ავსტრალიის ნაკრები დღეს, სიდნეიში სამი ერის გათამაშების პირველ მატჩში, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება
ავსტრალიის ნაკრები დღეს, სიდნეიში სამი ერის გათამაშების პირველ მატჩში, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ვოლაბები" ერთი კვირის წინათ სამოას ნაკრებთან წაგების შემდეგ საკუთარი ქომაგების წინაშე ვალში არიან. მათ ხომ მეტოქეს, ფაქტობრივად, ისტორიული გამარჯვება აჩუქეს.

ავსტრალიელთა ფსიქოლოგიურ განწყობაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს თუ სამოასთან წაგებას, "ბოკესთან" წარუმატებლობაც მოჰყვა. არადა, აქაურებს ზე რაგბის გათამაშებაში ბრისბენის "რედსის" ტრიუმფის შემდეგ იმედი მიეცათ, რომ ორ თვეში, მსოფლიოს თასზე მათი სათაყვანებელი გუნდი ვებ ელისის თასისთვის რეალურად იბრძოლებს.

"ვოლაბები" მეტოქეს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან. საეჭვო იყო, მგეზავი ქუადე კუპერის თამაში, რომელსაც გრიპი შეეყარა, თუმცა გამოჯანმრთელება მოასწრო და ახლა მწყობრშია. ავსტრალიელთა თავკაცმა რობი დინსმა ძირითად განაცხადში არ შეიყვანა შუამარბი მეთ გიტო. რომელმაც, მისი აზრით, სამოასთან ძალიან სუსტად ითამაშა, თუმცა როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, გიტოს ჯერ კიდევ აქვს შანსი ვითარება გამოასწოროს და ახალ ზელანდიაში, მსოფლიოს თასზე საასპარეზოდ გაემგზავროს.

რაც შეეხება სამხრეთ აფრიკის ნაკრებს, მსოფლიოს თასის ამჟამიდნელ მფლობელს პრობლემები გაციელბით მეტი აქვს. ამ დროსიათვის სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვს და მკურნალობს ეროვნული გუნდის 20 მორაგბე. თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია და "ბოკეს" თავკაც პიტერ დე ფილეირსს შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა, საქმეში ახალგაზრდა, იმედის მომცემი მორაგბეები გამოსცადოს.

ავსტრალია: 15. კართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. პეტ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. სეკოპე კეპუ, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. რობ საიმონსი, 5. ჯეიმზ ჰორვილი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოქოკი, 8. ბენ მაკკელმენი.

16. საია ფაინგაა, 17. პეკაჰუ ქოუანი, 18. ნათან შარპი, 19. მეთ ჰოჯსონი, 20. სკოტ ჰიგინბოთამი, 21. ნიკ ფილიპსი, 22. ენტონი ფაინგაა.

სამხრეთ აფრიკა: 15. ხიო ეპლონი, 14. ბიორნ ბესონი, 13. იან დე იონგი, 12. ვინანდ ულიფიე, 11. ლუაზი მვოვო, 10. მორნი სტეინი, 9. რუნ პინარი. 1. დინ გრეილინგი, 2. ჯონ სმითი, 3. ვერნერ კრუხერი, 4. ფილიპ ფან დერ მერვე, 5. ალისტერ ჰარგრეივსი, 6. დეონ სტიგმანი, 7. დენი როსუ, 8. ეშლი ჯონსონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა