ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში ესპანეთმა მალაგაში 3:0 სძლია ნორვეგიას. ესპანური პრესა აღნიშნავს, რომ მეტოქეს საუკეთესო თავდამსხმელი ჰოლანი არ ჰყავდა, მათ კი "ესპანიოლის" 32 წლის დებიუტანტის ხოსელუს სახით ახალი ჰოლანი ჰყავთ. ახალმა მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ ოთხი ისეთი ფეხბურთელი დააბრუნა, რომლებსაც კარგა ხანია "ფურია როხაში" აღარ უთამაშიათ - არისაბალაგა, ნაჩო ფერნანდესი, მერინო და ასპასი.

მოკლედ, ესპანელები გამარჯვებით გახარებულები არიან, თუმცა ყველაფერი შეიძლებოდა სულ სხვაგვარად მომხდარიყო. მაგალითად, პირველ ტაიმში კარვახალთან კონტაქტის შემდეგ საჯარიმოში წაიქცა სტუმართა გუნდის კაპიტანი ედეგორი და ნორდები თვლიან, რომ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა. მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, სიორლოტმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და რომ გაეტანა, ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა მატჩი. შეიძლება ითქვას, ესპანეთს გაუმართლა. ყოველ შემთხვევაში, ნორვეგია ასეთი ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდა.

vg-ის ჟურნალისტი შეხვედრის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ ნორვეგია მეტოქეს არაფერში არ ჩამოუვარდებოდა და თუ საქართველოსთანაც ასევე ითამაშეს, სამ ქულას უეჭველი მოიპოვებენ.

ნორვეგიელთა მწვრთნელი სოლბაკენი ბასტიენის მსაჯობით აღშფოთებული იყო და თქვა, რომ ფრანგული ქედმაღლობით უპასუხა პროტესტზე, როდესაც თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. მისი თქმით, მეორე გაშვებულ გოლამდე თანაბარი თამაში იყო და თავისი შეგირდები კარგად გაისარჯენ.

სიორლოტმა დაიჩივლა, რომ რამდენიმე მომენტიდან ერთი მაინც რომ გამოეყენებინათ, ფრეს მიაღწევდნენ, პოზიტიური განწყობის შენარჩუნება მართებთ, შესარჩევი ეტაპი ხანგრძლივია და სამშაბათს ბათუმში ქართველების დამარცხებას აპირებენ.

ედეგორმა TV2-თან არდანიშნულ პენალტზე გაამახვილა ყურადღება, ბურთის უნარიანად ფლობაზე და დაბალ რეალიზაციაზე, რაც გამოსასწორებელია.

რრრ
როგორც დანია ჩავიდა ასტანაში მოსაგებად და რაც წაიღო, იმავეს წაიღებენ ეგენიც ბათუმიდან.დდდ
ALONZO
თარსი ხარ,ვიღაცა ხარ. საერთოდ არ უყურო ამ მატჩს !
ვოოტ
ამით ნორვეგიელები იმდენად საკუთარი მარცხის გამართლებას არ ცდილობენ, რამდენადაც ჩვენთან სათამაშო მატჩის არბიტრზე წინასწარ ახდენენ ზეწოლას... ძალიან აქტიურად იზჭიდავებენ ორივე საჯარიმოში და მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვიყოთ სტანდარტების შესრულებისას, - ამ მატჩის ბედს მცველების შეცდომები უფრო უმეტესწილად განსაზღვრავენ, ვინემ თავდამსხმელების ოსტატობა... წარმატებები ბიჭებს....
bujanga
1-1 როდის იყო მეორე ტაიმში კი არა საერთოდ?
რაბუ
არაა ნორვეგია ის გუნდი (მითუმეტეს ჰალანდის გარეშე) აქ რომ ვერ მოვუგოთ. ჩემი პროგნოზია 2-0
მათე
მემგონი ჩვენს ნაკრებს ძალიან გადაჭარბებულად ვაფასებთ, ძალიან კარგი თაობაა მაგრამ დაცვა და ნახევარ დაცვა ძალიან დიდი პრობლემა ა არარის საკმარისი მხოლოდ ხვიჩა, ერთი კაცი ვერ იგებს თამაშს, აი მაკრებიდან ვინ თამაშობს დაცვის ან ნახევარდაცვის ამპლუაში მაღალ დონეზე და სტაბილურად, არავინ და ეს პრობლემაა, ჩაკვეც ვერ არის ის რაც იყო, მონღოლეთი საზომი არარის, ცუდი პროგნოზის მოლოდინი მაქვს, თუმცა რათქმაუნდა წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ ბიჭებს.
ლაშა
მოგებით აუცილებლად მოიგებს ჩვენი ნაკრები და 28-ში, 22-დან 23 სთ.-მდე აუცილებლად დავწერ მათი გაპარტახების შესახებ კომენტარს!
ჰოკეისტი
ხვიჩა პირველ თაიმშივე დატოვებს ნორვეგიელებს 10 კაცით, უეჭველი გააწითთლებენ ვინნმეს ან ეგ. ან ჩაკვე. საბოლოო ანგარიში იქნება 5-0 ან 5-1. ფეხბურთის თამაშს დაავიწყებენ ვიკინგებს. ყველა გაიტანს, მათ შორის ზურიკოც.
ლაშა
"მოგებას აპირებან"... შემთხვევით განადგურება არ უნდათ?!
გიო
გაასწორეთ სტატია, ეტყობა ნაბახუსევზეა დაწერილი.
Lebron
სანამ გამოაქვეყნებდით ვინმემ ეს სტატია გადაიკითხეთ? :)))))))))) წერეთ ეხლა მოძალადე კეკელიძის სტიპენდიებზე და Gენზი თაობაზე :)))))))))))))))
შაზრუდინი
ესენი რაღაც ნამეტანს ხომ არ…..იმაზე არ დიქრობენ რომ ხვიჩა გვყავს?
ლაშა
ნორვეგია კიარა, ვერც ესპანეთი ბრწყინავდა მაინცდამაინც და ჩვენთან მათი შანსები 50/50-ზეა, თუმცა საკუთარ კედლებში მათთან მოგებაზე უნდა ვიფიქროთ ისევე, როგორც ესპანეთთან! სიტყვებმა: "მოგებას აპირებნენ", უფრო უნდა აგვანთოს. ბათუმში საინტერესო მატჩს ელის მთელი ქვეყანა და ამჯერად ყველა დროის საუკეთესო ფორმაში მყოფი ჯვეროსნების შეჩერება ვიკინგებისთვის ურთულესი იქნება. ჩვენ ვალდებული ვართ საკუთარი თამაში ვაჩვენოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს, რადგან ტოპ ჩემპიონატების ქვეყნების წარმომადგენლები გაათმაგებული ყურადღებით არიან და არც ერთ ქართველს არ აინტერესებს თუ რას რას აპირებენ ნორვეგიელები. მთავარია რას ვაპირებთ ჩვენ და ჩვენ რასაც ვაპირებთ და რაც გვინდა მოგებაა! ნებისმიერი ნაკრების პარპაში უნდა დამთავრდეს საქართველოში!
ბორის
1:1 რომ იყოო წერთ არ იყო, ცოტა ყურადღება გაამახვილეთ წერისას.
კახა ქ.
არაა ცუდი გუნდი.დიდი ბრძოლა მოგვიწევს.წარმატებები
გფფ
ეჰ მოგვიგებენ კიდეც
ჯუჯი
1:1 არ ყოფილა გაასწორეთ.
კობა
3-0 წააგოო წერთ და ეს 1-1 ძე რომ გაეტანაო ნორვეგიას. საიდან მოიტანეთ
ზურა
თუ მატჩი 3 : 0 დასრულდა, მეორე ტაიმში 1:1 როგორ იყო??? არადა აქ ასე გიწერიათ. სამწუხაროდ, აქ სტატიებს ხარისხი საერთოდ აღარ აქვს.
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
A ჯგუფში ყველაფერი დასრულდა - ესპანეთი და შოტლანდია ევრო 2024-ზე გავიდნენ [VIDEO]
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
კვიპროსის ნაკრები თბილისში გამომგზავრებამდე ნორვეგიასთან განადგურდა
თემურ ქეცბაია: საქართველო ესპანეთი არაა და რაღაცის მიღწევას შევეცდებით
შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით