ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ყველაზე კარგი და ცუდი საქართველოს ნაკრებში - შეფასება

ყველაზე კარგი და ცუდი საქართველოს ნაკრებში - შეფასება

საქართველო-ნორვეგიის (1:1) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი მამარდაშვილი (7.0) - "ვალენსიას" მეკარემ ორჯერ გადაგვარჩინა, მეორე ტაიმში კი განსაკუთრებული სირთულის დარტყმული მოიგერია. მამარდაშვილს ფეხით თამაშისას პრობლემები ჰქონდა, რაც გაშვებული გოლის საწყის ეპიზოდში ბურთით მოედანში ცუდად დატოვებაშიც გამოიხატა.

საბა კვირკველია (5.5) - ჩვენი დაცვის ხაზმა თამაში ჩააგდო, რასაც საყრდენი ზონის "მოშიშვლებაც" განაპირობებდა. ამ დროს უკანახაზელების დატვირთვა იზრდებოდა. საბა კვირკველიამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა კარგი ეპიზოდებიც ჰქონდა.

გურამ კაშია (5.5) - კაპიტანს ის დამაჯერებლობა და დაცვის დალაგების უნარი აკლდა, რაც სჩვევია, განსაკუთრებით, პირველ ნახევარში, როცა გუნდს არაფერი გამოსდიოდა. კაშიას შეცდომები ორთაბრაძოლების დროსაც ჰქონდა. გაშვებული გოლისას მეტოქემ ბურთი თავისუფლად მიიღო, გურამს კი მისთვის ხელის შეშლა არ გამოუვიდა.

ჯიმი ტაბიძე (5.0) - ზუსტი პასების გაკეთება და შეტევაში გუნდის ამოყვანა ჩვენი დაცვის ხაზის პრობლემად რჩება. თბილისის "დინამოს" მცველს სანაკრებო გამოცდილება არ აკლია, 3-მცველიან ტაქტიკაშიც უთამაშია და მისგან ასეთ სუსტ და არადამაჯერებელ მატჩს არ ველოდით.

ოთარ კაკაბაძე (6.0) - მისი თამაში ორად უნდა გავყოთ. შესვენებამდე ზედმეტად ფრთხილი, დაძაბული და არადამაჯერებელი კაკაბაძე ვნახეთ, მეორე ტაიმში კი, განსაკუთრებით, ტაქტიკური ცვლილებების შემდეგ, ის შეტევაშიც მწვავე იყო და დაცვაში თამაშიც დაალაგა. ერთ ეპიზოდში კარშიც დაარტყა. ამ დროს ხვიჩა კვარაცხელია მშვენიერ პოზიციაზე იდგა, თუმცა შემჩნევა რთული იყო.

გიორგი აბურჯანია (5.5) - როცა შენი მეტოქე მარტინ ოდეგორია, ამ ტემპითა და მობილობით მისთვის წინააღმდეგობის გაწევა რთულია. აბურჯანია ართმევის ნაწილში ძლიერი არასდროს ყოფილა, რამდენიმე ბურთი ჩაჭრა, თუმცა ამან შეტევაში შედეგი მხოლოდ ერთხელ მოგვცა. ჩვენი ნახევარდაცვის პირობებში ბურთის ფლობას ვერ დაგეგმავ, მათი მთავარი მიზანი სწრაფი შემტევების ბურთით მაქსიმალურად სწრაფად მომარაგებაა, რაც თითქმის არ გამოვიდა.

ნიკა კვეკვესკირი (5.5) - მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული, განსაკუთრებით პირველ ტაიმში კი კვეკვესკირის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ნიკას ბურთი საერთოდ არ ჰქონდა, ვერც ართმევასა და ჩაჭრას ახერხებდა. მეორე 45 წუთში თამაში, ძირითადად, გამოვასწორეთ და სტუმართა დომინირება მოედნის ცენტრშიც შემცირდა. "კვეკვეს" ტრადიციული გრძელი პასის შემდეგ, ზივზივაძის გატარების გავლით, გოლი გავიტანეთ.

ირაკლი აზაროვი (5.5) - "ცრვენა ზვეზდას" ნახევარმცველს წინ წასასვლელ გზებს უკეტავდნენ, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ზონების გათავისუფლებას ვერ ახერხებდა, დაცვით ფაზაში კი "რომას" ნახევარმცველი სოლბაკენი ძალიან ოსტატურად გასცდა. აზაროვის თამაში მეორე ტაიმში დაცვაში გამოსწორდა, დამაჯერებელი გახდა, თუმცა შეტევაში განსაკუთრებულის შექმნა მაინც უჭირდა.

ზურიკო დავითაშვილი (5.0) - საოცარი რეიდი შემოგვთავაზა, რომლის გოლით დასრულებაც შესანიშნავი იქნებოდა. ზურიკომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, არც პასი გააკეთა და ეპიზოდი ქარს გაატანა. დავითაშვილი ნახევარდაცვაში ბევრი სამუშაოს გაწევით გვამახსოვრდებოდა, ახლა კი ასე არ იყო, რაც გუნდს ძალიან დააკლდა. დავითაშვილს ბურთი, ფაქტობრივად, არ ჰქონია.

ხვიჩა კვარაცხელია (7.0) - "კვარა" წინა სანაკრებო მატჩებთან შედარებით, ძალიან გაზრდილია. ხვიჩა გუნდური მოთამაშეა, რომელიც ცდილობს, ნაკრებს დაცვით ფაზაში დაეხმაროს, თანაგუნდელები გაამხნევოს, ართმევაზე ითამაშოს. კვარაცხელია რამდენიმე მეურვის წინააღმდეგ თამაშს შეჩვეულია, ამის მიუხედავად, თავის გათავისუფლებასა და დარტყმასაც ახერხებდა და რამდენჯერმე კარგი პასიც გააკეთა. ნორვეგიელებს კონტრშეტევის სიკვდილივით ეშინოდათ, რადგან მათ კართან ახლოს ყოველთვის ხვიჩა ეგულებოდათ. ამის გამო მასიურ იერიშებზე უარს ამბობდნენ. "ნაპოლის" გარემარბს ცენტრშიც ხშირად ვხედავდით.

გიორგი მიქაუტაძე (7.5) - შესვენებამდე გიორგი ცდილობდა, პრესინგზე ეთამაშა და ბურთი მოეპოვებინა, თუმცა უჭირდა, ისევ თანაგუნდელებისგან მოწყვეტილი ჩანდა, მათგან დახმარებას ვერ იღებდა. როცა მოედანზე შესასვლელად ბუდუ ზივზივაძე მოემზადა, ბევრს სანიოლის ნათქვამი გაახსენდებოდა, როცა მან თქვა, რომ მიქაუტაძე მეორე ფორვარდთან ერთად უფრო სახიფათო იქნება და ეს მალევე დადასტურდა. გიორგიმ ძალიან კარგი გოლი გაიტანა, ბურთი სისწრაფეზე წაიღო, დაამუშავა და შესაძლოა, იდეალურად ვერ დაარტყა, თუმცა ბადეში გაახვია.

ბუდუ ზივზივაძე (5.5) - მასზე ცოტათი ზემოთ ვისაუბრეთ. საგოლე პასი კვეკვესკირის იყო, ბუდუ ბურთს არ შეხებია, თუმცა მისმა მოძრაობამ დიდი გავლენა იქონია, მცველების ყურადღება მიიქცია და ამით მიქაუტაძემ ისარგებლა. ზიგზივაძის სტილის მოთამაშე ჩვენს წინა ხაზს ძალიან სჭირდება, ის მაქსიმალურად სიღრმეში იწევს და კორპუსით ბურთს კარგად ფარავს.

საბა ლობჟანიძე (5.5) - თამაშის სცენარის შეცვლა და გამწვავება ლობჟანიძის შემოსვლის შემდეგ მოხდა. ის მონდომებას არ აკლებს, სწრაფია და კარში დარტყმაც შეძლო.

გიორგი გოჩოლეიშვილი (5 5) - ის მარცხენა ფლანგზეც მშვენივრად დამკვიდრდა, დასკვნითი ოცი წუთი ითამაშა, სადაც არაერთი იერიში შემოგვთავაზა, კვარაცხელიას მეტი თავისუფალი ზონა გაუხსნა და ცოტათი გაუგებარიც დატოვა, თუ პირველივე წუთებიდან რატომ არ ითამაშა, ასე ხომ ის გაცილებით სასარგებლო იქნებოდა. გოჩეოლეიშვილმა ერთხელ აშკარა გოლისგან გვიხსნა, თუმცა მისი ფლანგიდან საფინალო სასტვენისკენ ნორვეგიელებმა მაგრად შემოგვიტიეს.

ლუკა გაგნიძე - მას ძირითად შემადგენლობაშიც კი ველოდით, თამაშში ჩართვა კი გაუჭირდა, ბოლო წუთებში ბურთი მარტივ სიტუაციაში დაკარგა, რაც კინაღამ მარცხად დაგვიჯდა

გიორგი ბერიძე - სანიოლმა მას ბოლო წუთები დაუთმო, რადგან იმედი ჰქონდა, გადაკიდებულ ბურთებზე, თამაშგარის ზღვარზე კარგად ითამაშებდა, მან ხომ მონღოლებს ასე გაუტანა. ამჯერად არ გამოვიდა.

ვილი სანიოლი (6.5) - თუკი მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებს, სანიოლმა ის ძალიან კარგად წარმართა - სწორი, დროული და რისკიანი ცვლილებები, საკუთარი გუნდის უპირატესობების სწორად განსაზღვრა. აი, პირველი ტაიმი კი კრიტიკას ვერ უძლებდა - არასწორად შერჩეული შემადგენლობა, საბაზო ტაქტიკა, რომელმაც არსებული ფეხბურთელებით ვერ გაამართლა და დაძაბული გუნდი, რომელსაც სათანადო განწყობაც კი არ ეტყობოდა.

• შახრუდინი

დავითაშვილზე როდესაც წერენ არ არისო გამოსაძახებელი მეცინება….კოსოვოს გაუტანა?გაუტანა.ბულგარეთს გაუტანა საგოლე გადაცემებიც აქვს დრიბლინგი სასწაული მეტოქეს ღლის რავი მე ვფიქრობ იდეალურია ნაკრებში…ლობჟიკა და ეგ ერთმანეთს შეცვლინ ორივე საჭიროა

• დო მაჟორი

ჩაკვეტაძის სათადარიგო სკამზე დატოვება ჩემთვისაც აუხსნელია! დაცვის ცენტრში ხომ ვხედავთ, რომ პრობლემა გვაქვს! ამხანაგურ შეხვედრებზე მაინც მიეცით თამაშის შანსი გიორგი გველესიანს, რომელიც ახლა ირანის წამყვან გუნდში ამ პოზიციაზე თამაშობს! ეს გუნდი არაა ხელწამოსაკრავი, რადგან თავისი რეიტინით საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდზე უფრო მაღლა დგას! მოდით ერთად ვნახოთ გველესიანის თამაში და შევაფასოთ მისი დღევანდელი შესაძლებლობები!

• მართლაც რაგბის ფანს

ცენტრი რომ ჩავარდა მას ჩაკვეტაძის შემოყვანა ვერაფრით დააბალანსებდა, კიტეიშვილი რომ ყოფილიყო, კი ბატონო

• გუსანი-ს

დაცვაში თუ არაა ალტერნატივა, ცენტრში ვინ გვყავს კვეკვესკირზე და პორტუგალიაში მოთამაშე აბურჯანიაზე უკეთესი? არათანმიმდევრობა სწორედ ესაა. ზურიკო მასეა ზუსტად კი, მაგრამ არც მასზე უარის თქმა იქნება

• გუსანი

დაცვა ჩავარდა, ავტორი არათანმიმდევრულია, ბევრი ჩამოსაწერია, მაგრამ რესურსი აქ გვაქვს მეგობრებო, იგივე კაშია და კვირკველია, ბევრ შეცდომებს უშვებენ მაგრამ რა არის ალტერნატივა? იგივე ლოჩოშვილი , იმედგაცრუება ჩემთვისაც, ფიზიკურად კი გამოიყურება კარგად ,მაგრამ ავსტრიიდან მოყოლებული ვადევნებ თვალს და ვერ გაიზარდა საფეხბურთო ინტელექტით, ჩავარდნები მაგას რომ აქვს ისეთი უნდა, ჩვენი ბიჭების პრობლემა ფიზიკა და აქედან გამომდინარე არასტაბილურობაა, ამას ემატება უნარები და ფსიქოლოგია. იგივე დავითაშვილი თითქოს მომწონს მაგრამ მარილი აკლია, ცოტა ეგოისტობს, ფიზიკა არ ყოფნის და იკარგება, ამ თამაშში მომეწონა გოჩოლეშვილი, დასწრებაზე თამაშით და მომენტების წაკითხვით, რაც სხვებს არ აქვთ, ყველაზე მეტად ნახევარდაცვაში გვიჭირს, ვერ ვხვდები აბურჯანიას რატომ არ ცვლიან, მაინტერესებს გაგნიძე, რეალურად საზონოვს რა პოტენცია აქვს ვერ ვნახე....ბევრი არ არის, მაგრამ რაც გაგვაჩნია მისი სწორი გამოყენება უნდა ვისწავლოდ...

• Რაგბის ფანი

სანიოლს მაგხელა ქულა ნამუსით დაუწერეთ? ცენტრი სანიოლმა ჩააგდო! ჩაკვე არ შემოიყვანა! ტექნიკური ფეხბურთელები სკამზე დასვა! მეტი მავნებლობა რაღა უნდა ექნა?!

• qomagi

რატომ არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე,რომ პირველ ნახევარში,ქარი ჩვენი კარისკენ ზუოდა და ბურთის კონტროლოს შანსს არ იძლეოდა.მამარდას დადანაშაულება არასწორად მიმაჩნია გოლოს დროს.დაარტყა ძლიერად მაგრამ ქარმა ვერ დაინახეთ ცემტრამდე არ მიაღწევინა ბურთს და პირდაპირ მეტოქეს ჩაუბარდა საჯარიმოს მისადგომებთან ახლოს.

• გოგას

გოლი კარგად ნახეთ, იდეალური დარტყმა არ ყოფილა. მიქაუტაძე მხოლოდ ნაქებია სტატიაში და ცხრიანში დაარტყაო, ის დაეწერათ?

• გოგა

ბურთი სწრაფად წაიღო იდეალურად ვერ დარტყაო, მაგრამ გოლი გაუტანაო:) თუ გოლი გადის ე.ი იდეალური დარტყმულია, მეტი როვორ უნდა დაერტყა:)

• Las

საქართველოს ნაკრებს ივო შუშაკზე კარგი მწვრთნელი არ ყოლია. ვისაც ახსოვ სულ 2 თამაში აღირსეს და მაშინვე მოაშორეს. რითი იყო გამორჩეულუ შუშაკი? იყო პრინციპული, სამართლიანი და არ ცნობდა ავტორიტეტებს გუნდში. ვისაც გახსოვთ რუსეთათან არველაძე არ ჩასვა ძირითადში და არ შეუშინდა მის ავტორიტეტს გააკეთა ის რასაც თვლიდა საჭიროდ. სამწუხაროდ ეს სანიოლიც ვერ არის შუშაკის ნაირი და მეპარება ეჭვი შედეგი დადოს

• G.LA

გოჩოლეიშვილს 6.7 ეკუთვნის ჩემი აზრით. აბურჯანიას 5.0 კვეკესკირს 5.2

• Baxt

5,5 აბურჯანიასთვის ძაან მაღალი შეფასება მგონია ამ თამაშით, 0 უფრო ეკუთვნის, თუკი არსებობს ასეთი დაბალი შეფასება საერთოდ. მეტოქის სასარგებლოდ უფრო გამოუვიდა თამაში, ვიდრე ჩვენსკენ. შენელებული კადრია, ნაკრების დონის ფეხბურთელი კი არა.

• Las-ს

გოჩოლეიშვილს 20 წუთში რამდენს ელოდით? მარგი ქმედება დიდად არ ჰქონია თან. სანიოლს ერთი ტაიმი მაინც ხო ჰქონდა მაგარი და 3-ს ხოარ დაუჭერს საიტი?

• ბს

თქვენი შეფასებები უფრო ახლოა რეალობასთან.

• ლევან მაღლაკელიძე

ბიჭო, ლობჟანიძეს და გოჩოლეიშვილს 5.5 და კვეკვეს და აბუსაც?

• akademia

ტაბიძე კვირკველია დავითაშვილი აზაროვი ეს ის ფეხბურთელებია რომლებიც ნაკრების ღირსი არ არიან..

• las

გაუგებარი შეფასებები მთელი დაცვის ხაზი გალანძღა (სავსებით მართებულად) გოჩალეიშვილი კი აქო და შეფასება ერთნაირი დაუწერა 5.5 გაუგებარია სანიოლის 6.5. ტექსტ რომ გადახედო უამრავი შეცდომაა დაფიქსირებული ძირითადის გამოყვანაზე და მაინც ასეთი მაღალი სეფასებ მწვრთნესლ :) ყველას თავისი აზრი აქვს. კაშია და კვირკველია ვფიქრობ შესაცვლელია უკვე. ასაკი თავისას შვება. კარიერაც კი მეტყველებს ამაზე. საიდან სად დაქვეითდენ ამის ფონზე გაუგებარია ლოჩოშვილის საერთოდ ვერ მოხვედრა ძირითადში დავითაშვილი არ არის მზად ნაკრებისთვის. ამას მე არაპროფესიონალიც ვხვდები. მისით თვით მეორე ლიგის გუნდიც კი უკმაყოფილოა, დაა რვიცი ნაკრებში ძირთადში? აშკარად გამოჩნდა რომ სანიოლმა ვერ გამოიცნო ძრითადი შემდგენლობა. კიდე კაი მოხერხა მეორე ტაიმში ამის დანახვა. ძირთადში უნდა ყოფილიყო გოჩოლეისვილი და გაგნიძე. მეროეშე აუცილებლად შემოეყვანა ჩაკვე. და დარწმუნებული ვარ მოვიგებდით ამ თამაშს

• ხატი

სირცხვილია აბურჯანია, კვეკვესკირი, ტაბიძე 5.5 და ზურიკო 5.0, ზურიკოს საუკეთესო თამაში არ იყო მაგრამ პირველ ტაიმში ბევრს ჯობდა სტადიონზე ვინც იყო

• კობი 74

როდის გახსოვთ ამ ბოლოს საქართველოს ნაკრებს ორი თანაბარი ტაიმი ეთამაშა? თუმცა გუშინდელი პირველი ტაიმი იყო ქარწაღებულ-წყალწაღბულთა (ამინდის შესაბამისი) ცოდვილობა. პატარა ბავშვებივით გვეთამაშებოდნენ "პამპულას". კიდე გასაკვირია კვარას და ჟორჟს როგორ შემორჩათ მეორე ტაიმისთვის ენერგია, რაც მაგათ უნიზნოთ უწევდათ ართევაზე ოთხი კაცის დევნა. ყველაფრის მიზეზი ორი შენელებული ნახევარმცველის ბრალი მგონია. კვევკვეს შეტევის დროს, მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთის განაწილებაში კიდევ არაუშავს, მაგრამ ბურთის ამოტანისას და პრესინგისას საშინელებაა. აბურჯანიაზე საერთოდ არაფერი არ მინდა ვთქვა, არც იყო მემგონი მოედანზე. გასაკვირი ისაა, რომ სამწვრთნელო შტაბმა ვერ გაიაზრა რომ ვეღარ მოძრაობდა და სანამ არ დაეცა არ შეცვალეს. ფეხბურთელების შეფასებას რაც შეეხება: მამარდაშვილი-8,5 სამი სასწაული ჩაიდინა და პირველ გიოლზეც ვერ დავადანაშაულებ, თავად თქვა მატჩის შემდგომ ქარის გამო უცნაური ტრაქტორიით წავიდა ბურთიო. ტაბიძე- 5.1 ძალიან სუსტი იყო როგორც პასის და ბურთის ატანის დროს ასევე დაცვისას. ორჯერ მაგარი აჭამეს და მაამრდამ გადაგვარჩინა. კაშია - 6.1 არ იყო სტაბილური. გოლიც მისი შეცდომა მგონია. კვირკველია- 6.6 რამდენჯერმე გვიხსნა და საგოლე გადაცემაც მას ჩაეწერა. აზაროვი - 6,5 აშკარად შეეტყო უთამაშებლობა. კაკაბაძე - 6,8 კვარას გამო მის ფლანგზე დიდი ზონები ჩნდებოდა თუმცა სანამ ლობჟანიძე არ გამოვიდა ვერაფერს ქმნიდა. ზოგადად ცუდი არ იყო. კვეკვესკირი - 5,5 ამაზე ზემოთ დავწერე. აბურჯანია - 5,1 არ მგონია ამას მომატების რესურსი ქონდეს, ამიტომ სხვა უნდა მოვსინჯოთ. დავითაშვილი - 6,0 ბევრ მოძრაობდა თუმცა ნაკლები შედეგით. პირველი ტაიმის ბოლოს მაგარი გარღვევა გამოუვიდა მაგრამ როგორც ადრე ისევ არ გააკეთა დრული პასი. კვარაცხელია - 7,1 არ ქონდა საუკეთესო თამაში, სამჯერ დაარტყა და სამჯერვე ააცდინა. თუმცა გუნდის ლიდერია და მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. მიქაუტაძე - 7,2 ძალიან აქვს მომატებული წინა წრელთან შედარებით. ვინც საფრანგეთში მის თამაშს უყურებს დამეთანხმება, რომ მთავარი ვარსკვლავია გუნდში. ზიზვზივაძე - 6,5 იბრძოდა პირველი ბურთისთვის თუმცა დასამახსოვრებელი მხოლოდ გოლის მომენტში იყო მისი მოძრაობა. გოჩოლეიშვილი 7,2 საუკეთესოდ ჩაერთო თამაში, არც ერთი შეცდომა არ დაუშვია და მაგრადაც ამწვავებდა შეტევებს. ბერიძი -შეფასების გარეში გაგნიძე -შეფასების გარეში, 15 წუთით ადრე რომ გამოსულიყო უკეთესი იქნებოდა.

• Givi

Davanebot shefasebebs tavi da shevtanxmdet imaze, rom rogorc iqneba ertxel chvenc gagvimartla...

• სოსო

დავითაშვილის მამა,სულიკო დავითაშვილი,თვითონაც მაგარი დრიბლიორი და მებრძოლი ფეხბურთელი იყო.ცოტა ხნის წინ,მისი ნათქვამი წავიკითხე,ზურიკო თავისი შესაძლებლობების ნახევარზეც ვერ თამაშობსო.ჯერ ვერ იპოვა ბალანსი,თავის თამაშში.ხან მთელ მოედანზე აკეთებს დრიბლინგს და პასს არავის აძლევს,ხანდახან კი,საკუთარ თავზე,საერთოდ არ იღებს თამაშს.საფრანგეთში,როგორღაც ჩამქრალი ჩანს.ნდობა სჭირდება, ჭკვიანურად დამრიგებელი მწვრთნელი და ლაღი თამაში,რომ გაიხსნას.ბორდოში,არა მგონია ამის უფლებას აძლევდნენ და ალბათ ამიტომაცაა,მოედანზე გაღიმებულს რომ ვერ დაინახავ.

• სოსო

ჩაკვე ისევ ჩაკვე რომ გახდება,შემტევი ნახევარმცველის და თავდასხმის ნებისმიერ პოზიციას დაფარავს.დღესდღეობით,ჯერ მზად არ არის.

• Master

მამარდაშვილმა ორჯერ კი გვიხსნა,მაგრამ ვერც გოლის დროს და პირველ ტაიმში ვერც ოდეგორის დარტყმულზე რეაგირება ვერ მოახერხა.ეს ბიჭი მოულოდნელ დარტყმებზე საერთოდ ვერ რეაგირებს.ჩემი აზრით გუგეშაშვილი მამარდაზე არანაკლები მეკარეა,უბრალოდ მასზე ნაკლებად გაუმართლა.მამარდას 6,გოჩოლეიშვილს და და ლობჟანიძეს კი მინიმუმ 6.5-ები ეკუთვნით.

• Leonardo Diserpio

გასაგებია რომ კვარასაგან მოითხოვენ შედეგს და ზოგადად ყველაზე მეტს მაგრამ "ძრავი" არ არსებობს, ცენტრალური ნახევარდაცვა არ არსებობს ფიზიკურად და გინდა პრაიმ მესი ჩაასხით კვარაცხელიაში მაინც ვერაფერს იზამს მარტოხელა. დღეს ფეხბურთში საყრდენსა და განაპირა მცველებს უდიდესი ადგილი უჭირავთ, საერთოდ შეიცვალა განაპირა მცველების როლი ფეხბურთში. კაკაბაძეს ვუყურებდი და მაგის ცოდვით დავიწვი, ბოლო მეოთხედში რა ექნა ბურთისათვის არ იცოდა, უაზრო ჩაგდებები საჯარიმოში და იმასაც ჰაერში ვერ კიდებდა ვიღაცას რომ ებრძოლა მაინც, ან როგორ არ უთხრა არავინ? ნუ აწვდი შე კაცო, ნუ კარგავ ბურთს უაზროდო, პასი მაინც გააკეთე და პოზიცია დაიჭირეო. ეგ მწვრთნელის ბრალია როცა ეგეთ მითითებებს არ აძლევს. ნუ ორი ვარიანტია ან მაგრად იძაბებიან თამაშისას ან უბრალოდ ცოდნა არ ჰყოფნით რა ქნან და ან ორივე ერთად, რა ნამუსით შევადარო კანსელუს ან არნოლდს რომელიმე ჩვენი განაპირა მცველი მაგრამ სწავლა ხომ მაინც შეიძლება? ზონის ათვისება, უპირატესობის შექმნა თუნდაც შეტევისას ცენტრისკენ შეწევით რომ კომპაქტური იყოს განლაგება და გრძელი ბურთების იმედად არ ვიყოთ მარტო, ისიც ბოლოსკენ გაბედეს მანამდე გულგახეთქილები ბურთსაც ვერ იჩერებდნენ. ეგრე არაფერი გამოვა, თუ ცენტრალური ნახევარმცველები არ წამოგვეწივნენ რომელთაც პრესინგიც შეეძლებათ და უბურთოთ მოძრაობაც + განაპირა მცველებიც თუ არ დაოსტატდნენ რომ მარტო ფლანგი აღარ აბარიათ და როლი შეიცვალა რადიკალურად მაშინ წარმატება გამორიცხეთ, უბრალოდ ერთ წრეზე ვივლით და თავებს მოვიტყუებთ

• მეგრელი

ხვიჩა 6 ზე მეტს არ იმსაურებს რაღაც მიზეზი ქნდა ალბათ

• გია

დავითაშვილის პასი მე არმინახავს საერთოდ ასე დაადებს თავს არც იცის სად გარბის.

• gio

სანიოლის დაყენებული ძირითადი შემადგენლობა მემგონი არცერთ გულშემატკივარს არ მოგვეწონა. ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს ახალგაზრდები და მწვრთნელმა უნდა ჩამოაყალიბოს ნორმალური შემადგენლობა. არვიცი დადის თუ არა საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე უნდა შეარჩიოს ფეხბურთელები და მისცეს შანსი ახალგაზრდებს. ზოგიერთი ნაღდად არ იმსახურებს ნაკრებში თამაშს.

• უკეთ გავიაზროთ

მეგობრებო, დავითაშვილმა რაც გააკეთა, იტალიელებს ძალიან მოეწონათ, ეს აკლიათ, უბრალოდ ბოლო ფაზაში ვერ ქაჩავს ეს ბიჭი. რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, დაცვაში შეცდომები დაუშვა, თუ დავაკვირდებით, სულ მისი ფლანგიდან დაგვაწვნენ ბოლოს

• Gaguuuu

კვეკვესკირის ადგილზე ჩაკვეტაძე რომ დადგეს ჩემის აზრით აჯიბებს და ძაან გამოადგება ნაკრებსკარგი პასი ქქვს

• ციმაკო

მიჭირს დავწერო, რადგანაც საქართველოს ნაკრებს და ფეხბურთელებს ეხება, მაგრამ....მამარდაზე მეტი შეფასება მიქაუტაძეს რატომ? ანდა მასაც 7.0 და კვარასააც. უბრალოდ გავიხსენოთ-ბიჭმა მინიმუმ 4-ჯერ გადაარჩინა გუნდი აშკარა გოლს,აქედან 2 თამაშის ბოლოსკენ და უწერთ მე-3 შეფასებას,რაც არასამართლიანი მიმაჩნია. კიდევ ერთი თავის მოტყუება იმის მტკიცებაა, რომ ვითომ მეორე ტაიმი მაგრად ვითამაშეთ-კი გოლი გავიტანეთ მცველების შეცდომით და ჟორჟის ოსტატობის ხარჯზე, მაგრამ სულ ეს იყო- მეტი არაფერი შეგვიქმნია,რამდენიმე კუთხურისა და კვარას ნაჩქარები დარტყმებისა ტრიბუნებზე,სამაგიეროდ მეტოქემ ისეთი მომენტები შექმნა 100 პროცენტიანს რომ ეძახიან,ბოლოს სულაც გაძლებაზე ვიყავით-არაფერს ვამბობ პირველ ტაიმზე და მამარდას გმირობაზე,ასე რომ თუ შეფასებაა მგონია, რომ მისთვის უმაღლესი შეფასება უნდა დაეწერათ...ჩემთვის ასეა სხვამ თავისი იცის,,

• qomagi

რაც დავითაშვილმა შემოგვთავაზა, მაგარი რეიდი კი არა, მაგარი დებილობაა თანამედროვე ფეხბურთში. რაც კომენტატორებია, იგივეა ჟურნალისტებიც.

• ბათუმის დინამო

სტატიის ავტორის საყურადღებოდ , ძმურად თამაშს მეორეჯერ გადახედე კვირკველიას და კაშიას ერთნაირ შეფასებას , როგორ აძლევ, როცა საბამ არაერთი ორთაბრძოლა მოიგო კაშიამ კი ბევრი წააგო და თან გოლის ეპიზოდში ვერ გვიხსნა. ყველაზე სასაცილო კი გოჩოლეიშვილია 5.5 ია ბიჭი დაფრინავს მოედანზე მინიმუმ 6.5 ერგებოდა გოჩოლეშვილს .

• დათო

გოჩოლეიშვილმა ყველა ეპიზოდი მოიგო, აშკარად უკეთეს შეფასებას იმსახურებს და ნდობას. გაგნიძე - ადრეა ნაკრებში ჯერ საზონოვი - აბურჯანიას პიზიციაზე რო მოსინჯონ, არ იქნება ურიგო. ლობჟანიძე სტარტში უნდა იყოს

• buba

მაგარი ბიჭია ზურიკო დავითაშვილი, მაგრამ პასის გაკეთება თუ არ ისწავლა არაფერი არ გამოუვა... სპალეტი სჭირდება, პასის გაკეთება, რომ ასწავლოს...

• ზაზა

მამარდა,ხვიჩა და მიქაუტაძე,იმსახურებენ ყველაზე მაღალ შეფასებას,რაც შეეხება გოჩოლეიშვილს დანაშაულია ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელი სასტარტოში რომ არა გყავს,მასაც ეკუთვნოდა უმაღლესი შეფასება იმ მცირე დროის მიუხედავად!!!

• ლაშა

ფრეს არაუშავს. ერთა ლიგაზე გასვლებზე გაცილებით უკეთ ვთამაშობდით და როგორც ხვიჩამ თქვა, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც მეორე ტაიმში შედეგი აუცილებლად იქნება! მთავარია თავიდან, საწყისი წუთებიდან მეტოქეს თავისუფლად გადაადგილების არეალი მაქსიმალურად შევუზღუდოთ და სწორედ ნორვეგიასთან მატჩმა სწორი დასკვნების გამოტანის საშუალება მოგვცა.

• Givi

Me saertod kvirkvelia mgonia sauketeso mcveli,ratqmaunda shecdoma kvelas modis,magram dzalian saimedod dgas koveltvis...da pasi miqautadzes magan mica da ara kvekvem rom icodet.

• Charley

რეალურად ვინც შესამჩნევად მაინც კარგად ითამაშა იყო მხოლოდ კვარაცხელია, გოჩოლეიშვილი (შეტევით ფაზაში, დაცვაში ისიც იდირკებოდა) და მიქაუტაძე გოლის მომენტში, დანარჩენებზე რა უნდა თქვა, სამწუხაროა ამის აღიერება მაგრამ პირველ ტაიმში სამოყვარულო გუნდი გეგონებოდა ჩვენი ნაკრები. კვარას დიდი სახელი ყველგან გაუვარდა და უნდა შევეგუოთ რომ მას 2-3ეტოქის პერსონალურ მცველებთან მოუწევს დუელები როგორც ნოვეგიელებთან და აქ სხვებმა კეთილი უნდა ინებონ და გაანძრიონ "ერთი ადგილი" და კვარას გამოთავისუფლებული სივრცეები აითვისონ და მომენტებად აქციონ, აბა ეგრე სადაა კვარა ერთი ბიჭი მოედანზე სამ-ოთხ მცველს "იწებებს" მოწინააღმდეგის მარჯვენა მცველი შეტევაშე ვერ მიდის მისი შიშით კონტრზე არ "დაგვსაჯოსო" და თქვენც რაღაც გააკეთეთ ამხელა სივრცეებში ტო. ცენტრში კიდე ამ მოყვარულ აბურჯანია-კვეკვესკირის ტანდემს ყველა აჯობებს და შეიძლება იგივე ბათუმიდან მამუჩაშვილის ან ალთუნაშვილის მოსინჯვა 6 ნომერზე. საყრდენ ზონაში კი ორი ბალასტი ფეხბურთელის ყოფნა წინასწარ ნიშნავს მატჩზე 0:1-ით გასვლას მეტოქის სასარგებლოდ.

• სოსო

სტადიონზე არ ვიყავი,მაგრამ კადრები ვნახე,როგორი ქარი იყო ბათუმში და ჩვენ კარში გოლის დროსაცცგამოჩნდა კუთხურის ალამს კინაღამ რომ აქცევდა ქარი და თან პირდაპირ ჩვენი კარისაკენ უბერავდა.ვისაც ძლიერ ქარში უთამაშია ფეხბურთი,იმას ახსნა არ დასჭიდება,რა ძნელია ბურთის გრძელი პასით ზუსტად ამოტანა და საერთოდ აზრიანად თამაშის დალაგება.რა თქმა უნდა ნორვეგიელებსაც უშლიდა ხელს.,მაგრამ ქარი ზურგიდან უბერავდათ და მათაც და ბურთსაც აჩქარებდა,ჩვენგან განსხვავებით.სწორედ ქარის ბრალი იყო,მამარდას მიერ გამოტანილი ბურთი,ძალიან მაღლა რომ წავიდა და მერე,თითქმის უკან მობრუნებული,მეტოქის ხელში რომ აღმოჩნდა,სამი წამის შემდეგ კი,უკვე ჩვენი კარის ბადეშიც.ჩემთვის მოულოდნელი ის იყო,რომ საგოლე დარტყმაზე,მამარდამ რეაქცია საერთოდ არ გააკეთა.მიხვდა რომ ვერაფერს მოასწრებდა?არ ვიცი,ერთი ნაბიჯით და ნახტომით,ვფიქრობ მოგეირების შანსი ექნებოდა,უბრალოდ მეორე კუთხეში ელოდა დარტყმას და ვერ გადაეწყო.ლუკა გაგნიძეს,მოძრავ და საკმაოდ სწრაფ ფეხბურთელად ვიცნობთ,მაგრამ ბოლო წამებზე,ცენტრში ბურთი რომ დაკარგა და კინაღამ პენალტი ავიკიდეთ,ლუკა გამწარებული გაეკიდა ნორვეგიელს,ის გარე ხაზზე გარბოდა,ლუკა კი,შიგნითაზე,მაგრამ მაინც ვერ მოუჭრა გზა,აყლაყუდა ნორვეგიელს.ამიტომაც ჩანდა ისედაც ნელი აბურჯანია უსუსური,მათთან ბრძოლაში,რომ სისწრაფეში ამხელა უპირატესობა ჰქონდათ ნორვეგიელებს.

• im-ს

ქულებზე მეტად სიტყვიერ შეფასევებს ვკითხულობ, სადაც ვეთანხმები. ქულებით თუ ვიმსჯელებთ, კვეკვესკირს საგოლე პასი აქვს, რასაც უნდა აეწია და ლობჟანიძეს ცოტა დრო მიეცა, სადაც თამაში კი გაამწვავა, მაგრამ ქულის ასამაღლებელი ბევრი არაფერი

• lm

გოჩოლეიშვილს, ლობჟანიძეს 5.5 და კვეკვესკირსაც ? ღადაობთ ბიჭო ? ცენტრს შეფასება როგორ უნდა მისცე საერთოდ. ან აზაროვი-ტაბიძეს გადაგვიარეს მარცხნიდან და შუა წელში.

• გიორგი

სანამ დავითაშვილს "ზურიკო"-თი მოიხსენიებთ, მანამ ითამაშებს ეზოს ფეხბურთს. კი, ნიჭიერია, მაგრამ საფეხბურთო აზროვნებაში ძლიერ მოიკოჭლებს.

• გიორგი

გოჩოლეიშვილს 5.5 რატომ? ცოტა ათამაშეს და 6.5 მაინც იმსახურებს.

• მწვრთნელი

კვირკველიას რას ერჩით კაცმა მინიმუმ ორი ბურთისგან იხსნა გუნდი, თორემ სოლბაკენი შეაგდებდა იმ ბურთს აზაროვსა და ტაბიძეს, რომ აყლაპა! დაცვიდან ყველაზე გამორჩეული ზუსტად კვირკველია იყო! თამაში არ გამოუვიდათ პირველ ტაიმში: კაშია, კაკაბაძე (ჩაწოდება ვერ ისწავლა საჯარიმოში), ტაბიძე, აზაროვი, აბურჯანია, კვეკვესკირი, დავითაშვილი!

• Givi

Shefasebebi cota rbilad rom vtqvat...marto erts getkvit amis dasturad kvaras 7 da gocholeishvils 5.5 ?????

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ