დირკ ნოვიცკიმ და კრის კამანმა გამოაცხადეს, რომ ისინი ევრობასკეტზე გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებენ
დირკ ნოვიცკიმ და კრის კამანმა გამოაცხადეს, რომ ისინი ევრობასკეტზე გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებენ. ორივენი უახლოეს დღეებში შეუერთდებიან დირკ ბაურმანის გუნდს.

"დიდი ხნის დასვენება არ გამოგვივიდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ ეროვნული გუნდისთვის დახმარება. ყველაფერი გავაკეთებ იმისთვის, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვიყო. მოუთმენლად ველი თანაგუნდელებთან შეხვედრას", - განაცხადა დირკ ნოვიცკიმ.

ერთი კალათბურთელი დაკარგა თურქეთის ნაკრებმა - ბოლო ვარჯიშზე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა "ეფეს პილსენის" მძიმე ფორვარდმა ქერემ გიონლუმმა. ის დაახლოებით ნახევარი წელი ვერ შეძლებს თამაშს. შესაბამისად, თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ორჰიუნ ენე ვერ იახლებს გიონლუმს ევრობასკეტზე.

გასულ სეზონში გიონლუმი თურქეთის ჩემპიონატში საშუალოდ 12.0 ქულასა და 7.0 მოხსნას აგროვებდა.

ლოკაუტის გამო, შესაძლოა, 2012 წელს NBA-ის "ყველა ვარსკვლავის მატჩი" არ გაიმართოს.

როგორც ერთ-ერთი კლუბის მფლობელმა განაცხადა, რომ საგაისო "ოლ სტარი" საფრთხის ქვეშაა. სავარაუდოდ, მატჩი, რომელსაც 26 თებერვალს ორლანდომ უნდა

უმასპინძლოს, გაუქმდება.

ანალიტიკოსები აანალიზებენ მფლობელის ამ სიტყვებს და აცხადებენ, რომ ლოკაუტი, როგორც მინიმუმ, მომავალი წლის თებერვლამდე გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე