მოგეხსენებათ, სანაკრებო შესვენებისას საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 მატჩს მონღოლეთთან (25 მარტს) და ნორვეგიასთან (28 მარტს) გამართავს.

ვილი სანიოლის 28-კაციან განაცხადში არ მოხვდა სერია A-ში "კრემონეზეს" მცველი ლუკა ლოჩოშვილი. ქართველი ფეხბურთელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Geo Team-ს ესაუბრა:

"გამოხმაურებები ვნახე და გაოცებული ვარ. კრიტიკა იმ ხალხისგან, ვისაც ჩემი თამაში არც უნახავს. სერია A-ში 16 შეხვედრა ჩავატარე, აქამდე მხოლოდ 4-მა ქართველმა ითამაშა აქ, სადაც მოხვედრა რთულია. ცუდ რაღაცებს წერენ. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერს მთელი სეზონია აქტიურად. ძალიან ვაფასებ" - განაცხადა ლუკამ.

შეგახსენებთ, "კრემონეზე" 27 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-20 პოზიციას იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 1-ელ აპრილს, "ატალანტასთან" ჩაატარებს.

ნიკო
ნუ კობახიძეს გამოძახებას ნებისმიერი გამოიძახო ის სჯობია,მაგაზე სუსტი ცენტრალური მცველი მთელ ეროვნულ ლიგაში არ არის,თუ ლოჩოს არ იძახებ აგერ ბერიაშვილისთვის მიეცა მონღოლეთთან შანსი,ნორვეგიასთან თუ კობახიძე დააყენა,3 კვარა ვერ გვიშველის ერთდროულად...რაც შეეხება ლოჩოშვილს არა უშავს ლუკა ბევრი ივარჯიშე,დაიბრუნე ადგილი ძირითადში მეტი გზა არ ექნება სანიოლს,თვითონ როგორც თქვა ვისაც პრაქტიკა არ ექნება აღარ გამოვიძახებო და ვნახოთ
დავით
რასაკვირველია ყურადღება არ უნდა მიაქციოს. ზოგი ისეთი ბოღმაა, რომ რაც უფრო ახლობელია წარმატებული, მით უფრო მეტად სკდება გულზე. რაც შეეხება ნაკრებში არგამოძახებას, მაგაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ, რადგან სანიოლი ყოველთვის ამბობს - თუკი ფეხბურთელს პრაქტიკა არა აქვს, მისი ნდობა მიჭირსო. ვერ გაამტყუნებ. ლუკა კი ძალიან ბევრს ითამაშებს ნაკრებში, ეჭვი არ მეპარება. წარმატებას ვუსურვებ!
საქართველო
დებიუტანტზე ვერ დაგეთანხმები,აუცილებელია პერიოდულად შანსი მიეცეთ ახალგაზრდებს,განსაკუთრებით მონღოლეთის მსგავს ნაკრებებთან,ან თუმდაც მხოლოდ შეკრებაზე რომ გამოიძახონ, მაგრამ აი კობახიძეს რა უნდა ნაკრებში დღემდე ვერ გავიგე, ყველას თავის აზრი აქვს,მაგრამ როგორ უნდა გამიჭირდეს დაცვაში რომ კობახიძე გამოვიძახო ვერ წარმომიდგენია
ზაზა
ამ ბიჭს რატომღაც ერჩიან არადა ჯერ ავსტრიის მეორე გუნდში იყო და სტაბილურათ თამაშობდა უგუნდო კვირკველიას ეძახოდენ და მაგას არა ეხლა იტალიაში თამაშობს და მაინც არ იძახებენ სად უნდა წავიდეს რო ნაკრებში ათამაშონ მემგონი ტრანსფერის წილი არ მისცა და გაბრაზებული არიან
Vasili
ლოჩო ნუ შეგეშინდება და ნუ გეწყიბება, ვიღაცა ხელმოცარულების კრიტიკა! მეტიც, კომენტარის ღირსებიც არცარიან! იმათთვის ითამაშე ვინც შენ გამო კრემონეზეს ვუყურებთ! ძალუან დიდი მომავალი გაქ და ნუ აყვები ვუღაცეების ბჟუტურს!
Რაგბის ფანი
ლუკა, მთელი საქართველო შენ გგულშემატკივრობთ და უსაქმურ ხალხს ნუ უსმენ.
ლუკას!
ლოჩოს ჩემი პატივისცემა! ნუ მიაქცევ ყურადღებას ენას ძვალი არ აქვს! როგორც მურტალო იტყოდა ხვალ იგივე ხალხმა შეიძლება შენი ფეხის ნაბანი წყალი დალიოს! მიაწექი პირველ ჩვენებას!წარმატებები!
bidzia
სირცხვილია დამალეთ ეს ქვეყანა რა
რა მაფიაა?
მიუხედავად ჩემი სანიოლის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მერე სიმპატიის გაჩენისა, მაინც გაოცებული ვარ ლუკა რო არ გამოიძახა, 17 წლის დებიუტანტს და კობახიძეს ერთად აჯობებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გინდა სკამზე ჯდომით და გინდა ძირითადში... დებიუტანტი კაია, მარა ჰალანდი მოდის 1 საათში 8 გოლით :-/
gogi
მართლა ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა ლოჩოშვილის არ გამოძახება იმ ფონზე, ვინც გვყავს მის ადგილას დაცვაში. ასეთ სუბიექტივიზმია ბევრ რამეში რომ აფუჭებს სიტუაციას.
L.J .
Lukas ar gamodzaxeba martla magrad gamikvirda!!!ara ushavs mogecema shansi shen midi moumate da daamtkice rom girsi xar tamashis!!!!
L.J .
Kashos lukas rogor adareb???asakia marto ritic jobia luka,axla tu lgbt samklaurze ar vikaparakebt :)kapitania,pirveli pasi akvs magari rac norvegiastan mahrad dagvchirdeba
mamuka09ze
ლუკას ჩემი პატივისცემა და სიყვარული. ყველაფერი წინაა, შენ მაგარი ბიჭი და ფეხბურთელი ხარ!!!
las
პარადოქსია. ძლივს გვეღირსა ტოპ 5 ჩემპიონატში ქართველი და არ იძახებ. კაი არ დასვა ძირითადში. იყოს სკამზე რა იცი იქნებ დაგჭირდეს. გამოდის სანიოლი და იძახის ნორვეგიას თუ ჰალანდი ყავს ჩვენ კაშია გვყავსო. კარგით რა. ჰალანდ სწორედ ლოჩოშვილის ნაირი ფიზიკურად ძლიერს თუ დაუყენებ. კაშიამ რა უნდა ქნას
უვიცი
შენ რა წაიკითხე არვიცი, ყველა უკმაყოფილოა, რომ არ გამოგიძახეს. რა ინფორმაციებს ეცნობი?
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის