მაგ დროს ძვირი იქნება,არა უშავს,გარეთაც ბევრი ხალხი იქნება და იქიდან იყვირებთ :-) ასე რომ სასწაული კი არაა საჭირო,უნდა იმოქმედო და დამატებითი სამუშაოთი 2 თვეში კი მოაგროვებ ფულს,თორემ ისე ხომ იცი," ამირანი გულში მღეროდაო " :-):-)

• ლევანი

ეს მოხერხებული იტალიელები ბავშვებსაც ხვიჩას გააკეთებინებენ, მგონია!

• ვაი ერო

მაგ სასწაულს 1000 ევრო ჰქვია. :დ

• 1981

1981 წელს შენგელია მეშვიდეზე გავიდა, ჩივაძე მერვეზე და ყიფიანი მეათეზე... ეს ისტორიისთვის, თორემ კვარა ნამბა ვან გახდება...

• გიორგი - 11

კვარას ამ გოლმა, ის მომენტები გამახსენა ძველ "დინამოს" რომ ქონდა... ქართული ნიჭის ზეობა...

• mr

საქარტველოს ისტორიას ასეთი ცნობილი წარმატებული ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო მაშტაბით არ ყოლია.. წარმოიდგინეთ ოქროს ბურთის რეიტინგში ქართველი არასდროს არცერთ ეპოქაში არ ყოფილა.. კვარა მესი ნეიმარის და ბაპესტან ერთად რეიტინგში ამას ვინ წარმოიდგენდა.. ცოცხლალი ლეგენდაა უკვე საქართველოსი

• თბილისელი

ბილეთი აიღე და სასწაულიც იქნება

• ქ. გ.

სხვა ბევრ კარგ საქმესთან ერთად, რასაც ხვიჩა აკეთებს, ერთი უნდა ავღნიშნო განსაკუთრებულად: დაახლოებით 2035-2045 წლებში საქართველოს ნაკრები იქნება უაღრესად ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, და ეს ხვიჩას დამსახურება იქნება. მესხი-მეტრეველი-დათუნაშვილის თაობის მაგალითზე გაიზარდა მაჩაიძე-ყიფიანი-ჩივაძე-შენგელიას თაობა. შენგელიას თაობამ ფეხბურთი შეაყვარა არველაძე-ქინქლაძე-კალაძის თაობას და ა.შ.

• გიორგი

მწარმატებები მაისურის ჩამოტანა არ დაგავიწყდეს :))))

დარწმუნებული ვარ ნამდვილად იქნები იქ,მაგას სასწაულს ვერ დავარქმევ,უფრო მოვლენების ლოგიკური განვითარება :-) :-)

• ლაშა

MM11 (M. MESKHI)→KK77!

• ILIA

ბედნიერი ერი ვართ, ასეთი ბიჭი რომ გვყავს. ეჰ, იქნებ მოხდეს სასწაული და იმ დღეებში მეც აღმოვჩნდე ნეაპოლში... )

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

"კვარასგან ეს დავინახე, გაკვირვებული და გაოცებული ვიყავი..." - ჟურნალისტი, რომელმაც "ნაპოლისთან" ერთად ერთი კვირა გაატარა, ხვიჩას იტალიური ცხოვრების უცნობ დეტალებზე საუბრობს

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა