goal.com-მა, ბოლო თვის მონაცემების მიხედვით, "ოქროს ბურთი 2023"-ის საკუთარი რეიტინგული ვერსია განაახლა. "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და საპატიო პრიზის კანდიდატთა სიაში მისთვის სარეკორდო, მეექვსე ადგილზეა. ხვიჩას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი კი მეოთხე პოზიციაზე აღზევდა.

"ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურმა დაპირისპირებებმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა მხოლოდ გაამწვავა", - აღნიშნავს გამოცემა და კვარაცხელიას თაობაზე შემდეგს წერს:

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

ბოლოს მეშვიდე პოზიციაზე იყო

16 გოლი და 17 საგოლე გადაცემა 2022/23 წლების სეზონში

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ფავორიტი მოულოდნელად მას შემდეგ გახდა, რაც მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კარგი ბადე ერგო. ქართველი გარემარბი სერია A-ში გოლების გატანას და საგოლე გადაცემების გაკეთებას განაგრძობს, ხოლო ლუჩანო სპალეტის გუნდს სკუდეტოს მოპოვება აპრილის ბოლოს აქვს გადაწყვეტილი".

"ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ტოპ-ათეული:

1. ლიონელ მესი (პსჟ)

2. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)

3. კილიან მბაპე (პსჟ)

4. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)

5. ვინისიუსი (რეალი)

6. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

7. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერი)

8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)

9. კაზემირო (მანჩესტერი)

10. ბუკაიო საკა (არსენალი)

მეც ქართველი ვარ
ზოგჯერ მგონია რო პროსტა ქართველები რომ ხართ მაგიტომ აკომენტარებთ აქ რო კვარა იმსახურებს ოქროს ბურთს.. წელს რაც არუნდა მოხდეს ეს ჯილდო არის მესის. მეორეზე მბაპე უნდა იყოს მესამეზე ან ჰალანდი ან სხვა ვინმე არ ვიცი იმედია კვარა 5 ეულში მოხვდება და იმის იმედიც მაქვს რომ რაც დრო გავა უფრო მეტად მონსტრად ჩამოყალიბდება აი სოალეტი არ ვიცი რამდენად შეძლებს ამას, მაგრამ იმითაც კმაყოფილი ვარ რომ ევროპაში კვარა ტრენდშია და მოსწონს ახალგაზრდებს , დაიცადეთ დრო უნდა ყველაფერს და იმედია მბაპე ჰალანდის ეპოქაში ერთხელ მაინც გაისვრის კვარა და აიღებს ამ ჯილდოს და ეს იქნება უდიდესი მიღწევა მისთვის ❤️. როგორღაც მიხვდით რო კვარაზე მაგრებით არის სავსე ევროპული ფეხბურთი და მაგიტომ ვიძახი დრო მიეცით დროს.. მეტი განვითარება სჭირდება გამოცდილებაც ხომ უნდა აი რასაც პირველივე სეზონზე აკეთებს ეგ სასწაულია მაგრამ არ არის საკმარისი რო მბაპე ჰოლანდს აჯობოს ნუ მესი შემდეგ წელს აღარ იქნება ალბათ ოქროს ბურთის 5 ეულში და სწორედ მბაპე ჰოლანდთან მოიწევს კვარას ჭიდილი ამიტომ ვისურვებ რო უფრო მეტად განვითარდეს და მათ დონეზე ავიდეს
რეალობა
მესიმ რო სულ ფეხი არ გაანძრიოს მაინც უპირობოდ ეკუთვნის ოქროს ბურთი ამიტომ ნუ იღლით თავს ამ ვითომ ექსპერტობით.. მსოფლიოს ჩემპიონი გახდა იცით რას ნიშნავს? ხვიჩას სერია ა ში კარგი თამაში ვერ გადაფარავდა მესის სიდიადეს ხოდა აცადეთ ლეოს ეს ოქროს ბურთიც და შემდეგ წლებში იმედია კვარა ერთხელ მაინც აიღებს ამ ბურთს და დამიჯერეთ თუ ასე მოხდება ეგეც სასწაული იქნება.. კვარამდე მბაპე ჰალანდია (ვინისიუსის ვარსკვლავობის მე არ მჯერა) მესი ნუ ჩამოწერეთ ასე და ნუ ბიდავთ თიქთქოს რენთან ვერაფერი გააკეთა და მაგიტო კვარას ეკუთვნის რამე წელს. მესის 15-20% ათამაშოს ღმერთმა კვარას და ეგეც საკმარისი იქნება რო მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო იყოს წლების განმავლობაში.. ნუ გაბრმავებთ ეს ქართველობა და ნუ ფიქრობთ რო კვარა ყველაზე მაგარია. ბაზარი არაა ევროპის მეფეს ეძახიან აქ ევროპაში და მაგრად მომწონს ეგ იმიტო რომ ახალგაზრდები ნელ ნელა იცნობენ და გულშემატკივრობენ , კვარა ტრენდშია მარა მესი მესია. ლეომ წელს ოქროს ბურთი აუცილებლად უნდა აიღოს არ აქვს მნიშვნელობა პსჟ ლიგა 1 თს მოიგებს თუ არა , არ აქვს მნიშვნლელობა ჰალანდი 20 გოლს გაუტანს თუ არა ბაიერნს , არ აქვს მნიშვნელობა კვარა მილანს მარტო მოუგებს თუ არა , მესი მესია წელს უკონკურენტოა მორჩა და გათავდა იმაზეც მადლობელი ვიყოთ და ვიამაყოთ რო 10 ეულშია კვარა და იმედია 5 ეულს გამოკრავს ხელს. მესის სიდიადეს 8 ოქროს ბურთი მეტად დაამშვენებს. კვარას ვუსურვებ რო ერთხელ მაინც შეწვდეს ამ ჯილდოს მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა
ციციკორე
გაგიკვირდებათ და რაც მალე დასრულდება მესი/რონალდუს დაპირისპირების ჭრილში დამკვიდრებული საგა, მით უკეთესი ფეხბურთისთვის. მდიდარმა ბიძიებმა, ფულის საჭრელი კონვეერი ამოქოქეს. ბოლო 15 წლის განმავლობაში, მთელი ფეხბურთი, მათი დაპირისპირების ჭრილში განიხილებოდა. ხან ერთს აძლევდნენ ოქროს ბურთს, ხან მეორეს. იმ სეზონში, რომელშიც არც ერთი ვარგოდა, არც მეორე, საერთოდ, დაჯილდოებაზე უარი თქვეს. ბიჯო, პელეს, მარადონას და კრუიფის ეპოქაში, ესენი არ ყოფილან მარადმწვანე გამარჯვებულები და რანაირად შეიძლება 15 წლიდან 12 წელი, ორ კაცს აძლიო ოქროს ბურთი?! ფეხბურთის ხიბლი მრავალფეროვნებაშია. არც ტიკი-ტაკა/ჩაყენებული ავტობუსის დაპირისპირებას მოუტანია სიკეთე და კიდე კაი, ნელ-ნელა წარსულს ბარდება. ერთიც და მეორეც გამოდიოდა თითზე ჩამოთვლილ გუნდებს. დანარჩენები, უნიჭო პაროდიას თამაშობდნენ. არ შეიძლება, ბარსას ნათამაშები ტიკი-ტაკა, ბაიერნს მოარგო და პირიქით, არც ბაიერნის სათამაშო სტილი მოუტანს ბარსას წარმატებას.
გულშემატკივარი
ეგრე ცალსახა არაა ეგ ამბავი. ჩემი აზრით, მე რაც მინახავს ქარტველი ფეხბურთელები, დათო ყიფიანი ყველაზე კარგი იყო. ნუ მიწყენთ, ძალიან მიყვარს კვარა, მაგრამ დათოს საფეხბურთო ინტელექტი კვარაზეც კი უფრო მაღალი ქონდა. საქართველო რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყო და ფეხბურთელებს ევროპაში თამაშის საშუალება ქონოდათ, დათო ყიფიანი მსოფლიოს საუკეთესოებში დაიმკვიდრებდა ადგილს. და სულ სხვა კვალს დატოვებდა მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში. წარმატებები კვარას!
რე
ობიექტურობას ნუ დავკარგავთ. ოსიმენს რაც ნაპოლიში გადავიდა საშინელ ტრამვა ქონდა- სახის ძვლები ქონდა დამტვრეული და თითქმის არ უთამაშია. მანამდე კი ძალიან მაგრად თაშობდა საფრანგეთში. ასე რომ არ არის საჭირო მისი დაკნინება ვითომ კვარას სასარგებლოდ. არ ჭირდება ეს კვარას.
skaro
100%
მინდია
79 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს და მიმაჩნია, რომ 22 წლის ხვიჩა ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია, მინუსების დამწერს ვთხოვ, განმარტოს საწინაარმდეგო მოსაზრება.
las
პირველი სეზონისვის დიდებული შედეგია. წარმოუდგენელიც კი შემდეგ სეზონში ნაპოლის უპირობო ლიდერი უნდა გახდეს. თავისთავზე უნდა აიღოს თამაში როგორც საქართველოს ნაკრებში აკეთებს.სავარაუდოდ სპალეტი არ აძლევს ამის საშუალებას. ჯერ კიდევ ვერ ხვდება ეგ თუ რა ტალანტია ხვიჩა
ლაშა
კვარას რა ეძახიან? კვარადონას. ხოდა მარტო ათრევს... რაც შეეხება ტოპ ლიგებს, ვფიქრობ ქართული ფეხბურთი მოიგებს თუ ბიჭები იტალიასა და ესპანეთში გადავლენ, თუმცა საფრანგეთი და გერმანია არ უნდა დავივიწყოთ!
ლაშა
კვარა უკვე მოხვდება, ჰალანდის ნორვეგიისგან განსხვავებით. ის ადრე იყო, როდესაც ვერ ხვდებოდა, ახლა სიტუაცია შეიცვალა! როგორც კასანომ თქვა, ჰალანდი არ არის შემოქმედი და სხვის შექმნილ მომენტებს იყენებს. ის არ არის სრულყოფილი თავდამსხმელი, როგორც ზოგიერთს ჰგონია ერბო ქონია. 28-ში დარწმუნდება ყველა. ნორვეგია არის ფარჩაკი და მეეჭვება სადმე ნორმალურ ფორუმზე გავიდეს!
თენგო
ვეთანხმები ხვიჩამ მსოფლიოზეც უნდა გაგვიყვანოს ლიგა და ჩემპიონატი მოიგოს და უკვე ვერავინ შეეცილება ოქროს ბურთს
თენგო
ვეთანხმები ხვიჩამ მსოფლიოზეც უნდა გაგვიყვანოს ლიგა და ჩემპიონატი მოიგოს და უკვე ვერავინ შეეცილება ოქროს ბურთს
დავით 67
მერე რა რომ მსოფლიო ჩემპიონია 2022წლის.ეხლა 2023 წელია. მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს ვინ უფრო მაგრად ჩაატარებს ჩემპიონატს, ლიგას.თამაშზე მიღებული შეფასებებიც უნდა იყოს ერთერთი ფაქტორი. აგერ ხვიჩა იტალიაში ორჯერ დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად. ეგრე მსოფლიო ჩემპიონი მარტინესიცაა. და მაშინ მასაც ეკუთვნის.რამდენად არაობიექტურები ხართ როცა არგუმენტად წარსული ტიტულები მოგყავთ. არავინ იფიქროს რომ მესის არ ვთლიდე უძლიერეს ფეხბურთელად, უბრალოდ დიდი უსამართლობა იქნება, მისთვის წელს ოქროს ბურთის გადაცემა!
L.J .
Osimenma rom moumata eg araperi xooo(yvela dakargul burrts dasdevsvavs dzaglivit),bichebi dzmebivit arian gundshi ra adgilebze bchobt iamayet isiamovnet!!!!
L.J .
Rentan marto mbape samjer eriertze datova tan msoplio chempuonia,ai mbapem kapitnobis mere rom chamoiwia reitingshi es kargia,magari bichia yvelaperi aqvs megavarskvkavobis xasiatis garda imedia mixedav tavs
L.J .
Gmertit movugebt norvegias,mahram magati utanasworobaa(oqros burtis gamarjvebulze, litmaneni orjer sauketesod agiares chmpionta tasze(mashin ehre erqva ligas)sameulshic ver moxvda fineli rom iyo(anu nakrebs marto veravin ver atrevs)taoba da swori ganvitareba gvishvelis marto
L.J .
Mec magi davwere mere 5tvis win ra iyo ta azri aqvs mag reitingshi tu nakrebi ver moxvda did turnirze???kvara ro nakrebis pontshi landzgon ar gagitydeba???evropac ver moigoo??xom unda shexedo shemadgenlobas
დათო
ლიონელ მესი (პსჟ) ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) კილიან მბაპე (პსჟ) ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) ვინისიუსი (რეალი) ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) მუსიალა რეალურად ეს ხალხი იბრძვის ოქროს ბურთისთვის მესის მსოფლიოს გამო ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. მბაპე ოქროს ბურთს ვერ აიღებს ვერანაირად უბრალოდ შეუძლებელია. სიტიმ ლიგაც უნდა მოიგოს და პრემიერლიგაც, ჰალანდმა რომ შანსი მიიღოს. მგონია სიტი ამას ვერ იზამს, არსენალი წესით მოიგებს პრემიერლიგას, ლიგაზე სავარაუდოდ ბავარია, რეალი და ნაპოლი უნდა დაამარცხოს რაც ურთულესი იქნება. ვინისიუსს შანსი არ ქვს ოქროს ბურთზე რადგან ბარსელონამ თითქმის გაინაღდა ჩემპიონობა. რეალურად ოქროს ბურთისთვის იბრძვის მესი, ჰალანდი, ხვიჩა და ოსიმენი. მესი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ მოიგებს ოქროს ბურთს თუ პსჟ-მ ლიგა 1 ვერ მოიგო.
MARGALONA
მსოფლიო ჩემპიონია
რა მაფიაა?
ნაკრები თუ გავიდა ევროპაზე ჯგუფიდან და ლიგაც დადეს, მერე ვნახოთ საბოლოო კვარცხლბეკზე როგორ დაკვარახჭინდება ჩვენი კვარახჭინა კვარა
გიო
ხვიჩა მეტი, მეტი აიღე შენს თავზე საჯარიმოში, ან ცოტა მის გარეთ! მე შენი არცერთი თამაში გამიცდენია რუბინიდან მოყოლებული და კარგად ვიცი რამხელა პოტენციალი გაგაჩნია! გახიე, დაბდღვენი, გააცამტვერე, გაგლიჯე შენი მცველები, ისე როგორც ამას რუბინში აკეთებდი. ხომ ხედავ ატალანტას გოლმა, იტალიელები როგორ გააგიჟა (მარადონას გოლი ესე იწერებოდა იტალიურ პრესაში) ეგეთი გოლები და ასისტები გვინდა ხვიჩა! შენ ეს შეგიძლია ხვიჩა! მიაწექი ბოლომდე! ეხლა შენი დროა! გაიხარე და გაგვახარე ჩვენო ჯადოქარო, უსაყვარლესო ადამიანო!
დავით 67
მაინც ვერ ვხვდები მესი რატომაა პირველზე? ბოლო პერიოდში მისი თამაში ნახეთ? ბოლოს რენთანაც წააგეს. მესის არაფერი უკეთებია. დღევანდელი მდგომარეობით ოსიმენს ეკითვნის ოქროს ბურთი.მეორე ჰალანი, მესამე მბაპე მეოთხე ხვიჩა.
მდაა
რა სამწუხაროც არ უნდა იყოს …მესის მისცემენ ოქროს ბურთს მსოფლიოს გამო ეგ არის სადღაც 95% …ამ 5 პროცენტიდან 1% შანსი აქვს ჰოლანდს თუ აწი ჩემპიონთა ლიგას და პრემიერ ლიგას მოიგებს და თან ყოველ გადამწყვეტ თამაშში 2-3 ბურთს გაიტანს …. რაც შეეხება ხვიჩას და ოსიმენს მათ ჩემპიონატი მოიგეს და ის 1% 1% უკვე აქვთ აწი კი ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგონ და თან გადამწყვეტი გოლები და ასისტები დაჭირდებათ ბევრი …ხვიჩას კი ამ ყველაფრის გარდა ნაკრებში ჭირდება მაგარი შედეგები …ასე რომ ვნახოთ რა გამოვა ….
შეტევა
რასაც მთელი კარიერა აყვედრიდნენ ის შეძლო მესიმ და წელს ვერავინ ვერ შეეცილება ოქროს ბურთს. ხვიჩას ყველაფერი წინ აქვს ჯერ.
ლაშა
Norway vs Serbia 0-2 Extеndеd Hіghlіghts & All Gоals 2022 HD (https://www.youtube.com/watch?v=A-w_uPRG5ss). 5 თვის წინ მოუგო და თან ნორვეგიაში! საქართველოს ნაკრები რომ ნორვეგიას მოუგებს მე უკვე ვთქვი და 28-ში დავწერ ამის შესახებ კომენტარს თუ რა უსუსურია პრემიერლიგა სხვა ტოპ ლიგებთან შედარებით, სადაც ნორვეგიელთა უმრავლესობა თამაშობს. სანაკრებო ფეხბურთში ჰალანი არის 0, ამას ვგულისხმობ და არა სიტიში ნაჩვენებ შედეგებს!
რაბუ
ოსიმენი მაგარი ფეხბურთელია მაგრამ კვარაზე წინ არ უნდა იყოს რეიტინგში. მანამდეც იყო ნაპოლიში და ერთი ჩვეულებრივი თავდამსხმელი იყო. კვარამ კი სხვა დონეზე აიყვანა. ამას უნდა დაფასება და შეხედვა
odala
გუნდის შედეგების მიხედვით ეს პრიზი ან ოსიმენს ეკუთვნის ან კვარაცხელიას. ოდნავ მეტად ალბათ უფრო ოსიმენს. მაგრამ ხვიჩას შედეგიანი გადაცემა გაცილებით მეტი აქვს. მესი გენიოსია და შეიძლება ყოველ წელს მისცე, მაგრამ ეს ორი ფეხბურთელი უფრო მაღალ დონეზე თამაშობს ამ ეტაპზე და უფრო ნაკლები რესურსით.
L.J .
Rodis mougo norwegias serbetma???6 tvis win????ert kvitashi 8 burti rom sheagdo ar ginaxia???wlis bolomde didi droa kidev,kvaras warmateba 3li brwyinvale shedegi iqneba 1elive sezonshi umagles doneze!!!
მეგრელი
ბოლო 1 კვირაში 10 გოლი გაიტანა ტიპმა რა დაღმასვლა
რაბუ
კვარა ლიგაზე შენ თავს უნდა გადაახტე, ხო მაგარი ხარ მაგრამ მეტი აიღე შენ თავზე. ისე გეთამაშოს ეს დარჩენილი დრო პირველზე გადასულიყავი რეიტინგში. სერია ა, ლიგა და ოქროს ბურთიც მოგეგოს პირველივე სეზონზე
ლაშა
ჰოლანის გუნდს ცოტა ხნის წინ სერბეთმა მოუგო და მიკვირს რეიტინგში დაღმასვლა რატომ არ შეეხო?! არაუშავს, ჩვენთან წაგების შემდეგ შეეხება!
G.LA
მესი და მბაპე ვფიქრობ დაქვეითდებიან, რადგან პსჟ ლიგიდან გავარდა. ბავარიამ თუ სიტი გააგდო ჰალანდიც უნდა დაქვეითდეს წესით. საჭიროა ნორვეგიის დამარცხებაც თავის ჰალანდით. ოსიმენი უკან იყო, ახლა კი საკმაოდ დაწინაურდა მე-8 დან მე-4 ზე გადავიდა. ხვიჩამ გოლებს უნდა მოუმატოს ლიგაზე. მესმის ძნელია პარტნიორის კონკურენტი გახდე, მაგრამ თავის თავზე უფრო მეტი უნდა აიღოს ხვიჩამ. ოქროს ბურთია სასწორზე.
სოსო
მბაპემ და მესიმ,ძალიან უკლეს.თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატში მათმა გამოსვლამ,ძალიან დიდი ბონუსები მისცა,ორივეს.ჰოლანი ფრინავს და ვინისიუსიც ბრწყინავს,თუმცა მათთან ბრძოლის შედეგები,ლიგაში შედეგებზე იქნება მნიშვნელოვნად დამოკიდებული.ხვიჩა და ოსიმენი კი,ერთ ტალღაზე სხედან და მათ შორის უკეთესიც,დარჩენილი თამაშების მიხედვით გაირკვევა.დღევანდელი სურათით,სამეულში შესვლა,შეუძლებელი არ ჩანს და დანარჩენს,მომავალი გვიჩვენებს.წარმატებები ჩვენს ბიჭს,წარმატება ჩვენს ნაკრებს ნორვეგიასთან და წარმატება ნაპოლის,ორივე ტურნირზე,ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით!მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"მხოლოდ "გალა" - სტამბოლი დაბრუნებულ ოსიმენს მიესალმება
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
"ნახეთ, როგორ მოიქცა?" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ოსიმენი გააკრიტიკა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ