ტელეფონების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალის გამო ბრიტანეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კონტრაქტი გაწყვიტა რუპერტ მერდოკის ჰოლდინგ News International-თან
ტელეფონების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალის გამო ბრიტანეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კონტრაქტი გაწყვიტა რუპერტ მერდოკის ჰოლდინგ News International-თან. ამ ხელშეკრულების თანახმად, ავსტრალიელი მედიამაგნატის კორპორაციას 2012 წლის თამაშებზე ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების წევრთა ცხოვრებისა და ასპარეზობის გაშუქების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა.

ამ კონტრაქტის გაფორმების შესახებ 2011 წლის დასაწყისში საზოგადოებას რებეკა ბრუქსმა ამცნო, რომელიც მაშინ News International-ს ედგა სათავეში. "ეს უნიკალური შეთანხმება ჩვენს გაზეთებს საშუალებას მისცემს ოლიმპიადის დღეებში მუდმივად ბრიტანელი სპორტსმენების გვერდით იყვნენ, - განაცხადა მაშინ ბრუქსმა. - ჩვენ შევძლებთ მხარი დავუჭიროთ გუნდს და მკითხველებს სრული ინფორმაცია მივაწოდოთ ოლიმპიელების ცხოვრების შესახებ".

შეთანხმების თანახმად, მერდოკის კორპორაციაში შემავალი გაზეთები - The Times, Sunday Times, Sun და News of the World წამყვან ბრიტანელ სპორტსმენებთან (ველომრბოლი კრის ჰოი, მოცურავე რებეკა ედლინგტონი, მძლეოსანი ჯესიკა ენისი...) ურთიერთობის ექსკლუზიურ უფლებას იღებდნენ. ამასთან, ჩამოთვლილ გამოცემებს მიენიჭებოდათ სტატუსი - "2012 წლის გუნდის ოფიციალური გაზეთი".

მაგრამ ბრიტანელი მოქალაქეების ტელეფონების მოსმენასთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალის გამო მერდოკს სასწრაფოდ მოუწია გაზეთ News of the World-ის დახურვა. ბრიტანეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ნაკრების პარტნიორი ოთხი გაზეთი იქნებოდა, მაგრამ ერთ-ერთის დახურვის შემდეგ თავად კონტრაქტი არალეგიტიმური გახდა, ამიტომაც ის გააუქმეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა