<p>დღეს, 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.</p><p>უცხოურმა პორტალმა Whoscored-მა საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მაღალი ქულით ხვიჩა კვარაცხელიას (7.5) თამაში შეაფასა, მეორე გამოცემა Sofascore-მა კი "კვარასა" და გიორგი მიქაუტაძეს თანაბარი (7.3) ქულა დაუწერა.</p><p>ორივე პორტალის მიხედვით, ყველაზე დაბალი შეფასებები გურამ კაშიამ (6.2) და ჯიმი ტაბიძემ (6.3) დაიმსახურეს.</p><p>შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 17 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.</p><p><p><p><br></p>
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
პირველი ნახევარი წააგო მწვრთნელმა. ვფიქრობ, ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდა მეტოქეზე. გაანალიზების შემდეგ, გუნდი თითქოს გამოიცვალა. ვნახოთ ნორვეგიაში, როგორ ააწყობს თამაშს. კვარამ იქ გაცილებით კარგად უნდა ითამაშოს. მის ორ დარტყმაზე, ქარმა იმოქმედა. არ შეიძლება , შენს ნახევარზე ბურთის უასროდ გორება. რას გვაძლევდა ეს, არაფერს, გარდა გულშემატკივრების ნერვების დაწყვეტისა. თუ გვინდა ნორვეგიის მზგავს გუნდებს მოუგოთ, მხოლოდ შეტევა და შეტევა, რომ მოწინააღმდეგე პანიკაში ჩავარდეს. ამას ფიზიკური მომზადება სჭირდება, ტექნიკურად კიდევ არაგვიშავს. შეიძლება ნორვეგიის დამარცხება.
rolo
ვეთანხმები კობი 74-ს და ბუდუს ადგილი სასტარტოშია როგორც საბასი
ირაკლი
მეტის პოტენციალი გვაქვს. სამი ქულა უნდა აგვეღო ამ თამაშშ. კარგი თამაში აჩვენა გოჩელეიშვილმა, როგორც ტექნიკურად ასევე ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. მეტი შანსი მიეცით ახალგაზრდებს!! მოპოვებულ ქულას ვულოცავ ეროვნულ ნაკრებს
კობი 74
როდის გახსოვთ ამ ბოლოს საქართველოს ნაკრებს ორი თანაბარი ტაიმი ეთამაშა? თუმცა გუშინდელი პირველი ტაიმი იყო ქარწაღებულ-წყალწაღბულთა (ამინდის შესაბამისი) ცოდვილობა. პატარა ბავშვებივით გვეთამაშებოდნენ "პამპულას". კიდე გასაკვირია კვარას და ჟორჟს როგორ შემორჩათ მეორე ტაიმისთვის ენერგია, რაც მაგათ უნიზნოთ უწევდათ ართევაზე ოთხი კაცის დევნა. ყველაფრის მიზეზი ორი შენელებული ნახევარმცველის ბრალი მგონია. კვევკვეს შეტევის დროს, მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთის განაწილებაში კიდევ არაუშავს, მაგრამ ბურთის ამოტანისას და პრესინგისას საშინელებაა. აბურჯანიაზე საერთოდ არაფერი არ მინდა ვთქვა, არც იყო მემგონი მოედანზე. გასაკვირი ისაა, რომ სამწვრთნელო შტაბმა ვერ გაიაზრა რომ ვეღარ მოძრაობდა და სანამ არ დაეცა არ შეცვალეს. ფეხბურთელების შეფასებას რაც შეეხება: მამარდაშვილი-8,5 სამი სასწაული ჩაიდინა და პირველ გიოლზეც ვერ დავადანაშაულებ, თავად თქვა მატჩის შემდგომ ქარის გამო უცნაური ტრაქტორიით წავიდა ბურთიო. ტაბიძე- 5.1 ძალიან სუსტი იყო როგორც პასის და ბურთის ატანის დროს ასევე დაცვისას. ორჯერ მაგარი აჭამეს და მაამრდამ გადაგვარჩინა. კაშია - 6.1 არ იყო სტაბილური. გოლიც მისი შეცდომა მგონია. კვირკველია- 6.6 რამდენჯერმე გვიხსნა და საგოლე გადაცემაც მას ჩაეწერა. აზაროვი - 6,5 აშკარად შეეტყო უთამაშებლობა. კაკაბაძე - 6,8 კვარას გამო მის ფლანგზე დიდი ზონები ჩნდებოდა თუმცა სანამ ლობჟანიძე არ გამოვიდა ვერაფერს ქმნიდა. ზოგადად ცუდი არ იყო. კვეკვესკირი - 5,5 ამაზე ზემოთ დავწერე. აბურჯანია - 5,1 არ მგონია ამას მომატების რესურსი ქონდეს, ამიტომ სხვა უნდა მოვსინჯოთ. დავითაშვილი 6,0 ბევრ მოძრაობდა თუმცა ნაკლები შედეგით. პირველი ტაიმის ბოლოს მაგარი გარღვევა გამოუვიდა მაგრამ როგორც ადრე ისევ არ გააკეთა დრული პასი. კვარაცხელია - 7,1 არ ქონდა საუკეთესო თამაში, სამჯერ დაარტყა და სამჯერვე ააცდინა. თუმცა გუნდის ლიდერია და მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. მიქაუტაძე - 7,2 ძალიან აქვს მომატებული წინა წრელთან შედარებით. ვინც საფრანგეთში მის თამაშს უყურებს დამეთანხმება, რომ მთავარი ვარსკვლავია გუნდში. ზიზვზივაძე - 6,5 იბრძოდა პირველი ბურთისთვის თუმცა დასამახსოვრებელი მხოლოდ გოლის მომენტში იყო მისი მოძრაობა დასაფასებელი. გოჩოლეიშვილი 7,2 საუკეთესოდ ჩაერთო თამაში, არც ერთი შეცდომა არ დაუშვია და მაგრადაც ამწვავებდა შეტევებს. ბერიძი -შეფასების გარეში გაგნიძე -შეფასების გარეში, 15 წუთით ადრე რომ გამოსულიყო უკეთესი იქნებოდა.
სოსო
ტაბიძეს და კაშიას,ყველაზე დაბალი შეფასებით არ შევაფასებდი.მათზე უფრო ტანმაღალი,ჯანიანი,სწრაფი და სულ ცოტა, არანაკლებ ტექნიკური ნორვეგიელების წინააღმდეგ,თან როცა ნახევარდაცვა, თითქმის ვერ უწევდა მეტოქის ნახევარდაცვას წინააღმდეგობას,მათ იმაზე მეტიც კი შესძლეს,ვიდრე შეეძლოთ.საზონოვს,სავარაუდოდ გამოუცდელობის გამო არ ენდო.არა უშავს,საბასაც და ლუკა ლოჩოშვილსაც,აუცილებლად მოუწევთ თამაში.გაგნიძე მობილურიცაა,სწრაფიც და მებრძოლიც,ძალიან მალე,ის ნაკრების ერთერთი ხერხემალი გახდება,მაგრამ მონღოლებთან თამაშის შემდეგ დავწერე,მომკალით და არ მომეწონა,ბურთის კონტროლი გაფუჭებული აქვს,რუსული ფეხბურთის ბრალია მეთქი.წუხელად მის შეცდომას მოჰყვა,ბოლო წამებზე ნორვეგიელების სახიფათო შეტევა,კინაღამ პენალტით რომ დამთავრდა.ლუკამ თავგანწირვით სდია მეტოქეს და სცადა,ხელი შეეშალა,მაგრამ მან მაინც მოახერხა ჩაწოდება და კინაღამ საბედისწერო პენალტი ავიკიდეთ.ლუკას არაფერში ვამტყუნებ,სცადა რუსეთიდან გაეღწია,პოლონეთში წავიდა,მაგრამ იქ თამაში არ აღირსეს,არც ევროპაში ენდო,სულ ახალგაზრდა ბიჭს არავინ და ისიც იძულებული გახდა,რუსეთში დაბრუნებულიყო.იქ კი,ტექნიკური ფეხბურთი მოდაში არ არის და მასაც აშკარად შეეტყო.ის როგორც ფეხბურთელი,ახლა ყალიბდება და ისეთი გუნდი სჭირდება,სადაც ტექნიკასაც გაიუმჯობესებს,ფიზიკასთან ერთად.ამ ზაფხულს,ახალგაზრდულ ჩემპიონატში,იმედია თავს გამოიჩენს და გააღწევს რუსეთიდან,თუმცა ძალიან გაიხანგრძლივა კონტრაქტი და მისი გამოსყიდვას რამდენად მოისურვებენ მსურველები,ეგაა საკითხავი.
დო მაჟორი
ვუდასტურებ ხვიჩას ჩემს პატივისცემას, მაგრამ ამ თამაშში ის არ ჩანდა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. საუკეთესო იყო მამარდაშვილი! უსათუოდ წავაგებდით, რომ არა მისი გასაოცარი თამაში! ყველაზე ცუდად თავი წარმოაჩინა სანიოლმა!
გია
დინამოს სტადიონზე საფარს ცვლიან და შეუძლებელი იყო ჩატარება
გოგა
კაკაბაძის ერთი ნორმალური ჩაწოდება მანახა რა თავისი ფლანგიდან, რამდენჯერ ქონდა შანსი დრო და სივრცე ჩაეგდო ბურთი საჯარიმოში, მაგრამ არ შვრება ცოცხალი თავით
ჯუჯი
ყველაზე უფრო ჩაკვეტაძის არყოფნა გამიკვირდა.ასევე საზონოვის,რომელსაც დიდი პრაქტიკა აქვს მოსკოვის დინამოში და ახალგაზრდა და პერსპექტიულია.
სვანსკი
ღმერთმა გვაჩუქა მამარდაშვილი,მიქაუტაძე,ლობჟანიძე,კვარაცხელია,ჩაკვეტაძე,ზივზივაძე, მეტი რაღა გინდა ვილი? ამ ფეხბურთელებამდე ბურთი როგორ ვერ უნდა მიიტანოთ? დაცვა საერთოდ არ გვყავს ნახევარი გუნდი გასაყრელია,მარტო სურვილი გამარჯვებისთვის არ კმარა მაგას შრომა უნდა,ისე როგორც კვარა შრომობს. ხიზანა და ნახევარი გუნდი გასაყრელია.......
ზაზა
ნორვეგიასთან ყველაზე კარგად ითამაშეს მიქაუტაძემ,კვარაცხელიამ,მამარდაშვილმა,გოჩოლეიშვილმა,არა უშავდა ლობჟანიძეს,დანარჩენები სუსტად გამოიყურებოდნენ,გოლის გაშვების ეპიზოდში და არა მარტო დაცვა ძალიან ცუდად თამაშობდა,ნახევარზე კი არც ერთი არ იყო სათანადოდ მოთამაშე!ძალიან საჭირო იქნებოდა გაგნიძე,ჩაკვეტაძე,წიტაიშვილი,საზონოვი,ეს ბიჭები უკეთესად ითამაშებდნენ ვიდრე კვეკვესკირი,კაკაბაძე,აბურჯანია და აზაროვი,იმიტომ რომ უკეთეს ფორმაში არიან,ამ შემთხვევაში შეგვეძლო ნახევრის გაკონტროლება და თავდამსხმელებამდე ბურთის მიტანა,და კიდევაც გავიტანდით!!!
მიმინო
კვეკვე და აბუ-ნაკლებს მოძრაობდენ.ბურთი ვერ გადადიოდა იმათ ნახევარზე.ეს პირველი მატჩი არააა მაგათი უძრაობის.ნახევარდაცვა ჩავარდა.მამარდას--ჩაეძინა--
შულაია
გუშინაც დავწერე და ახლაც გავიმეორებ-არავითარი მნიშვნელოდა არა ქონდა ვის ათამაშებდა სანიოლი გამოძახებულთაგან გუშინ,პოზიციების მიხედვით და კვარა-მამარდას გარდა,რადგანაც დანარჩენი ყველა ერთი-საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელები არიან და მეტი არ შეუძლიათ.კვარას არ ქონია საუკვეთესო თამაში,მაგრამ მხოლოდ მისი დამსახურებაა ასეთი თამაშით ის შედეგი რაც დაფიქსირდა, ის მუხტი რაც კვარამ ნაპოლში თამაშით შესძინა ქართულ ფეხბურთს შუფასებელია.ამასთან ძნელი იქნება ამის შენარჩუნება მომავალში ამ ფეხბურთელებით, [სხვები არც გვყავს] ასეთი დაცვით,ნახევარდაცვით და ცენტრფორვარდიდ საშუალო დონის გუნდებთანაც კი შანსი ნაკლებათ გვაქვს,რომა არაფერი ვთქვათ გრანდებზე....გამოჩნდა კიდეც..მაროკომაც და ნორვეგიამაც ფაქტიურად ბურთი დაგვიმალეს და ის ფეხბურთი გვეთამაშეს რაც იდეაში ჩვენი კოზირი უნდა იყოს-ბურთის კონტროლი და მოკლე პასები...მადლობა მარარდას, მაგრამ მგონია,რომ მორიგ მოჯადოვებულ წრეზე წავედით.
კაკაო
პირველი ეს თამაში თბილისში უნდა გამართულიყო რატომ ისეთი კლიმტია ბათუმში მიახლოვებიდ როგორიც ნორვეგიაში ქარი წვიმა მეორე სატადიონი დინამო ისე ზეპირად იციან ამ თაობის ფეხბურთელებმა როგორც საკუთარი სახლი რამდენი პასი გააკეთა კაშიამ და რამდენი ზუსტი თბილისში ყველა პასი ზუსტად იქ მიდიოდა სადაც აწვდიდა და მერე ქარი რამდენს ნიშნავს ძმებო და დებო იციდ ეს ძალიან ბევრს არ ვიცი რა დაცვაც ჩავარდა ნახევარ დაცვამდე პასი ძლივს მიდიოდა ერთი სიტყვით ეს თამაში თბილისში უფრო უკეთეს შედეგს დადებდა შეიძლება ვიღაცამ გაიცინოს ამ მესუჯზე მაგრამ ვინც იცის ფეხბურთი ის ამას მიხვდება
თენგო
ძალიან მაგარი გუნდიც გვყავს და მწვრთნელსაც არა უშავს. როდის გახსოვთ ასეთი ფრე? პირველ მატჩში? თავიდან ყოველთვის ჭირს ერთია, ჩაკვეს უნდა ეთამაშა პირველი ტაიმი მაინც
ხატი
მამარდას უნდა ვუმადლოდეთ რომ მინიმუმ 1:3 არ წავაგეთ, დაცვას ეძინა. კვეკვესკირი, აბურჯანია საერთოდ რატო არიან ნაკრებში, ლობჟანიძე თავიდანვე უნდა ყოფილიყო და ჩაკვეც უნდა შემოეყვანა, ის ახალი ტაბიძე საერთოდ რა ფუნქცია ქონდა
გიორგი
როცა ჩაკვეტაძეს სკამზე სვამ და კვეკვესკირს ათამაშებ, მწვრთნელი კი არ უნდა იყო, ფლეისთეიშენშიც არ უნდა ითამაშო ფეხბურთი. ან ლობჟანიძემ რა ცერ დაიმსახურა სანიოლის თვალში ძირითადში ყოფნა, საბას შემოსვლის შემდეგ დაემგვანა თამაში თამაშს ცოტა მაინც. ცოტა ხანში კვარასაც და მამარდასაც აუცრუვდებათ გული ამდენ ფარჩაკ ფეხბურთელთან და უმთავრესად მწვრთნელთან თამაში და მერე მაგ ბოლო იმედსაც დავკარგავთ. ჩაკვეტაძეს ადგილზე საერთოდ უარს ვეტყოდი ნაკრებში გამოძახებაზე, აბურჯანიას და კვეკვესკირს თუ ვერ ჯობია ჩაკვე, მითხარით და არასდროს ფეხბურთს არ ვუყურებ პირობას გაძლევთ.
Joni
შეურაცხოფას არ მოგაყენებ მაგრამ ასე გეტყვი: გეტყობა არც ფეხბურთის აზრზე ხარ და კაცობაზე ლაპარაკიც ზედმეტია!
გია
ამ თამაშით შედეგი მართლაც მისაღებია. ჩვენ სამჯერ დავარტყით კარში და ერთი გოლი გავიტანეთ. იმათ ექვსჯერ და სამჯერ ას პროცენტიანი ბურთი ააცილეს. მამარდამ ორი ასპროცენტიანი ბურთი მოიგერია. ასე რომ სტატისტიკით ნორვეგია იმსახურებდა მეტ გოლს აქედან გამომდინარე მოგებას.
მოქალაქე
არ ვარგა გუნდი. მწვრთნელი არ ვარგა რაც ახლა კატასტროფაა. დაცვა ძალიან ცუდია, ნახევარ დაცვა კიდევ უფრო ცუდი და თავდასხმაში ცალ-ცალკე კი მაგრამ ერთმანეთში ვერ თამაშდებიან, ვერ ახერხებენ ერთმანეთისთვის შეთამაშებას და ამიტომ გამოდის რომ თავდასხმაც ბევრად სუსტი იყო ვიდრე ნორვეგიის ნაკრების თავდასხმა. ღმერთის წყალობით გაგვიმართლა და ფრე მოვახერხეთ.
გია
ბექამ დაწერა ჩვენ ფეხბურთელებს საფეხბურთო ინტელექტი არა აქვთო ანუ კლასი აქვთ დაბალიო, რაშიც ვეთანხმები 100%-ით. ჯერ გადახედეთ რა კლუბებში გამოდიან ჩვენი ფეხბურთელები ( არ ვგულისხმობ კვარას და მამარდას). როგორ შეიძლება ამ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით აჯობო გუნდებს რომლის შემადგენლობის უმრავლესობა ტოპ ლიგის წარმომადგენლები არიან. ჩვენ მხოლოდ ერთა ლიგის ც ლიგაში ვართ მაგრები, ეს არის ჩვენი ადგილი.ვარჩიოთ ახლა კვეკვემ ჩააგდო თამაში, აბურჯანია სუსტია, აზაროვს ნაკრებში რა უნდა და ა.შ. რა ამათზე უკეთესი გვყავს ვინმე თუ შეცვლა გინდა ისიც ისეთი დაბალი კლასის არის როგორც დანარჩენები. ასე რომ მარტო კვარა გაზაფხულს ვერ მოიტანს, თუ მაღალი დონის 6-7 ფეხბურთელი არ გეყოლა. შეიძლება ერთი თამაში მოიგო, მაგრამ ციკლის მოგება ძალიან რთულია ასეთი ფეხბურთელების ხელში.
gogi
საერთოდ ნაკრები ყალიბდება სპარინგ პარტნიორებთან თამაშის ხარჯზე, თუ ექსტრა კლასის მოთამაშეები არ გყავს უმრავლესობაში.ჩვენ მარტო ორი კაცი გვყავს,მამარდა და კვარა.რა იყო ეს მონღოლეთის არჩევა, და თუ დამარწმუნებთ რომ სწორი არჩევანი იყო, მაშინ მეორე კი არა, ძირითადი შემადგენლობა უნდა დაეყენებინა ამხანაგურში. გუნდს რომლის უმრავლესობას სათამაშო გამოცდილება არ აქვს, შეთამაშება სჭირდება. ნახაზი პირველ ტაიმში კი შეცდომა იყო. არავის ვახვევ თავს ჩემს მოსაზრებებს.
მირო
პიროვნულად თქმა გვარის აფიშირებით ნაკრების წევრზე ვინც 5-6-7 წელია თამაშობს არ ვარგა რა,ვთქვათ გამოსაწორებელი მარვენა მხარე ან სუსტი იყო მარვენა მხარე და სამუშაოა,ეგრევე გვარებით და ნაკრებიდან მოკვეთებით არ გულშემატკივრობენ არსად არც არგენტინაში არც ისლანდიაში რა რადიკალები ვართ ყოლიფერში ცოტა მეგობრულად ვქნათ ვაახ(
nazario
ე,ი. 5 მცველი + 3 ნახევარმცველი = 8 მცველით ვეთამაშეთ და ისე უპრობლემოდ შემოდიოდნენ ჩვენ საჯარიმოში გეგონება ფარმ-კლუბს ეთამაშებოანო. წკეპლით უნდა გაყარო აბურჯანია-კვეკვესკირი. ეს მესამე ნახევარმცველი დავითაშვილი აღმოჩნდა მარჯვენა ფლანგზე. რა პრინციპით? ჩამშლელი ეგ არ არის და გამთამაშებელი თუ უნდოდა სანიოლს, საყრდენების წინ (აბუ-კვეკვე) უნდა დაეყენებინა. თან ვერც გამთამაშებლად ივარგა. ამ სატუაციაში მე მგონია რომ კვარაცხელიას უკან ჩამოწევა სჯობია და წინ მიქატაძე-ზივზივაძის დუეტის დაყენება. მე რო ვწყვეტდე კვარაცხელიას ცენტრშიც მოვსინჯავდი თავდამსხმელების უკან. ასათიანის მაგვარი ვინმე გვინდა საყრდენად.
ქართველი
არ არი "რაც არი ეს". მწვრთნელი რომ აბურჯანიას 88 წუთი ათამაშებს ჯერ მარტო ეს . მერე აზაროვს რო ათამაშებს და საზონოვს არ ათამაშებს ლოჩოშვილს რომ არც იძახებს და ასეღ ანომალიებს აკეთებს ეგ არ არი "რაც არის ეს". და რეალურ სურათს არ ასახავს რა რესურსი აქვს ნაკრებს, და შენ მაგის მერე იძახი თურნე რაც არის ეს
lm
ცენტრში ორი ზანტი შუახაზელით თამაშს რავიცი რა უნდა უწოდო. აბურჯანია მსაჯს რომ მიზდევდა და ამ დროს გვიტევდნენ რა ლოგიკაში ჯდება? ცენტრი რომ გაწყვეტილი გყავს და ფლანგი ვერ უტევს, ვერც თავს იცავს რა გინდა რომ ქნა... დაიჯინა კიდე ეს 3-5-2 თუ რაღაც უბედურება ამ კაცმა და კიდე კაი რომ შეცვალა მერე. აშკარად დაეტყო გუნდს 4-4-2 ით თამაში უკეთ. არ გვყავს ჩვენ მთელი ფლანგის მაკონტროლებელი ტიპები და ამიტო უმჯობესია დამცველმა დაცვაში ითამაშოს და ნახევარდამცველმა ნახევარდაცვაში
გიორგი
რა ბოღმა გახრჩობს?
ქობულეთიდან
შედეგი მოგვწონს თუ არა, რას ვიზამთ, რაცაა ესაა. გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ შეუცვლელი გახდება, ბრავო მას. კაშია ხასიათის მოთამაშეა, ხან კარგია, ხანაც ძალიან ცუდი. კაკაბაძე ხომ საერთოდ არ ვიცი რაა, რა მოხდება რომ გოჩოლეიშვილის დონის მარჯვენა ფლანგზეც გვყავდეს და ეს კაკაბაძე ჩაანაცვლოს ვინმემ. ეს კაცი არაა ნაკრების დონე, არააა.
?
ცენტრალური დაცვა სრული უსუსური გვყავს და ნახევარდაცვა საერთოდ არ გვყავს. მოხდა სასწაული და არ წავაგეთ. ეტყობა ხიზანამ ურჩია შემადგენლობის დაყენება. გოჩოლეიშვილი და გაგნიძე თავიდან უნდა დაეყენებინა ასევე ბუდუ დავითაშვილის ნაცვლად. დავითაშვილს თავი მაგარი რატომ ჰგონია ვერ ვხვდები?
guga
მოვიდა დრო კვარა გახდეს კაპიტანი. საუკეტესო ფეხბურთელია ყველგან კაპიტანი და კაპიტნობა კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას შესძენს
გიო
საყრდენები გვჭირდება, კვალიფიციური. კვეკვესკირის პირველი ტაიმი და აბურჯანიას მთლიანი თამაში ვწრანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მგონი ძალიან სწრაფად უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება მარდიშვილის მოქალაქდობის შესახებ
Givi
Abu da kvekve orive gamocdili fexburtelia da mesmis momentshi magram,saerto jamshi ise gamodis verc dacvas exmarebian da shetevashic araferi gamodit,erterti mainc chaanacvlos cota sxarti bichit....
პაატა
ზედმეტად ფრთხილი შემადგენლობა გამოიყვანა სანიოლმა დაცვითი..აზაროვი,დავითაშვილი,მოკლედ შეცვლებმა მაინც გაამართლა.გოჩოლეიშვილიც მაგრად შემოვიდა.კიტე და ჩაკვე გვინდა რა.
მირო
დაცვამ ითამაშა ძაან ცუდად,ჩვენს საჯარიმოში რამოდენიმეჯერ სრულიად უპრობლემოდ შემნეს ნორვეგიელებმა სახიფათო მომენტები.ერთი ორჯერ არ გაუმართლათ თორემ ფრესაც ვერ მივაღწევდით.სანიოლმაც ტაქტიკურად არასწორად ითამაშა,შეთამაშება აკლიათ.როგორც ყოველთვის.
ასდ
დღევანდელი თამაშისთვის დიდი მინუსი სანიოლს რა საჭირო იყო ესეთი ხუთ მცველიანი ფრთხილი თამაში, ან ესე უბრძოლველად ბურთის დათმობა რა იყო პირველ ტაიმში. შემადგენლობაც ცოტა გაუგებარი იყო იყო, ამდენი ხნის უთამაშებელი აზაროვის დაყენაბა უცნაურად ჩანს როცა გუნდში გოჩოლეიშვილი და წიტაიშვილი გყავს, ან ეს ჩაკვეტაძის იგნორი რას ნიშნავს, ან ლობჟანიძის ამოგდება მოკლედ მოუწევს სანიოლს რაღაცეებზე გადახედვა, რაღაც ექპერიმენტი ჩაატარა და ფაქტია არ გამოუვიდა, დღეს ჩვენი ნაკრები ცუდი იყო
შე კუანა
რუსული ხო იცი…
სანდრო
ყანა სუფტა ყანა!!! საშინელება იყო ნახევარ დაცვაში, დავითასჰვილი თავის თავს ემატავება:)), აბურჯანია , რავი რა ჯერ ვერა რა!! კაშია ვაი უი, მოკლედ იმედია შემდეგი უკეთესი იკენა! მადლობა ბიჭებს მაინც!!
დუდა
კიდე კარგი ბალანდი არ ყავდათ თორე ვნახავდით როგორ დავზავდებოდით გადაბმულად პასი ვერ გააკეთეს და ტაქტიკას მიხვდა ვინმე რაგვინდოდა საერთოდ?
გიო
არა რა ეგრევე ეტყობათ, რომ კლასი აკლიათ ჩვენს ფეხბურთელებს. ბურთს ვერ იჭერენ და ზუსტი პასების გაკეთებაც უჭირთ. მიიღებდნენ თუ არა ეგრევე კვარას ატენიდნენ ამ ბურთს. კვარა მაგარია, მარა ძაან პროგნოზირებადია ეგ და 3 მცველი რო დაუდგება წინ რთულია რამე გააკეთოს. აი პირდაპირ ვიძახი რო არ მისწორდება ამ ნაკრების ყურება და ჩვენები რო არ იყვნენ მილიონი წელი არ ჩავრთავდი ამათ ფეხბურთს. ელემენტარულ გათამაშებებს ვერ აკეთებენ წესიერად. რა ჭირთ ვერ გავიგე ზოგჯერ დაფრინავენ და ზოგჯერ ისე თამაშობენ გული აგერევა. სტაბილურობა გვაკლია და ასე წინ ვერ წავალთ.
თენგო
ჩაკვე კლასს გაათანაბრებდა გოჩოლეიშვილმა და ლობჟანიძემ გამოაფხიზლა გუნდი ძალიან ნერვიულობდნენ პირველ ტაიმში კვარას კაი შემსრულებელი ჭირდება წინ, ცოდოა მარტო
ნიკო
მამარდა 10 ქულა
თაზო
შედეგი მისაღებია. კაშიამ ჭამა. გოჩოლეიშვილი ყოჩაღ რა,კარგი იყო ძალიან. დავითაშვილი სანამ ბრმა ეგოისტობას არ შეეშვება,მისგან სარგებელს ვერ მივიღებთ.კვარა ნაკრების გულია.
ჯელა
ე ბიჭო რაცაა ეგაა.სამართლიანი შედეგია.თამაშს რაც შეეხება მეტი არ იციან და ძალაა?რატო ვერ ჯობნიან ლაშა ტალახაძეს და ლევანა საბინა ჰალკს.არ იციან და მორჩა.რაც იციან აკეთებენ და შეჭამეთ ჰააა.გული დადეს და თავს ზემოთ ძალა არაა
juki
კვარაცხელოვს უფრო მეტი ეკუთვნოდა,სამჯერ სერიოზული და სწრაფი მოძრაობით გაისწორა თმა,გარდა ამისა კუთხური თავდაჯერებულად ჩამოაწოდა…
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
მიქაუტაძეს გაუვარდა თვარა! კი მარა სამი კაცი კვარას ედგა, ერთი მეკარე, რამდენი დარჩა? 7 ხომ? ხოდა ამ შვიდ კაცს ათმა რაფრა ვერ მოუგეთ? რაის მოგება; კინცხა წააგეთ და ამაშია საქმე..ააა?
hm.
სანიოლი კიდე იძახდა იმათ თუ ჰოლანი ყავთ ჩვენ კაშია გვყავსო
.
კაშია გაიტანეთ როგორმე
Nukri
მოკლეთ გაგვიმართლა რომ არ წავაგეთ, ეს ნორვეგიელები რა თავისუფლად გვეთამაშებოდნენ, ჩვენები კი ცოტა წვალობდნენ, ნახევარდაცვაში რაღაც ზომებია მისაღები, სუსტია ძალიან, გაგნიძეს უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს, ეს გოჩოლეიშვილი რა კარგი ფეხბურთელი ყოფილა, ძირითადში უნდა ითამაშოს, კვარაცხელიამ ითამაშა რაც შეეძლო, როცა ვერ გიბამენ მხარს, მარტო ძნელია რამის გაკეთება, სანიოლი ალბათ გამოიტანს დასკვნებს და მომავალში უფრო დახვეწილ სასტავს გამოიყვანს
ზაზა
ჩაკცეტაძე 30 წუთიც, რომ ათამაშოს კურთხევაა საჭირო?
Გაბო
გასაკვირი იყო სანიოლის მიერ ახალი ტაქტიკით თამაში.ასევე აბურჯანია და კვეკვესკირი კი ნამდვილად სხვაგან იყვნენ პირველ ტაიმში,მეორეში ცოტა გამოფხიზლდნენ. ისე ამ თამაშით ვერც ნორვეგიას და ვერც სკოტებს ვერ ჩამოვიტოვებთ ჯგუფში.ადრეა ჩვენთვის ამ ნაკრებების გასწრება.ასევე მეორე ტაიმი ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი გამოვიდა.
Givi
Dzalian nela da arazusti pasebit vtamashobt centrshi,ai eg aris chveni nakrebis mtavari problema da kidev saniolma ashkarad ver gamoicno shemadgenloba,me kvelaze dzalian tabidzis dakenebam gamaoca...
გელა
უდიდესი შეცდომა იყო, ჩაკვეტაძის და წიტაიშვილის არ გამოყვანა!
ბესო
კვარას ვენაცვალე მაგრამ დღეს ის არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, თუ რამოდენიმე მომენტს არ ჩავთვლით. ლიდერმა საკუთარ თავზე მეტი უნდა აიღოს...
სოსო
გოჩოლეიშვილი, გაგნიძე, ლობჟანიძე თავიდანვე ჯობდა, რომ ყოფილიყვნენ...
beqa
ჩვენ გუნდს რაც არუნდა მონდომება ქონდეს მთავარი არააქვთ საფეხბურთო ინტელეკტი! აბურჯანია საერთოდ კუა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია