ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1

გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

• ტარიელი

გოლში თუ მამარდაშვილს ადანაშაულებ , ძალიან არა სწორი ხარ . უზუსტელი დარტყმა იყო შორეულ კუთხეში , თანაც დაბალი და ძლიერი . მაგას ჯოკოვიჩიც ვერ მიწვდებოდა ჩოგნით . რაც შეეხება ხიზანიშვილს და მის ამხანაგებს , აქ ძალიან სწორი ხარ . )

• ამატაკი

რეალობის პირის მოქონვამ არა მგონია სიკეთე მოგვიტანოს. პირველი ტაიმში არ გტოვებდა მწარე განცდა, ქეცბაია- ვაისის დეჟავიუ,თანაც ყველაზე უარესი ვარიანტი, ანუ ისევ იქ დავბრუნდით. ეს არ იყო 3-4-2-1. არამედ 5 მცველი ხაზზე, პლიუს 2 უფრო ჩამშლელი, ვიდრე შემქნწლი და ყველას მოწყვეტილი 2 შემტევი ფორვარდით. ამოცანა რომ როგორმე არ გაგვეშვა გოლი, ბურთი სწრაფად აგვეტანა შემტევებზე, ისინი კიდევ რამეს მოიფიქრებენ. ამაში ორიგინალობის ნიშანწყალი არაა (ნორვეგიელთა მწვრთნელმაც კი აღნიშნა), ასე თამაშობენ თითქმის ყველა პატარა გუნდები. სამმცველიანი ტაქტიკა ითხოვს რეაქტიულ ფლანგებს, რომლებიც მუდმივად ერთვებიან, როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზებში (რასაც ამ ფორმაში მყოფი აზაროვი და კაკაბაძე ვერ ახერხებდნენ). ამის გარეშე დაწოლა იზრდება ცენტრზე, ხოლო შემტევები საეთოდ მოწყვეტილია თამაშს. ზუსტად ეს სურათი იყო 1 ტაიმში და ჰოლანდიც რომ ყოფილიყო იქვე დაგვიმთავრებდნენ თამაშს. მხოლოდ გოჩოსა და ლობჟანიძის შემოსვლის შემდეგ დავიწყეთ ფეხბურთის თამაში.სანიოლი კიდევ ორთაბძოლებზე აკომენტარებს. ჩვენ ვერ ვითამაშებთ შოტლანდიურ და ირლანდიურ ფეხ⁷ბურთს, თუ ამას ითხოვს. ჩვენი ფეხბურთი სტრატეგიაში არაორდინალური გადაწყვეტილებები, ფეთქებადი ფლანგური გარღვევები და იმპროვიზაციაა.

• Jango

მამარდაშვილს ძალიან ხშირად ემართება გაჭედვა და გაშეშება. ეს ნორვეგიასთან 4- ჯერ დაემართა, ეს მისი უსაშინლესი სისუსტეა, ლრიას არ ეზარება გადახტომა თუნდაც უკვე გასულ ბურთზე... ხიზანიშვილი და მისი ამხანაგები გასაგდებია ნაკრებიდან, ამას ვერავინ ხვდება? მაგათი ნაჩალიჩებია ეს აღრეული შემადგენლობა.

• Რაგბის ფანი

100% ეგრეა. ტრანსფერებზე ჩალიჩობს ფედერაცია. ლოჩოშვილიც არ გამოიძახეს იტალიიდან, რადგან თბ დინამოდან ტაბიძე არის გასაყიდი.

• Რაგბის ფანი

იტალიიდან ლოჩოშვილს არ იძახებ, რადგან თბილისის დინმაოდნა ტაბიძე გყავს გასაყიდი.

• გოგია

სწორი მსჯელობაა.

• მიშა

ვფიქრობ, ბოლო ორი თამაშის მერე, შემდეგი ცვლილებები წამოვა: - ლორია ძირითადიდან საბოლოოდ ამოვარდება; - გოჩოლეიშვილი დამკვიდრდება ძირითადში; - უფრო აქტიურად წავა თაობების ცვლა დაცვაში და ნახევარდაცვაში (საზონოვი, გაგნიძე); - დავითაშვილი აღარ დაიწყებს თამაშს ძირითადში (სანამ თავს მაღლა არ აწევს და პასის მიცემის კულტურას არ შეიძენს); P.S. დამაიმედებელი ის იყო, რომ თუ მეორე თაიმს მწვრთნელი იგებს, ორივე თამაშის მეორე ტაიმი სანიოლის აქტივში უნდა ჩავწეროთ. თამაშით თუ არა, ანგარიშით ხომ მოვუგეთ ნორვეგიას მეორე ნახევარი.

• Givi

Da kidev kvela saitze qartulze tu araqartulze agnishnaven kvekveskiris mshvenier gadacemas...ra shuashia kvekve ver mivxvdi??? atjer vnaxe goli da kvirkvelia awvdis budus romelic memgoni exeba cota burts da mere miqautadze...

• რა მაფიაა?

100%

• koka

მადლობა ფორტუნას რომელიც ჩვენ მხარეზე იყო თორემ დიდი ანგარიშით დავმარცხდებოდით.ხვიჩასგან უკეთეს თამაშს მოველოდი.

• მმ

ჯერ ახალკაცი იყო მოსაშორებელთა სიაში, მერე ჟორდანია და ჩოლარია, მაგათმერე არველაძეების კლანი და ა.შ.

• Soso

100 პრიცენტით გეთანხმები ჯავა არადა აბურჯანიას მაღალი კლასი რომ ქონოდა ერთი პასით რამდენჯერ შეეძლო კვარა გაეშვა გამწვავებაზე

• სოსო

კომენტატორები კომენტატორებად,მაგრამ ტრანსლაციას ვინც ახორციელებდა,რამდენი კამერა ჰქონდათ დაყენებული?თითქმის არ იყო გამეორებები,რაც იყო,არავითარი რაკურსები გამეორებებისას.ვარი როგორ მუშაობდა,როცა არაფერი ჩანდა,ეგაა საინტერესო.შესარჩევი ჯგუფის თამაშში ასეთი გადაღება,სამარცხვინოა მისი გამკეთებლისათვის.სულ ბოლოს ხელ თამაშზე შესაძლო პენალტს რომ განიხილავდნენ,დაახლოებით 60 მეტრიდან გადაღებული ერთადერთი რაკურსი აჩვენეს და ისიც,ზურგიდან გადაღებული და თანაც,მხოლოდ ერთხელ.გარეთ გრიგალი იყო და შესაძლოა რაღაცები დაზიანდა,მაგრამ ბოდიშის მოხდა მაინც ხომ შეეძლოთ? პ.ს.გუშინდელ ქარბორბალას,მსხვერპლიც მოჰყოლია და ვუსამძიმრებ,გარდაცვლილის ჭირისუფლებს.დაშავებულებს კი,სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

• გია

ადრე იძახდით არველაძეები სანამ არ მოშორდებიან არაფერი გვეშველება, მერე ქეცბაია, მერე ვაისი და ა.შ. გამოსავალს და სწორ ანალიზს არავინ წერს მარტო კრიტიკა. არ არიან მაღალი კლასის ფეხბურთელები და რა ვქნათ. მარტო კვარა რას იზამს. როგორ გგონიათ 1981 -ში მარტო ყიფიანი მოიგებდა ევროპის თასს, გვერდზე ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელები რომ არ ყოფილიყვნენ (გვარების ჩამოთვლას აღარ შევუდგები ისედაც ყველამ ზეპირად იცის)

• გია

შუაში რა უნდა იჩალიჩონ, არ არის ფეხბურთელები გაიგეთ

• გია

ჩვენ ფეხბურთელებს საფეხბურთო ინტელექტი არა აქვთ ანუ კლასი აქვთ დაბალი. ჯერ გადახედეთ რა კლუბებში გამოდიან ჩვენი ფეხბურთელები ( არ ვგულისხმობ კვარას და მამარდას). როგორ შეიძლება ამ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით აჯობო გუნდებს, რომლის შემადგენლობის უმრავლესობა ტოპ ლიგის წარმომადგენლები არიან. ჩვენ მხოლოდ ერთა ლიგის ც ლიგაში ვართ მაგრები, ეს არის ჩვენი ადგილი.ვარჩიოთ ახლა კვეკვემ ჩააგდო თამაში, აბურჯანია სუსტია, აზაროვს ნაკრებში რა უნდა და ა.შ. რა ამათზე უკეთესი გვყავს ვინმე რეზერვში. თუ შეცვლა გინდა, ისიც ისეთი დაბალი კლასის არ არის როგორც დანარჩენები. ასე რომ მარტო კვარა, გაზაფხულს ვერ მოიტანს, თუ მაღალი დონის 6-7 ფეხბურთელი არ გეყოლა გუნდში.ამ შემადგენლობით შეიძლება ერთი თამაში მოიგო (როგორც ხდება ხშირად), მაგრამ ციკლის მოგება ძალიან რთულია.

• სოსო

თამაში ისე დაიწყო,ვიფიქრე,გუნდი უკვე გასახდელიდან გამოვიდა მეთქი,დამარცხებული.საბედნიეროდ შევძელით თამაშში დაბრუნება და შესაძლოა ეს უფრო მნიშვნელოვანიც იყოს,ვიდრე მოპოვებული ერთი ქულა.გუნდი არ დაიშალა,იბრძოლა,ანგარიშიც გაათანაბრა,თამაშიც და მოსაგებადაც გაიწია.გამოდის რომ უკვე ხასიათი და თავმოყვარეობა გვქონია!!როცა ფეხბურთელების გუნდებს გადახედავ,ყველა მიხვდებოდა,რომ ნორვეგიელები,გაცილებით ძლიერ გუნდებში თამაშობენ და ეს თუ ვინმესათვის არაფერს ნიშნავს,სჯობია ფეხბურთზე ლაპარაკს თავი გაანებოს.მძიმე,უმძიმესი უნდა ყოფილიყო ეს მატჩი და ასეც გამოვიდა.ბიჭებმა იპოვეს საკუთარ თავებში ძალა,თამაში შემოებრუნებინათ და ამისათვის მადლობას ვუხდი მათ,სტადიონზე მისულ გულშემატკივრებთან ერთად.ასეთი მხარდაჭერის გარეშე,ბიჭებს კიდევ უფრო გაუჭირდებოდათ.იმაშიც დარწმუნებული ვარ,ეს თამაში,ჩვენ ნაკრებს,კიდევ უფრო თავდაჯერებულს გახდის.წუხელ,შოტლანდიელებმა დაამტკიცეს,რომ თამაშს და ბრძოლას,ყოველთვის აქვს აზრი.ეს უკვე ჩვენებმაც იციან და გამოდის,ამ ჯგუფში,მართლაც ყველას ყველასთან ჰქონია შანსები.რაც უფრო შეკრული გუნდი ვიქნებით,მით მეტი გვექნება შანსებიც.ამ თამაშში,თავი არავის დაუზოგავს და ამიტომ,შეცდომებისათვის,არავის გავაკრიტიკებ.ყველა აკეთებდა იმდენს,რამდენიც შეეძლო და ფარხმალი არავის დაუყრია.ამიტომ კიდევ უფრო მეტი იმედი მიჩნდება სამომავლოდ.ძალიან ბევრი ახალგაზრდაა გუნდში,რომლებიც აუცილებლად მოუმატებენ და კიდევ უფრო გავძლიერდებით.ერთი როგორმე ზაფხულში ნაკრების და ახალგაზრდული ნაკრების შეწყვილებულ თამაშებს დავუძვრეთ,მშვიდობით და შემოდგომისათვის,უკვე გაცილებით გამოცდილი და თავდაჯერებული ნაკრები გვეყოლება.

• აკო

ხოდა ჩემო ძმაო ხო დავაფიქსირე მეც პროფესორებში შევდივაროთქო.. არც არავისთვის მითქვია არ დააკომენტაროთთქო.. როგორც შენ და სხვები გამოხატავთ თქვენს აზრს ისევე მეც მაქვს უფლება დავაფიქსირო ჩემი აზრი.ასე რომ..

• ჯაბა

კომენტატორები ლაყბობენ თურმე მოახერხა ნორვეგიის ნაკრებმა კვარას შეჩერება... თქვე საწყლებო ბურთი ვერ მიიტანენ კვარამდე ის ბიჭი ჯადოქარი კი არ არის....

• ქუთაისელი

1. როდესაც ამხანაგურია ოფიციალურ მატჩამდე, ახლებიც უნდა გამოცადო, მაგრამ რაღაც დონეზე შესათამაშებლადაც უნდა გამოიყენო! 2. სანიოლმა "ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთო" - თუ ეს დაინახე, ხომ უნდა შეცვალო ვინც აგებს ამ ორთაბრძოლას? 3. კვარას თუ წინ აყენებ, ვინმე კვარამდე ბურთის მიმტანი ხომ უნდა დააყენო? ბურთს კი არა, რბილ ადგილს ძლივს დაათრევდა ზოგერთი.. 4. საყრდენ ნახევარმცველებს რა პრინციპით ვარჩევთ? რა უნდა შეეძლოს? სწორი, სინქრონული პრესინგი; მიმართულების შეცვლა და ფლანგიდან ფლანგზე ბურთის სწრაფად გადატანა; მეტოქის პრესინგიდან ამოსვლა - თუ მხოლოდ ბურთის მოგერიება? 5. კვარაცხელია,მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, მიქაუტაძე - ამათ გარდა ვინმემ ნორმალურად ითამაშა? 6. ასეთი უჯიგრო პრესინგს, რასაც პირველ ტაიმში თამაშობდნენ, ამას არ იკადრებს გიბრალტარი და ფარერები! შეიძლება კლასი არ გქონდეს, მაგრამ ჯიგარი მაინც ხომ უნდა დაგვანახოთ, 85 მილიონიანი ფეხბურთელი აპრესინგებს და სხვებსაც ხომ შეგიძლიათ გვერდით ზონები გადაკეტოთ? 7. სანიოლი იყო დაბნეული, პრესის ქვეშ ვერ აზროვნებს, დაგვიანებული იყო აზაროვის, ტაბიძის, დავითაშვილის შეცვლები. პირველივე ტაიმის ბოლოს რომ გაეკეთებინა, მაინც მოვიგებდით ამ თამაშს. 8. რა საშინელი მატჩის კომენტარი არ მომისმენია, მაგრამ პირველად ჩემს სიცოცხლეში გამოვურთე ხმა ტელევიზორებს. 9. ძალიან ცუდი გემო დატოვა გუშინდელმა თამაშის ხარისხმა და ველოდები ჟურნალისტების მხრიდან ადეკვატურ კითხვებს და ობიექტურ კრიტიკას. არ არის თავზე ხელის გადასმის დრო! მსოფლიო დონის მეკარე და თავდამსხმელი გვყავს და შუაშიც იჩალიჩეთ რამე, თქვე კაი ხალხო!!!

• თამაზი

არა, ყმაწვილო, არა, ასეთი ცოდნით ჩვენ ვერ გავფრინდებით! უფრო სწორედ ასეთი თამაშით ჩვენ ფინალურ ეტაპზე ვერ მოვხვდებით :(

• სვანსკი

ხიზანა და ძმანი მისნი სანამ არ მოშორდებიან არაფერი გვეშველება,ფეხბურთში ფული რომ იშოვო ჯერ ბრწყინვალე გუნდი უნდა გყავდეს ასეა ყველა ევროპულ ქვეყანაში, ჩვენთან ჯერ ფულის შოვნა უნდათ და მერე ფეხბურთის თამაში.

• 123

გოჩოლეიშვილი და ლობჟანიძე ძირითადს იმახურებდნენ. უკეთესი თამაში შეგვიძლია. 1-1 თამაშიდან გამომდინარე მისაღები ანგარიშია...

• დათო

ერთხელ ხო უნდა გაგვიმართლოსო და აგერ გაგვიმართლა.სულაც არ არის სირცხვილი და ტრაგედია შენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს ფრე გაუგორო. ბევრად მეტია საჭირო ჯგუფიდან გასასვლელად. უბრალოდ დროა საჭირო ძალიან მაგარი თაობა მოვიდა.აუცილებლად მოვა შედეგიც. ისე კვარას ნაპოლში გამთმამაშებელი ყავს ზელინსკი, ჩემ აზრით ჩაკვეტაძეა საჭირო კვარასთან ერთად დაახლოვებით ნაპოლის თამაში რო ვითამაშოდ

• ალექს

აი ყველაზე მეტი პროფესორა თავად ხარ, რომ გვეპროფესორები აქ ვინ რა უნდა წეროს. გულშემატკივარი საკუთარ აზრს აფიქსირებს უბრალოდ, მაგისთვისაა ეს სექცია. დიახ, გულშემატკივარმა უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი და შეხედულება გუნდზე, შემადგენლობაზე, თამაშზე!

• ციმაკო

ხვიჩას თამაშის შეფუთვა ფრაზებით-ოდნავ ააცილა არ გამოვა,პირდაპირ რომ ვთქვათ ვერ ითამაშა,გაანეიტრალეს- არაა?? მეორეც ნორვეგიის ნაკრებს,თუნდაც ლიდერის გარეშე მარტო კვარა თამაშსს ვერ მოუგებს, რადგანაც ის არც მაკედონიაა,არც ბულგარეთი,არც უზბეკეთი და მითუმეტეს გიბრარტარი ან მონღოლეთი, იდგე შენთვს, გათიშული თამაშიდან ელოდე ბურთს-მიიღებ დაარტყა გვერდით არც გაიხედო, ეგრე მესიც კი არ თამაშობს ლამის 40 წლის ასაკში,მით უმეტეს გვერდით ისეთი თანაგუნდელები ყავს....და არა კვეკვე,ტაბიძე,აზაროვი, აბურჯანია,კაკაბა....

• ქუთაისელი

აზაროვი კარგი ბიჭია, მაგრამ ამ ეტაპზე არ იმსახურებდა ძირითად. ჯუღელმა კი თქვა უფრო კარგი გუნდი უნდა მოვუძებნოო, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს მანდამაინც საქართველოს ნაკრების ინტერესები შევწიროთ?

• Suxumchanin

ჩაკვეტაძეზე რამე ტაბუ გაქვთ თუ რა ხდება? დიდი ცოდნა უნდა მაგას რომ ცენტრი არ გვყავს, ბურთის ამომტანი და პასების დამრიგებელი ჩაკვე კი მხოლოდ მონღოლეთისთვის გემეტებათ? მონღოლეთთანაც მეორე ტაიმში ცენტრში რომ გაწიეს ჩაკვე მხოლოდ ამის შემდეგ მოუგეს თამაში. მკვდარზე ვენოკებს რომ ათამაშებთ იმიტომაცაა ცუდი შედეგი.

• ტოლსენი

ყველაზე მაგარი ისარი შოტლანდიამ მოუგო ესპანეთს და უკვე 6 ქულა აქვს მაგარი ჯგუფი ჩანს

• დღითიდღე

სულ უფრო მძიმდება შენი მდგომარეობა,რუსოფილო!

• რონი

რა სიგუა ღადაობ? ჩაკვე კარგია მაგრამ სანიოლმა მართალი თქვა ფიზიკაში მოიკოჭლებს კარგი ფიზ მწვრთნელი და უკეთეს ჩემპიონატში გადასვლაა მისთვის საჭირო.. გოჩო დღეს უალტერნატივოა.. ისევე როგორც გაგნიძე... კვეკვე და აბუ საერთოდ არუნდა გამოიძახონ ტრიპაჩა უაზრო ვითომ იგროკები!

• აკო

როგორც იქნა პირველი ადეკვატური კომენტარი ვნახე გუშინდელ თამაშზე. ბევრჯერ მოგვიგია ნორვეგიის დონის გუნდისთვის??? არ არის ცუდი დასაწყისი პირველი ქულა.

• სამწუხაროდ

ჩვენს გარეშე!

• აკო

რამდენი ფეხბურთის პროფესორი გვყოლია. ყველა თავისას წერს და თავი მართალი ჰგონია(მეც). ერთადერთი რაც მეგონა ჩაკვეტაძეს და გაგნიძეს მიეცემოდათ დრო.

• თემური

მოდით ამჯერად ასე ვთქვათ: ნორვეგიასთან ისტორიაში პირველად არ წავაგეთ და ჯგუფის პირველივე თამაშში ქულა ავიღეთ! დასაწყისში ნერვიულობა და ბურთის უაზრო დაკარგვები რომ არა სხვა თამაში იქნებოდა (ქარმაც რა შემოგვიტრიალა ბურთი უკან რა!). სასწაული მოხდება და ჯგუფში რომელშიც ესპანეთი, შოტლანდია და ნორვეგიაა ჩვენ მეორეზე გავალთ მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგ გამოცდილებას რომ მიიღებენ ფეხბურთელები და გამოადგებათ ეს ნაღდია! გუშინდელ თამაშში თავიდანვე ყოფილიყო გოჩოლეიშვილი, გაგნიძე, ჩაკვეტაძე და სიგუა, რაღაც უფრო გაბედული თამაში გვექნებოდა. წარმატებები იქნება!

• თორელი

ეგრეა მეგობარო, სამწუხაროდ წლები გადის და ჩვენთან არაფერი იცვლება. მაყუთის საკეთებელ დახლად აქციეს ჩვენი ნაკრები, გამაზავ და ითამაშებ, ჩვენ კი აქ ნერვები გვაწყდება.

• გივი

შენ რომ რუსეთი არ შემოტენო და არ აქო, ისე ხომ არ შეგიძლია.

• სანიოლი

სანიოლი გაგებაში არ არის ფეხბურთის

• aburjga

ეეეხხ.... კომენტარების მიხედვით დიდი უმეტესობა ფეხბურთსი ვერ ერკვევით. არა, დიდად სამწუხარო ეს არ არის, მაგრამ მაინც! არც გულშემატკივრობა შეგიძლიათ ბოლომდე იმიტომ, რომ საქართველო ისე ვერ გიყვართ როგორც უნდა უყვარდეს პატრიოტ ადამიანს! აგერ ნახეთ ვიღაც კალუცკი ახალგაზრდა კაცი რა სიყვარულით და მაღალი პროფესიონალიზმით არჩევს წუხანდელ თამაშსhttps://www.youtube.com/watch?v=LAWOHb8R0DM , პირდაპირ შემშურდა და გული დამეწვა, რომ ჩვენ ასე თვალგაფართოევბული ხბოს აღტაცებით შევყურებთ ვიღაც ნორვეგიელებს თუმცა იმათ თამაშში დიდად მოსაწონი არაფერი ყოფილა და ვიღაც გადამთიელი ახალგაზრდა ბიჭი ასეთი ობიექტურობით არჩევს თამაშს!! ჩვენ? ჩვენ ვითამაშეთ კარგად. 30-ე წუთიდან საბოლოოდ დავლაგდით და ვითამაშეთ ფეხბურთი. ხვიჩას უბრალოდ არ გაუმართლა თორემ დღეს დიდი ანგარიშით, მინიმუმ 3:1 მოგებას ვიზეიმებდით!

ძალიან სწრაფად და ხარისხიანად ისწორებდა თმას კვარაცხელოვი თამაშის დროს,კუთხურიც ეფექტურად ჩააწოდა

• რომა

რაღაცაშია საქმე ტაბიძეს არასდროს უთამაშია სანიოლთან და უცებ სასტავშია... აზაროვი წელიწადში ერთხელ თამაშობს თავის გუნდში და აქ გოჩოლეიშვილს ამჯობინეს რომელიც დაფრინავს.. კვეკვე აბუჯანია უკვე მარაზმია 15 წლია ბავშვები დააყენეთ მაგათ ადგილზე ამათ თუარ აჯობონ....დავითაშვილი კაცმა პასი როარ იცის იმას დღევანდელ ფეხბურთში ადგილი არააა... ბუდუ გამოგყავთ უფორმო კაცი და ვოლკოვს ამწნილებთ... რაო ფედერაციავ კარგად ითბობთ ხელებს ბიჭების ტრანსფერებიდან?? რამდენ პროცენტზე მუშაობთ მოიწერეთ ნაკრებში მყავს ასაყვანი ერთი ბაბუ კაცი ;) მოსაშორებლები ხართ თქვენ ხართ ფეხბურთის მუწუკები ახალგაზრდა ჟორდანიები

• მორიელი

მიზეზების გამო თამაშს ვუყურე სადღაც 65 წუთიდან. ისე დამთავრდა თამაში რომ მთელი ნახევარი საათი სანამ თამაში არ დამთავრდა, ვერ გავიგე ჩვენი გოლის გამტანი ვინ იყო. კომენტატორებს ვეუბნები, ნუ აკნინებთ სხვა ფეხბურთელების შრომას. სხვებიც დააფასეთ, როცა იმსახურებს.

• ეხ

სანიოლს მილიონებს უხდიან და ზუსტად სანიოლის სისუსტეა ყველაფრის მიზეზი. კონტრაქტი კიდევ გაუგრძელეს... ერთი ნებისმიერი პატიოსანი გულშემატკივარი უფრო კარგად დააკომპლექტებს გუნდს ვიდრე დღეს არის. დღესდღეობით არის რესურსი რომ ბევრად კარგად დაკომპლექტდეს გუნდი. რა უბედურებაა, ნახევარი გუნდი გადაღლილ დაბერებული. არც დაცვა არც ნახევარდაცვა, და თითქმის არც თავდასხმა. ბევრი ფეხბურთელი გვყავს ცალკე ძლიერები, მაგრამ ერთად ვერ თამაშობენ რადგან ეს გუნდური თამაშია და გუნდის ყველა 11ადგილი უნდა იყოს სწორად დაკომპლექტებული. ამიტომ. არის რომ გუნდი ვერ ქაჩავს. ნორვეგია ბევრად ძლიერი იყო, მაგრად გაგვიმართლა. ვნახოთ რა იქნება. იმედია სანიოლი არაფერს მოწევს და გუნდს უფრო სერიოზულობით ფხიზელი ტვინით მიხედავს.

მო*ვა სიბრძნე ეხლა

• იმედი

საცოდაობაა ამათი "თამაშის " ყურება. ვინც ამათ ფეხბურთელობა დააბრალათ .... ჩვენ საჯარიმოში სამი ნორვეგიელი იდგა ცარიელი მეკარის წინ და ერთი ჩვენიანიც კი არ ედგათ. ოდნავ ნორმალური გუნდი 5 ბურთს მაინც გაგვიტანდა.

• Levani

ჩვენი უპირატესობა იქნებოდა ნორვეგიელებთან ტექნიკური სწრაფი თამაში. შეტევა მარტო ხვიჩას და მიქაუტაძის სისწრაფეზე იყო აგებული-დანარჩენი 8 კაცი კიდე ჯაჯგურით იყო დაკავებული,რაშიც ნორვეგიელებს ვერ აჯობებ. იგივე ვაისის ნაკრები ვნახეთ დღეს 5year later

• zaza

არაადკვატური შემადგენლობა რომ იყო, განსაკუთრებით სასტარტო ამაზე ყველა ვჯერდებით მგონი. არადა არსებული რესურსის სწორად გამოყენებით ჰოლანდიან ნორვეგიასაც გადავუვლიდით. არ ვიცი რამდენად სწორი ვარ მარა, რაიმე გავლენა ხომ არ აქვს ხიზანიშვილს შემადგენლობის დაყენებისას? რატომღაც ამ ადამიანის როლი უარყოფიდად მესახება ჩვენს ნაკრებში.

• nk

ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ რატო არ გვაჩვენეს ბოლო წუთზე კაშიას მოხვდა თუ არა ხელზე ? კამერა არ იყო მაგ მხარეს დაყენებული ? თუ 2 წუთი ვარ-ზე რომ განიხილავდნენ, გამეორების ჩვენების დრო ვერ ნახეს ? ცოტა უცნაურია . .

• ანზორი 3 თვის

ლობჟანიძე, აბურჯანია, კვეკვესკირი აღარ მინდა შემადგენლობაში ვნახო უკვე მესამე მწვრთნელი გვყავს… დავითაშვილი ცუდად თამაშობს. მწვრთნელი იძახებს ახლებს და ათამაშებს ძველებს. იმათ, ვინც თავის შანსი ვერასოდეს გამოიყენეს. გუნდმა დღეს ვერ შეძლო დაცვიდან შემტევების ბურთით მომარაგება… გაგნიძე შეძლებდა ბურთის წინ ჩაწოდებას. წიტაიშვილი და ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე მინიმუმ დაღლიდნენ ნორვეგიელებს… დაცვა იდგა და ფეხბურთს უყურებდა. ლობჟანიძე და კვეკვესკირი ფიქრობენ, რომ მაგარი მოთამაშეები არიან და მსაჯს ედავებოდნენ ალბათ რუსულად. ნამდვილი ქართული ნაკრები გვყავს. მიქაუტაძემ თავდამსხმელის გოლი გაიტანა დღეს. ძალიან გამახარა.

• ფეხბურთი

მწვრთნელი არ ყავს საქართველოს ნაკრებს და რა გინდა რომ ქნა. ერთი კვარა დარბის და დანარჩენები უბრალოდ ქაოტურად მოქმედებენ, ეტყობათ რომ ტაქტიკურად არ არიან განსწავლულები.

• gurgenidze

ჩაკვეტაძე მაგარ ფორმაშია და არ ათამაშებს, ეგ ტრენერი გაგებაში არ არის სანიოლი,პროსტო გაუმართლა დღეს!

• immigranti

პატივს იმიტომ ცემ რომ ფეხბურთის აზრზე არა ხარ. ეს ვილის ძახილი კიდე ცალკე ტუტუცობაა პროვინციალიზმი

• ბათუმის დინამო

არმინდა შეთქმულების თეორიაზე საუბარი , მაგრამ ესე ჩანს შეუირაღებელი თვალით რო მამუკა ჯუღელი კრიშავს ნაკრებში ბევრს , მაგალითად აზაროვს , რომელიც საერთოდ არაა ფორმაში აყენებენ ძირითადში , და გოჩოლოეშვილი , რომელიც ფრინავს და მართლა კაი ბიჭია სკამს ახეხინებენ. ეს მხდალი მწვრთნელები რით ვერ მოვიშორეთ ამ ნაკრებიდან რაა მხოლოდ გამოცდილების გამო , რო ათამაშებენ ფეხბურთელს ძაან ტეხავს , აბურჯანია არის დაპაუზებული კასეტა , მის ნაცვლად გაგნიძე რო უნდა დააყენოს თუ ვერ ხვდება, ხიზანიშვილმა მაინც უთხრას , თუ მწვრთნელის კომპეტენციაში არ ერევიან? კიიი ერევიან მაგის დასტური კი ტაბიძის ძირითადში დაყენებაა საზონოვის ნაცვლად , რეკლამა ხო უნდა გაუკეთონ მათ ხალხს . მოკლედ სანამ ეროვნული ნაკრები , ფეხბურთელების გასაყიდ მანქანად არის ქცეული არაფერი გვეშველება

• გიო

იმედია შემდეგ თამაშში ზინედინ კვეკვესკირი და დიდიე აბურჯანია დაისვენებენ, სრული კატასტროფა იყო დღეს ორივე და კვეკვესკვირმა კინაღამ დააგვირგვინა იმ ბოლო ფინტით...

• xalxi

სანიოლი ვისაც მწვრთნელი გგონიათ რახან ევროპული გვარი აქვს ფეხბურთის გარტყმაში არა ხართ რეალობას მოწყვეტილი პროვინციალები და კომპლექსიანები ხართ

• დათო

თამაშიდან გამომდინარე კარგია ფრე. მამარდას ბრავო. ცენტრში ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, კაშია, მხოლოდ ამ 3დან უნდა ითამაშოს ძირითადში. გოჩოლეიშვილი ან წიტაიშვილი მარცხნივ, თუ შესატევია წიტა. ცენტრი საერთოდ არ გვყავდა, აუცილებელია გაგნიძე დამკვიდრდეს ძირითადში ჩაკვესთან ერთად. დავითაშვილი და აზაროვი სამწუხაროდ ვერ ვითარდებიან, ლობჟანიძესაც დაკარგული აქვს გამძლეობა. ხვიჩას 3 კაცი ეჯდა ფეხზე, მაგრამ მაინც ახერხებდა მომენტის შექმნას. მიქაუტაძე სულ ვითარდება, მაგარი ფორვარდი გვყავს. ზივზივაძეც ჩადგება ფორმაში. ბერიძეც არაა ცუდი ბიჭი. ყველაზე სუსტი ალბათ მარჯვენა ფლანგია, მე ვინ მეკითხება მაგრამ შეიძლება გოჩოლეიშვილი მარჯვნივ დადგეს, წიტაიშვილი ხვიჩას უკან. სანიოლმა ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ შემდეგ თამაშებში მგონია ეს 11ეული უფრო გაამართლებდა: მამარდა ცენტრი: ხოჭოლავა - კაშია (ან ლოჩოშვილი ერთ-ერთის ნაცვლად) მარჯვნივ: გოჩოლეიშვილი და ლობჟანიძე მარცხნივ: წიტაიშვილი და ხვიჩა ცენტრი: ჩამშლელებად გაგნიძე და კვეკვესკირი - მათ წინ გამთამაშებლად ჩაკვეტაძე. ფორვარდი: მიქაუტაძე ან ზივზივაძე.

• ესეა ეს

3-4 კაცია აქედან სანაკრებო, დანარჩენი კი სერიოზული ბალასტი. ესკორტით მიაცილებდნენ დაცვა და ნახევარდაცვა ნორვეგიელებს მამარდამდე. ამდენი შენელებული კადრი, არა პრესინგი, არა ნახევარდაცვა, არა დაცვა გოჩოლეიშვილამდე. სიმართლე ვთქვათ, შემთხვევით არ წავაგეთ, გასვლაზე არაფერი გვეშველება სამწუხაროდ.

• ელიასი

კვარას პარალელურად ჩაკვეც თუ არ ათამაშდა ძველ დონეზე და უფრო მაგრად, არსად არაფრის შანსი არ გვექნება უახლოეს წლებში. ან იქნებ ოსიმენი გვიყიდოს ვინმემ, ვისაც ძალიან დიდი ფული აქვს. დავითაშვილი სულმუდამ პროგრესის წინააღმდეგ მიცურავს. მამარდა კარგია კრიტიკულ სიტუაციებში, მაგრამ ჩვეულებრივ ბურთს რატომღაც ვერ იჭერს, სულ იგერიებს, ხანახან წინ და ახლოს და ეს ცუდად დამთავრდება.

ფაქტიურად წავაგეთ ეს თამაში და ეს სანიოლის ბრალია. სასტავი ფედერაციამ ხიზანასთან ერთად დააყენა ???????

• დუდუ

ბურთის დამჭერი კაცი არ გვეღირსა ცენტრში. ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი ჰაერივით სჭირდება ნაკრებს

• ოთო

აბსოლუტური სისულელე იყო, დავითაშვილის, აბურჯანიას, აზაროვის, კვეკვესკირის დაყენება, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

• Coco loco

ვიდეო დადეთ

• სიმართლე

არ შეუძლიათ მეტი და რა ქნან. მაქედან ოთხი კაცის გარდა არცერთია სანაკრებო. პირველ ბურთს დაცვა ვერ იღებს, ბურთი ვერ ააქვთ და ამიტომ მეკარე და დაცვა იშორებს და ურტყავს, ნახევარდაცვა საერთოდ არ გვყავს და კიდევ კარგად გადავრჩით. მე უბრალოდ ის მიკვირს, საკუთარი გუნდები როგორ ათამაშებენ ვისაც ათამაშებენ ხოლო ვისაც არა ის არც იმსახურებს

• nika

ვილის დიდ პატივს ვცემ თუმცა დღეს მას არ ჰქონდა კარგი დღე, არასწორად შეარჩია სასტარტო შემადგენლობა და გასაკვირია რომ აბურჯანიას ხელს არ უსვებს საგანგებოდ. აზაროვი,აბურჯანია,ტაბიძე და დავითაშვილი არ იყვნენ ფორმაში ან გაცილებით დაბალი დონის ფეხბურთელები არიან ვიდრე : გოჩოლეიშვილი,ჩაკვეტაძე,გაგნიძე,საზანოვი. ეს გამოჩნდა კიდეც და აბურჯაბიას ნაცვლად ჩაკვეტაძე რატომ არ გამოიყვანა გამოცანად რჩება. 4-3-3 არაა სწორი ტაქტიკა ძლიერ გუნდებთან და 4-4-2 სრულიად უზრუნველყოფდა ამოცანებს, ეს ცხადი გახდა პირველ 5 წუთში თუმცა ჯიუტად ისევ იგივე სქემა დატოვა და ცენტრი საერთოდ დაკარგული იყო თითქმის ბოლოდე. ეს არ იყო გონივრული გადაწყვეტილება. ნორვეგიის გუნდი არაა კარგ ფორმაში, ესეც აშკარა იყო. ხვიჩას რესურსი კი ამ არასწორმა ტაქტიკამ სრულად გაანულა... ეს არ იყო სწორი ფეხბურთი და ვილის დღეს ძალიან დაბალი შეფასება ეკუთვნის.

• Რაგბის ფანი

ზურიკო დავითაშვილმა ეგოიზმში ყაზაიშვილი ჩაანაცვლა? პასი იცი რა არის ბიჭო?

• Toka qurdashvili

სახელიც დაგეწერა ბარემ რამ შეგიშალა ხელი?

• გიორგი-50

სული კბილით მეჭირა, რომ არ წაგვეგო... ბოლო წამები, ,,პენალტის ჩეკინგი'' რომ მიდიოდა ჯოჯოხეთად მექცა, და ალბათ, არამარტო მე.. ნუთუ ეს ის გუნდია, რომელსაც ევროპაზე გასვლის პრეტენზია ააქვს? სანიოლმა პრესკომპერენციაზე განაცხადა: ,,თითქმის ყველა ორთაბრძოლა წავაგეთო''... და მერე შე დალოცვილო, ნუთუ არ შეიძლება დაითვალო, ვინ, სად, რამდენჯერ წააგოოო? გადაბერებული ფეხბურთელები რომ გყავს, მაგას რა დიდი გამოთვლა უნდა? ჩაიხედე პასპორტებში... შეუიარეღებელი თვალითაც ჩანდა, რომ გუნდში 3-4 ,,კუ'' გყავს და მაგიტომაც არ გამოგვივიდა კოლექტიური პრესინგით ბურთის ართმევა... დაცვის ცენტრი, ბოდიში და ,,დირკა''... სანთლები უნდა დავუნთოთ მამარდას და ღმერთს... წარმატებები ნაკრებს, მე მხოლოდ ,,მოყვარეს, პირში უძრახეს'' პრინციპი მალაპარაკეებს მხოლოოდ...

• გიო

ვერც დაცვას და ვერც ნახევარდაცვას ბურთი ვერ აჰქონდა. ესეთი ნახევარდაცვა კამბოჯას არა ჰყავს. ესეთი უვარგისი სასტავი სანიოლს არ უნდა დაეყენებინა. ვინმეს გაუგია ნახევარდაცვის გარეშე გუნდს მოეგოს???? პრესინგი არ შეუძლიათ, დაცვა პირველ ბურთს ვერ იგებს. სპალეტისთვის მთავარი ნახევარდაცვა და პრესინგია, სანიოლისთვის ვინმემ იცის რა არის მთავარი ?????? ესეთ სასტავს მტერიც კი არ დააყენებდა..........

• მოცლილი

საქართველოს ნაკრებს- მადლობა ბიჭებო თამაშისთვის და გაწეული შრომისთვის, რომ არ წააგეთ,კმაყოფილი ვარ ძალიან. მომავალში იმედია მოიგებთ კიდევაც.ხანდახან ასეა,მცდელობისდამიუხედავად არ გამოდის,არა უშავს,წინ კიდევ გაქვთ თამაშები.თუ ვთქვათ და წააგეთ,არც ეგაა პრობლემა: ცხოვრება ფეხბურთით არც იწყება და არც მთავრდება :-) :-) წარმატებები

• 1

ჩვენ რო ლოჩოშვილი ხოჭოლავა საზონოვი კიტეიშვილი და კიდე ნორმალური მწვრთნელი გვყოლოდა

• Zviads

არაფერი კარგი რომ არ გველოდება ამ ჯგუფში ფაქტია...

• Toka Qurdashvili

მშვიდათა ხარ ინტერნეტის უკან არა?!

ამ დავითაშვილს თავისი თავი მესი რატომ ჰგონია ვინმემ ხომ არ იციშ ????????????

• chakvdi sheni Dedis yaimaza @@#

საქართველო არმენია 7-0. ნორვეგია არმენია 10-0. საქართველო ნორვეგია 1-1

• T.q

ნეტა ვიცოდე ვინა ხარ და სადა ხარ

• ზურა

ვერ არი საქმე კარგად…ნახევარდაცვა მარტო ფორმალურად გვყავდა.საერთოდ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა უმეტესობამ.კვიპროს თუ მოვუგებთ ალბათ ეგ იქნება ჩვენი მიღწევა ამ ჯგუფში. აბა შოტლანდია ისეთ ფორმაშია შანსი არ გვაქვს.

• მ.მ

მაქსიმუმი იყო ფრე… წერა მეზარება…. კვარა Where is dona?

• Sheni dedis Zonderi

ნორვეგია სასომხეთი 10-0.

• რაბუ

იქეთ შოტლანდია იგებს ესპანეთთან. მოკლედ ამ ჯგუფში დაგნარი იქნება დედა შვილს არ აიყვანს

• Givi

Ise kakabadzes chawodebebi ra gaxda gmerto sul acabacaa...rac ar unda gaaketos mainc kargi tvalit vukureb, tavis winamorbeds 10 tavit jobs mainc...(axal taobas ar emaxsovreba ucha lobjanidze mag flangze da minda gitxrat magrad gagimartlat, torem mere genaxat komentarebi) )...

• Soso

თანამედროვე ფეხბურთში ჩაკვეტაძის ფეხბურთი არ არი წინდა უკან დარბოდე და ყველა ბრძოლაში შედიოდე ეგ არ არი ჩაკვეტაძე აბურჯანიას გამძლეობა და ბრძოლის ჟინი ქონდეს მსოფლიო დონის განთამაშებელი იქნებოდა ბურთი და პასი და აზროვნება კი აქვს ფიზიკურად არა არი

• ILIA

არც ერთი კარგი კომბინაცია; არც ერთი რეალური საგოლე მომენტი, მიქაუტაძის გოლის გარდა; უაზრო ცვლილება 87-ე წუთზე; გაგნიძის და გოჩოლეიშვილის არგამოყვანა თავიდანვე; უსუსტესი აბურჯანია ძირითადში... და კიდევ უამრავი "იაღლიში". მოკლედ, ანგარიშში გაგვიმართლა.

• G.LA

გოჩოლეიშვილი ძალიან მომეწონა. რა მაგარი ბიჭია. ბრავო აღფრთოვანებული ვარ. ძირითადის ფეხბურთელია, სკამზე რატომ იჯდა?

• გიო

5-3-2 სქემაში კვარაცხელიამ რა პოზიციაზე უნდა ითამაშოს ვინმე ამიხსნით. ბურთის ამოტანის მცდელობაც არ გვქონდა მხოლოდ წინ გადაგდება გუნდთან რომელიც საშუალო ევროპული დონისაა. აბურჯანია ნაკრების დონის არ არის აშკარად ეტყობა ცალკე სანიოლის მწვრთნელობამაც არ გაიშვა

• მეგრელი

პრესინგი ფიზიკურად არ იციან, ზოგჯერ გავარდება ერთი სამის წინააღმდეგ ვითომ პრესინგს აკეთებს

• მეგრელი

სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბეწვზე ვართ გადარჩენილები, დღეს რომ ჰალანდი ყოლოდათ მინიმუმ 2 ბურთს გაიტანდა. ძირითადის თავდამსხმელები მეორე ლიგაში თამაშობენ, ბუდუ მეორე ლიგის სათადარიგოა და რა გინდა მოთხოვო ბიჭებს, თავს ზევით ძალა აღარაა.

• ilar10N Youtube

ვაისი რომ ყოფილიყო ალბათ 94-ე წუთზე შემოიყვანდა შემტევებს, ვილი სწრაფად მოეგო გუნდს და გადააწყო 5-3-2 დან 4-4-2 ზე და ეგრევე გავიტანეთ. მამარდა სუპერ, ნუ, ხვიჩამ არაფრისგან შექმნა 4 მომენტი, გოჩო - გაგნიძე სასწრაფოდ ძირითადში!!

• გივი

მოკლედ დავწერ - კვარას ნაპოლი აკლდა დღეს

• ნიკა

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვილი სანიოლს შეუძლია შესვენების დროს სწორი დასკვნების გამოტანა. შეხვედრის მეორე ნახევარი ბევრად უკეთ ჩავატარეთ როგორც მონღოლეთთან, ისე ნორვეგიასთან.

• მეგრელი

ეჰ ძამია, მაგ დღეს მე და შენ მემგონი ვერ მოვესწრებით))

• dato

ხუთი კუ გვყავს ნაკრებში. ეს რა საშინელი სასტავი დააყენა . მაგრად გადავრჩით უუუუუუუუუუუსუსტესი ნახევარდაცვით. ფაქტიურად ნახევარმა გუნდმა ითამაშა. ნაპოლის ნახევარდაცვას შემთხვევით თუ არ წაუვიდა თამაში, რა დღეშია სპალეტი კარგად ვხედავთ, ჩვენ კი ბალასტი მაინც უნდა ვათამაშოთ. მოკლედ კარგი მწვრთნელი და კარგი ნახევარდაცვა გვინდა ასევე დაცვა-ცენტრი.........

• T.q

ხო რაიყოთ რას არ იწონებთ რამე სიმართლე არ ვთქვი?? შოტლანდიას არც განვიხილავდით ნორვეგია გვეგონა ჩვენი სწორი და ნორვეგიასთანაც კი ვერ მოვიგეთ და იქით ესპანეთს უგებს შოტლანდია და ამ თამაშით რისი იმედი უნდა გქონდეთ ბიჭო?????? და რომელომეს იმედი აქვს რო შოტლანდიას ორივე თამაშს მოვუგებთ და თავის სახლში ისევ ნორვეგიას დავამატებთ??? რა? სიმართლე ეგრე არ გიყვართ ბიჭო??

• მეზღვაური

უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და ტაბიძეც კობახიძის გაუმჯობესებული მოდელი გახდა სამწუხაროდ.აღარაა ის დონე რაც თუნდაც 2-3 წლის წინ იყო...

• გენა

ჩაკვემ მშვენივრად ითამაშა, უბრალოდ მომენტები უფრო უკეთ უნდა გამოეყენებინა

• Gio

ცხადია, სანამ არ ვისწავლით მეტოქის მაღალი პრესინგის ქვეშ თამაშს, მანამდე სერიოზულ შედეგებზე ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა, პროგრესი მაინც არის. მანამდე, ასეთი დონისა და სცენარის თამაშებს ფაქტობრივად ყოველთვის ვაგებდით ხოლმე (ძლიერ მეტოქესთან ვიგებდით ან ვათანაბრებდით და მერე აუცილებლად ვაგებდით, ხშირად ბოლო წუთებზე).

• T.q

Mikautadze Kvara davitashv(Lobjan) Chakvetadze(kite) (Kite)(Gagnidze) kvekveskiri Gocholeishvili kakabadze Khocholava(Locho) kashia Mamardashvili ან საინტერესოა თუ შეუძლია საქართველოს ნაკრებს ცრუ ცხრიანით თამაში მიქაუტაძე ტექნიკურია კარგი პასიც აქვს რაც მისი ასისტებიც მეტყველებს ლიგა ორში და ფლანგის მცველებიც სწრაფები არიან და კარგად უტევენ. თუ გავითვალისწინებთ გოჩოლეიშვილს შემოსვლისას რეები აკეთა და როგორ მაგრად უტევდა საინტერესოა თუ არის შესაძლებელი და რეალური რომ ცრუ ცხრიანით თამაშის რესურსი გვქონდეს და გამოგვივიდეს რაიმე? ეს კვარაცხელიასაც სივრცეებს გაუხსნიდა და უფრო ახლოს შეძლებს საჯარიმოსთან მისვლას და ღრმად შეჭრას ცენტრში. მაინტერესებს ვინმე კომპეტენტური პირისგან ვინც აქ არის, არის თუ არა შესაძლებელი ნაკრების ამ რესურსით ცხრუ ცხრიანით თამაში და რას მოგვცემს ეს? შემდეგ თამაშში კვიპროსთან ამ ტაქტიკის მოსინჯვაზე რას ფიქრობთ? პ.ს. ნახეთ რა ხდება შოტლანდიაში 6 ქულასთან ახლოს არიან და ჯობია ნორვეგიასთან ჭიდაობის გარდა უფრო მეტად დავფიქრდეთ რა შეგვიძლია ამ გუნდებთან და რა დავუპორისპიროთ!

• საჩინო

გამოჩნდა კლასში ძალიან დიდი სხვაობა და გამოჩნდა ჩვენი მწვრთნელის შეცდომებიც,პირველ რიგში შემადგენლობის დაყენენებისას .როდესაც შენზე მაღალი კლასის გამწარებულ-გავეშებულ გუნდს ეთამაშები,ნახევარდაცვის ცენტრში მოუქნელი ,ტლანქი სათამაშო პრაქტიკის არმქონე ფეხბურთელები,არ უნდა დააყენო,მითუმეტეს როცა გყავს უფრო მობილური და მოძრავები .როგორ შეიძლებოდა გოჩალეიშვილის სკამზე დასმა? გაგნიძე,ჩაკვეტაძე,ლობჟანიძე ხომ აშკარაა ,რომ თუ კლასით არა სისხარტით და მოძრაობით მანც აღემატებიან თავიანთ კონკურენტებს?გუნდი მოძრაბდა ძალიან ცუდად,სისწრაფეებში ისეთი სხვაობა იყო როგორიც ზაპოროჟეცსა და მერსედესს შორის და ამ დროს რა უნდა ექნა კვარაცხელიას ,როცა მოწინააღმდეგე მისკენ მიმავალ ყველა ბურთს ჭრიდა? ძალიან უჭირდათ ცენტრალურ მცველებსაც ,ელასტიურობადაკარგულები მეორე სართულსაც კი პირწმინდად აგებდნენ .გამოსავალი :უფრო მეტად უნდა ვენდოთ ახალგაზრდების იმ ჯგუფს ,რომლებიც ღვთის მადლით გამოჩნდნენ და დიდ იმედებსაც იძლევიან .მწვრთნელმა მათთან სწორი მუშაობით საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი უნდა შეკრას.შეკრავს?შესძლებს?.თუ აბურჯანიას,კვეკვესკირის და კაშიას ვაივაგლახს უნდა ვუყუროთ მომავალშიც?!

• ვალერი

დავითაშვილი და კაკაბაძე სუსტი ფეხბურთელებია

• კაპიტან გარდენბურგი

მეც, და პლიუს ტაქტიკაც :) მაგრამ მეორე ტაიმი მაინც მის პლუსად შეიძლება ჩაიწეროს, გამოასწორა თამაში სერიოზულად

• კახა

ვილი, ესე ნახევარდაცვის გარეშე აპირებ თამაშს. ნახევარდაცვის შეფასებაა -1. ლობოტკაც ნახევარდაცვაა და ეს ჩვენი ნელი კადრიც ყველა ერთად აღებული. ხუთი კაცი საერთოდ ტყუილად გვყავდა?????????????

• Soso

პირველი თამაში იყო არ წაგება კარგია, გოჩოლეიშვილი ძირითადის კაცია დღეიდან ეს დაამტკიცა უკვე სერიოზულ სივრცეებს მიცემს კვარას, აბურჯანიას მოედნის ხედვა მინიმუმი აქვს უკეთესი არ გვყავს ჩაკვეტაძეს ნუ ადარებთ აბურჯანია ბრძოლობს მაინც ივლისში 4 ქულა ორ გასვლაზე კვიპროსი შოტლანდია კარგი იქნება

• ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

შეიძლება ითქვას ნორვეგიას გაუმართლა და გადარჩა დიდი ანგარიშით წაგებას.

• Zorro

საშინელი პირველი ტაიმი, ასეთი თამაშით გინდათ ევროპაზე წასვლა? მეორე ტაიმში თითქოს არა უშავდა, მაგრად ითამაშეს მამარდაშვილმა,ლობჯანიძემ, გოჩოლეიშვილმა, მიქაუტაძემ, კაკაბაძემ მხოლოდ მეორე ტაიმი... დაცვა და ნახევარდაცვის შუა ხაზი არაფრად არ ვარგა... ჩაკვეტაძე რატომ არ ათამაშეს ვერ გავიგე, ამ სანოილისიც ვერ გამიგია, ლოჩოშვილი არ გამოიძახა იმიტომ რომ ცოტას თამაშობს კლუბშიო, აზაროვი კი სასტარტოში დააყენა, რომელიც რაც სერბეთში გადავიდა სულ სათარიგოში ზის და ძალიან სუსტად ითამაშა ნაკრებში... დააბრუნეთ ლოჩოშვილი ნაკრებში, ზუსტად ასეთი მცველები სჭირდება ნაკრებს... დიდი მადლობა მამარდაშვილს, რომელმაც ნამდვილად გვიხსნა წაგებისგან და დიდი მადლობა იღბალს რომ ჰალანდი არ ჩამოიყვანა სათამაშოდ, რომელიც მინიმუმ სამ ბურთს გაარჭობდა ჩვენი ნაკრების კარში...

• aburjga

თავიდან ცოტა არ იყოს დამფრთხალი იყო ჩვენი გუნდი, გოლიც გავუშვით. 30-ე წუთიდან საქართველოს ნაკრებმა იწყო აღმასვლა, ტაიმის ბოლოს უკვე ვდომინირებდით! მე-2 ტაიმში საქრთველო იყო გაცილებით უკეთესი და ხვიჩას რომ გამართლებოდა 5;1 იქნებოდა ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ. არ ვხუმრობ! ყველა კომპონენტში უკეთესები ვიყავით, ცოტა შეთამაშება გვაკლდა! საქართველო იყო და იქნება ყოველთვის ნორვეგიაზე და დანიაზე და ინგლის - შოტლანდიაზე უკეთესი გუნდი! გოჩოლეიშვილი ეს ტალანტია! მაგას კარგი ფიზმომზადების ინდუვიდუალური მწვრთნელი სჭირდება და გაანგრევს ყველა ნორვეგია-შვეციას!

• ნიკი

მარადონას სადაც არ უნდა ეთამაშა, გვერდში ყოველთვის 10 მაღალი დონის პარტნიორი ახლდა(როგორც კვარას ნაპოლში) და მოწინააღმდეგე იძულებული იყო ყველასთვის მიექცია ყურადღება. "მარტო კაცი ჭამაშიც კი ბრალიაო".

კაშია, ტაბიძე, დავითა, კვეკვე, აბუ, კვირკველია , კობახიძე ესენი სანაკრებო ხალხია პროფესორ ვილი ??????????????

• კ ო მ ბ ლ ე

ეს თამაში წავაგეთ, დიახ წავაგეთ“! ფრე იგივე წაგებაა. არასწორი სასტავის გამო. სასტავი არ იყო შერჩეული კარგად და ამაში მე მგონია პედერაციის ხელი ურევია. თორემ შეიძლებოდა მოგება, თან დიდი ანგარიშით, თან ამხელა ფორა გალანდი არ ყავდათ, ჩათვალეთ, რომ ჩვენ კვარაცხელია არ გვყავდეს. აი ესეთ გუნდთან გაუჭირდათ ფრეს თამაში. დაიწყნარეთ ნერვები ააა?!

• ირაკლი

ვერ შევაქებ ვილის შემადგენლობის შერჩევაში, მაგრამ აშკარად იმოქმედა გუნდზე, მისმა მითითებულმა რჩევებმა შესვენებისას და ეს დასაფასებელია. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და სანიოლი, მჯერა რომ გამოიტანს სწორ დასკვნებს

• რატი

გინებაფილი ხარ? გსიამოვნებს, რომ გახურავენ?

• Rodemde

როდემდე უნდა ვუყუროთ აბურჯანიას გაბრწყინებულ სახეს საქართველოს ნაკრებში

• 289

Var - idan ვიღაცამ გვიჯიგრა? 50-50 აზე იყო ალბათ )))

• ზურა

ჩვენი ნახევარდაცვა იმათ მხარეს იყო. გასვლას რა თქმა უნდა წავაგებთ. მინიმუმ აბუ, კვეკვე, დავითაშვილი არ არის სანაკრებო ხალხი

• ძველი გულშემატკივარი.

ჩაკვეტაძე როცა ფორმაშია და არ ათამაშებ,რაღაც რიგზე ვერ არის მწრთვნელთა სასტავში…

• a a

რა კარგად ერკვევი ფეხბურთში, კაკაბაძეა უთამაშებელი რომელიც თავისი გუნდის ძირითადშია და წიტაიშვილს პრაქტიკა აქვს რომელიც განაცხადშიც ვერ ხვდება თავისი გუნდის? აქ კომენტარებს უმეტესობა ისეთი ხალხი აკეთებს მთელი წლის მანძილზე ნაკრების თამაშებს და ლიგის ფინალს რო უყურებს მარტო.

• უვიცი

კვეკვეს კიდე რაღაც დონე აქვს და ასე თუ ისე გამოასწორა თამაში მეორე ტაიმში და კიდე ჯანდაბას, რაღაცა იწვალა და აბურჯანია რავიცი, რავიცი, სრულიად უიმედოა ყველანაირად. მსოფლიოში ალბათ ყველაზე ცუდი თამაშები რომ ჩამოვთვალოთ ფეხბურთელების ათეულში ხუთჯერ მაინც აბურჯანია მოხვდება, ბოდიში რა გიო, მართლა ბოდიში, მაგრამ არ ვიცი რა ვთქვა, საერთოდ რატომ და საიდან სად ხვდები ნაკრებში არ ვიცი, ანდორის ნაკრებშიც ალბათ გაგიჭირდება მოხვედრა

• მწრთვნელი

ეხ! მონღოლეთმა ბათუმის დინამოსთანაც წააგო 6-1!

• ლევიკო

ახლაც იგივეს იმსახურებ :)))))

• გელა

მოგება გაგვეხარდებოდა,მაგრამ მოდი ვაღიაროთ და ფრე სამართლიანი შედეგია

• dato

აბსოლუტურად ცენტრის გარეშე ვითამაშეთ. აბურჯანია კვეკვე და დავითაშვილს ნული (0) შეფასება. არ არიან სანაკრებო ფორმაში. ბოჩოლეიშვილი და ბუდუ თავიდანვე უნდა გამოეყვანა და ალბათ გაგნიძეც. უცენტროდ კარგია რომ არ წავაგეთ

• არტ

ნორვეგიას გამოცდილი მწვრთნელი ყავს, ჩვენ კი ადამიანი, რომელიც შეიძლება ნიჭიერია მაგრამ მწვრთნელიბას ახლა სწავლობს, ყოველ შემთხვევაში საკმაოდ მწირი გამოცდილება აქვს. რას ერჩიო რომ მკითხოთ: 1. ვერ განაწყო გუნდი ფსიქოლოგიურად. პირველ ტაიმში ორ მეტრში რომ პასს ვერ აკეთებდნენ მაგის ბრალია. შიშით თამაშმა იცის ეგ. 2. მატჩის უდიდეს ნაწილში დაცვით ფაზაში არამჭიდრო თამაში და სუსტი პრესინგი ( თუ ამას პრესინგი ერქვა საერთოდ) ეს იმ ფონზე , რომ როგორც კი ინტენსივობას ვზრდიდით ისინი ბურთს კარგავდნენ. 3. პირველ ტაიმში შეჭამეს აზაროვი ფლანგზე, გოჩეიშვილმა მეორე ტაიმში იქით შეჭამა ისინი იმავე ფლანგზე. მონღოლებთან ჩანდა რომ მაგარ ფორმაშია და რატომ არ ათამაშა თავიდან? 4. აბურჯანია არადამაჯერებელი იყო თავიდანვე მაგრამ სანამ ტრავმა არ მიიღო არ გაიყვანა. გაგნიძე ძალიან კარგი იყო მონღოლებთან და აქ დრო პრაქტიკულად არ მიეცა. ისევე როგორც ჩაკვეს და ეს იმ ფონზე რომ ბურთის ამოტანა გვიჭირდა და ერთ კვეკვესკირზე იყო მთელი ეს დატვირთვა. ამის გამო კვარაც და ჟორჟიც იშვიათად ღებულობდნენ ბურთს. ხო და კიდევ - დავითაშვილმა უნდა გააცნობიეროს რომ რაც გააკეთა როდესაც თავისუფლად მდგარ მიქაუტაძეს პასი არ მისცა საჯარიმოში (99 პროცენტიანი გოლი იყო რომ მიეცა) ასეთი რამე ავტოგოლს უტოლდება სიმძიმით. და თუ უნდა სერიოზული ფეხბურთი ითამაშოს ეს უნდა გააცნობიეროს.

• T.q-s

როგორი ჩასაფრებულიხარ,ცენზურას რა ვუთხრა თორემ ტუ ტუ ტუ ტუ…ზუსტად ეგ

• Lebron

რატომ ვიყრით თავზე ნაცარს არ მესმის კონკრეტულ თამაშში მეტიქემნგვაჯობ, ჩვენი მწვრთნელი შეცდა ბიჭებმა ვერ ითამაშეს მაგრამ ამნყველაფრის მიუხედავად არ წავაგეთ, რასაცქვია ვიომეთ და ამის შედეგად კლასით მაღალ მეტლქეს ქულები დავაკარგინეთ და ჩვენ აქტივში ჩავიწერეთ!! იუვეს 9 ფინალი აქვს წაგებული მაგრამ ყოველ კვირას 40 ათასი გულშემატკივარი დადის მის თამაშზე!!! ბიჭებს გვერდში დგომა ჭირდება!!!!! თქვენს გვერდით ვართ ბიჭებოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!! დიდება საქართველოს!!!!!!!!!!!

• რაბუ

იმ დღეს მომასწრო კაკაბაძემ წესიერად ჩააწოდოს საჯარიმოში მეტი არ მინდა

• 100%

• muro

რა კარგი ბიჭია გოჩოლეიშვილი. როგორ შეიძლება სათადარიგოთა სკამზე გეჯდეს ერთი საათი?

• ლევან მაღლაკელიძე

დავითაშვილი ნაკრების დონე არაა საერთოდ, საყრდენში, წიტაიშვილი-გაგნიძე კარგი იქნება. გოჩოლეიშვილი შეუცვლელი აღმოჩენა, მის ფრთაზე. იგივეს ვიტყვი აბუზე. მარა შეცვლები მაინც ვერ გააკეთა სწორად. ზივზივა რად უნდოდა. ჩაკვე უნდა გამოეყვანა. ეს ბიჭები რომ ეთამაშებია, მოვიგებდით. შეიძლებოდა თამაშის მოგება.

• T.q

ხო არ ღადაობ შოტლანდიამ ესპანეთს გაუტანა ამ ჯგუფში შანსი არა გვაქ ნორვეგია გვეგონა საჭიდაო იქით თურმე გველეშაპი ყოფილა აბა ძმაო კარგად იყავით დაივიწყეთ ევროპა მითუმეტეს ესეთი თამაშით.

• გიო

ბოჩოლეიშვილი, გაგნიძე და ბუდუ - დავითაშვილი, აბურჯანია და კვეკვესკირის ნაცვლა ძირითადში უნდა ყოფილიყვნენ 100 %-ით

• ATP 16

სასტარტო შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ , თუ ვინმე იტყვის რომ მოგებას ვაპირებდით , მართლა გამიკვირდება . კაშიას ალტერნატივა თუ არ გყავს , ფლანგებზე ხომ მაინც გყავს და უთამაშებელ კაკაბაძეს , წიტაიშვილის თამაში ნამდვილად ჯობდა , თუ არადა გოჩოლეიშვილი მარჯვენა მცველია და დაგეყენებინა თავის პოზიციაზე , დაუმატეთ ამას აზაროვი , რომელსაც ეტყობა უთამაშებლობა , კვირკველია რომელიც ვერაღ დაძუნძულებს , კვეკვესკირი-აბურჯანია , რომლის პლიუსიც სისწრაფე ნამდვილად არაა , თუმცა 90 წუთი ითამაშეს . გააკეთე თავის დროზე ცვლილებები , ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ დღეს ჩაკვეს და წიტაიშვილს სათამაშო დროს არ მისცემდა .

• Cecxli.

ახალი ამბავი - კვარაცხელია ყოფილა თურმე სატანა

• მწრთვნელი

არა უშავს, გაკვეთილი მიღებულია! "ცხოველი" (ჰოლანდი), რომ ყოფილიყო ერთ სამ ბურთს შეგვიგდებდა! 2-3 მეტრიდან ააცილეს და მამარდაშვილმაც გამოაძრო ორი ბურთი! მომავალში ვილი დააყენებს იმ მოთამაშეებს, რომლებიც 100% არიან მზად! უნდა შეთამაშდე წინა ხაზი! სხვა გვარად ვერ გამოვა!

მონღოლეთის ამაშის მერე ეს აზრი გამოვთქვი და ამავსეს დისლაიქებით: ფეხბურთელების გამოცდა არ ხდება მნიშველოვან თამაშამდე 3 დღით ადრე. ამ თამაშის აზრი თუ ნორვეგიისთვის მომზადება იყო, მაშინ უნდა დაეყენებინა ძირითადი ბირთვი ვინც ნორვეგიასთან გამოვა - კაშიაც უნდა ყოფილიყო და კვარაც, ჩაკვე არ არის მზად და ამხანაგურში რატომ ათამაშებს როცა არ დააყენებს ნორვეგიასთან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ამ ამხანაგურებს ბიჭებისთვის ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობის გასაზრდელად იყენებენ. ახლაც ვერ გავიგე თუ სხვა 11 აყენებდა, მონღოლეთის 11- ეულის თამაშს რა დატვირთვა ქონდა?

• უვიცი

უკიდურეად თავმდაბალი ბიჭია, პირიქით ფსიქოლოგი სჭირდება, რომ თავის თავის ირწმუნოს.

რატომ არის ნელი კადრი უმეტესობა და არც პრესინგი გამოსდით და არც ართმევისთვის არ ჩქარობენ. უმეტესობას არც უნდა ეთამაშათ, დავითაშვილს რატომ ათამაშებს ან აბურჯანიას ან კვეკვესკირს.........

• Cecxli.

ეს სარეველა ვითომ ქართველი ბიოლოგიური ნაგვები ებრძვიან ერის მომავალს

• Qartveli

ესეიგი შენა ხარ ქართველი შე უბედურო და ხვიჩა არ არი კვარაცხელოვს რომ ეძახი

• T.q

ამ თამაშით ჩვენ ჯგუფიდან ვერ გავალთ! დავითაშვილი რეგრესირებს და უნდა დაფიქრდეს ამაზე რა ხდება მის თავში ბევრი უნდა იმუშაოს და იჯარის ვადა გამოიყენოს ბორდოში თორემ მოუწევს უკან დაბრუნება ასეთი თამაშის გამო გაუგონარი უზუსტო პასები. არ ვიცი რა ხდება ჩვენს თავს ზედმეტად ვაფასებთ ჩვენ თავს როგორც ჩანს. გოჩოლეიშვილი საოცრად შემოვიდა მაღალი კლასი აქვს აშკარად. მიქაუტაძე უკეთეს გუნდში გადავა ეს ფაქტია. დანარჩენი რა გითხრათ მქონდა იმედი მეც გადამეტებული და ეხლა გულწრფელად ვიტყვი რომ არ მაქ იმედი და ჩვენ აქედან გავიდეთ და არც ერთალიგიდან შევძლებთ გასვლას იმიტომ რომ ჩვენ ვართ საქართველო! დღეს ერთადერთი მისაღები შედეგი მოგება იყო მხოლოდ და მხოლოდ მოგება და მომავალი ორი შეხვედრაშიც მხოლოდ მოგება თუ რამეზე გვსურდა რომ გველაპარაკა მაგრამ როგორც ჩანს არ გვაქ ჩვენ საკმარისი დონე. დავინახე სურვილიც მონდომებაც მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ვწუხვარ მეტი რომ არ შეგვიძლია!

• უვიცი

უკაცრავად ხალხო სხვა საიტებზე არ შედიხართ? რა ქარი იყო ნახეთ? რა ფეხბურთზეა ლაპარაკი რაც შეძლეს იმაზეც დიდი მადლობა!!!!!!

• სიმართლე

დავითაშვილს ნაკრებში საერთოდ არ გამოვიძახებდი. თავი პელე გონია მგონი

• 100%

ყველაზე მაღალი შეფასება, მეკარეს. მსაჯის ბალტიისპირელი ყველა და ყველაფერი, ...... ტიპმა პირველი ტაიმის ბოლოს შეტევა არ დაგვამთავრებინა და იმათ, ბოლოს კუთხურიც ჩააწოდებინა.

• ჯიი

არვამბობ ამა პირველად, აბუ-კვეკვე მადლობა ძმებო, მაგრამ არახართ ძირითადი 11-ეულის ბიჭები, სანიოლი უნდა ხვდებოდეს ამ ყველაფერს. კვარას თუარწუვიდა თამაში ვხედავთ რადღეში ვვარდებით, მოკლედ რომ ვთქვათ ბევრია სამუშაო, ამ თამაშით 1 ქულა ჩვენთვის არის დიდი წარმატება! მადლობა ბოლმდე ბრძოლისთვის ბიჭებო!

• ჭიჭიკო

მესმის რომ ნორვეგია ძლიერი გუნდია, მაგრამ საკუთარ მოედანზე თამაშობ შე დალოცვილო, ცოტა მოინდომე რა (თუმცა თავზემოთ ძალა არაა), ჰოლადნს რომ ეთამაშა მინიმუმ სამ ბურთს მაინც გაგვიტანდა

• ლევანი

ცენტრი საერთოდ არ იყო, დაცვა დირკა. გაგნიძე არის დღეს ძირითადის ფეხბურთელი, რა ვიცი, რომელი ერთი ვთქვა, ცოდოა წიტასნაირის არგამოყენება და ა.შ.

• გიუშა

ამ კვერკველიას რას გადაეკიდეთ?კაცმა ერთი სამჯერ გადაგვარჩინა მარტო პირველ ტაიმში.რაც შეეხება პირველ არხს-სირცხვილია 21 საუკუნეში ასეთი გამოსახულებით რომ აუწყებთ

მცველებს დავალება ქონდათ არ ეთამაშოთ ართმევაზე და მამარდამდე ჩააცილეთ ნორვეგიელებიო? ამას რა ერქვა არ ვიცი - მეტოქეს რატომ უყურებდნენ ვარჯიშზე დაყენებული სადგამებივით.

ჩაკვეტაძე, გაგნიძე და საზონოვი უნდა დაეყენებინა. მონღოლეთთან თამაშის მერე 5 წუთსაც არ იმსახურებდა ჩაკვე? თუ დავითაშვილმა ითამაშა საოცრად

• ირაკლი

მეტი ამბიცია გვჭირდება შედეგის მისაღწევად… ერთი ქულის აღება, კმაყოფილ სახეებს არ უნდა გვგგვრიდეს…

• მალაქია

ეჰ ვილი ვილი, ვერ დააყენე დღეს ძირითადი შემადგენლობა. ბალასტი გყავს გუნდში და ვერ ან არ ხვდები რომ ძირითადში არ უნდა დააყენო.

• კახაბერი

სივრცეებს რ ა ტ ო მ უტოვებთ მოწინააღმდეგეებს,სივრცეებს,რას ელოდებით- თავად დაუშვებენ შეცდომეეეებს(?!),თუ გეშინიათ პრესინგი-აგრესიული თამაშის(?!) ან,ჩაკვეტაძე ნახევარდაცვაში როგორ არ ათამაშეთ(?!), ამ ფიზიკა,ფსიქიკით ვაპირებთ ევროპა,მსოფლიოზე გასვლას(?!)

• gio

კიდევ კარგი ჰალანდი არ ყავდათ. ტაბიძე და აბურჯანია ძირითადში არ უნდა ათამაშოს. ჩაკვეტაძე კიდე შეცვლაზეც რომ არ შემოგყავს ასე არ შეიძლება. გოჩოლეიშვილი კარგი იყო

• Charley

კვარა საერთო ჯამში სამწუხაროდ უფრო "ამოკეტეს" ვიდრე ვერ, ყველგან გავრცელდა მისი სტარობა და უნდა შევეგუოთ რომ უკვე სანაკრებო დონეზეც მოუწევს ხვიჩას სამ პერსონალურ მცველთან დუელები. გოჩოლეიშვილი ძირითადის კაცია: საყრდენი ცენტრი ისეთივე საშინელი გვაქვს და აქ გაგნიძე შეიძლება გააძირითადოს შენელებული და უეფექტო აბურჯანია-კვეკვესკირის ფონზე მწვრთნელმა, ერთი მაღალი კლასის მცველი დამატებით აუცილებლად გვჭირდება დაცვის ცენტრში. პირველი ტაიმი გასაგებია მაგრად მიგვაპრესინგეს და "გაგვაქრეს" მოედნიდან მეორეში გამოვასწორეთ თამაში და მეტიც შეიძლებოდა აქ ჩაკვეტაძე რატომ არ შემოიყვანა სანიოლიმ გამოცანად დარჩა როცა სივრცეები გაგვიჩნდა გათანაბრების შემდეგ. ნუ მათაც ქონდათ ორი 100 პროცენტიანი მომენტი მაგრამ მამარდამ მისი ოსტატობა და თუ ვინ არის ამ ფორმაციის ნომერ პირველი გოლკიპერი ყველას დაუმტკიცა. მთლიანობაში მადლობელი უნდა ვიყოთ ამ ერთი ქულით, "ვიკინგებმა" ბევრი "მაზეს" და რეალურად მათ უფრო დაკარგეს ორი ქულა ვიდრე ჩვენ. იმედია ტაქტიკაში სანიოლი მრავალფეროვნებას შეიტანს ან ეცდება მაინც და არ ვიქნებით ყოველთვის კონტრშეტევების იმედზე რომ გავიტანოთ. უფრო მეტ სწრაფ კომბინაციურ ფეხბურთს უნდა ვთამაშობდეთ ასეთი დონის გუნდების დამარცხება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სენსაციად რომ არ აღიქმებოდეს. კი რესურსიც ცოტაა მაგრამ მწვრთნელებს იმიტომ უხდიან რომ მათ მწირი რესურსიდანაც გუნდი ანგარიშგასაწევ ძალად აქციოს ყველასთვის.

• საღოლ ძმა

100

• გიორგი

ეჰ, ჩაკვერაძე სპორტსმენი არაა, მებრძოლი არაა. ნორვეგიელი ვიკინგები გადათელავდნენ.

• alexsis

ქულა რომ ავიღეთ არა უშავს , წაგებას ჯობია რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგიერთ ვითომ ფეხბურთელს (აბურჯანიას, კვეკვესკირს ,კვირკველიას....) რომ უძახიან ნაკრებში ხომ შეიძლება უარი თქვან თავად და არ შეირცხვინონ თავი, ამათ ვეღარაფერს ასწავლი სანიოლლლ,არ ჯობია ახლებს(გოჩოლეიშვილს,გაგნიძეს,საზონოვს) მიეცეთ მეტი დრო....

• beqa

ჩვენს ნახევარ მცველებს საფეხბურთო ინტელეკტი არააქვთ მარტო მონდომება არშველის თუ ცოდნა თამაშის წაკითხვა არაგაქ, დააკვირდნენ ლობოტკას როგორ კითხულობს წინასწარ თამაშს !! თორე სისწრაფე არც ლობოტკასააქ!! აბურჯანია და კვეკვესკი ერთად არ შეიძლება როგორც თამასშ ვერ კითხულობენ ისე ძაან ნელები არიან

• კახაბერი

კვარაცხელ-ოვი რამ მოგაფიქრებია(?!) ან რას გვეუბნებით მაგდაგვარი გვარის დამახინჯებით,ან რატომ ამახინჯებ,რა მიზნებით,რაში უნდა გჭირდებოდეთ(?!) ყველგან სიძულვილი რატომ შემოგაქვთ(?!), ვ ი ც ი თ-პოლიტ-ის შესახებ კრემლის პროპაგანდისტები ქართულედიაში დაუცხომლად მუშაობენ ქართული ენის მცოდნე ეთნიკურად ოსები,სომხები...ცენტრით- ვლადიკავკაზში ( ორჯონკიძეში),ვითომ ქართველები რომ არიან და თან რუსეთუმეები, დღესაც მენტალურად ,,მოსკოვიას ულუს,,-ის მეხოტბეები და- ანტი დასავლურ მიზანმიმართული ზიზღის პროპაგანდას არადა ყველაზე წარმატებული სახელმწიფოები შექმნეს და გამოცდილებას გვიზიარებენ!), მით ქართველობის დეზორიენტირება-დეზორგანიზება გამოყენებას ცდილობენ,მაგრამ ამდაგვარი ზიზღით ქართველი სპორტსმენების მიმართაც(?!)

• ბაბუაწვერა

სად ისწავლეს ასეთი გამოცხადება:გოლი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გაიტანაო...ფეხბურთელები ნოლი.კომენტატორები ნოლი.დიქტორიღა გვეკლდა ნოლი

• zaz197

ყოველთვის ვაქებდი სანიოლს...ეს რა ქნა დღეს? რა აზრი ქონდა მონგოლებთან თამაშს, იმ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებს - გაგნიძეს, ჩაკვეტაძეს და გოჩოლეიშვილს თუ ან ცოტა დროს მისცემდი, ან საერთოდ არ ათამაშებდი? ორი უპრაქტიკო ფეხბურთელი აზაროვი და აბურჯანია გამოიყვანა და ორივე გაიტრამვა....არ ჯობია 20 წლის საზონოვი შეცდეს და პრაქტიკა მიიღოს (თან მაღალია, თავით მაგრად თამაშობს ორივე საჯარიმოში, პირველ პასს კარგად აკეთებს), ვიდრე 30 წლის ტაბიძემ ითამაშოს და მერე შესაცვლელი გაგიხდეს? ლობჟანიძე გამოიყვანე თავიდან და თუ არ გაამართლა, მერე შემოიყვანე ის ფაფხურა ზურიკო....ეჰ, ვილი, ვილი, შენც აურიე...ეს უნიკალური შანსი იყო, უჰოლანდო ნორვეგიისთვის უნდა მოგვეგო და კინაღამ წავაგეთ....

• ზაზა

სასტარტოში უნდა ყოფილიყო გოჩოლეიშვილი,გაგნიძე და ლობჟანიძე!აბურჯანია და აზაროვი სასტარტოში იყო შეცდომა,სუსტები არიან,მერე მამარდამ მაგრად ითამაშა და ის ერთი რაღა იყო არც გადახტა!კვეკვესკირი სუსტი იყო,შეიძლებოდა მის მაგიერ ჩაკვეტაძე კლასი მაინც ააქვს!შემტევებამდე ბურთი ვერ მიჰქონდათ,ნახევარდაცვა ჩავარდა,ბურთი სულ ნორვეგიის ფეხბურთელებს ჰქონდათ,ასე შორს ვერ წავალთ!

• Lebron

მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და სტადიონზე მისულ გულშემატკივარს ერთგულად და ღირსეულად გულშემატკივრობისთვის!!!!!!! პირველი ტაიმი სანიოლმა წააგო თუმცა სწორი შეცვლები გააკეთა და შეძლო სიტუაციის სტაბილიზება, რაც მის სწორად აზროვნებაზე და უნარებზე მეტყველებს!! ნორვეგიასთან ფრე არის მისაღები შედეგი ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს!! მადლობა ბიჭებო თქვენს გვერდით ვართ!!!!!!!!

• ზაზა

ტაბიძის და აზაროვის დაყენება, თავიდანვე შეცდომა იყო, საზონოვით და გოჩოლეიშვილით ჯობდა დაეწყო, აბურჯანია ხშირად აყოვნებდა ბურთს და ზოგადად სწრაფ გათამაშებაში აშკარა პრობლემებია, ჩაკვესთვის ცოტა დრო მაინც უნდა მიეცა და გაგნიძისთვის მეტი დრო უნდა დაეთმო, ვერაფერში გამოვიყენეთ რო ხვიჩაზე სამი კაცი გადადიოდა, ნახევარდაცვის თამაში გაუმართავია, განსაკუთრებით შეტევის ფაზაში. გაგვიმართლა რომ იმათ ჰალანდი არ ყავდათ და ჩვენ მამარდა გვყავდა. აშკარად მოსამატებელია თორემ ასე არაფერი გამოგვივა

• saba

არ უნდა ამას დიდი და ხანგრძლივი ანალიზი, მოკლედ, თავდაჯერებულობა მომეტებული მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი მიქაუტაძის ფონზე (ხვიჩა კვარაცხელიას ამ დონეზე დიდეიხანია გასულია) სხვების დონეც მოიმატებს და შემდეგი თამაში გაცილებით უკეთესი იქნება ...გაგნიძე ძირითადში თამაშს იმსახურებს მგონია

• ზურა

შევეგუოთ იმ აზრს მეგობრებო მანამ კვარა და მამარდასნაირად ტოპ ლიგებში მინიმუმ 4 5 ფეხბურთელი არ ითამაშებს ვერანაირი ჯგუფიდან ვერ გავალთ სამწუხარო რეალობაა მაგრამ ფაქტია და უნდა შევეგუოთ და დაველოდოთ უკეთესსდროს

• გია

ჩაკვეტაძე რომ გყავს გუნდში და აბურჯანიას ათამაშებ ამას რა ჰქვია თქვენი აზრით

• პელიდი

ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სანიოლის ამ შეხვედრაში დავითაშვილის გაყვანა მიქაუტაძის დატოვება იყო. ორ ფორვარდზე რომ გადავედით დაიბნა ნორვეგიის დაცვა და შედეგად გოლი გავიტანეთ. მთლიანობაში ძალიან ცუდი დაგეგმვა იყო თამაშის. სამ მცველიანი ტაქტიკაც შედარებით სუსტ გუნდებთან მუშაობს, საშუალო და მაღალ დონეზე ცენტრი წართმეული გვაქვს, განსაკუთრებით მაშინ როცა უსუსტესი ცენტრალური ნახევარდაცვა გვყავს.

• გოგა

კარგი ისა, რო ჩვენ ნაკრებს შეუძლია მომატება და ნორვეგის დონის გუნდების დამარცხება, ამაღამ კი არ იყო ცუდი შედეგი ეს ფრე

• david

გუნდი პრაქტიკულად ნახევარდაცვის გარეშე თამაშობს(კვეკვესკირი, აბურჯანია ძალიან სუსტები არიან: ვერც თავდამსხმელებს ამარაგებენ და ვერც მეტოქის შეტევებს შლიან, ადვილად კარგავენ ბურთს და მერე ვეღარ ასწრებენ დაცვაში)ბოლო წუთზეც კვეკვესკირმა დაკარგა ბურთი და კინაღამ პენალტი ავიკიდეთ. მოკლედ ეს უმთავრესი პრობლემაა ამ ეტაპზე. მათი ალტერნატივა უნდა მოიძებნოს სასწრაფოდ. ისე ფრე ღმერთმა გვაჩუქა,და კარგია რომ შენზე ობიექტურად ძლიერ მეტოქეს ქულა ავართვით.

• ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი

ბორდოში არ დატოვებენ გამორიცხულია, ჩაკვე არაა ნაკრების დონის ფეხბურთელი და მაგიტო არ ითამაშა..

• რაბუ

მოგება კი არა ფრე არის იდეალური იმ თამაშით რაც ვნახეთ. ედეგორის მომენტი რად ღირდა მარტო. მიქაუტაძე გადავა ამ ზაფხულში სერია ა ში. მამარდა სუპერ

• მამუკა

11\11-ზე ხო იყო თამაში, ნორვეგიელები ასე თავისუფლად რატომ იღებდნენ ბურთს ცენტრში და უბრძოლველად უახლოვდებოდნენ ჩვენს საჯარიმოს, გასაგებია რატომაც, მაგრამ მაინც ვკითხულობ

• გიორგი

100% ტიპი ვერაფერს ხედავს თავისი ფეხების გარდა. ჭ-კლასია დავითაშვილი.

• ილო

პორველი ტაიმი იყო საშინელება. მეორე ტაიმში უკეთ განივიყურებოდით მაგრამ მაინც არ გავდა ეს გუნდი მოსაგებად გასულ გუნდს. ძალიან არეული თამაში, არაზუსტი პასები , გადამწვეტ მომენტში დაშვებული შეცდომები. მოკელდ იმედია მომდევნო თამაში უკეთესი იქნება.

• ლაშა

სამწუხაროდ არ მოგვეცა ოდნავ ძლიერ ნაკრებთან სპარინგის საშუალება, ალბათ, თორემ ამხანაგური ზოგადად სუსტი მეტოქიდან იწყება და დინამიკურად უფრო რთულ მეტოქეებს უნდა შეხვდე თანდათან. მონღოლეთთან შეხვედრას, რომელსაც ცოტა ხნის წინ იაპონიამ 14-0 მოუგო, მთლად გამართლებულად ვერ მიიღო გულშემატკივარმა. მაგალითად შეიძლებოდა ბალტიისპირული ქვეყნის ან ევროპის ისეთ ნაკრებთან სპარინგი, რომელსაც ფანჯარა ექნებოდა, მაგრამ არაუშავს, პროგრესი აუცილებლად იქნება და იგივე ნორვეგიას მისსავე კედლებში თავიდანვე ართმევაზე თუ არა, პრესინგი უნდა ვეთამაშოთ პირველივე ტაიმიდან.

• ზურაბ

ჩაკვეტაძემ უნდა თქვას იმ სპარტელის სიტყვები, 300 ში რომ ვერ მოხვდა _მიხარია თუ ჩემზე უკეთესი 11 ქართველი გყავთო

• ნიკო

მოკლედ ქულა მოვიპოვეთ...უარყოფითი აზაროვი დაშინელება,აბურჯანია?!დავითაშვილი?!ტაბიძე?!დადებითი:მამარდა მხეცია,გოჩო და გაგნიძე ძირითადის ხალხი,საბა მალე იღლება,კვეკვე პირველ ტაიმში არ ვარგოდა,მეორეში არაუშავდა...ხვიჩაზე რა ვთქვა დღეს არ იყო მისი დღე,მაგრამ 3 კაცი ზედ ეჯდა ბურთის მიღებისას თუ არ მიეხმარე და არ შეუტიე მარტო ვერაფერს იზამს მუდამ,მიქაუტაძემ მკვლელის ინსტიქტი კი გამოავლინა მაგრამ რაც მიიღო გამოიყენა უნდა მისცე პასი

• HK

რომარიყო მაგიტომ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება მიქაუტაძესთან ერთად ;) სამი კაცი სულ წინ ყავდა და მაინც ახერხებდა მომენტების შექმნას და როგორი მოტივაციით თამაშობდა მადლობა კვარას და ყველას ვისაც დანახვა შეუძლია :)

• დავით 67

ჩვენმა ნაკრებმა მაქსიმუმს მიაღწია. გამართლებაც ასეთი უნდა. ერთხელ პირველ ტაიმში და მეორედ მეორე ტაიმში ცარიელ კარში აცილებული ბურთები, მაგრად გამოგვადგა. მანდედან გატანა უფრო ადვილი იყო ვიდრე არგატანა. მიხარია მაინც რომ არ წავაგეთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ასეთი ნაკრებით ევროპის ჩემპიონატზე არაფერი გვესაქმება. ერთიც ვერ გამიგია, ამ შემადგენლობის შერჩევით როგორც კომენტარებში წერთ, უფრო სწორად თქვენი ვერსიით, მართლა გჯერათ რომ Х1მაგივრად Х2 თუ ითამაშებს შედეგი დაიდება? სანიოლს ძირითადში ვინმე უკეთესი ჰყავს და არ ენდობა?

• G

სანიოლმა წააგი პირველი ტაიმი. ვინაიდან ბუტთის დათმობა დაავალა

• ნოდო

ჩვენ რომელიმე ტურნირზე მაშინ გავალთ თუ ყველა თამაშს ერთ თვეში ვითამაშებთ

• გიორგი

გილოცავთ. ისე, დაცვა უბრალოდ არ გვყავს. ნახევარდაცვას წინ პასი არ შეუძლია. დავითაშვილი ბურთის ღორია, ეზოს ფეხბურთელია.

• თორელი

ბერიძე რატომ შემოიყვანა ? ჩაკვე რატომ არა? გოჩოლეიშვილს ვარჯიშებზე არ უყურებს ვილი? იფრინა ბიჭმა, ორი ტროლეიბუსის მაგივრად გაგნიძე და წიტა ყოფილიყო, მოკლედ ისევ მაგარ ჭაობში ვართ, ფედერაციას ნაკრები დახლად აქვს გადაქცეული, კიდევ ერთხელ ბერიძე რატომ , ან ბუდუ რატომ? როცა ჩაკვე გყავს,. მადლობა მამარდას, ეგ რომ არა ყველაფერი ისე იქნებოდა რასაც ვიმსახურებდით.

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

სიმართლე რო ითქვას ეს ფრე მოგებასავითაა. არ გვეკუთვნოდა მოგება არანაირად რამდენჯერ გადავრჩით. მაგრამ ერთხელ ჩვენც ხო შეიძლება გაგვიმართლოს. სულ ბოლო წამებზე უშვებდით გინდა ბრატისლავასთან და გინდა ესპანეთან. წაგებას ყველაფერი ჯობია ასეა თუ ისე. გოჩოლეიშვილს რა უნდა სკამზე აზრზე არ ვარ. მხეცია ტიპი

• გიორგი

სპალეტი გვჭირდება სასწარაფოდ! ან თუნდაც სპაგეტი. ასეთი თამაშით მაქსიმუმ მე-3 ადგილზე თუ გავალთ ჯგუფში.

• nedved

კვირკველია მგონი 20 წელია ფეხბურთს თამაშობს და 2 მეტრში პასს ვერ აკეთებს ამხელა კაცი კატასტროფაა. ჩაჭრა და ართმევაში კარგია მაგრამ ელემენტარული პასი როგორ ვერ უნდა გააკეთო არვიცი. აზაროვი სუსტია ძალიან დაცვაში, გოჩოლეიშვილი ბევრად უკეთ იცავდა და ამწვავებდა კიდეც. მოკლედ ჰალანდი რო ყოფილიყო ძაან ცუდად დამთავრდებოდა ეს თამაში, 3-4 მომენტი 100%იანი გამაზეს

• ალექს

შეიძლება ითქვას გვაჩუქეს ქულა ნორვეგიელებმა ისეთი შანსები გაანიავეს.. მამარდას ამ თამაშის მერე კარგად დაიმახსოვრებენ მეთქი და ეგრეც იქნება, სასწაული ბურთები გამოაძრო. სანიოლმა პირწმინდად ჩააგდო ეს შეხვედრა, 5-3-2/5-4-1 რომელი საუკუნის ტაქტიკაა საერთოდ?? რისი მიღწევა უნდოდა ამით ნორვეგიასთან რომელთანაც პირველ რიგში ცენტრი არ უნდა დაგვეთმო! სასტარტოც გაუგებარი დააყენა და პირველ რიგში აზაროვი,რომელმაც ბოლოს როდის ითამაშა თავად არ ახსოვს და სანამ არ დაიმტვრა არ გაიყვანა! დუნე აბურჯანიაც სანამ არ დაიმტვრა არ გაიყვანა, იმის მაგივრად რომ ძალიან მობილური და ჭკვიანი გაგნიძე დაეყენებინა თავიდანვე. დავითაშვილმა ყაზაიშვილის მსგავსად ვერ ისწავლა რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, პირველივე ტაიმში შევცვლიდი იმ მომენტის გამო! ჩაკვეც ასეთ თამაშში დატოვა სკამზე! ტაქტიკამაც ჩაისვარა და შემადგენლობაც ძალიან ცუდად შეარჩია. ამ თამაშით ერთი ქულა დიდი მიღწევაა და გილოცავთ.

• ბესო

გაგვიმართლა რომ არ წავაგეთ...მადლობა მამარდას! მეორე სართულზე სასტიკად მოგვიგეს, თითქმის ყველა ბურთი მოხსნეს. პრესინგში და სივრცეების გამოყენებაში ერთი თავით გვაჯობეს!!... ისევე როგორც ტექნიკურად... ჩვენებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს და შეტევაში კრეატიულობა აკლდათ. კვარა რამოდენიმე მომენტის გარდა არ ჩანდა! ფლანგთან შებოჭილი იყო და თითქოს სივრცე არ ჰქონდა... გუნდს შეთამაშების ნაკლებობა ეტყობა. ეს თამაში სანიოლმაც ჩააგდო და ვერ გამოიყენა კვარას პოტენციალი! იმედგაცრუებული ვარ, მეტს ველოდი

• კაპიტან გარდენბურგი

რა უნდე გელაპარაკოს კაცი. წადი რა მიხედე საქმეს, შენც დაისვენებ და სხვების ნერვებსაც გაუფრთხილდები

• მახო1983

ამ აბურჯანიაზე რატო აქვს სანიოლს ჯვარი დაწერილი? არ ათამაშებენ ბურთის მომწოდებლია თავის ჟილ ვინსეტეში

• რონი

სანიოლ თვალები მიხატული გაქვს???? ერთი კვირა ბიჭებს ავარჯიშებ აკვირდები და ვინ არის ფორმაში და ვინ არა ელემენტარული მაგის შემჩნევის უნარიც არ გაქვს????? აზაროვს რო ასი თავით ჯობია გოჩოლეიშვილი და უკეთეს ფორმაში როა მაგას დიდი მარჩიელობა უნდოდა? ან ლობჟანიძე რო არაა ფორმაში და ხედავ ბერიძე კარგად თამაშობს.. ზივზივაძემ თავის გუნდში რომ ეხლა ჩაატარა ალიაბალია ნახევარი საათი და ვოლკოვი სულ სასტავში როა ეგეც არ ეტყობოდათ ბიჭებს ვარჯიშზე? 80 წლის კანკავა მოიყვანეთ და ეს მარიაჟა კვეკვე გაათრიეთ ხალხი არ ხართ? ან რომელი საუკუნეა აბურჯანიას კუს ვინმე კიდე ათამაშებს????? ამდენი ხანია სანიოლი ნაკრებშია ერთხელაც არ ათამაშა ტაბიძე და ეხლა რა ბზიკმა გიკბინა??? რამე შეატყე რო ფორმაში იყო?????? ეს თამაში ჩააგდო მწვრთნელმა საკუთარ მოედანზე ვიღაც ნორვეგიასთან მიჯაჭვული არუნდა ვიყოთ... ინგლისთან ან ესპანეთან რაღა იქნება წარმომიდგენია..... სანიოლ წადი

• გადასარევი გიორგი

კვეკვესკირს რომ ვუყურებ, სულ ამაყი მამალი მახსენდება. ძალიან ნელა, დინჯად დადის და თითქოს ქათმებს ირჩევს ასაჩინჩხლად. აბურჯანია რატომაა ძირითადში ჩემთვის გამოცანაა. კომენტატორებს რაც შეეხება, ალბათ დავამტვრებ კომპიუტერის მონიტორს ბოლოს, ეს შეუძლებელია ამათი სმენა.

• ქომაგ-ს

გაზრდილხარ ეს კარგია,აწი შეიძლება…

• ქართველი

გადავრჩით... იღბალი იყო დღეს ჩვენს მხარეზე... ძირეული ცვლილებებია ნახევარდაცვაში საჭირო... ყოველთვის იღბლის იმედზე ვერ იქნები... წარმატებები ნაკრებს... PS ჭკვიანი მწვრთნელი ამ ბიჭებით შედეგს დადებს... ორივე საყრდენი სასწრაფოდაა შესაცვლელი.

• ფედერაციის ფოკუსები

(*მორიგი) მწვრთნელი რომელიც 1 წლის განმავლობაში ნაკრების ბირთვზე ვერ ჩამოყალიბებულა

• ლევანი

როდის უნდა ვისწავლოთ, რომ ზედმეტი მოლოდინების შექმნას, კარგი არაფერი მოაქვს.ისეთი ატმოსფერო იყო ყველგან, და ბიჭებიც ეგრე გამოვიდნენ, რომ უკვე მოგებული გვქონდა თამაში. კიდევ კარგი მეორე ტაიმში აზრზე მოვიდნენ სად იყვნენ. იბრძოლეს, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ამდენი შეცდომა? მაგრამ, რაც არის არის. მთავარია გუნდი გვყავს, ახლა გაზრდა ჭირდებათ, ოღონდ სწორი მიდგომით. მადლობთ ბიჭებო, ბძოლისთვის! დიდება საქართველოს!!!

• 123

კვეკვესკირი რატომ იყო და არის ნაკრებში ვერასოდეს ხვდებოდი და ვერ ვხვდები. აბურჯანიას კარგი თამაშები მახსოვს მაგრამ ხშირად ტრავმიანობდა და ალბათ ვერ არის ფორმაში. კვირკველიას აღარ შეუძლია და ხომ უნდა მივხვდეთ და დაანებოს ნაკრებს თავი.

• რეზო

ბორდოს თამაშს უყურეთ და აღარ დაგრჩებათ ეგეთი შთაბეჭდილება

• ადამიანი

სანიოლის გულშემატკივრად ვრჩები,ოღონდ სემადგენლობა ვერ გამოიცნო დღეს

• goga

ფიზიკური მომზადება 0 ს ქვემოთ კიდე კაი ჰალანდი არ კყო ...კვარაცხელიაზე კი კიდევ თავს შევიკავებ ...კვარადონა ანუ მარადონა თამაშებს მარტო იგებდა ამიტომ კვარადონას დაზახება სასაცილოა ჯერ ჯერობით .

• ჯონი

აბურჯანია 0

• mate

არაა საჭირო ეს პროფესორა კომენტარები, წელს პირველი თამაში იყო და გამოჩნდა ვის რა შეუძლია. დაწყება ყოველთვის გვიჭირს არ დაგავიწყდეთ. ყველაფერი წინაა!!!

• იოსებ

Shemadgenlobebi ro gamocxadda vwerdi minimum chakvetazde da gagnidze unda daeyenebina tqo da tipebma dislaiqebit amavses j'ai eg araushavs amat ise esmit fexburti rogor me amerikuli fexburti. Mère samkaciani dacva amartlebs yoveltvis da aman gadirkuli avtobusi daayena. Cvlilebebze agarafers vityvi. Droze shecvalet es kaci tore am oqros taobas dagvakargvinebs.

• Givi

Imis gatvaliswinebit rom tavidanve vagebdit da kvaras araferi gamouvida shedegi normaluria,miqautadze tipiuri gamtani forvardia rac arveladzis mere ar kolia nakrebs,mamarda mxecia da kidev gocholeishvili didebuli fexbuteli dadgeba male.

• ძველი გულშემატკივარი!

ჰოლანდის კუდუსუნს მადლობა უთხრან ჩვენს დაცვამ…..:))

• ირაკლი

ამას ქვია მიქაუტაძემ გადაგვარჩინა, ეს სანიოლა კიდევ იმას იძახის, რომ უთამაშებელ ფეხბურთელებს არ ვათამაშებო და შეიძლებოდა აზაროვის და გოჩოლეოშვილის თამაშის შედარება?, აზაროვი ბათუმის დინამოში უკეთესი იყო. ნუ ჩაკვეტაძის საერთოდ სათადარიგოთა სკამზე დასმა:( "ვინ ჯანდაბაა აბურჯანია" თქვა ტვენტეს ახლმა მწვრთნელმა გუნდში რომ მივიდა და გაუშვა გუნდიდან. სანიოლამდე ჯერ არ მისულა ეს ამბავი, ქართველი მწვრთნელები უბლოკავენ:) დაცვა მაგარი იყო, არ ჯობდა არაფერი მაგათ ყურებას:) მოკლედ ვერც ხვიჩამ ივარგა და მადლობა მიქაუტაძეს და მამარდას რომ 0:3 ნაცვლად 1:1 დამთავრდა.

• dato

დავითაშვილი ბორდოშია ? სანიოლმს შემადგენლობის დაყენება დაესიზმრა ?

• zaza

ბევრი იმუშავა კვარამ, კარგი საგოლე პასებიც არიგა, აქტიურობდა, ურტყამდა უბრალოდ არ იყო იდეალური დღე კვარასთვის. მიქაუტაძე ბრავო, მთელი თამაში გათიშული ჰყავდათ და როგორ შეასრულა, ეს ბიჭი სერიოზულ ლიგაში იმსახურებს თამაშს. საუკეთესო კი მამარდა იყო ამ თამაშში, რა ბურთები აიღო და როგორ გადაგვარჩინა. დაცვის ცენტრალური ხაზი და მოედნის საყრდენი ზონა არანაირ კრიტიკას არ უძლებს მაგრად დაგვჩაგრეს. ფლანგებმა აზაროვმა და მერე გოჩოლეიშვილმა მაგრად იმუშავეს, იგივე კაკაბაძე კარგი იყო არ იყო მისი ფლანგიდან ხიფათი თვითონ კარგად აქტიურობა. მოედნის საყრდენ ზონაში მოსაფიქრებელია, გაგნიძეს რომ შემოუშვებ 5 წუთი რა უნდა ითამაშოს?? კაშია რომ იმუქრებოდა კიდევ კარგი ჰოლანდი არ იყო, თორემ ის სორლეტმა აგვიკლო და ორივე ერთად რას იზამდნენ. რეალურად დღეს ჩვენზე მაღალი კლასის ნაკრებს გავუძელით და ფრე მისასალმებელია, რეალურად უნდა შევხედოთ სურათს. პატარა ბავშვებით გვითამაშებდნენ საყრდენ ზონაში და დაცვას მაგრად არღვევდნენ ნორვეგილები, ერთი ეპიზოდი იყო რომ ფლანგიდანაც გაარღვიეს. მთლიანობაში საბრძოლო ფრე გამოვიდა

• ლაშა

მაინც ყოჩაღ ბიჭებს, გამოსაფხიზლებლად კარგი იყო მონღოლეთის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ. ფრე შესაძლებელია გასვლაზეც გავახერხოთ ნორვეგიასთან. მთავარია არ წავაგეთ, თუმცა კი ვამბობდი და დიდი იმედი მქონდა ჩვენი ნაკრების გამარჯვების შესახებ დავწერდი კომენტარს... ეს თამაში ნამდვილად მოგვცემს სწორი დასკვნების გამოტანის საშუალებას. სტაბი და ფეხბურთელები თავის მხრივ დააკვირდებიან განვლილი თამაშის ლაფსუსებს, რომ თურმე გარკვეული ტემპი უნდა შესთავაზო თუნდაც ნორვეგიის ნაკრებს. ასე სატარტო აჩქარები დათმობა იგივე სტაიერულ გარბენში შესაძლებელია დამღუპველი აღმოჩნდეს!

• rasa

სიმართლე უნდა ითქვას: კლასით ჩვენზე მაღალი ნაკრებია და გაგვიმართლა რომ ა) ჰალანდი არ ტავდათ ბ) დაღლილები იყვნენ გ) რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს - ჩვენზე მეტი მომენტი ქონდათ მაინც. სულ გამართლების იმედი ვერ გვექნება

• vai vai

როგორ შეეტყო ჩვენს იმედს ილიათოლას კურთხევა.

• ჰაალანდს

ჰაალანდის არ ყოფნა 2 თამაშში 1 ქულად დაუჯდათ ნორვეგიელებს. დავაფასოთ ჩვენი ბიჭები ტრამვების ზღვარზე რომ ჩამოდიან ნაკრებში, იქნება ეს ფეხბურთში, კალათბურში, რაგბიში.. არ იყო ადვილი ფრე!

• vaaaah

ეს ერთი ქულა არის ღვთის და მიქაუტაძისგან ბოძებული საჩუქარი. არ ვიმსახურებდით.

• ქომაგი

აი, ძაააალიან ქუდბედიანი უნდა იყო, რომ დავითაშვილის დონის ფეხბურთელი ბორდოში გაიჩითო. ტიპი საკუთარ თავს ემატავება, პასი რაა, არც სმენია მგონი.

• ბაგი

კვარაცხელოვი რატომ არ იყო დღეს?

• დიმა

თავიდანვე ოთხი მცველით რომ დაგვეწყო უკეთესი იქნებოდა, 5 მცველიანმა ტაქტიკამ ხვიჩა დაკარგა ფაქტობრივად. გოჩოლეიშვილმა და მამარდამ დაგლიჯეს იმდენად რამდენადაც აბურჯანიამ დაგვაგლიჯა ნერვები, მააინტერესებს ნახევარმცველს რამდენი პასი აქვს გაკეთებული.

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

A ჯგუფში ყველაფერი დასრულდა - ესპანეთი და შოტლანდია ევრო 2024-ზე გავიდნენ [VIDEO]

ნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

კვიპროსის ნაკრები თბილისში გამომგზავრებამდე ნორვეგიასთან განადგურდა

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

თემურ ქეცბაია: საქართველო ესპანეთი არაა და რაღაცის მიღწევას შევეცდებით

შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება