გუშინ, 29 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" შეთანხმებას მიაღწია და ის გუნდთან კონტრაქტს გაახანგლძრივებს.

ახალი შრომითი ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი. ჩვენებურის ანაზღაურება 1-დან 2.5 მილიონი ევრო გახდება, ბონუსების ჩათვლით კი თანხა 4 მილიონამდე ავა.

ამ ამბავს მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული სპორტული გამოცემა Sportbible  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფანები ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურებით შოკირებულნი დარჩნენ.

"კვარაცხელია ზაფხულში არსაიდან მოვიდა. ბათუმის "დინამოდან" გადმოსვლის შემდეგ მან ევროპაში ნამდვილი შტორმი მოახდინა.

მადრიდის "რეალი" და პსჟ მის შესაძენად იბრძვიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, კლუბში 2028 წლამდე დარჩება და არ ექნება გათავისუფლების პუნქტი.

მოსალოდნელი იყო, რომ მისი ხელფასი მკვეთრად მოიმატებდა, თუმცა გულშემატკივრები შოკირებულნი დარჩნენ მას მერე, რაც ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურების შესახებ შეიტყვეს.

მისი წლიური ხელფასი ბონუსების ჩათვლით შეადგენს 4 მილიონ ევროს . ეს უდრის დაახლოებით 67 000 ფუნტს კვირაში", - წერს გამოცემა.

Sportbible-ს ამ ფაქტთან დაკავშირებით გულშემატკივართა კომენტარებიც მოჰყავს, სადაც სწორედ მათი გაოცებაა აღბეჭდილი.

"4 მილიონი ევრო? - პრემიერ ლიგაში ის ორმაგს მიიღებს!"

"პრემიერ ლიგაში 6 დიდ კლუბს თავისუფლად შეუძლია კვარაცხელიას ორმაგი, თუნაც სამმაგი გადაუხადოს"

"ეს არის ღარიბული ხელფასი ამომავალი სუპერვარსკვლავისთვის"

"კვირაში 67 000 ბონუსების ჩათვლით… გასაკვირი არ არის, რომ მოთამაშეებს სურთ პრემიერ ლიგაში გადასვლა"

"მაშინ მას პრემიერ ლიგაში მინიმუმ ნახევარი ათწლეულის განმავლობაში ვერ ვნახავ"

ლევან მაღლაკელიძე
რა გინდათ მეგობრებო. ბიჭი, ოფიციალური მილიონერი გახდა. სად იყო და სადაა. რას მოესწრო, ღმერთს მადლობა ვუთხრათ, მანაც რათქმა უნდა და ვთხოვოთ ჯანზე გვიმყოფოს ჩვენი ბიჭი, ამ დაქცეულ ქვეყანასი, მაგან მაინც გაგვიხაროს ეს გული. მთელი ცხოვრება წინ აქვს, მსოფლიო გადაშლილია მის ფერხდით. ალბატ , რაც მაგის გვარს ნალოცი აქვს, მაგაზე ახდა და გამჩენი შეეწიოს. უტრამვოდ რა თქმა უნდა. ჯანმრთელობაა ის მთავარი რამ, რაც მაგას ყველაზე მეტად სჭირდება ეხლა. მსოფლიოს ნომერ პირველი გამხდარიყოს, ლიგა მოეგოს და ხელფასი მერე ნახეთ თქვენ. წინ მწვერვალებისთვის. ვინც იღორა, ყველაფერი დაკარგა , რუსეთის არ იყოს და ბარეორის.
ლადო
ფულზე ნუაკეთებთ აქცენტს..მთავარი ფეხბურთია ხვიჩასთვის და თამაში.მემგონი რეალში .სიტიში ლივერპულში ან სხვა გრანდებში რომ გადასულიყო ხელფასი კი ექნებოდა მეტი მაგრამ ასე დატვირთვით ათამაშებდნენ???
ვ100კო
ნუ პანიკობთ ხალხო და ნუ ვარდებით კრუნჩხვებში... როგორც წელს დაიდო ახალი კონტრაქტი, ისე დაიდება ყოველ წელს, თუ ხვიჩა მოუმატებს, რა თქმა უნდა...
Fani
ჩემი აზრით, ძალიან ბევრი მინუსია ამ ახალ შეთავაზებულ კონტრაქტში. თავი რომ დავანებოთ აშკარად არასამართლიან ანაზღაურებას (მინიმუმ 3 მილიონი ეკუთვნის), ბონუსები ან იქნება ან არა, რადგან თუ ამ ზაფხულს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე წავიდა (ოსიმენი, ზელინსკი, ლოზანო, კიმ მინ ჯე), მომდევნო სეზონში "ნაპოლი" წლევანდელივით წარმატებულად ვერ ითამაშებს. შესაბამისად, შესაძლოა ვერც ხვიჩა იყოს ისეთივე ეფექტური როგორც ამ სეზონში. ერთადერთი პლიუსი რაც სამომავლო კონტრაქტში დავინახე, გაგიკვირდებათ და გამოსასყიდის გარეშე გაფორმებაა - ანუ, დავუშვათ რომ დაკარგოს ფორმა და მისმა სატრანსფერო ღირებულებამ დაიწიოს, ხვიჩა თუ იტყვის ტრანსფერზე დამაყენეთო, შესაძლოა ახლანდელი 100 მილიონის ნაცვლად 60 მილიონად გაყიდოს კლუბმა, რადგან მასში მხოლოდ 10 მილონია გადახდილი
სვანსკი
არა მეგობრებო 2024 წლამდეა მხოლოდ,2024 შემდეგ ვისაც გაუხარდება 100 მილიონად შეუძლია ხვიჩა წაიყვანოს,ასეთი პუნქტი დევს,მაგრამ 2028 მდე ირიცხება ნაპოლში ასეა კონტრაქტში ეს ბიჭი თავს ბედნიერად გრძნობს,მარტო საქართველოში კი არა ნეაპოლში ხალხი მის სანახავად დადის,მაფიოზები კი ყველგანაა,რომლებიც ფულის გამო ყველაფერს დათმობენ. რა თქმა უნდა ანაზღაურება მცირეა.ბონუსი კი ან არის ან არა.ამ ანაზღაურების ნახევარზე მეტი მის კერძო ფიზმომზადებაზე იხარჯება.
საბა
ხვიჩაზე კარგად ყველამ იცის ხვიჩასთვის უკეთესი რა იქნება თყრმე.აქამდის სპორტისა და პოლიტიკის მცოდნე გვყავდა ყველა , ეხლა ბანკისა და ბიზნესოს სფერო დაემატა, რა ვიცი ამის ფონზე ქვეყანა კი არის გაღატაკებული და ნეტავ რატომ..:))))))))))))
მირო
8 სათამაშო თვის თავზე მიიღო ის რაც მიიღო და რო უთვლით ხვიჩამ დაქოქა თავის ცხოვრება და რა საჭიროა ღორობა და ჰა მილიონის დამატების სურვილით არ მოიკლა ტირილით თავი ამაში ვინმეს ადანაშაულებენ???)))) რა სისულელეა..და იმ ტიპზე ხო არ ვლაპარაკობთ პსჟ 180 ის გადახდას რო აპირებს და 15 დაუნიშნავს და ესე ჯობია ზატო მაისურებიდან წილში იქნებიო ეტყვის ვიღაც მისით აღფრთოვანებული ბედნიერი მფლობელი..და აქ დაიწერება 25 როგორ ვერ დასტყუა ჯუღელი არა კვახიო))
დავით 67
რა დავწერე გაუგებრად, რომ ვერ გაიგეთ? რადგან ხვიჩა თანხმდება ე.ი აწყობს და თქვენ ვინ გეკითხებათ? თქვენ გგონიათ ხვიჩა შტერია და თქვენ ჭკვიანები? ალბათ ასე ფიქრობთ რომ ფეხბურთელს არაფერს ეკითხებიან. უამრავი სარფიანი შეთავაზება ჰქონდა ტოტტის, სტივ ჯერარდს და ბევრ სხვასაც მაგრამ არსად არ გადავიდნენ. უბრალოდ არ უნდოდათ და მორჩა. ამ ლაურიენტესს რას გადაეკიდეთ? ეს არის მისი( და არა თქვენი) კერძო ბიზნესი და უნდა გაყიდის და უნდა არა. ასევე მის შეთავაზებულ პირობებს ან დათანხმდები და ან არა. თქვენ მართლა მონათმფობელური წყობა ხომ არ გგონიათ ამ გუნდში. სპალეტისაც უნდოდა წასვლა, მაგრამ მგონი დათანხმდა დარჩენაზე. სწორედაც რომ სსრკ-ს პერიოდივით მსჯელობთ. მონობა მაშინ იყო თუ იყო. ასე რომ რამე თუ არ მოგწონთ თქვენ იყიდეთ ეს გუნდი და ყველაფრის უფლება გექნებათ კანონის ფარგლებში.
არტ
ხელფასი თუ ხვიჩას აწყობს, მე მგონი არავისი საქმე არ არის ამის განსჯა. აქ სხვა რამეა რაც ეჭვს იწვევს - ხუთწლიანი კონტრაქტი ნამეტანი ხომ არ არის? ამ გუნდიდან ოსიმენის წასვლაზე რეალური ლაპარაკი დაიწყო. ასევე კიმზე. ნაპოლი არ არის გრანდი. ვერ გამოვრიცხავთ რომ უახლოეს ორ წელიწადში რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვოს გუნდი და მერე ხვიჩას მოუწევს საშუალო შეძლების გუნდში თამაში წლების მანძილზე. ღმერთმა ქნას ასე არ მოხდეს.
ბს
ასი პროცენტი გეთანხმებით, არ ღირს მაგათი ვითომ მომატებული ხელფასი იმად რომ ახლა არსებული (2027 წლამდე) კონტრაქტი შეცვალონ. თან გამოსყიდვის პუნქტის ჩადებახ არ უნდათ ტიპებს ისეთი ნაგები არიან, მართლა დებილებად თვლიან აუ რაშია საქმე?! ნაპოლიში იმხელა სიყვარული აქვს ხვიჩას სულ არ ჭირდება ხელფასის გაზრდა , მინიმუმ წელიწადნახევარი კიდევ დარჩება ამ გუნდში და საქმესაც გააკეთებს, თუ მანამდე კლუბი რამენაირად შეძლებს და გრანდებს მიუახლოვდება მერე გადახედონ კონტრაქტს და თუ ისევ გაყიდვაზე იქნება კლუბი ორიენტირებული ხვიჩას დღეს არსებული კონტრაქტით ვერ დააკაბალებენ, და არც კლუბის და აღარც ქალაქის წინაშე აღარც მატერიალური და რაც მთავარია აღარც მორალური ვალდებულებები აღარ ექნება. ასე კიდევ დე ლაურენტისების ახირებების შემყურე გახდება ამ ვითომ გაზრდილი ხელფასის სანაცვლოდ.
ქორ-პარიკმახერი
იმას ვერ ხვდებით ხომ რომ ამ ვითომ გაზრდილი ხელფასით თავისი კარიერის საუკეთესო წლები თაღლითი და ლაურენტისების მონობაში უნდა გაატაროს??? გამოს,იდვის პუნქტს არ დებენ ხელშეკრულებაში, თქვენ კიდევ აქ ფულზე საუბრობთ! მომავალი წლისათვის ნახევარ გუნდს ყიდის ტიპი თავისი მწვრთნელიანად და ხვიჩას იტოვებს კაბალური ხელშეკრულებით, რომ თავის ჭკუაზე ატაროს და ნერვები დაუწყვიტოს ბიჭს, ეს გინდათ? ვერ გებულობთ რაზეა ლაპარაკი?
ბს
აუ ძმა ხარ გამოდი რა მაგ საბჭოთა კავშირიდან, რა შუაშია სხვისი ჯიბე და ფულის თვლა? ბიჭს კაბალაში ხვევენ, გამოსყიდვის უფლების გარეშე კონტრაქტს უფორმებენ, თან მაქსიმალურად შესაძლებელი ვადით, თან იმ ფასად რომელსაც ხვიჩიას ნებისმიერი გრანდი გადაუხდის თვეში და არა წელიწადში და შენ კიდე აქ ფულზე გველაპარაკები რა! სწორედ რომ ფულზე არ არის საქმე და ის დაბალი ხელფასი სჯობია ქონდეს რაც ახლა აქვს , ვიდრე ასეთი ვითომ პჰმომატება. ფულიო ტო, და სხვისი ჯიბეო, რაზე საერთოდ ლაპარაკი ვერ ხვდება
დავით 67
თქვენ ვერ მიხვდით მეგობარო, რაშია საქმე. საქართველოში ხომ უმრავლესობა სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს. ვის რამდენი აქვს,ვინ ვისთან წევს, ვინ ვისი აგენტია და ა.შ. ესაა მთავარი. ისე განიცდიან ხვიჩას ხელფასს გეგონება წილში ეჯდნენ))
ბესო შიოშვილი
სხვათა შორის, ამ კომენტარმა გამახსენა მარადონას იტალიური ისტორია, დასაჭერად რომ დასდევდნენ, გადასახადებს არ იხდიდაო და ქვეყანაში შესვლას რო ერიდებოდა... თუ მეშლება, გამისწორეთ - ასე არ იყო?
დავით 67
რა გინდათ ვერ გავიგე, ხვიჩას აწყობს თქვენ ვინ გკითხავთ??? ყველამ თავის ჯიბეს მიხედოს. ხვიჩა იმდენად უყვართ ნეაპოლში, რომ ფული მესამეხარისხოვანია უკვე. რაც არ უნდა მოითხოვოს ხვიჩამ უფულოდ ყველაფერს აუსრულებენ ისედაც ამ ქალაქში.
skaro
ანუ პრინციპის ამბავია და ჯუღელი არ გააბრაზოთ თორე მერაბს ეტყვის ჯანგველაძეს
Gogi
ცხადია ხვიჩას ჯიბეში არავინ იხედება - ღმერთმა მისცეს კიდევ უფრო მეტი. უბრალიდ საწყენია რომ გარშემო მყოფთა არაპროფესიონალიზმის გამო არაშესაბამისი პირობები ექნება, რამაც რაღაც მომენტში შეიძლება მის მოტივაციას დაარტყას. დემოტივირებული კვარაცხელია კი ვნახეთ რუბინში….
იგორ
დარწმუნებული ვარ ხვიჩა, ან მისი ოჯახის წევრები ეცნობიან გამოხმაურებებს და კომენტარებს. რადგან არ ჩქარობ და არ ხარბდები უფრო სარფიან შემოთავაზებებს, ნურც კონტრაქტის გახანგრძლივებას იჩქარებ მაგ პირობებით. ჯობია დაიკლო ის მილიონი წელიწადში, რომელსაც მერე 10 მილიონად ამოიღებ. კარგი კონტრაქტი გაქვს გაფორმებული და არ გადახედო, ან გაახანგრძლივო იქამდე სანამ უკეთესს არ შემოგთავაზებენ.
ეეე
რა არის იცით, ფულის ღორი არ უნდა იყო ადამიანი, მარა მეორეცაა თუ ასეთ არაშესაფერის ხელფასზე დათანხმდა ხვიჩა ვიღაცეები იტყვიან, აა ქართველია მაინც და არ ააქ თავის იმედი, რომ დიდხანს გაქაჩავს მაღალ დონეზე თამაშას და სანამ ვარდნა დაეწყება ასწრებს გრძელვადიან კონტრაქტზე ხელის მოწერასო.
ლევანი
ან ეს ბონუსები რას ნოშნავს, ვონმემ იცის? ან იქნება, ან არა ხომ? ხელფასია 2.5 მილიონი. სხვის ჯიბეში ყურება რომ უზრდელობაა, მე ვიცი, და არც არასდროს მიქნია, მაგრამ ხვიჩა, ჩემს ქვეყანას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მარტო ის გახდება დასაცინი, არამედ... მე ასე მგონია, და რა ვიცი.
აურელიო
ხვიჩამ 1 რომ დაიჩივლოს თავს უბედურად ვგრძნობ ნაპოლიშიო, მაშინვე გაიყიდება... რა 2027 ან 28 კიდევ...
კუკური
სწორედ ჯუღოევი(ჯუღელი) უნდა ეყოს ხელფასს, და არა ხვიჩა…. ჭაბუას სიტყვები ჯუღოევზეა დაწერილი…
ჯონდო
მართალია!!!
პაპა
ადგეს და წავიდეს იპლ-ში. ძალით და კონტრაქტით ვერავინ ვერ დაიჭერს ხვიჩას თუ რამე არ მოსწონს.

აგენტი იძახის ხვიჩას ფული არ აინტერესებსო...
სოსო
დაცინვაა!დე ლავრენტისი ამ შეთავაზებით ეუბნება,ჩემი აზრით,თქვენ სულელები ხართო და ხელმოწერებით,ესენიც დაუმტკიცებენ,დიახ,ჩვენ სულელები ვართ,ჩვენ ბიჭს,კაპიკებად ვათამაშებთ,შენ კი,ათეულობით მილიონს გაშოვნინებთო!გასაგებია,რომ ხვიჩა ნეაპოლელებს ძალიან უყვართ და მათი გულის დაწყვეტა არ უნდა,მაგრამ სულელად არავის უნდა ჩაათვლევინო თავი.ეს ხელფასი კი,სწორედ სულელად ჩათვლაა.ლიგაზე მეოთხედფინალში გასვლით,გუნდმა დიდი ფული იშოვა და შემადგენლობის შენარჩუნება,გაზრდილი ხელფასებით,არ უნდა გაუჭირდეს.3,5 მილიონიან ხელფასიანი ჟელინსკი,3,3 ზე შემცირებას არ დათანხმდა და მიდის...ან მისთვის რატომ უნდა შეემცირებინა და 2,5 მილიონზე რატომ უნდა დაჰყაბულდეს ხვიჩა?ახლა ტრაბახობენ ნაპოლიში,ვიცოდით რა მაგარი იყო ხვიჩა და იმდენი მოვახერხეთ,სულ რაღაც 10 მილიონად წამოვიყვანეთო.მერე ამასაც დაიტრაბახებენ და კვლავ ქართველები გამოვალთ, სულელი გადამყრელები,კაცს რომ უყვარს და ღმერთს ეჯავრება.მარადონას იტალიიდან წასვლის ისტორიიდანაც მახსენდება,მაშინ დაიწერა,მარადონამ დატოვა იტალია და მისი კუთვნილი ფერარის წაღების ნებაც კი არ მისცეს,ხელოვნების ნიმუშიაო.გამოწურულ ლიმონს,იტალიელებიც დაუნანებლად ისვრიან სანაგვეში.
ქორ-პარიკმახერი
რამდენი რამე მეწერა და მარტო ნიკი დადეს. მოკლედ ვიტყვი, ასეთი მონური ხელშეკრულების დადებას თანაც მაქსიმალური ვადით,არსებული ხელფასი და არსებული დაბალი გამოსასყიდი სჯობია
ქორ-პარიკმახერი
კოტე ეეე
აბა რას ლაპარაკობ თუ იცი? ხვიჩას საქმეში ცხვირის ჩაყოფას და მისი კაბალაში მოქცევის გამო აღშფოთებას შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავთ მაშინ უსმინეთ შალვა ხაჭაპურიძეს! 2,5 მილიონ დოლარს (ბონუსი არ არის ხელფასი, ეგ საკენკი თავის ქათმებს დაყაროს ნაპოლის მენეჯმენტმა) ხვიჩას თვეში სიამოვნებით გადახდამდე მოწინავე კლუბები.,ეგ კიდევ არაფერი , ეს უნამუსოები გამოსყიდვის უფლების გარეშე ხელშეკრულებას უდებენ და თანაც მაქსიმალური ვადით (5 წელზე მეტის უფლება უბრალოდ არა აქვთ) , ეს კაბალაა! თავისი საქმის საბოლოოდ თვითონ იცის ყველაზე კარგად ხვიჩამ, მარა ამ პირობებით 2028 წლამდე მაგ იდიოტი ლაურენტისის მონად ყოფნას , არსებული ხელშეკრულება ერჩივნოს იქნება, ნაკლები ხელფასით, მაგრამ ნაკლები გამოსასყიდით და შესაბამისად თავისუფლების მაღალი ხარისხით. იდიოტად როგორ უნდა ჩაითვალოს ვიღაც ვითომ კინო რეჟისორმა.
დათო
ასეთ მონობაზე ხვიჩამ ხელი არუნდა მოაწეროს. ახლა ფეხბურთის უცოდინრებმა არ დამიწყოთ ზღაპრები. როდესაც კლუბი მილიონებს შოულობს შენით კეთილი უნდა ინებოს და საკმარისი გადაუხადოს. ხვიჩას მინიმუმ 7 მაინც უნდა ჰქონდეს. ოსიმენი, კიმი, ზელინსკი, ლოსანო, და კიდევ... ნაპოლი ნახევარ გუნდს ყიდის, დიდი ალბათობით სპალეტიც პრემიერლიგაში გადავა და ამ მაჩანჩალა გუნდში უნდა ჩაიკეტოს 5 წელი? ხვიჩას მამა თუ ამას დაუშვებს უბრალოდ კარიერას დაუნდგევენ. ეს ჯუღელი სად მოძებნეს, ყველაფერს თავის თავზე რომ იწერს, ომმა დაიხსნა ხვიჩა და არა ჯუღელმა.
Gia
Gasayid fass tu adeb amxela tanxas xelfasi shesabamisi unda iyos.muqtad iyides da adaptaciis gareshe amxela rezultati aq, nutu 5milioni ar unda gadauxadon varkvlavs.tavdabloba mafiozebtan ar sheidzleba.wava maqedan da napolis oqros xanac dasruldeba.
კოტე
ხვიჩა,შენ გააგრძელე ასე თამაში და მატერიალურად ნაღდად არაფერი დაგაკლდება....მე ის მიკვირს,ამდენ არამკითხეს ხვიჩა,ან თუნდაც მისი დედ-მამა, ასე მიამიტი ანაც უცოდინარი რატომ ჰგონიათ?!ეს არაა ვითომ საჯაროდ და საყვეყნოდ მის პირად საქმეებში უშნოდ,უსაგნოდ და უადგილოდ ცხვირის ჩაყოფა? მოვრჩეთ,რა,მოვრჩეთ.სირცხვილია!რაც ჩვენ არ გვეხება,ნურც შევიხებთ!ამ თემას მაინც დავადოთ ტაბუ და ნუ შევურაცხყოფთ ჩვენს საამაყო,უსუფთავეს,უჭკვიანეს ბიჭს,დღეს უკვე დიდ,ხვალ და ზეგ კი,დიად ფეხბურთელს!
შიშველი სიმართლე
ქართველი და უცხოელი ფანები ერთსულოვანნი არიან ახალი კონტრაქტის შეფასებაში. ეს ყველაფერი იმიტომაა, რომ ჯუღელს ევროპაში არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია. ვისაც ამის არ სჯერა, ნათელი მაგალითია ის ფაქტი რომ "ტრანსფერმარკეტი"-ს საიტზე ხვიჩას და აზაროვის პროფილებზე არსად არ წერია აგენტის ვინაობა (ორივეს აგენტად ჯუღელი ითვლება). დასკვნა - კვარა, დროულად შეცვალე აგენტი! შენ იმსახურებ რომ ჟორჟე მენდეშის ან პინი ზაჰავის დონის აგენტი გყავდეს (რაიოლა აღარ არის, თორემ ყველაზე კარგი ვარიანტი ეგ იქნებოდა)
მამუკა
მაგარი გაიძვერაა აურელიო, ჯუღელი კიდევ არაპროფესიონალი, აურელიო ფიქრობს საქართველოდან ჩამოსულისთვის ესეც დიდი ფულიაო და ჯუღელიც ამაში ეთანხმება თავის ქმედებით, დაღუპავენ ამ ბიჭს თუ მაგედან არ წავიდა

მართალს ამბობ, da Vinci,გეთანხმები.
ქ. გ.
თუ შეიძლება გადაეცით ამხანაგ ივან ჟუღაევს, რომ მე მაინტერესებს, თუ რა "პრედლაჟენიები" მიიღო მან პირადად? ჯუღაევს რომ არ გაუჭირდეს, აი ჩემი შეკითხვის რუსული თარგმანი: Товарищ Иван Джугаев! Будет ли опубликована информация о сумме отката, которую вам обещал Аурелио Де Лаурентис за такой контракт?
ქ. გ.
ამხანაგ ივანე ჯუღაევის Wikipedia გვერდის რუსული ვერსია: Джугели является клубным агентом волгоградского Ротора.
ქ. გ.
ამხანაგი ივანე ჯუღაევის ჭikipedia web-გვერდი ამ გცერდის ინგლისური, უკრაინული, სომხური და რუსული ვერსია არსებობს. ქართული ვერსია არ არის. Джугели, Иван Рамазович https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%B6%D1%83%D0%B3%D0%B5%D0%BB%D0%B8,_%D0%98%D0%B2%D0%B0%D0%BD_%D0%A0%D0%B0%D0%BC%D0%B0%D0%B7%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87
აკია ბარბაქინსკი!
სამწუხაროდ ჯუღელიც და ხვიჩას მამაც არიან უსუსტესი და პრიმიტული , კარიკატურული აგენტები ! ჩარჩენილები არიან 20-ე საუკუნის ბრეჟნევის ეპოქაში…
ვა რა დონეა
რატომ გავიწყდებათ ჭაბუა ამირეჯიბის "ბრძნული აზრი" კაცი უნდა ეყოს ხელფასს.ასე რომ იმედია შიმშილით არ მოკვდება.გაკვირვებული ვარ კომენტარებით. რამდენი გაუმაძღარი კაცია ამ ქვეყანაზე.
რეალისტი
ხვიჩას საბაზრო ფასი 100 მილიონამდე აღწევს, ხომ ასეა? ორმილიონნახევარი არის უნამუსო შეთავაზება 100 მილიონიანი ფეხბურთელისთვის, , ზოგი ამბობს ფული მეორეხარისხოვანიაო, მაგრამ ხელფასი ხომ უნდა იყოს შენი სათამაშო ფორმის და სარგებლიანობის ადეკვატური, ჯუღელის და პრეზიდენტის, დე სანკტისის თავები იქნება მანდ, ორივეს ეხერხება შავი საქმეების კეთება, ჩემი აზრით არ უნდა დათანხმდეს ხვიჩა, მინიმუმ ორჯერ მეტს აიღებს და არანაკლებ გუნდში გადავა, თუ მანდ რეალურს არ შეთავაზებენ.
ქომაგი
ეს ფული ადამიანს ნებისმიერი ნატვრის ასრულებაში ეყოფა სრულიად,მაგრამ საქმე ისაა, რომ არარეალური გახდა სპორტსმენების ანაზრაურება და ხვიჩაზე ნაკლები დონის მოთამაშეს რომ აქვს 2 და 3 ჯერ მეტი. ნაპოლის საუკუნის წარმატება იქნება ეს სკუდეტო. მერე იქნება ისეთივე გუნდი როგორიც იყო 3 4 წლის წინ. მოიგოს სკუდეტო ალალად და უნდა წავიდეს ჩემი აზრით, ინსინიეს თუ ქონდა 9 მილიონი რა მოიგო გუნდმა??? არაფერი. აქ ხელფასზე არაა საქმე, აქ დონე და სხვა გამოწვევებია. წარმატება ხვიჩას და ყველა მშრომელ სპორტსმენს და ადამიანს.
fff
რომელი მაგარი აგენტი ჯუღელია რო ახალი კონტრაქტი გაგკვირდათ? სანამ ჯუღელია აგენტი კაი კონტრაქტი არ იქნება
Ddd
კიმი და ოსიმენი სულ მალე ალბათ 2ან 3ჯერ მეტს აიღებენ,ხოდა რა გამოდის თუ გათავისუფლების პუნქტი არ არის ხაფანგში ყოფილა
Leonardo
რას უთვლით ამ ბიჭს მის ნაშრომს, რა გაუტრაკეთ საქმე, მიხედავს როგორმე მის საქმეს როგორც აწყობს… ისე რომ იცოდეთ ნებისმიერ კონტრაქტშია ისეთი მიხლები რომლებიც არ ხმაირდება და დააყენეთ რა ყველამ :))
მეგრელი
თავისით იზრდება ჭინჭარი ძმაო და არა ხელფასი. სასაცილო პირობებია, აქ ფულზე არაა საქმე, აქ თავმოყვარეობის ამბავიცაა. ლოზანოს 4 მილიონი აქვს და კვარას 2.5? ბონუსები კიდე ან იქნება და ან არა.
მეგრელი
100%

100 % ვეთანხმები ,,პოსტის,, ავტორს.
კახა
ახლა, არავინ გამოხტეს აქ, ვითომ ხვიჩას დაცვის მიზნით, იმ გაცვეთილი ფრაზებით როგორიცაა, ხვიჩას ფული არ აინტერესებს და ესეც საკმარისი თანხაა, ან რა თქვენი საქმეა ხვიჩას ჯამაგირი. ხვიჩა ნაპოლიში ხომ ბედნიერია რაც მთავარია და მსგავსი სიტყვები. ყველას მაგრად გვიყვარს ხვიჩა და ქართველების გულებშია, ყოველ შემთხვვეაში უმრავლესობა ქართველის ხოდა ასეთ დროს, როდესაც ლამის 5 წელი, აპირებ ნაპოლიში დარჩენას და გროშები უნდა აიღო ოფიციალური ჯამაგირი, ეს არის არათუ თავის დამცირება არამედ, ერის, პიროვნების ნიჭის შეურაცხყოფა! ბონუსს რაც შეეხება, ვინ იქნება გარანტი იმისა, რომ ნაპოლი წარმატებული იქნება მომავალი 5 წელი? შესაბამისად თუ წარმატებული როგორიც ახლაა არ იქნება, იმ ბონუსებსაც ვეღარ გამოიმუშავებს და დარჩება იმ 4 მილიონზე. ამიტომ ხვიჩა იმედია იმ სულგაყიდულ ჯუღელს ან მოიცილებ საერთოდ ან არ გაითვალისწინო მისი საქციელი და ისეთ გადაწყევტილებას მიიღებ როგორც შენ ნიჭს და კლასის ფეხბურთელს ეკადრება! ლამის 15 წლის წინ კალაძეს ქონდა უფრო მეტი ანაზღაურება წლიური თავის არმანის კონტრაქტებით დამთავრებული და რა ხვიჩა კალაძის დონეზე ნუთუ არაა რომ მინიმუმ ცოტათი მეტი ჯამაგირი რომ ქონდეს? აღარაფერს ვამბობ ბიჭი პლანეტის 5 საუკეთესო ფეხბურთელში მოიხსენიება და ერთი სპორტული თუ არა სპორტულ არცერთ გიგანთ ბრენდს არ აქვს დადებული კონტრაქტი მასთან ნეტავ რატომ? ის არა,.,, ჯუღელი ხომ არაა ნეთავ თავში? ხვიჩა მშობლებთან უფროს ძმასთან ერთად იმედია ისეთ გადაწყევტილებას მიიღებ როგორიც შენს ნიჭს ეკადრება და არ მოაწერ იმ წყეულ სამასხარო კონტრაქტს ხელს! სატრანსფერო ფანრჯის გახსნისას კი იცოცხლე იმდენი ვარიანტი გექნება და ისეთი ღირსეული რომ თავად გადაწყევტ შემდეგ რომელი ქვეყნა თუ კლუბი გირჩვენია და იქ წახვალ. კი ფული არაა მთავარი კი ფული არ გაინტერესეებს დიდება და სპორტული ჟინი უპირველესად გიყენია წინა პლანზე მაგრამ ამ კაპიტალისტურ დრაკონულ არაადამიანურ ცხოვრებაში ჯამაგირი აუცილებელია!
ემიგრანტი
მას ფხბურთინუყვარს და არა ფული ფული თავისით გაიზრდება მომავალში შოკირებუკი არა შოკუნიები კიდე
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია