საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი კარს მოგვადგა, თუმცა მთელი ყურადღება ნორვეგიასთან 28 მარტის დაპირისპირების ირგვლივაა. სტუმართა ლიდერისა და ევროპულ ფეხბურთში დღეისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, ერლინ ჰოლანის ტრავმას სოციალურ ქსელში ქართველი გულშემატკივრები აქტიურად გამოეხმაურნენ.

ახლა ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება საქართველოს ნაკრების ირგვლივ იყოს, ისაა, ყველამ დავიჯეროთ, რომ მოწინააღმდეგე ძალიან დასუსტებულია და ის იოლად უნდა დავჯაბნოთ. ამ წერილის მთავარი მიზანი სწორედ ესაა.

რა თქმა უნდა, ამხელა დანაკლისის შევსება ნორვეგიელებისთვის შეუძლებელია. "ზოგი ჭირი მარგებელიას" ამბავი ახლა რამდენად გაამართლებს, რთული სათქმელია. ამის მიუხედავად, არსებობს ფაქტორები, რის გამოც, შესაძლოა, "მანჩესტერ სიტის" ფორვარდის გარეშე დარჩენილი ნორვეგიელების ძლევა უფროც კი გაგვიჭირდეს, ვიდრე მასთან ერთად. ფეხბურთი ამიტომაცაა საინტერესო. ზუსტად ვიცით, ვილი სანიოლი ამაზე ბევრს იმუშავებს.

დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს ნაკრებს ერთი ფაქტორი მუდამ თან სდევდა - რაც უფრო ძლიერ მეტოქესთან გვქონდა საქმე, ჩვენი ბიჭებიც უფრო მობილიზებული და მონდომებული იყვნენ. ამის ფონზე, ის შეხვედრები, სადაც თითქოს იოლად უნდა გაგვემარჯვა, პრობლემად გვქცევია. ყველაფერი მოლდოვის ნაკრებთან სადებიუტო მარცხიდან იწყება. ერლინ ჰოლანი ნამდვილად იყო ის დამატებითი გამაღიზიანებელი, რასაც "ჯვაროსნების" შემართება უნდა აემაღლებინა. ასე იყო, როცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთს ვაჯობეთ. ახლა მთავარი ისაა, მობილიზება შევინარჩუნოთ და ერთი წამითაც არ მოვდუნდეთ.

რა თქმა უნდა, ბოლო თვეების განმავლობაში მთავარი მწვრთნელი ბევრს იფიქრებდა იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვეხერხებინა სტუმართა შორის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელის ნეიტრალიზება. სხვადასხვა ფაქტორით, ტაქტიკური სქემის შესაძლო შეცვლაზეც კი ვწერდით, ახლა კი სანიოლს მოკლე დროში ბევრი ჩანაფიქრის გადაწყობა მოუწევს. კარგია, რომ მატჩამდე რამდენიმე დღეა, ესპანეთის ნაკრებს ამისთვის მცირე საშუალებები აქვს. თანაც, შეგვიძლია, ნორვეგიელების "ფურია როხასთან" დაპირისპირებას კარგად დავაკვირდეთ.

უკვე შევეხეთ იმას, რომ მოსაგებ შეხვედრებში ხშირად გაგვჭირვებია და პირიქით, მოულოდნელი შედეგები დაგვიფიქსირებია. ამის მიზეზი ორი შეიძლება იყოს. პირველი, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, უფრო დაძაბული ვართ, როცა ჩვენგან აუცილებელ გამარჯვებას ელიან და მეორე, მეტოქის ტაქტიკური სქემა ისეთია, ინიციატივა თავად უნდა აიღო, შეუტიო და ასეთ დროს უფრო პრობლემები გვაქვს, ვიდრე მაშინ, როცა თუნდაც ჩვენს შანსებს ე.წ. მეორე ნომრად ვეძებთ. უკანასკნელი "ერთა ლიგის" მატჩებიც ამის კარგ მაგალითად გამოგვადგება. ახლა ერლინის გარეშე დარჩენილ მოწინააღმდეგესთან თითქოს ჩვენი წარმატების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პასუხისმგებლობასაც ზრდის. ფრანგი მთავარი მწვრთნელის როლი აქაც დიდი იქნება, რათა გუნდს მსგავსი შესაძლო შებოჭილობა მოუხსნას.

გარკვეული პარალელის გავლება კვლავ შეიძლება. როცა გაირკვა, რომ ჩვენ წინააღმდეგ ინგლისის ნაკრების იმ დროის გამორჩეული ვარსკვლავი, ალან შირერი ვერ ასპარეზობდა, მაშინაც მოდიოდა საუბრები, რომ დასუსტებულ მეტოქესთან მეტი შანსები გვექნებოდა. ნორვეგიელთა რიგებში არიან სხვა მოთამაშეებიც, რომლებსაც ჩვენს საჯარიმოში ხიფათის შექმნა შეუძლიათ.

"რეალ სოსიედადში" მოსპარეზე ალექსანდრ სორლოშიც ტანმაღალია (195 სმ). ის გარემარბადაც თამაშობს, თუმცა ისეთი სისწაფითა და მოძრაობით ვერ დაიკვეხნის, როგორც ჰოლანი. 27 წლის ფორვარდს საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ტემპერატურის აწევა შეუძლია. გუნდშია "სელტას" ახალგაზრდა შემტევი იურგენ სტრანდ ლარსენიც, რომელსაც გატანაზე არანაკლებად შედეგიანი პასების გაკეთება გამოსდის. დიდი ამბები კი ნახევარდაცვაში იქნება, "არსენალში" მოთამაშე მარტინ ოდეგორი და მისი თანამემულეები დაუღალავად ბევრს მოძრაობენ და ინიციატივის დაუფლებას ცდილობენ. აქ დიდი ბრძოლები გველის.

"ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება" - ასე დავარქვით ერთ-ერთ სტატიას, რომელიც ამ მატჩს ეძღვნებოდა, ხვიჩა კვარაცხელია და ერლინ ჰოლანი ხომ მიმდინარე სეზონში ძალიან გამორჩეულები არიან. გასაგებია, ჩვენი ინტერესი მხოლოდ საქართველოს ნაკრებს, მის შედეგებს და ევროპირველობაზე გასვლას ემსახურება, თუმცა "ნაპოლისა" და "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავების დუელი რომ არ შედგება, ეს ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის სამწუხაროა. ერთიცაა, გამარჯვება ასეთ მეტოქესთან უფრო ტკბილი იქნებოდა.

საქართველოს ნაკრებს წარმატებული სტარტი ვუსურვოთ, ეს ძალიან გვჭირდება!..

დავით 67
ერთი იმ ხალხის ტვინში ჩამახედა ვინც ესპანეთთან გამარჯვებაზე ოცნებობს. რა კრიტერიუმებით მსჯელობენ ვერ გამიგია. ჩემპიონატი გაქვს ძლიერი. მაგარ გუნდებში თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები თუ რა??? ხვიჩას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა. ეს ბაქი ბუქა ხალხი იმასაც იტყვის ცოტა ხანში რომ ევროპის ჩემპიონობის შანსიც გვაქვსო . ნურავინ შეწუხდებით მოპასუხეებათ. ანდა 28 მარტს 22-00 საათის შემდეგ გამაკრიტიკეთ.
irakli81
ითამაშებს ჰოლანდი ვაია, არ ითამაშებს ვუია. ეს უფრო იმას ჰგავს, ცუდ მოცეკვავეს კვერცხები უშლიდა ხელსო. ჩვენ თავდაჯერებულები და გამარჯვებაზე დაგეშილები უნდა გავიდეთ მოედანზე, ჰოლანდით იქნრბათუ უჰოლანდოდ, ბეჭებზე უნდა დავდოთ მეტოქე
ჟორა
არა მგონია ხვიჩამ მონგოლებბთან რომ უნდა ითამაშოს, რა იცი, ეშმაკს არ ძინავს.
იეთიმი
ხალხს ისეთ ფასებში აქვთ ბილეთები ნაყიდი რომ წავაგოთ გული გაუსკდებათ ასე რომ ბიჭებო როგორც წიკლაური მღეროდა ბიჭებო,ბიჭებო,ბიჭებო გამარჯვება ბიჭებო....
რომეო
მამარდა-კაკაბაძე-კაშია, კვერკველია, საზონოვი-აზაროვი-კვეკვესკირი,აბურჯანია, ხვიჩა, ზურიკო, მიქაუტაძე შეცვლაზე - ჩაკვეტაძე, ვოლკოვი, წიტაიშვილი, ლობჟანიძე
კონსტანტინე
ასეთი უცნაური ლოგიკიდან გამომდინარე, კვარაცხელია არ უნდა ვათამაშოთ, ნორვეგიას რომ უფრო გაუჭირდეს.
gia jashi
რა თქმა უნდა რეიტინგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ 2022წლის მონაცემებით შვეცია 23ადგილზეა და ნორვეგია 43-ზე,ასე რომ ნორვეგია შვედეთზე ძლიერი ნმდვილად არაა.
მერა
გუნდურ თამაშში ისინი გვჯობნიან,უფრო დისციპლინირებულები არიან.ერთადერთი შანსია ხვიჩას ან სხვა რომელიმეს ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე მივაღწიოთ რამეს.შეთამაშება ჩვენი სუსტი მხარეა,თან ფსიქოლოგიურადაც მგონია,რომ ჩვენებს ნაკლებად სჯერათ,რომ ვინმე ნორმალურ ნაკრებს მოუგებენ.ამ დროს მთავარია,შეძლებს თუ არა სანიოლი ამათ მოტივირებას.
ლაშა
როგორ მოვუგებთ და მაგრად! ნორვეგია კიარა ესპანეთს უნდა მოვუგოთ სახლში მაა როგორ. უნდა დავამთავროთ ფობიური სტერეოტიპები, რადგან არ არსებობს სპორტის სახეობა, რომელშიც წარმატებული არ ვყოფილვართ და ფეხბურთის დროც დადგა. დამიჯერე, ფული ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ არა ყველაფერს. ნუ ხარ პესიმისტი. ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად იძლევა ჩვენი ჯვაროსნების ნაკრები!
რატი
კომბალი თავში რამდენჯერ მოგხვდა?
დო მაჟორი
დააკვირდით სპალეტი როგორ ნეგატიურად რეაგირებს თავისი გუნდის გადაჭარბებულ ქებაზე? ის თვლის, რომ ქება უარყოფითად მოქმედებს ფეხბურთელების ფსიქიკაზე, რადგან ადუნებს მათ! ჩვენ რა გვაქვს გარანტირებული? ნორვეგიის ნაკრები ჰოლანის გარეშეც პოტენციურად ჩვენსაზე უფრო ძლიერი გუნდია!
კ ო მ ბ ლ ე
მოვუგებთ არა იხვი, ნუ შეჭამეთ ტვინი, პირველ ათ წუთში გადაწყდება შეგვიძლია ტამაში, თუ არა. ჩვენ ხომ ბაქიბუქა ერი ვართ! ნუ შეჭამეთ ტვინი რაა. ეს იმიტომ ზოგიერთისთვის, აუცილებელია, გამოსაფხიზლებლად! მერე გული არ დაგწყდეთ.. ჰმ, მოვუგებთ, უნდა მოვუგოთ, ვინ მოუგებს ერთი კაცი? როგორ?
სოსო
ლევან,ვიცი,რომ ფეხბურთი კარგად იცი,მაგრამ უთამაშებელი კაცი,ფიზიკურად რომ შესანიშნავადაც იყოს მზად,მაინც ვერ იქნება,ოპტიმალურ ფორმაში.აზაროვმა,თასზე ითამაშა მეორე ტაიმი და არც ეგაა,დიდი რამე,მაგრამ იქნებ უკეთეს ფორმაში იყოს.ღმერთმა ქნას,შენი პროგნოზი და რწმენა გამართლდეს,გამარჯვებაშიც და წიტაიშვილის ფორმაშიც.
ლაშა
კი, მაგრამ ესპანურ ლა ლიგაში მაღალ დონეზე თამაში რომ სულ სხვაა. კია ლორია ძლიერი კიპერი, მაგრამ რავიცი აბა, ვნახოთ...
კაპიტან გარდენბურგი
ბათუმში
ლაშა
ნორვეგია კიარა, ესპანეთზე უნდა გავიწიოთ საკუთარ კედლებში და არამარტო საკუთარ კედლებში!
ძველი გულშემატკივარი
ესპანეთი - ნორვეგია 2:0 საქართველო - ნორვეგია 2:1
ჰაჰა
მართალს ამბობს.
tngh
ნორვეგია ძლიერი გუნდია და სერიოზული მიდგომაა საჭირო... მოდუნება ერთი წამითაც არ შეიძლება!!! მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე!!!
L.J .
Mamardazw ver dagetanxmebi,lorias gamocdileba da ara mcvelebis kankali gvinda!!!!mamarda axalgazrdaa da kidev gvasaxelebs,magram axla gamocdili mekare gvchirdeba!!!
L.J .
Sorloti tavit uketesad tamashobs vidre erlingi,jami mainc igive rcheba meore sartuli ar unda davtmot,kashiam mteli sezonis tamashi unda achvenos ds ara marto tavit tamashisas,pirveli pasi aqvs magari da unda gamoviyenot swrapi kontrshetevistvis!!!!
ბექა
კარგი სტატია და ანალიზია, ვფიქრობ ჰალანდის დანაკლისმა შეიძლება ჩვენ საქმე უფრო გაგვირთულოს.
ქ. გ.
იმედი მაქვს, რომ ჩაკვეტაძეს შანსი მიეცემა, და გიორგი კარგად ითამაშებს.
ზლატანის ახლანდელი შვედეთი უფრო სუსტია
ჩემი აზრით იმ შვედეთთან შედარებით რომელსაც მოვუგეთ, ჰალანდის ნორვეგია ბევრად ძლიერია. ჯერ ერთი ზლატანი იყო ბებერი, აღარ დარბოდა და ადგილზე იღებდა ბურთებს და ანაწილებდა. ეხლანდელი ჰალანდი ეხლანდელ ვეტერან ზლატანზე რომ ბევრად ძლიერი და სახიფათოა, თქმა რად უნდა. პლუს ნორვეგიას კარგი ბურთის დამჭერი და გამანწილებელი ჰყავს ოდეგორის სახით. შვედებს ეგ აკლდათ. კრეატივი ნახევარდაცვაში. ამიტომ მე ვფიქრობ ძალიან გაგვიმართლა ჰალანდის არ ყოფნით. როგორც მაკედონიასთან შევძელით ნახევარზე ელმასის და ბარდია დაჭერა, ეგრე უნდა შევძლოთ ოდეგორის განეიტრალებაც
ლაშა
აქედან სავარაუდოდ არც თუ ისე კარგ ფორმაშია წიტაიშვილი, მაგრამ გიორგი რაის მსოფლიო ჩემპიონია თუ თავისი ძლიერი მხარე არ დაამტკიცა. შანსი კი სავარაუდოდ მიეცემა, თუმცა მის ნაცვლად შესაძლოა სხვა ფეხბურთელი ვიხილოთ ძირითადში. სხვა ყველა ფეხბურთელი ფორმაშია!
Levani
გულახდილად და ობიექტურად- საქართველო მოუგებს ნორვეგიას,იმიტომ რომ ხვიჩას გარდა სხვა ბიჭებიც არიან რომლებმაც ფეხბურთი იციან. იგივე წირაიშვილი რო აიღო-ყველა ფიქრობს რომ უთამაშებელია, არადა მე პირიქით მგონია-თამაშს მოწყურებულია.ლეხში დებილი მწვრთნელი არ ათამაშებს,თავისი პოლონელი ცხენები ურჩევნია მაგის კრეატივის(თანაც თავის საკუთარ მოთამაშეს ავითარებს და ეს ნათხოვები რეზერვში ყავს) ამ დროში კიდე დარწმუნებული ვარ ეს ბიჭი(განსაკუთრებით სანაკრებოდ) ბევრს მუშაობს და ფორმაშია. ასეთი წვრილმანები ბევრია,იქ ჩაკვეს კლასი,ზურიკოს მოხერხება- მე მგონია რო ნორვეგია ვერაფერს გახდება და მივაშვედეთებთ თბილისში.
MARGALONA
ჰოლანდთან ერთად ნორვეგიის დამარცხება უფრო საინტერესო იქნებოდა,წარმატებები ჩვენს ლომებს. ირო წჷმე ბოშეფჲ❤️
ლაშა
ჩვენი ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა, 3-2-4-1: მამარდაშვილი კაშია-საზანოვი (ხოჭოლავას ნაცვლად)-კაკაბაძე წიტაიშვილი (სავარაუდო შეცვლა: დავითაშვილი)-გოჩოლეიშვილი კვარაცხელია-კვეკვესკირი-აბურჯანია-ჩაკვეტაძე მიქაუტაძე
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ტრავმირებული ჰოლანი მწყობრში სეზონის ბოლოს ჩადგება
არც ჰოლანი და არც მბაპე - ტიერი ანრიმ დღესდღეობით საუკეთესო ფორვარდი დაასახელა
[PHOTO] "ალბათ, შენი მშობლები ამით ამაყობენ" - ჰოლანმა გულშემატკივრის წერილი გაასაჯაროვა
ტრავმირებული ჰოლანი მწყობრში სეზონის ბოლოს ჩადგება
"ჰოლანმა რითი უნდა გამაკვირვოს?" - პეპ გვარდიოლა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ