თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შეასაბამისი კომპლექსის მშენებლობა 2013 წლის ბოლოს დასრულდება
დღეს, 23 ივლისს ქუთაისში 27-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სარაგბო კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ამ მიზნით ქუთაისში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და ვიცე პრეზიდენტი გია გორგასლიძე იმყოფებოდნენ.

კომპლექსის ბალავერში სიმბოლური ,,კაფსული" ლადო ვარძელაშვილმა, გიორგი ნიჟარაძემ, იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და "აიას" მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ჩაუშვეს.

პროექტის მიხედვით თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შეასაბამისი კომპლექსი 8 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. აქ გაშენდება 4 სრული მოედანი (3 ბუნებრივი და 1 ხელოვნური საფარით), რაგბის აკადემია, სასტუმრო 52 ადგილზე, საერთო საცხოვრებელი, ფიტნეს დარბაზი, სასადილო, გასახდელები და ავტოსადგომი. სტადიონებს ირგვლივ 3000 და 1000 ადგილიანი ტრიბუნები ექნებათ. მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდება და 2013 წლის ბოლოს დასრულდება.

გიორგი ნიჟარაძე: ,,ქუთაისი დიდი სარაგბო ტრადიციების მქონე ქალაქია. "აია" საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი იყო. ტრადიციები დღესაც გრძელდება და რიონისპირა ქალაქში რაგბი კიდევ უფრო რომ განვითარდეს, ჩვენი გადაწყვეტილებით აქ აშენდება საქართველოში ყველაზე დიდი სარაგბო კომპლექსი. პროექტისთვის მიწა სახელმწიფომ გამოგვიყო. კომპლექსს კი საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუ აშენებს. ბოლოს და ბოლოს ,,აიასაც ეღირსება საკუთარი სტადიონი. კომპლექსის დასრულების შემდეგ აქ რამდენიმე ათასი ბავშვი ივარჯიშებს. ამაზე დიდი ბედნიერება კი რა შეიძლება იყოს? "

ლადო ვარძელაშვილი: ,,ქუთაისი ნამდვილად იმსახურებს, რომ აქ იყოს რაგბის დიდი და საუკეთესო სკოლა. ეს პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული რაგბის გაძლიერებისთვის. გვაქვს რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც სპორტის ამ სახეობას სოლიდურ ფინასურ დახმარებას ვუწევთ.

პროგრამაში ჩართულია კერძო სექტორი, კერძოდ ,,ქართუ ბანკი", რომელიც ინფრასტრუქტურის მოწყობაში გვეხმარება და დაახლოებით ორ წელიწადში საქართველოში გვექნება 20 ახალი რაგბის სკოლა, მათ შორის კი ყველაზე დიდი ქუთაისში იქნება.

ბესიკ ხამაშურიძე: ,,საშვილიშვილო საქმეს ჩაეყარა საფუძველი, ყველა ქუთაისელის ოცნება იყო, რომ "აიას" საკუთარი მოედანი ჰქონოდა. შენდება არა მარტო სტადიონი, არამედ ბაზა და სასტუმრო. კომპლექსში შევა რაგბის აკადემია, რომლისთვისაც ბავშვები მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით შეირჩევა და აქ მხოლოდ საუკეთესოები მოხვდებიან. მინდა, წარმატება ვუსურვო ქუთაისურ რაგბს, ეს იქნება არა მარტო ერთი ქალაქის, არამედ მთლიანად ქართული რაგბის გამარჯვება."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

uzlevi
მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმისთვის!!! იცოცხლეთ და იხარეთ იმ დიდი საქმეებისთვის რასაც საქართველოსთვის აკეთებთ!!! ერთიათმაგად დაგბრუნებოდეთ ეს სიკეთე!!!
Berckley
ძალიან კარგი :))))))))
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა