ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და მონღოლეთის ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელმაც თავიდანვე შეუტია და კობახიძის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ვოლკოვმა ბურთი ძელს გაარტყა, ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრიერიშისას მეკარისა და ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, თუმცა ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - მონღოლეთი

გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბალჯინიამი (31)

გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40)

საქართველო: ლორია, კობახიძე, დვალი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია, გაგნიძე, წიტაიშვილი, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, ვოლკოვი

სოსო
კარგი რა,სეხნიავ!თავდაჯერებულობა აკლია,იმ ტრავმის მერე,კონტაქტების შიშიც იგრძნობა,ჯერ კიდევ.მაგასაც გადალახავს.დრო უნდა და რამდენიმე გოლი.დღეს დუბლი გააკეთა,მაგრამ პენალტი გააფუჭა და ის ერთი გოლიც თამაშგარედან იყო,თორემ ეგ ორივე რომ გაემართლებინა,სამ დღეში,უკვე თითქმის ძველ ჩაკვეს ვნახავდით.დრო და გატანილი გოლებია,ჩაკვეს წამალი.
G.LA
Xo da-ს გადაახვიე ნახე პირველი და მეორე გოლი. ნეტავ ასეთები ნორვეგიასთანაც 5 გოლი ჩაგვითვალონ, მარა იქ ვარი იქნება.
იმერელი
რა უაზრო ფორმებიაა. არც გერბს გავს არ დროშას. რ იყო სადა ჯვრები ჯვაროსნებზე
ss
გაჩუმდი რა, არ არის საჭირო ყბედობა
Burton
მიხაელ, პირველ არხს აქვს ნაყიდი საავტორო უფლებები მატჩის ტრანსლირებაზე მხოლოდ(!) საქართველოს ტერიტორიაზე. არ აქვთ უფლება, მაგალითად იუთუბზე ტრანსლირება რომ გახსნილი იყოს უცხოეთშიც. სწორედ ამ მიზეზის გამო, ყურება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიიდანაა შესაძლებელი.
1
ცხოვრებაში არ მინახია ესეთი არაფრის მომცემი სპარინგი ჰაერს ეთამაშებოდნენ მემგონი, ნორვეგიას საერთოდ მოუმზადებელი და გაუხურებელი შევხვდებით
Xo da
სომეხ სუდიას მაღარიჩი უკისრეთ
Nu.
არაფრად არ გამოგვადგა მონღოლეთთან თამაში ისეთი ნულები არიან კალორიებსაც არ წვავენ ჩვენები მემგონი
G.LA
ჩვენი ბიჭი დამანახეთ ნაკრებში 15-20 წუთი თორემ 28-მდე გული მიმდის ისე მენატრება ნაკრებში. პ.ს. 2 ბურთი თამაშგარედან გავიტანეთ.
სრული ჭეშმარიტებაა
გეთანხმები, პრაგმატულად მოქმედებენ:-)
erti
საზონოვს რას ერჩი თუ დუმა არ გიდევს მართლა თავში
ტტტ
ეს თამაში თუ მინიმუმ 3 ბურთით არ მოვიგეთ მთელი ფედერაცია უნდა გადადგეს სრული შემადგებლობით
სოსო
ჩაკვეტაძე არი ნოლი გამქრალია საერთოდ ასე რამ ჩააქრო ამხელა ტალანტის ფეხბურთელი ერთი ნაპერწკალი აღარ აქვს და არც ჟინი ფეხბურთის თამაშის
G.LA
თამაშის წინაც დავწერე შემადგენლობა რომ ვნახე, ეს შემადგენლობა დიდი ანგარიშით რომ მოიგებს არ მჯერა მეთქი. ასეთ გუნდებს მყვირალა ანგარიშით უნდა უგებდეთ და მოუგებდით კიდევაც რომ არა ასეთი გულმავიწყობა. დავწერე თამაშის წინ გიბრალტარი არ დაგვემართოს მეთქი და სანიოლს დაავიწყდა გიბრალტარი? რით ვერ გავიგეთ რომ არ ვართ გერმანია ან საფრანგეთი რომ მეორე შემადგენლობით თუნდაც მონღოლეთს ან გაბრალტარს ისტორია არ დავაწერინოთ? გამოიყვანე რააა შემადგენლობა და მერე ათამაშე ეგ გამოსაცდელები. ახლა ამ გუნდამა როგორ გინდა ნოევეგიასთან ითამაშოს? არადა დარწმუნებული ვარ ხვიჩა 20-25 წუთში დუბლს გააკეთებდა. წაიყვანე ანგარიში და დაჩაგრე დასაჩაგრი მოწინააღმდეგე. ახლა კი გინდაც მოიგე რაღა მნიშვნელობა აქვს? ნორვეგიასთან ისეთი ჟილკით გუნდი ვეღარ გავა და შესარჩევიც შეიძლება ისეთი დაწყება ვერ გამოგივიდეს როგრიც გვინდოდა. სირცხვილია ყველას ისტორია აწერინო ყოველთვის.
მიხაელ
ემიგრანტებს "გვიცავს" პირველი არხი , ყველგან გათიშული აქვთ ტრანსლაცია და ვერ უყურებს ადამიანი თამაშს.
დათო
ალბათ ნორვეგიას არ უნდა აჩვენონ ტაქტიკა და სტრატეგია))
რონი
კვარადონა და ნახირი.. მეტი სათქმელი არაფერია. ჩაკვეტაძის დიდი დამცველი ვიყავი მაგრამ ეხლა დავრწმუნდი რომ ნაკრებშიც არ იმსახურებს გამოძახებას ისეთი მონდომებით თამაშობს თითქოს ყანიდან ნაშრომი ეხლა შეუშვეს სტადიონზე.
ზაზა
გუნდში ჯერჯერობით გაგნიძე,წიტაიშვილი,საზონოვი,გოჩოლეიშვილი,დანარჩენები სუსტად გამოიყურებიან!!!
ქომაგი
სანამ ფედერაცია ღლაბუცს და ჩალიჩს არ მოეშვება, სამარცხვინო სიტუაციები სულ გვექნება. რა დროს ლორიაა და ან კობახიძე როგორ უნდა ამჯობინო სერია ა-ს მცველს. მწვრთნელს მიეცით სრული თავისუფლება!!!
Las
გაგნიძე საზანოვი. მგონი ჯობია დუმაში გააგრძელონ თამაში კრასნი პლოშადზე არაა ნაკრები მაგათი საქმე
ლევან მაღლაკელიძე
გაგნიძეს ერთი თამაში უნდა კიდე და ძირითადის კაცია. დიდი რესურსი აქვს. ბურთთან კარგადაა, ფლობს, პასებს ანაწილებს. ნუ ცოტა მორიდებულადაა, რადგან ჩაკვეს ათამაშებენ, უნდათ რო გოლი შეაგდოს და მოეხსნას ეს კომპლექსი ბოლობოლო. მარა, რავიცი. დვალი კაია. ლორია მაინცდამაინც კარებსი უნდა შეუსრულდეს 100 წელი? დაეყენებია ყარაბახის მეკარე, რაღად უნდა ლორია. კაროჩე. კობახიძე სუსტია. საზონოვი ჩაჯდება სასტავში, ცოტა მორიდებითაა. გაგნიძეს აშკარად მეტი შეუძლია. ეტყობა რო ძლიერია და ცოტა მეტს რო აიღებდეს თავის თავზე, კარგია. გოცოლეიშვილიც მომწონს.
zura222
ძირითადი შემადგენლობა უნდა გამოიყვანოს მეორე ტაიმში ! ესენი არაფრის მაქნისები არ არიან @ გაგნიძე და გოჩოლეიშვილი უნდა დატოოვოს და დანარჩენები შეცვალს !
jordan beli
ლორიას მადლობა და წადი.კობახიძეს იმედია აღარასოდეს ვნახავ ნაკრებში
ვოლკოვმა
გოლი,აშკარა თამაშგარიდან გაიტანა.ჩაკვეტაძე საკუთარი თავის აჩრდილია,წიტაიშვილს აშკარად ეტყობა სათამაშო პრაქტიკის არ წონა,ლობჟანიძეც სუსტად გამოიყურება,გაგნიძეს არაუშავს,ართმევაზე კარგია.ლორია უნდა შეეგუოს მეორეობას,და ზოგადად ასეთი ცენტრით ძალიან გაგვიჭირდება.
a a
ლიჩოშვილი უთამაშებელიაო და კობახიძე რო თამაშობს რაა მერე? ზურგ უკან ისეთი პასი გაუძვრა რამის ბეჭი ამოიგდო ჩაჭრას რო ცდილობდა. სანიოლის სამწვრთნელო კვალიფიკაციაც იშიფრება უკვე რა დონეზეც აქვს. ეხლა კვარას გამოიყვანს მოიგებს თამაშს გამოვლენ მერე ვაზელინა ვეტერანი ფეხბურთელები და დაიწყებენ ნაკრებზე და სქნიოლზე სადღეგრძელოებს.
gia
ნუ არცხვენთ " ჯვაროსნებს" ამ ნაგვებთან შედარებით
ჯონი
ამ ჩაკვეტაძეს იმედზე ვართ ჩვენ ????? ვაი ჩვენს პატრონს !!! ხვიჩას მოვეფეროთ კიდევ !!
ალექს
მოკლედ.. ყველაფერია გუნდის გარდა.. საშვილიშვილო სირცხვილია უკვე ეს როგორც არ უნდა დამთავრდეს..
დავით 67
აუ რა მაგრები ხართ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
მონღოლებს ქართველებთან თამაში მოეწონათ და ბათუმში კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებენ
მონღოლეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ჩაკვეტაძის გამოუყენებელი პენალტი და დუბლი - საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა [VIDEO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ჩაკვეტაძე: ნავსი გატყდა და გავიტანე - იმედია, ნორვეგიასთან გავიმარჯვებთ
სანიოლმა ნამატჩევს გაამხილა, რა დაავალა შესვენებაზე ჩაკვეტაძეს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ