<p>იტალიური Repubblica იტყობინება, რომ მადრიდის "რეალი" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს დაუკავშირდა და ფეხბურთელის ტრანსფერზე პირველი კონტაქტი დაამყარა.</p><p>"სამეფო გუნდის" მიზანი იყო, ფეხბურთელის გადაბირებისთვის სამომავლო გზები შეესწავლა.</p><p>ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, დატოვებს თუ არა კარლო ანჩელოტი "ბლანკოსის" მწვრთნელის პოსტს ზაფხულში. ჯერჯერობით სატრანსფერო პრიორიტეტები იკვეთება, მათი შესწავლა ხდება, ხოლო რომელი ფეხბურთელი გადაბარგდება "სანტიაგო ბერნაბეუზე", უშუალოდ ამ სეზონის შემდეგ გადაწყდება.</p><p>Repubblica იმასაც აღნიშნავს, რომ დე ლაურენტისი "კვარას" გაშვებას არ გეგმავს, თუმცა, თუ თავისი მარგალიტი დათმო, ეს 110 მილიონ ევროზე ნაკლებად არ მოხდება.<br></p>
ვა რა დონეა
კაცი რომელიც ოსიმენს ოსიმენას ეძახის ჯობია ფეხბურთზე წერას თავი დაანებოს.ნაპოლის რა ეშველება ოსიმენის გარეშე თორემ სადაც არ გადავა იმ გუნდს უდიდეს ძალას შემატებს.სისწრაფე,გრძელი ნაბიჯი,დრიბლინგი,თავით თამაში და რაც მთავარია მცველებთან ბრძოლის მოგების უნარი ნეტავ რომელ ფეხბურთელს გააჩნია დღეს მსოფლიოში.უამრავი გოლისა და პასის გარდა,როცა ნაპოლის ბურთის ამოტანა უჭირს ბურთს ოსიმენის მიმართულებით არტყავენ და უმეტეს შემთხვევაში ბურთს ეუფლება.მოკლედ ძალიან მაგარია
Dinamo
კარგად დაიმახსოვრეთ როგორც კი რეალში გადავა კვარას კარიერა დამთავრდება როგორც დიდი ფეხბურთელის თორემ... ადრეა ჯერ მაგ დონის გუნდი ამ ბიჭისთვის ადრე. მაგალითების ჩამოთვლას აზრი არა აქვს ყველა ფეხბურთის ფანმა ვიცით.
ქ. გ.
ხვიჩას უნდოდა გულშემატკივრების ხათრით 1 ან 2 სეზონით დარჩენა ნაპოლიში. მაგრამ ჯერ სპალეტიმ უყვირა "Cazzo! Cazzo!" და მერე აურელიომ გაშვებული გოლი დააბრალა. ამიტომ ხვიჩა ზაფხულში გადავა რეალში. ეტყობა ხვიჩას, რომ სხვანაირად იქცევა: თამაშზე გავიდა იმის სურვილით, რომ გოლი გაეტანა აუცილებლად (ამიტომ შედარებით ეგოისტურად ითამაშა) და სპალეტისკენ არც მიიხედა გოლის გატანის შემდეგ.
გია
ლაურენტისს რა თანხაც უნდა კვარაში, მაგას მხოლოდ პსჟ,სიტი,ჩელსი და ნიუკასლი თუ გადაიხდიან. რეალს და ბარსას არ აქვთ ეგ ფული და ამის გათვალისწინებით დარჩება ნაპოლიში კიდევ 1 წელს მაინც
მამუკა
ჩვენს ოსიმენას რაეშველება უხვიჩოდ???
ასე ამას
მაგ ლოგიკით ბიჭო ბათუმში დარჩენილიყო ჯოკერიც იქნებოდა და ბეტმენიც ერთად
ნოდო
მარტო მაგიტომ არა, ვინუსას ჯერ ვერ დასვავს სკამზე და მოუწევს თვითონ დაჯდომა, რეალში გადასვლა, დაღუპვის დასაწყისი იქნება!
გიორგი
ხვიჩა ძმაო არ გადახვიდე არსად ჩემი თხოვნაა როგორც ალალ ძმას ისე გთხოვ. უყვარხარ მთელ ნაპოლის, კი ძნელია ისეთი გუნდზე უარის თქმა როგორიც რეალია, მაგრამ გთხოვ. თან მთელ ნაპოლის უყვარხარ და გაღმერთებენ. ერთი სეზონი დარჩი ნაპოლში კიდე, გამოცდილებას მიიღებ და მერე გადადი. გაიხსენე შევჩენკოს რა მოუვიდა როცა მილანიდან ჩელსიში გადავიდა. გგულშემატკივრობ სულით და გულით
ასე ეს
ბიჭი სამოთხეშია და სად უნდა წავიდეს ინგლისში სადაც სულ წვიმს,თუ რეალში ან ბარსაში სადაც ფეხბურთელებს ნასკებივით რომ იცვლიან.მერე რომ ვერ გაქაჩოს და სკამზე დაჯდეს.რაში ჭირდება თავის ატკივება.ნაპოლში ჯოკერივითაა.
Soso
კვარა თავის ფლანგზე არი მესამე ფეხბურთელი შეიძლება მეორეც, ბაპე ვინიუსი კვარა, ბაპე გადავა რეალში დიდი ალბათობით როგორ ფიქრობთ რეალში იყო ბაპე და ვინისიუსი ცვალო 5 წუთით
ზაალი
ხვიჩას რომ ნაპოლიში დიდი ხნით არავინ გააჩერებს. ამაში ორი აზრი არ არსებობს. ნაპოლი არაა გრანდი, ხვიჩა კი გრანდის ფეხბურთელია. კიდევ ერთი სეზონი თუ შეინარჩუნა ნაპოლიმ, დიდი მიღწევა იქნება. ხვიჩასთვისაც ასე აჯობებს, თუმცა ფული ბაბაია, ფული...
გიორგი
მე რეალის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ. მაგრამ თამაშს რაც ეხება, ასე შოთა არველაძე აიაქსში რომ მიდიოდა, მასზეც ამბობდნენ, სკამს ახეხინებენო და ჰო დაამტკიცა საპირისპირო. მაგრამ მაინც მგონია, ხვიჩა ჯერ ნაპოლიდან არ უნდა წავიდეს
რომა
მუდრიკიც 100 მილიონი და კვარაც 100? კარგით რა მაშინ კვარა 300 მილიონი ღირს
Doge
Rogorc ki realshi gadava daamtavrebs karieras. Beili azari xames rodrigesi .......
kombato
ra shuashia mazgach galati. transferia da cava realshi da napolic ixeirebs da xvichac. ras daamxatvrule axla
გიო
ხვიჩა ყველაზე კარგ ადგილასაა ახლა სადაც არის, მეტიც ყველაფერი ისე იდეალურად დალაგდა, რომ თითქოს ზღაპარი გეგონებაო. იქ თავისი მარადონასთან შედარებებით და ამდენწლიანი უიმედობის შემდეგ ნაპოლის უეცარი აღზევებით, რომელმაც მთელი მსოფლიო გადარია. დარწმუნებული ვარ, ამაზე უკეთესად სიტუაციის განვითარებას ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ ვინატრებდით. ამიტომაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, ხვიჩამ უნდს დააფასოს ის, რაც აქვს და რეალი 1-2 წელი მაინც გვერდზე გადადოს. ყველაფერს თავისი დრო აქვს და იმედია მაგისი დროც მოვა, როცს ბავშვობის ოცნებას აიხდენს.
გიო
მერე არ ჯობია სუსტებს ეთამაშოს და თავბრუ დაახვიოს ვიდრე ძლიერებს და ხშირად მოტყუებაზე უარი თქვას? მესი სხვა კი არაფერს აკეთებდა რო აღმერთებენ
ლაშა
ვეჟო, ასეა და როგორ გითხრა ეხლა. კროოსი და მოდრიჩი მიდიან და კვარა-ბენზემა-ვინისიუსს დააყენებს ძირითადში მომავალი მწვრთნელი! ასეთია წინასწარი გენერალური მონახაზი პერესის!
ლაშა
არა, ვინისიუსს კი არ უშვებს, კროოსს ზაფხულში უმთავრდება კონტრაქტი, მოდრიჩი აშშ-ში აპირებს წასვლას და ხვიჩას შეწყვილებას სწორედ ნახევარდაცვაში უპირებენ ვინისიუსს!
ტტტ
ღალატი რა შუაშია თუ კაცი ხარ? მესის და რონალდუს რაც შეეხებს კლუბის შეცვლა არაფერ შუადია უბრალოდ დაბერდნენ და რესურსი სმოეწურათ.
Gia
ნაპოლი 2 წელში ყველა კაი მოთამაშეს გაყიდის და მთელ გუნდს კვარაზე ჩამოკიდებს, ასე რომ ჯობია სანამ ზევით მიდის იაროს და რეალში გადავიდეს ან ლივერპულში (ან სხვა ლიგის მომგებ გუმდში) როცა ექნება საშუალება.
ამაშია საქმე
ხვიჩა როგორც ადამიანიც მაგარია და არა მგონია უღალატოს ნაპოლელებს სადაც უყვართ და აღმერთებენ თუ რათქმა უნდა კლუბი ფინანსურად არ იძუნწებს.ვთქვათ გადავიდა ტოპ კლუბში რა ფრთები ამოუვა? მან.სიტო და პსჟ ვერაფრით ჩ.ლ-ს ვერ იგებენ,ბარსას მგონი 10 წელია ჩ.ლ. არ მოუგია.თან რა გარანტია გაქვთ სხვა კლუბში ამ დონეზე ითამაშებს.მაგალითი სახეზეა მესის და რონალდუს სახით.
გია
კვარა სადმე წარმოგიდგენია რომ სკამზე დაჯდეს? მაგის შანსი არაა. ვინისიუსი უფრო დაჯდება, გრილიშიც და სხვებიც,იმიტომ რომ ჯობნის დღესვე და ხვალ უფრო მეტად აჯობებს
BOSS
რეალისგან მართლა თუ იქნება შემოთავაზება არამგონია კვარამ უარი თქვას. ბავშვობის ოცნება ყველაზე მაგარია! 100 მილიონიან ფეხბურთელს სკამზე არავინ დასვავს რეალში(აზარი მაგალითად არ მოიყვანოთ
!!
არ წავა!
კოტე
ესპანეთში ძლიერი გუნდი ჰაჰა სამია მხოლოდ - რეალი, ბარსა და მადრიდის ატლეტიკო. დანარჩენებს ეს გუნდები ანადგურებენ, მითუმეტეს რეალი. შესაბამისად სუსტ გუნდებთან თმაშისას როგორც ფეხბურთელს ზრდა რამდენად გამოუვა საკითხავია. რეალი ხვიჩას სუსტი თამაშის დროსაც გადაუვლის მეტოქეს. თან ნომრმალურ მეტოქესთან შეხვედრების რაოდენობა წელიწადში არის სულ 4 (ბარსასთნ 2 და ატლეტიკოსთან 2). შიდა კონკურენციაზე აღარაფერს ვამბობ. იტალიაში მეტი შანსი აქვს თავისი შესაძლებლობები გაზარდოს, რადგან ღირსეული მოწინააღმდეგე 6-7 გუნდია და შესაბამისად წელიწადში დაძაბულ, კონკურენტულ 12 -14 თამაშს ჩაატარებს. თუკი მაინც წასვლაა მე ინგლისში წასვლას უფრო პროდუქტიულად ჩავთვლიდი.
ქ. გ.
ხვიჩას გადაწყვეტილი აქვს. მიდის რეალში.
simartle
ესე იგი რეალი ვინიციუსს უშვებს? კაი ანჩელოტი გაუშვით უკვე... წინასწარ რატომ ჭორაობთ. დაელოდეთ რა იოლას (ჯუღელს)...
Kakhaber
Ra 2weli chempionnis ranghi egreve,napoli dayidis chempionobis mere osimens,kims, lobotkas shemdeg sezonshi naooli ukve sul sxva gundi iqneba tanac gamoscada ukve ramdenjerme sadac darcha sananebeli gauxda aravis mousmino saocnebo bavshvobidan realshi.
ჟორა
თუ რეალიდან მწვრთნელი მიდის, ალბათ დალოდებაა საჭირო ვინ მოვა და რა ფეხბურთის თამაშს გადაწყვეტს, ჩაჯდება თუ არა ხვიჩა იმ ნახაზში ლიდერის პოზიციაზე.
Gaguuu
პირველ სეზონს ატარებს ევროპაში და ატყდნენ უნდა წავიდეს რეალში და რაღაცეები.არსადაც არ უნდა წავიდეს ჯერ ჯერობით მინიმუმ 2 წელი მაინც რეალის დროც მოვა მარა ჯერ ადრეა მწვრთნელის ნდობა აქვს და მუდმივად თამაშობს.რეალში რო სკამზე დაჯდეს ხო ყველა იტყვის რას გარბოდაო.ამიტომ უნდა დარჩეს ნაპოლში
სოსო
ვინისიუსი,რეალმა გამოზარდა,ხვიჩაზე ახალგაზრდაა და ბრწყინვალედაც თამაშობს.დაუჯერებელია,რეალმა უზარმაზარი ფული გადაიხადოს და ან ვინისიუსი,ან ხვიჩა,სკამზე დასვას.ან რაღაცა სქემა უნდა მოძებნონ,სადაც ორივე დასაქმდება,ან კიდევ ხვიჩა უნდა შეისყიდონ და თუნდაც ისევ ნაპოლიში დატოვონ,იჯარით და გამოსყიდვის უფლების გარეშე.ამით,ის კონკურენტებს წაართმევს,ხვიჩას გადაბირების საშუალებას.ნაპოლი კი,მაინც ვფიქრობ,გრძელვადიან კონკურენტად,არ მიაჩნიათ.იციან,რომ შემადგენლობას ვერ შეინარჩუნებენ,ლიდერები წავლენ და იმიტომ.მერე კი,შეხედავენ და როგორც მათთვის უკეთესი იქნება,ისე მოიქცევიან.ისე,ეს კონტაქტი,ჯერ მაინც მოსინჯვას ჰგავს,გაცნობას და იმის მინიშნებას,რომ სამომავლოდ,მისით,მართლაც დაინტერესებულები არიან.
მამუკა
ამ ზაფხულს რეალი კვარას არ იყიდის, პრიორიტეტი ბილინგემია და რომელიმე ტოპ ცენტრფორვარდი, მომავალ წელს კი მართლა შეიძლება სერიოზულად დაინტერესდნენ ამ ტრანსფერით, ამისათვის ხვიჩამ ანალოგიური ან უფრო უკეთესი სეზონი უნდა ჩაატაროს, ისიც არ დაგვავიწყდეს რომ მომავლ ზაფხულს მბაპეც თავისუფალი აგენტი ხდება და დიდი ალბათობით შარშანდელ შეცდომას აღარ გაიმეორებს. მოკლედ ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული, ძალიან უნდა მოინდომოს და დღედაღამ უნდა ივარჯიშოს თავისი ოცნების ასასრულენლად
კიეზა
ვეთანხმები აზრს.რომ მინიმუმ 1 სეზონი დარჩეს..მაჰრამ ასაკიდან და მენტალობიდან გამომდინარე უკვე დაღვინებულია გრანდში სათამაშოდ..16 წლის ბრაზილიკები აყავთ და ხვიშა მათზე მაგარია და ასაკიც უკვე თანამედროვე ფეხბურთში ისეთია.დროა რეალი ან ბარსა..გვარდიოლა დიადია.მაგრამ სქემაში ჩასვავს მაინც..მიდი კვარა გვასახელე
levan
ერთი შეხედვით ადრეა, მაგრამ თვითონ ხვიჩას იმედი მაქვს, ხვიჩა მარტო ტალანტი არაა, ის ფსიქოლოგიურად ძალიან, ძალიან ძლიერი ბიჭია. იშვიათია მის ასაკში ტალანტთან ერთად ასეთი პროფესიონალი. მაინც თავისი გადასაწყვეტია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ რომ თავის სათქმელს ნებისმიერ გუნდში იტყვის
დავიდუსი
არ მგონია ჯერ საერთოდ სადმე უნდა წავიდეს, მინიმუმ ორი სეზონი ნაპოლში უნდა დარჩეს ამაზე ნაკლები დონე არ უნდა უჩვენოს, რაც შეეხება რეალს,კვარას ადგილას ვინუსი ყავთ, კვარა დღესდღეობით უფრო კაშკაშა ვარსკვლავია, მაგრამ ვინიუს სკამზე დასვამენ? არ მგონია.
ლევანი
რეალში გადასვლაზე უარს რომელი ნორმალური იტყვის, ხალხო, რა გჭირთ? შეეშვითკიდე ამ ჯუღელის შაყირს. ხვიჩამ თქვა, ჩემი ოჯახის წევრიაო, მამასავითააო. და თქვენ რა გინდათ ვერ გავიგე. ჰყავს მაგ ბიჭს პატრონი და მიხედავენ, სანერვიულო უკვე უკანაა, წარსულში. ხვიჩა უკვე სუპერვარსკვლავია! დიდება ქართულ ნიჭსა და გენს! დიდება,დიდება, დიდება საქართველოს!!!
ემიგრანტი
სადაც არ უნდა წავიდეს ყველგან ლიდერი გახდება კვარა უბრალოდ ანადგურებს ყველას ვინც წინ უდგება ოქროს ბურთს კი არა ბურთებს მოიგებს
ზაქრო
ხვიჩას კონტრაქტი აქვს ნაპოლისთან, თუ არ უნდა სხვა გუნდში გადასვლა, რა ძალით აიძულებენ, კონტრაქტს დაარღვევეენ, მონათმფლობელური საზოგადოებაა ?
ნოდო
რეალლში როგორ აგდებულად უდფგებიან ამ სეზონში საქმეს გამოაჩიანა ბარსასთან სახლში კარში 0 ზუსტი დარტყმამ ნახევარ სეზონში დაკარგული საჩემპიონო შანსი თეოროიულს არ ვთვლი ისეთი სიტუაცია როგორიც ხვიჩას აქ ნეაპოლში იგივე ხალხის სიყვარული ეჭვი მაქ სხვაგამ ქონდეს რადგან ბევრ ქალაქში მაგარი ფრეხბურთელი ჩვეულებრივი მოვლენაა ნაპოლი კიდე სხვა ამბავია მე რო მკითხოთ მის ასეთი თამაში ზუსტად იმ ხალხის სიყვარულის დამსახურებაცაა რერალს და ვარსს ყავს ტავისი ვარკვლავ ბუჭუნები და ვერაფრით გააოცებ იქაურ ფანებს ამიტო ჯერ აქედან წასვლა არ შეეიძლება მითუმეტეს სეზონის ბოლოს თუნდაც ჩემპიონის რანგში მე რო ნეაპოლელი ვიყო მეწყინებოდა რეალის და ბარსას დროც მოვა თიმა სეზონის შემდეგ ნამდვილად ადრეა
geo-geo
30 წლის რომ გახდება კაი დაღვინებული იქნება მაგ დროს, მაგრამ რეალში არავინ აღარ აიყვანს.. თუ აქვს შანსი უნდა წავიდეს მადრიდში.. ეს არის ნომერ პირველი გუნდი, რომელიც კვარას დაეხმარება სუპერ ვარსკვლავად გახდომაში.. ჰალა მადრიდ
las
მე რასაც აკვირდები კვარა სულაც არაა ბედნიერი მაგ ნაპოლში. არც მოთამაშეებთან აქვს იდეალური ურთიერთობა და არც მწვრთნელთან რა დღეში იყვენნ ბოლო თამაშში რატო პასი არ მოგვეციო, ხელებს იქნევდენ. ასევე მწვრტნელი მოკლედ ჩიმის აზრით ნაპოლი არაა ის კლუბი თავისი ხარისხით და მფგომარეობით კვარა მანდ დარჩეს. ესაა პატარა, უპრეტენზიო მეორე ეშელონის კლუბი. რეალი არის ის გუნდი სადაც კვარა გამოავლენს თავის შესაძლებლობას, სადაც ერ ექნება შეზღუდვები და ჩარჩოები. რონალდოც კი, რეალში გახდა ის რაც ეხლა არის. თორე მანჩესტერში რო დარჩენილიყო უბრალდო კარგი მოთამაშე იქნებოდა
zura
1 და 3იც. ჯერ ,აგრა უნდა დაღვინდეს. 24 25 წლის პიკი ექნება
Talo
ყველა ნათლად ხედავს რომ ეს ბიჭი ფეხბურთის ნამდვილი მარგალიტია.დასაყოვნებელი აქ არაფერია
ქ. გ.
სატელეფონო საუბრის ჩანაწერი: - ¡Hola! ¿Ese es Mamuka? - Гаварите громка. Иа ни панимау. Придлажениеби какои?
ზურა
ვინისიუსთან შეწყვილება შეუძლებელია ყველანაირად და ვერცერთი ტაქტიკური სქემით ვერ განხორციელდება. ასე რომ ან პერესის ფავორიტი ვინისიუსი (რომლის ჩამოყალიბებაზეც წლები დახარჯეს) დაჯდება სკამზე ან ხვიჩა... ღირს კი მანდ გადასვლა?
თენგო
კვარამ ჯერ კარგად უნდა გაიმყაროს ჩემპიონის პოზიცია, კარგად დაღვინდეს და მერე წავიდეს რეალში
ika
shecdoma iqneba axla gadasla kide 1 sezoni unda darches
მწვრთნელი
100 - ზეც კარგად დათანხმდება!
ზაზა
150 მილიონი!!!
ლაშა
იყო ვარაუდი ნახევარდაცვაში კვარას ვინისიუსთან შეწყვილებისა და ასე იქნება რეალში ხვიჩას გადასვლის შემთხვევაში! ასე რომ ხვიჩას არ აკადრებენ ვინისიუსის დუბლიორობას!...
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პაზი "რეალში" დაბრუნებას შიშობს - არგენტინელი "კომოში" ყოფნით ბედნიერია
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე? - "რეალი" ენცო ფერნანდესს უმიზნებს
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ