ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „აინტრახტი“ 3:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

ხვიჩა კვარაცხელია ურიგოდ არ გაისარჯა, ორი კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა მეკარე ტრაპის კარი ისევ ვერ დალაშქრა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელმა ულტრასებმა ქალაქში არეულობა მოაწყვეს, შეხვედრა მაინც დანიშნულ დროს დაიწყო და დაიწყო მასპინძელთა შეტევებით, რომლებმაც გერმანიაში 2:0 იმარჯვეს. პირველი მომენტი კვარაცხელიას შეექმნა, მაგრამ დარტყმისას ბურთი აეჭრა. შემდეგ მან ოსიმენი ტრაპს პირისპირ შეჰყარა და ნიგერიელმა მომენტი ვერ გამოიყენა. მორიგი იერიშისას ტრაპმა უკვე ქართველს მახვილი კუთხიდან არ გაატანინა. 42-ე წუთზე ხვიჩა მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და ისევ ვერ დაჯაბნა ტრაპი, ხოლო კომპენსირებულ დროში ოსიმენმა "ნაპოლი" დააწინაურა.

შესვენების შემდეგ „კვარას“ ლამაზი პასით წამოწყებული კომბინაცია ოსიმენმა დააგვირგვინა და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული საბოლოოდ გაირკვა. ნეაპოლელებმა ზეწოლა არ შეანელეს, 61-ე წუთზე ხვიჩა მცველებს გაექცა, დაარტყა კიდეც და ტრაპმა ისევ არ გაატანინა. მერე ზელინსკიმ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ანგარიში გაზარდა. ქართველი 74-ე წუთზე შეცვალეს და მწვრთნელი სპალეტი გადაეხვია.

"ნაპოლის" მომავალი მეტოქე პარასკევს კენჭისყრაზე გაირკვევა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“. 49 082 მაყურებელი

ნაპოლი - აინტრახტი 3:0

გოლები: 1:0 ოსიმენი (45+2), 0:2 ოსიმენი (53), 3:0 ზელინსკი (64, პენ)

პაპას
არ ვარგა,დაჯექი ორიანი
გია პაპა
მილანი-ინტერი; სიტი-ჩელსი; რეალი-ბაიერნი; ნაპოლი-ბენფიკა. როგორია?
რაბუ
პენალტი ოსისთვის უნდა დაეთმო ზელინსკის რომ არ ეშლებოდეს რაღაცეები. ჰეთთრიქზე მიდიოდა კაცი
მამუკა
რეალურად ეხლა გამოჩნდება ნაპოლის სიძლიერე, ლოგიკურად დაჯდა მერვედფინალები და ვისაც უნდა მოეგო მოიგეს, სუსტი გუნდები ფაქტიურად აღარ არიან, მეტ-ნაკლებად თანაბარი მეოთხედფინალები იქნება. რატომღაც მგონია რომ ნაპოლის ბენფიკა შეხვდება და რეალს კიდევ ჩელსი
Მალხაზ ჯობავა
ხვიჩა,ოსიმენი,გიორგი მასხულია,დემნა გვასალია ჩქიმ ჯიმა
დავით 67
პარასკევს სიტი და ბავარია არ გვინდაააააა
Leonardo Diserpio
ვულოცავ ნაპოლის ამ ისტორიულ მიღწევას გუნდი პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ამით ისტორია დაწერა. კვარას რაც შეეხება ნუ ყველა თამაშში ვერ იფრენ, ფიზიკურად რამდენიც არ უნდა ვიძახოთ მოუმატაო, კი მაგრამ მაინც ამ ყოველ მესამე დღეს თამაში თავისას შვება ბათუმის დინამოდან პირდაპირ სერია ა-ში ამ კომპონენტს მაინც შეჩვევა სჭირდიბა. და დაკვირვებული თვალისთვის კვარა დღეს მაინც გადაღლილი ჩანდა ვიდრე პირიქით. თან ხვიჩას როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილია (პირველივე შეხვედრაში) ამ მატჩზე განწყობა ისეთივე არ ქონდა და ასეთ დროს დრიბლინგებზე "ეკონომ რეჟიმი" არ ეყო გოლი/საგოლე პასისთვის თან იმ ტრაპმა ყველა დარტყმა მგონი მარტო კვარას აუღო იღბალიც არ იყო. არა უშავს წინ მეოთხედფინალია და თუ დღეს ოსიმენმა გაიტანა ორი გოლი იქ ხვიჩა გაიტანს ან ოსიმენს კიდევ უფრო მეტს გაატანინებს და ლიდერულ სტატუსს კიდევ უფრო გაუმყარებს ნიგერიელს. აგერ კალჩო ნაპოლის და სპაციო ნაპოლის იუთუბ ლაივში ჩართულ ხალხს სულ ოსიმენი აკერიათ პირზე მატჩის შემდგომ ქუჩის ინტერვიუებში.
ჯუჯი
მაინც კარგი თამაში გამოუვიდა ხვიჩას.მეორედა მესამე გოლები მის აქტიურომას მოჰყვა.
გულშემატკივარი
გილოცავთ მეოთხედფინალს!!! ფინალიც მომელოცოს:))) ყველა სიკეთესთან ერთად ჩვენს ბიჭს საოცარი პასის კულტურა აქვს და ზოგადად “ხედვა”მოედანზე!!! წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის!!!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] მბაპეს გმირობა, "არსენალის", "ატლეტიკოს", "ატალანტას" და "სპორტინგის" მოგებები
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
ზივზივაძე ისევ სასტარტოში იყო, "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
შეთანხმება მიღწეულია - ალბერტ რიერა ბუნდესლიგის გუნდს ჩაიბარებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია