ხანჩჟოუში მთავრდება მოჭადრაკე ქალთა წრიული სუპერტურნირი, რომელშიც უმაღლესი რეიტინგის მქონე 10 მანდილოსანი მონაწილეობს
ჩინურ ხანჩჟოუში დღეს დამთავრდება მოჭადრაკე ქალთა წრიული სუპერტურნირი, რომელშიც უმაღლესი რეიტინგის მქონე 10 მანდილოსანი ეცილება ერთმანეთს პირველობას.

გათამაშების ლიდერს ჩინელ იუ ვენძიუნს მთავარი პრიზის მოსაპოვებლად დღეს ყაიმიც ჰყოფნის, ისიც იმ შემთხვევაში, თუ უახლოესი მდევრები - ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) და ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) წარმატებას მიაღწევენ. მათი წაფორხილების შემთხვევაში იუს წაგებაც ხელს აძლევს. თუმცა, ერთნაირი ქულების შემთხვევაში გადამწყვეტ სიტყვას კოეფიციენტი იტყვის.

გუშინ მარი სებაგმა (საფრანგეთი) ანა ზატონსკიხს (აშშ) აჯობა, მსოფლიოს ექსჩემპიონმა ჟუ ჩენმა (ყატარი) ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა დაამარცხა.

დაზავდნენ: მსოფლიოს ამჟამინდელი ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი)-ჟაო სიუ (ჩინეთი), ჰარიკა დრონავალი-იუ ვენძიუნი, ნანა ძაგნიძე-ნადეჟდა კოსინცევა.

ბოლო ტურის წინ ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: ვენძიუნი-6, ნ. კოსინცევა, დრონავალი-5-5, სებაგი-4,5, ჟაო სიუ, ჟუ ჩენი-4-4, ჰოუ იფანი-3,5, ტ. კოსინცევა, ძაგნიძე-3-3, ზატონსკიხი-2 ქულა.

დღეს ბოლო ტურში ითამაშებენ: ტ. კოსინცევა-ძაგნიძე, ვენძიუნი-ჟუ ჩენი, ზატონსკიხი-დრონავალი, ჟაო-სიუ-სებაგი, ნ. კოსინცევა-ჰოუ იფანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა