ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კვარაცხელიას გაზრდილი ფაქტორი, მეტოქის ტაქტიკა ხვიჩას ირგვლივ და პენალტის არშესრულების ამბავი...

კვარაცხელიას გაზრდილი ფაქტორი, მეტოქის ტაქტიკა ხვიჩას ირგვლივ და პენალტის არშესრულების ამბავი...

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს დაძაბულობა უხდება. არაერთი შემთხვევა ვიცით, როცა განმეორებით მატჩში ყველაფერი თავდაყირა დატრიალებულა. "ნაპოლისთან" პირიქით მოხდა - ლუჩანო სპალეტის გუნდმა გერმანული "აინტრახტი" ულაპარაკოდ (ორი მატჩის ჯამში 5:0) დაჯაბნა.

ქართველი გულშემატკივრების მთავარი ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ იყო. წმინდა სტატისტიკურად თუ შევხედავთ, ორი რაუნდის განმავლობაში, ჩვენებურის ანგარიშზე საგოლე პასი (ფენომენალური) და გამოუყენებელი პენალტია, თუმცა საქმე გაცილებით მეტთან გვაქვს...

მაინც ვერ გარისკეს...

პირველი მატჩისგან განსხვავებით, ფრანკფურტელთა დაცვაში ტაქტიკური ცვლილება იყო. პორტუგალიელმა ბუტამ, რომელიც მაშინ მხოლოდ კვარაცხელიას მეურვეობით იყო დაკავებული და მარჯვენა ფლანგიდან შეტევებს ვერ ახორციელებდა, 4-მცველიან განლაგებაში ითამაშა. ეს თითქოს იმას ნიშნავდა, რომ გერმანელები აუცილებლად გასატანი ორი გოლისთვის უფრო აქტიურად შეუტევდნენ და ჩვენებურს მეტი სივრცე უნდა დარჩენოდა. ყველაფერი ასე არ მოხდა. სტუმართა თავკაცმა გლასნერმა კარგად იცოდა, "კვარასთვის" მცირედი თავისუფლების მიცემაც რამდენ უსიამოვნებას ნიშნავდა და შეტევაში თამაში ისევ მხოლოდ ერთი, მარცხენა ფრთიდან გადაწყვიტა. ფაქტია, რომ ხვიჩა მატჩის დაწყებამდე, კედელზე მოხაზულ განლაგებაშიც უკვე სერიოზული ფაქტორია.

პენალტის ამბავი

"ნაპოლის" სეზონის განმავლობაში ბევრს ვაქებთ, თუმცა ერთი პრობლემა სახეზეა - პენალტს საკმაოდ ხშირად ვერ იყენებენ. ტენდენციაც გამოიკვეთა - გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი შანსს ახალ მოთამაშეს აძლევს. ჩვენ სპალეტის გადაწყვეტილებები ხშირად მოგვწონებია, აქ კი საქმე ასეა, რომ ის ფეხბურთელებს თავის კვლავ გამოჩენის შესაძლებლობას მაშინვე არ აძლევს. შესაძლოა, ლუჩანო ფიქრობს, რომ ზედიზედ ორჯერ ვერგატანის შემდეგ, მისი შეგირდი მორალურად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს საკმაოდ ლოგიკურია. ამავდროულად, თვითრწმენის დაბრუნება / ამაღლებისთვის ეს რეაბილიტაცია ადამიანურად საჭიროა.

ეს თემა ჩვენთვის აქტუალურობას რომ შეიძენდა, მაშინ მივხვდით, როცა "კვარადონამ"' გერმანიაში 11 მეტრის ნიშნულიდან ვერ გაიტანა. განმეორებითი შესაძლებლობის დრო მალევე, ისევ მეკარე კევინ ტრაპის წინააღმდეგ დადგა. შესაბამისად, ეს ცოტა განსხვავებული მდგომარეობა იყო, ვიდრე სხვა შემთხვევაში გვინახავს. ქართველის წინააღმდეგ კიპერი შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რაც კვარაცხელიას ცოტა უხასიათოდ ამყოფებდა. თუკი ხვიჩა გაიტანდა, განწყობასაც გაიუმჯობესებდა და მომავალში პენალტის მთავარ შემსრულებლადაც დარჩებოდა. აი, თუკი ვერ გამოიყენებდა, შესაძლოა ეს უარყოფითი ენერგია, რაც თერთმეტმეტრიანის შესრულებას უკავშირდება, საქართველოს ნაკრებშიც კი გამოჰყოლოდა, სადაც ძირითადი პენალტისტია.

"კვარა" მრავალ კომპონენტში გამორჩეული რომ არის, მის მიმართ ამხელა სიყვარული ამიტომაც არსებობს. ამ საკითხს პენალტის შესრულება-არშეარულება ვერაფერს შემატებს ან მოაკლებს. ამ დროს ხომ გატანა ჩვეულებრივი ამბავია ხოლმე და გამოუყენებლობას მტკივნეულად აღიქვმვამენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს სპალეტი, ქართველმა გარემარბმა პენალტისტის ფუნქცია შეიძლება ისევ დაიბრუნოს? ამ დროისათვის ეს საქმე ისევ პიოტრ ზელინსკიმ გადაიბარა.

როცა თამასა მაღალია...

ლიონელ მესი წლების განმავლობაში ერთ თამაშს თუ ჩააგდებდა, მის მიმართ კრიტიკაც არსებობდა და გულისწყვეტაც. დიდების ბედი ასეთია, მათგან მუდამ სასწაულებს ითხოვენ და ის, რომ შეიძლება არსებობდეს დღე, როცა ყველაფერი არ გამოგდის, ბევრს იქნებ არც აინტერესებდეს. კვარაცხელიას არგენტინელ გენიოსს არ ვადარებთ, უბრალოდ მაინც უნდა გვესმოდეს, რომ ყველა შეხვედრაში ისეთ დრიბლინგს ვერ შემოგვთავთაზებს თუ ისეთ გოლს ვერ გაიტანს, როგორსაც "ატალანტასთან." 77-ე ნომრის გუნდისთვის სასიკეთო თვისებებზე ზემოთაც დავწერეთ, სხვა მხრივ, ხვიჩას ტრაპმა არ გაატანინა, არადა, ამის შანსები ჰქონდა.

ის, რაც "კვარადონას" შეემთხვა, ყველა დიდ ფეხბურთელს შეიძლება მოუვიდეს, როცა ბურთი აეჭრა და გვერდით ხაზზე გადავიდა. ქართულ-იტალიურ ემოციებში მსგავსება მართლაც არსებობს, ამას ჯერ თავად ფეხბურთელის, შემდეგ სპალეტისა და გულშემატკივრების რეაქცია მოწმობდა. ისეთი განცდები იყო, თითქოს ამ ეპიზოდით ორი მატჩის ბედი გადაწყდა. კვარაცხელიას მნიშვნელობა, კლასი, ცნობადობა, შედეგიანობა ასე იზრდება, ის კი პიროვნული ზრდის პარალელურად, ისევ უბრალოებას ავლენს, როგორც საფეხბურთო ასპექტებში, ასევე ადამიანური ემოციების გამოხატვაშიც.

ისე ვართ შეჩვეულნი, სამწუხარო იყო, რომ კვარცხელიასა და ოსიმენის საფირმო კომბინაცია ბოლო მატჩებში აღარ გამოდის. "აინტრახტთანაც" იყო ეპიზოდი, როცა ხვიჩამ ვიქტორი ისევ დროულად შეიმჩნია, თუმცა პასი არ გავიდა. თუკი იტალიის ჩემპიონატის წინა ტურში ხვიჩას გოლს თითქოს წინასწარ დაწერილივით ველოდით, ახლა იმავეს ნიგერიელ ფორვარდზე ვიტყოდით. "ოსის" ჯგუფურ ეტაპზე ბევრი გაუცდა და ნეაპოლელთა უხვგოლიანობაში მოკრძალებული წვლილი შეიტანა, გარდა ამისა, სერია "ა"-ს ზედიზედ ორ ტურში გატანილი არ ჰქონდა. "ცხრიანს" მონდომება ხომ არასდროს აკლია და წარმოვიდგინოთ, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერებული იყო.

დიდი გეგმები

სპალეტის გუნდი ქვეყნის თასიდან რომ გამოვარდა, მთავარი მიზანი ორ ტურნირზე ძალების გადანაწილება გახდა. წარმოიდგინეთ, "ინტერთან" იანვარში მარცხის შემდეგ არსებული სიტუაცია რომ შენარჩუნებულიყო, ეს რა რთული გახდებოდა. ახლა ყველაფერი მარტივადაა - სკუდეტო ძალიან ახლოსაა და 18-ქულიანი უპირატესობის განიავებაზე ფიქრი უკვე უტოპია ხდება. ამავდროულად, პროგრამა-მინიმუმი, რაც უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, შესრულებულია. ასე რომ, სეზონის მიწურულს ნეაპოლელებმა დაღლილობის ნაცვლად, აღმაფრენა უნდა იგრძნონ. მიმდინარე სეზონში ისინი ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში, მინიმუმ, სამი გოლის ტრადიციას აგრძელებენ.

იტალიური დონე

იტალიურ ფეხბურთს ბოლო პერიოდში კრიზისი კი აქვს, თუმცა ერთ დროს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში აქაური კლუბების ხილვა გასაკვირი ნამდვილად არ იყო. წლეულს "ნაპოლი" რომ შიდა ასპარეზზე დაფრინავს და უახლოეს მდევრებს ძალიან აღემატება, შეიძლება ევროპული მასშტაბით ბევრს ეფიქრა, რომ ამის ერთ-ერთი ფაქტორი სერია "ა"-ს შედარებით დაბალი დონე იყო. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სამი იტალიური გუნდის გასვლამ ცხადყო, რომ ნეაპოლელთა სიძლიერეს სუსტი მოწინააღმდეგეები საერთოდ არ განსაზღვრავენ. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა.

"ნაპოლის" ნეოთხედფინალში ვინც უნდა დაუპირისპირდეს, ძალიან საინტერესო დუელი კი გველის...

• გიორგი

100% - ით მართალი ხართ!

ოსიმენს უნდა დაერტყა, ხშირად არ მოგეცემა შანსი ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ ტრიკი შეასრულო

• ჟორა

მეკარის მოტყუებაზე გათვლილი პენალტი ძალიან სარისკო საქმეა, ამიტომ კვარამ და ნაპოლის ყველა ფეხბურთელმა პელალტის ცხრიანში დარტყმაზე უნდა ივარჯიშოს, ამსიგრძე ნახტომს მეკარე კი არა, ავაზა ვერ გააკეთებს.

• ქ. გ.

Khvicha Kvaratskhelia's home in Georgia on CBS Sports https://www.youtube.com/watch?v=VNFIYcAdHoA

• ₾ადო

მინდოდა რომ მას დაერტყა პენალტი. გეტანა და დიდი სტრესიც მოეხსნებოდა. თუმცა, რომ ვერ გაეტანა, უარესი იქნებოდა. ასე რომ მანდაც კატარია იქნებოდა. პს ჩემი ვარაუდით, ხვიჩამ თავი დაზოგა (ფრთხილობდა) და სარისკო ბრძოლებში არ შედიოდა, გასაგები მიზეზების გამო...

• Leonardo Diserpio

კვარა მოსიარულე საქართველო ხარ. საქართველოს თავზე ჩამომდგარი შავი ღრუბელი მზის სხივებით გააცისკროვნე, და ღამის წყვდიადი დღის სინათლით შეუცვალე შენს სამშობლოს ჩვენო იმედო. შენ შეიძლება ვერც კი აცნობიერებ შენს ამაგსს ყოველი ქართველის წინაშე. გრანდე კვარადონა.

• პატრიოტი

გესმის ფეხბურთი ღვთისავარ, მივესალმები შენნაირ პატრიოტ და მცოდნე ახალგაზრდებს, ნეტა შენ მესხის თამაში გენახა, მაშინ მაგალითად მესის არ მოიყვანდი, ჩვენც გვყავდა მარადონას, მესის და რონალდოს დონის ფეხბურთელი, უფრო სწორად, ფეხბურთელები, მათი თამაშის საყურებლად ნახევარ ფასად (თვითფრინავიას ბილეთს სტუდენტის მოწმობით ვყიდულობდი) გადავფრინდებოდი ხან ტაშკენტში და ხან მოსკოვში), მესხი მსოფლიოს ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ რუსებმა დაბლოკეს ეს მიწვევა, ახლა დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, სამწუხაროდ ბევრი მისტირის იმ კორუმპირებულ და მოძალადე რუსეთს

• Charley

გადავავლე თვალი ნაპოლის ფან ფეიჯებს და აქტიურად იწერება გუშინ კვარა დისკომფორტს გრძნობდა ტერფშიო (გუშინ წინ დილის ვარჯიშზე ანგისას მოუხვდა ტერფში ძლიერადო) და აინტრახტთან ახლი კონტაქტს და დრიბლინგებს თავს მიტომ არიდებდა ამის გამი შებოჭილი იყოო. და თუ ეს ასეა დაასვენოს კვირას სპალეტიმ ტორინოსთან ვინმე "ნაჯახმა" ბიჭს არ მიარტყას და ტრამვაში არ გადაუყვანოს ეს მცირე დისკომფორტი. ტერფი ყველაზე სუსტი წერტილია ყველა ფეხბურთელის.

• ლაშა

ინგლისური სტილი და მასთან ერთად პრემიერლიგა ვერასოდეს ვერ იქნება ლა ლიგის ან სერია ა-ს დონეზე ისევე, როგორც თვით ინგლისის ნაკრები და მე პირადად ძალიან მაღიზიანებს, როდესაც კოლოსალური თანხები იდება ინგლისში, ყველაზე მაღალ ხელფასებს უხდიან ფეხბურთელებს, მაგრამ ამისდა მიუხედავად ზოგეირთი მაინც პრემიერლიგის კლუბების დონეზე საუბრობს. ასეთი თანხების კვალდაკვალ წესით ბევრად უნდა აღემატებოდნენ დანარჩენი ტოპ ლიგების კლუბებს, მაგრამ ეს ასე რატომღაც არაა!

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა