New York Times-ის ჟურნალისტი რორი სმითი იტალიის ქალაქ ნეაპოლს ესტუმრა და "პარტენოპეის" ვარსკვლავთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

"მოედანზე ხვიჩას კომფორტის ზონიდან გამოყვანა ურთულესია, ინტერვიუები კი მისი საყვარელი საქმე ნამდვილად არ არის" - წერს სმითი.

"კვარაცხელია ნეაპოლში სულ 9 თვეა, რაც იმყოფება და უკვე ახალ "კვარადონას" უწოდებენ, ზოგიერთი კი "კვარავაჯოდაც" მოიხსენიებს. იმის გამო, რომ ქართველ გულშემატკივრებს ხვიჩას თამაშებისთვის თვალი ახლოდან მიედევნებინათ, ქართულმა კომპანიამ ნეაპოლში ჩარტერული რეისების განხორციელება დაიწყო. "მარადონას" სტადიონზე თამაშისას ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ტრიბუნებიდან ასეულობით ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, საქართველოს დროშებით ხელში ამხნევებს.

"ნაპოლის" გარემარბი ვარსკვლავივით არ გამოიყურება, თმაც აჩეჩილი აქვს, არა იმიტომ, რომ ურჩიეს, უბრალოდ, არაფერი შეუცვლია.

"აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან თავი სიზმარში მგონია. თავდაპირველად ყველაფერი ისე კარგად წავიდა, რომ არც კი ვფიქრობდი, თუ ეს რეალობა იყო" - იხსენებს ხვიჩა.

"ჩემი საქმის ჩუმად კეთება მიყვარს. იმ ადამიანების მადლიერი ვარ, რომლებიც მუდამ მხარს მიჭერენ, მათ სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ, თუმცა, ამავდროულად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა.

სანამ "ნაპოლიში" გადავიდოდი, ლუჩანო სპალეტის დიდხანს ვესაუბრე. მას არაფრის პირობა არ მოუცია, უბრალოდ, გუნდში ჩემი როლის შესახებ ამიხსნა. განსაკუთრებით, ყურადღება დაცვით ფაზაში თანაგუნდელების დახმარებაზე გაამახვილა. იტალიელი მწვრთნელები ნამდვილად განსაკუთრებულები არიან, მათ იციან, როგორ მიიღონ ფეხბურთელისგან მაქსიმუმი", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, "კვარა" "ნაპოლის" გასული წლის ზაფხულს ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. 22 წლის გარემარბმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 28 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

ბ. დილანიშვილი
სანაია, გამოდი, გიცანი :))
სოსო
სანამ ბავშვი სიარულს ისწავლის,ათასჯერ მაინც დაეცემა.სხვანაირად ვერ ისწავლის და მანაც,ეს, შეუცნობლად იცის.სწორედ ამიტომ კვლავ და კვლავ იმეორებს ადგომის მცდელობას,სანამ,ფეხზე არ დადგება.თუ თამასა არ ასწია,სიმაღლეებს ვერ მიაღწევს და თუ ძალიან არ ასწია,ძალიან დიდ სიმაღლეებს ვერ მიაღწევს.ამ ბიჭმა,ტალანტიდან უკვე შექმნა დიდი ფეხბურთელი და არავითარი თამასა არ აშინებს.პირიქით,სტიმულს აძლევს.
გია
ძალიან გვიხარია ქართველი ფეხბურთელის წარმატება. წარმატება არა მეტია. ტოპ 5-ში ასეთი დებიუტი ეხლაც არ მჯერა. ნათელი პიროვნებაა და შექება არ აწყენს, მით უმეტეს ჩვენზე მეტად სხვები და საევე ძნელი დასაჟერებელია, როგორ აქებენ.. მეტი წარმატება და მწვერვალების დალაშქრა!
ნინი
ძალიან სასიხარულოა ამ ბიჭის წარმატებები, მაგრამ რა შეგვჭამეთ, თვითონ მაგისთვისაა ცუდი, ძაან აუწიეთ თამასა და რომ ვეღარ გადაახტეს მერე?!
ნინი
ძალიან სასიხარულოა ამ ბიჭის წარმატებები, მაგრამ რა შეგვჭამეთ, თვითონ მაგისთვისაა ცუდი, ძაან აუწიეთ თამასა და რომ ვეღარ გადაახტეს მერე?!
geo-geo
მისი მამაც ესეთი ფეხბურთელი იყო.. არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი და ფეხბურთზე იყო კონცენტრირებული.. კარგია კვარა ხასიათით მამას რომ დაემსგსვსა.. ყველაფერი აქვს ამ კაცს, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.. წარმატებები.. მთელი საქართველო შენთან არის..

როგორც ვხვდები არ უყვარს ინტერვიუს მიცემა, სულ დაძაბულია და ნერვიულობს. ხოდა რაც არ მოსწონს, არ უნდა გააკეთოს. დღეს უამრავი საშუალება არსებობს. თუ საზოგადოებისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის რაიმეს თქმა უნდა, შეუძლია დაპოსტოს, ან ვიდეო ჩაწეროს თავისი სურვილით, და იმაზე ისაუბრობს რაც თავად უნდა. სიამოვნებით ვუყურებთ, მოვისმენთ, წავიკითხავთ. საერთოდ არაა საჭირო, ის აკეთოს, რაც დისკომფორტს უქმნის. ყველაზე ჩუმი სელებრითია, ვინც აქამდე გამიგია და ყველაზე მეტ საქმეს აკეთებს ჩუმად. ასევე ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ხალხში. მიუხედავად ამხელა ინტერესისა, არ არის ვალდებული ინტერვიუბი მისცეს. ჩემი მოკრძალებული აზრით.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა