ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

გველესიანი: თითქოს უსამშობლოდ ვარ, ამით ჩემს მოტივაციას ანადგურებენ

გველესიანი: თითქოს უსამშობლოდ ვარ, ამით ჩემს მოტივაციას ანადგურებენ

<p>"პერსეპოლისის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს.</p><p>გველესიანმა პრიზის მიღების შემდეგ თავის "ინსტაგრამგვერდზე" ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. იგი იმედგაცრუებულია, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება დღემდე არ ეძლევა.</p><p>"თითქოს უსამშობლოდ ვარ და ჩემს შრომას ვერ ხედავენ. არცერთ ასაკობრივ ნაკრებში 1 წუთითაც კი არ მითამაშია. ზოგჯერ იყო დრო, როდესაც ამას მართლაც არ ვიმსახურებდი, მაგრამ იყო დრო, როცა ეროვნულ ნაკრებში თამაში დავიმსახურე და ამის საშუალება არ მომეცა. ეს ჩემს მოტივაციას ანადგურებს.</p><p>არ ვწუწუნებ და არც მოწყალებას ვითხოვ, მუშაობას მშვიდად გავაგრძელებ. მადლობა ჩემს ოჯახს და მეგობრებს ერთგულებისთვის, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის" - წერს გველესიანი.</p><p>შეგახსენებთ, გიორგი გველესიანმა "პერსეპოლისის" მაისურით მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, თავი კი 4 გატანილი გოლით გამოიჩინა.</p><p><p><p><p><br></p>

  • აბდულაი

    საქართველოში მარტო ეგ არ არის ბეჟანიშვილი გავიხსენოთ კალათბურთში დრაფტზე რომ წარადგინეს და ნბა მეორე ლიგაში თამაშის შანსი გაუჩნდა მავერიკსში. მერე გააქტიურდა ფედერაციის მამები.ესეც იყო არც ერთ ნაკრებში არ გამოუძახიათ არც ასაკობრივში

  • ბაჩო

    კაცმა სანამ თვითონ არ გამოაქვეყნა წერილი არც არავის გახსენებია. ჟურნალისტებსაც თქვენი წილი პასუხისმგებლობა გაქვთ. ფედერაციას არგახსენებია, აქ მაინც დაწერილიყო მანამდე რამე. იმედია მიეცემა შანსი. კობახიძეს მაინც ტყუილად იძახებენ

  • გეგი

    ამ კაცს აუცილებლად უნდა მიეცეს ნარებში თავის გამოჩენის შანსი.

  • ჩეტო

    ებიჭო პერსეპოლისს და ალავერდიხან უნდილაძეს ნუ მაბალეშიკებინებ თუ ძმა ხარ, კიდე ვამბობ ამ ოქრო ბიჭის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ თუ ითხოვ თამაშს ნაკრებში და აფიქსირებ უკმააყოფილებაას მინიმუმ ლეხის და სლოვანოს დონის გუნდში უნდა იყო, ევროტურნირზე გადიოდე და ა.შ.

  • ქობულეთიდან

    მიეცეს ამ კაცს შანსი რა მოხდება. კაცი სულით და გულით ითხოვს ნაკრებში გამოძახებას და რატომ არ აქცევენ ყურადღებას? ვერაფრით დავიჯერებ რომ ირანის ჩემპიონატი უფრო დაბალი დონისაა ვიდრე აზერბაიჯანი, კვიპროსი და ა.შ. და ამ ქვეყნებიდან თუ ვიძახებთ ლეგიონერებს, ამ ბიჭმა რა დააშავა? თანაც საუკეთესო მცველად დაასახელეს რაც უთუოდ საყურადღებოა. იმედია გაითვალისწინებს სამწვრთნელო შტაბი და დაუძახებენ ამ ბიჭს.

  • მინდია

    24 თამაშიდან 4 გოლი მცველისთვის მაგარი შედეგია, რომელიც ბევრ ქართველ თავდამსხმელს შეშურდებოდა.

  • სიმართლე!!

    ამ ბიჩს უყურებდი დინამოდან კლასი ეტყობოდა,ირანში არა დაბალი დონე დამიჯერეთ.უნდა გამოიძახო იაშკაააააა გაიგე ძმა!მიეცი შანსი ბიჩშ!

  • Givi

    Me ase vitkodi,tu ginda nakrebshi wamodi ra iranidan sadac aseti magarixar da xedav mandedan aravin gedzaxis,nutu sashualo donis gundshi ver moxvdebi,magalitad turqetis an tundac polonetis chempionatshi?

  • ფედერაცია

    მე როგორც ვიცი ფეხბურთელების შესახებ მწვრთნელს ფედერაცია აწვდის ინფორმაციას, ან ქართველი თანაშემწე, აბა უცხოელ მწვრთნელს საიდან უნდა დაესიზმროს რომელი ქართველი ფეხბურთელი სად თამაშობს. და მეც მგონია რომ ეს ბიჭი იმსახურებს შანსს!

  • 444

    ირანი არა ავღანეთი კიდე, შეიძლება ნაკრები რამედაც ვარგა მაგრამ ირანის ჩემპიონატი? სულ სხვა ვარჯიშის სტილია, სხვა ტემპი, საქართველოს ჩემპიონატიდან ხალხს იძახებენ ვინც ან ევროპაში უკვე იყო და აქ დრიებითაა ან 17 18 წლის ბიჭებს რომ მოტივაცია ქინდეთ კარგ ადგილას გადასვლის, არ უნდა ეწყინოს ირანში რომ წავიდა რას ფიქრობდა

  • მეზღვაური

    ასე ვიტყვი :სადაც მამუკა კობახიძემ 5 მატჩი ითამაშა ნაკრებში,ამ ბიჭს რატომ არ ეძლევა შანსი? ეგება გამოადგეს ნაკრებს კაცო,ყაზაიშვილს რომ იძახებდნენ ხან ამერიკიდან და ხან კორეიდან ისიც ხომ არ იყო ევროპა არა? თუ გავითვალისწინებთ,რომ ზედიზედ გადის ირანი მუნდიალზე ჩვენს ჩემპიონატზე დაბალი დონე არ უნდა იყოს ირანის ჩემპიონატი და თუ ამ ჩემპიონატის საუკეთესო მცველად გველესიანი დაასახელეს,გამოდის რომ როგორც მინიმუმ კობახიძეზე დაბალი დონე არაა,რადგან კობახიძე არა ჩემპიონატის საუკეთესო მცველი,საერთოდ სამეულში თუ შედის ესეც მოსაკითხია.

  • The

    პერსეპოლისო კრაკოვიასახ გახევს, ზედ ნეფთჩისაც მიაყოლებს და დესერტად კვიპროსის ჩემპიონსაც დააყოლებს.

  • პროფესტო

    დღეს საუკეთესო ქართველი ცენტრალური მცველია!

  • დავითი

    ირანის ჩემპიონატი საქართველოზე ბევრად წინაა, ბოლო-ბოლო მსოფლიოზე გადიან და თან არც თუ ცუდად თამაშობენ. ნამდვილად მოსაწვევია ეს კაცი!

  • მერაბი

    მოდი გავაკეთოთ ოთხი ნაკრები, ერთი ძირითადი და სამი დამატებითი და ვასპარინგოთ ერთმანეთს იქ გამოჩნდება ვინ რას იმსახურებს და გულიც არავის დაწყდება

  • მინდია

    მართლა გვგონია რომ საქართველოს ჩემპიონატი ირანის ჩემპიონატს ჯობია? თუ საქართველოს ჩემპიონატიდან ვიძახებთ, თუ აზერბაიჯანის, ყაზახეთის,უნგრეთის და სამხრეთ კორეის ჩემპიონატიდან ვიძახებთ თვითონ მაგ ლიგებში არ გამორჩეულ ფეხბურთელებს რა დააშავა ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველმა?

  • გოგია-ს

    აგერ, ჯერ სამი ადამიანი უკვე გამოჩნდა, ვისაც ჭკუა არ ჰყოფნის და სიმართლის მოსმენაზე ბრაზდება. :)))

  • მწვრთნელი

    თქვენ ყვარყვარესავით მოგდით: "ბატონო ყვარყვარე რევოლუცია მოხდაო და სულ შენი ბრალია დროულად არ მაწვდიდი ბოლო ინფორმაციასო"! მწვრთნელი რის მწვრთნელია, თუ ნაკრების სია თვითონ არ შეადგინა და დაკვირდა მოთამაშეების თამაშს! ტელევიზორში მაინც უყურე ვინ სად თამაშობს და როდის! ქეცბაია ამბობდა ჩემ ბინას, რო შეხედოს კაცმა უცხოპლანეტელი ვეგონებიო! თვლა არ აქვს სატრანსლიაციო თეფშების რაოდენობასო!

  • დო მაჟორი

    გამომრჩა და უნდა დავამატო, რომ ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს და 24 მატჩში 4 ბურთი აქვს გატანილი. ცენტრალურ მცველს!

  • ვასილი ალიბაბაევიჩი

    კარგი იქნება თუ ამხანაგურში გამოიყვანს

  • ძველი გულშემატკივარი

    ... და კიპრის ან აზერბაიჯანის ჩემპიონატის მატჩების მოლოდინში ხომ სულ ღამეებს ვათენებთ ?!

  • G.LA

    ეს ბიჭი დინამოში მშვენივრად გამოდიოდა. რა მოხდა ერთი შანსი რომ არ მისცეს ნაკრებში? არა მგონია ირანის ჩემპიონატი ჩვენსაზე ან აზერბაიჯანზე უფრო სუსუტი იყოს.

  • დო მაჟორი

    ხომ არავინ ითხოვს, რომ ნაკრებში ჩასვითო?! ფედერაციას და სანიოლს ვთხოვთ, რომ ამხანაგურ შეხვედრაზე 1-2ჯერ ჩართოთ, რომ თქვენც და გულშემატკივრებმაც შევაფასოთ მისი პოტენციალი! არის ცენტრალური მცველი, საკმაოდ მაღალი - 1.93მ, მისი გუნდი ირანის ჩემპიონატში ერთერთი ლიდერთაგანია, ყოველ შემთხვევაში რეიტინგით სჭარბობს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს!

  • მწვრთნელი

    ეხლაც არ შექმნი ფედერაცია მეორე ნაკრებს, რომ ასეთმა მოთამაშეებმა ამხანაგურში მაინც მიიღოს მონაწილეობა ტაილანდთან ან სურინამთან, ან მოზამბიკასთან, ან ჰონკონგთან, ან გვატემალასთან, ან ბანგლადეშთან და რავი კიდევ რამდენი ქვეყნის ნაკრებია ჩამოსათვლელი!

  • !!

    ხოჭოლავას ოპერაცია არ გაუკეთებია და შემდეგი თამაშებისთვის ამზადებს კლუბი,ამ კაცს კი დიდი სურვილი აქვს ნაკრებში ითამაშოს და ერთი შანსი რომ მისცეთ რა იქნება??!!

  • MARGALONA

    დარწმუნებული ვარ დიდი მონდომებით ითამაშებს ნაკრებში,წარმატებები ჯიგრიან სვანს❤️

  • ჩეტო

    სხვას შეიძლება აჯობოს ამ ბიჭმა მართლა, ცდას არაფერი არ უდგას წინ, მაგრამ კარგით რა ხალხო რაის ირანი ძლიერი ჩემპიონატია? ვინ იცით ირანის ჩემპიონატიდან ჩამოთვლით 3 კაცს? რეალურად, როდესაც ადამიანი თამაშობს კენიის მეორე ლიგაში ან ინდონეზიის უმაღლესში ან სადმე მსგავს ეგზოტიკურ არასაფეხბურთო ჩემპიონატში, გარკვეულ დონეზე უნდა შეეგუოს რო ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მას ვერ უყურებს სისტემატიურად ქვეყნის დასალიერში. 3 წელია მესმის რო მაგარია, ირანში და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გაისარჯა ეს ბიჭი და თქვენ რო იცით რო მაგარია ირანის ჩემპიონატი ჯუნტოლიმ და მაროტამ არ იციან? ვერ წაიყვანდა ვინმე თუნდაც პრემირშიპში ან სეგუნდაში ეგეთი რო იყოს? უსუსტესი მატჩი გააკეთეს ტაბიძემ, კვირკველიამ და კაშომაც დიდი ვერაფერი და ატყდა ვაი ვიში . . . მე რო მკითხო ირანიდან კაცის დაძახებას ისევე ეროვნული ჩემპიონატიდან ჯობია დამატება პ.ს. აქ რა შუაშია, მაგრამ ხოჭოლავაზე ისეთი ნიუსები იდება, მგონი ისევ რცხვენია ქართველობის მაგას

  • თორელი

    წუწუნსა და სურვილს შორის დიდი განსხვავებაა და ამის გარჩევას უნარი ჭირდება!

  • გოგია

    გველესიანს არ ვიცნობ, მაგრამ სიმართლის მთქმელი, მარტო სპორტში და პოლიტიკაში კი არა, არასად არ მოსწონთ. აბა, ვის სიამოვნებს, საკუთარ ნაკლოვანებებზე და ცუდ ქცევაზე რომ მიუთითებენ. უბრალოდ, ერთია, რომ როცა ადამიანს გულშემატკივრის პოზიციიდან უთითებ მის ნაკლოვანებებზე, უნდა ეყოს ჭკუა, რომ არ გაბრაზდეს და აგრესია არ გამოავლინოს.

  • ვაჟა

    ამის წუწუნი კიდე ხომ გაუთავებელია რა.

  • თომა

    რა მოხდება რომ ამ კაცს 1 შანსი მიეცეს? როგორც ვიცი ირანის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა და იქ საუკეთესო მცველად დასახელება სულაც არაა პატარა საქმე. თანაც ეს კაცი უკვე რამდენი ხანია ითხოვს ნაკრებში გამოძახებას.

  • $

    ლოჩოშვილის არ გამოძახება როგორ ახსენით?

  • Irakli

    მართალია ეს კაცი, სანიოლმა ვინ აღარ გასინჯა ნაკრებში, გველესიანის ერთხელ მაინც გამოძახება რა გახდა? ფედერაციიდან არ აწვდიან ინფორმაციას?

  • გიუშა

    ასეთი სიმართლის მოყვარული ადამიანი არ მოწონთ არსად,არც სპორტში და არც პოლიტიკაში

  • გიორგი IV

    რატო არ იძახებენ ამ კაცს ვერ ვგებულობ?!ფედერაციას ლუბიმჩიკები ყავს აშკარად და ერთ სულზეა ხალხი გაყიდონ!სხვანაირად ვერ ვხსნი ამ კაცის გამოუძახებლობას!

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა - "პერსეპოლისი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა [VIDEO]

გველესიანის გოლი 90+13-ე წუთზე - ქართველმა "პერსეპოლისს" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

გველესიანის მეხუთე კლუბი ირანში? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ახალი ვარიანტი აქვს

გველესიანმა პენალტი ვერ გაიტანა - "პერსეპოლისი" პლეი-ოფში ვერ გავიდა

გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა

გველესიანის "პერსეპოლისი" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე "ალ აჰლისთან" დამარცხდა

გველესიანის გოლმა "პერსეპოლისს" ჩემპიონობა მოუპოვა [VIDEO]

"მათხოვრობა ჩემი მორალი არ არის" - გველესიანმა ირანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და "პერსოპოლისზე" ნაწყენია

"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა

კვლავ ირანში - გველესიანი ყოფილ კლუბში დაბრუნდა

აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია

გიორგი გველესიანმა "პერსეპოლისთან" კონტრაქტი გააგრძელა